ექვს საათამდე დარჩენილი – წუთებით ხუთი, შენი სუნთქვაა მოდებული ბალიშის პირზე, გამთენიაა, დილის სიცხე ნელ-ნელა მხუთავს, ახლა შენ გძინავს გეხვევი და უბრალოდ გიმზერ.
სუნთქვა რიტმული – ჩემი, შენი და არავისი. შენი პერანგი დაკუჭული, წითელიც ოდნავ, იხდი ნელ-ნელა, მოხდენილად და სადღაც ისვრი, როგორც ჩემს სახელს... აი ახლაც ჩემს სახელს ბოდავ.
ამ დღის სახსოვრად დავიტოვებ გაცრეცილ სურათს, გამახსენდება ყველა ნაკვთი ჯერ კიდევ ნორჩი. მე კუპიდონი, შენ ფსიქეა ან იქნებ სულაც: უბრალოდ მე და შენც ასევე... ან ჩვენ და - მორჩა.
შენთან დილაა ჩემთან უფრო მთავრდება ღამე, ღამენათევი გიყურებ და ძილიც არ მოდის, ჩემსკენ ბრუნდები, ვეჭვობ, ძილით გადაიღალე, თვალებს ახელ და შუბლზე გკოცნი – დილამშვიდობის.
რვა საათამდე დარჩენილი – წუთებით ოცი, შენი სუნთქვაა მოდებული ახლა ჩემს პირზე, მე ღამენათევს შენ მძინარე მკოცნი და გკოცნი. ახლა მე მძინავს მეხვევი და უბრალოდ მიმზერ.
მომეწონა ძალიან :) ძალიან, ძალიან... უბრალოდ პირველი სტროფის პირველი ბწკარი სხვანაირად გავიგე და ის სხვანაირი გაგება ძალიან მომეწონა, მაგრამ ბოლო სტროფის პირველი ბწკარით დავასკვენი, რომ ის არ ყოფილა ჩაფიქრებული, რაც მე დავინახე :)
მოოოკლედ, ხომ გაიგეთ, რის თქმაც მინდოდა? არა? არც მაგას უშავს რა...
მაინც ძალიან მომეწონა :)
+5

ვიზიარებ იმ აზრს, რომ ბაჩო ძალიან ნიჭიერი, ღრმად მოაზროვნე და ულევი ფანტაზიის მქონე პოეტია, რომლის თითოეულ ლექსში სილამაზე, სითბო და ორიგინალურობა იგრძნობა ... დავეთანხმები იმ მოსაზრებასაც, რომ აღნიშნული ლექსი მიუხედავად იმისა რომ ძალაინაც კარგია, ჩამოუარდება ბაჩოს სხვა ლექსებს... ნუ ეს გამომდინარე იქიდან რომ ყველაფერი შედარებითია ... მე მომეწონა ლექსი ნაცვალსახელებით და ზედსართავებითურთ...
,,შენთან დილაა ჩემთან უფრო მთავრდება ღამე, ღამენათევი გიყურებ და ძილიც არ მოდის, ჩემსკენ ბრუნდები, ვეჭვობ, ძილით გადაიღალე, თვალებს ახელ და შუბლზე გკოცნი – დილამშვიდობის.,, ---- ულამაზესიაააააააა
ჩემი უსასრულო მოწონება ავტორსა და მის ლექსებს ...

20. წავიკითხე ლექსი,სიმართლე ვთქვა,ჯერ კომენტარები წავიკითხე და ისეთი შეგრძნება მაქვს,ჩასაფრებულები ხართ ამ ავტორზე,გინდათ რაიმე აღმოუჩინოთ_რაც არ მოწონების დაწერის მიზეზი გახდება. თეთრი პოეტი. 2013-07-18 23:03:15
აი ზუსტად, ამაზე ვთქვი მე და კარგადაც იყავი!
20. წავიკითხე ლექსი,სიმართლე ვთქვა,ჯერ კომენტარები წავიკითხე და ისეთი შეგრძნება მაქვს,ჩასაფრებულები ხართ ამ ავტორზე,გინდათ რაიმე აღმოუჩინოთ_რაც არ მოწონების დაწერის მიზეზი გახდება. თეთრი პოეტი. 2013-07-18 23:03:15
ეგ აზრი ნაწერს კი არა ჩვენ გვეხება, მკითხველებს, ვინც გავაკრიტიკეთ ლექსი და კეთილი ინებე, შენთვის შეინახე.... არგუმენტირებულ დავას მივიღებ და ასეთ მიკიბ-მოკიბვას არა.

მოდი ასე ვქნათ !!! : მადლობა ვისაც მოგეწონათ.... მადლობა მათ ვინც კრიტიკა დაწერა და გამოხატა თავიანთი დამოკიდებულება... ნუღარ ვიდავებთ თორე:
პ.ს. ამ ლექსის ადრესატი რომ შემოვა და ამას ნახავს მიხვდება რომ ჩემს გამო ამდენი კამათობთ შევუყვარდები მერე ცოლად უნდა მოვიყვანო და მე კიდე ჯერ 20 წლის ვარ ამიტომ მოვრჩეთ :D :D ..
ყველას წარმატებები და წინ სვლა :*
მოდი ასე ვქნათ !!! : მადლობა ვისაც მოგეწონათ.... მადლობა მათ ვინც კრიტიკა დაწერა და გამოხატა თავიანთი დამოკიდებულება... ნუღარ ვიდავებთ თორე:
პ.ს. ამ ლექსის ადრესატი რომ შემოვა და ამას ნახავს მიხვდება რომ ჩემს გამო ამდენი კამათობთ შევუყვარდები მერე ცოლად უნდა მოვიყვანო და მე კიდე ჯერ 20 წლის ვარ ამიტომ მოვრჩეთ :D :D ..
თეთრო პოეტო, მე მიგულისხმე ალბათ, რადგან მე დავწერე ყველაზე მწვავე კომენტარი, თუმცა მაქსიმალური არგუმენტაციით. არ ჭირდება ზაქაიძეს შენი დაცვა, ფაქტია, ზოგადად ცუდად არ წერს... თუ კრიტიკის რომელიმე ასპექტში არ ეთანხმები, შეგიძლია პირდაპირ დაწერო, ასე, ჩასაფრებულები ხართ..." ჩვენ "ბუები" გამოგვიყვანო და შენ კეთილი მკითხველის როლი მოირგო, არ შეიძლება.
ავტორმა მომიტევოს მის გვერდზე ამდენი კომენტარი, მაგრამ მაღიზიანებს ამდაგვარი "გამოსარჩლებები" თუ უნდა ვინმეს, არგუმენტირებულად შემედავოს და არა ზოგადი ფრაზებით.
სიკეტე ყველას!

წავიკითხე ლექსი,სიმართლე ვთქვა,ჯერ კომენტარები წავიკითხე და ისეთი შეგრძნება მაქვს,ჩასაფრებულები ხართ ამ ავტორზე,გინდათ რაიმე აღმოუჩინოთ_რაც არ მოწონების დაწერის მიზეზი გახდება. ჯანდაბას ყველაფერი. ემოცია მოაქვს ლექსს,ძალიან მაგარი ემოცია და რაც მთავარია, ძალიან მყარად მიაბიჯებს ზღვარზე. საუკეთესო სურვილებით...

სულ არ არის სადაო ჩემი აზრით, რომ ლექსი სუსტია.. თან შეუსაბამობაც არის, პირველ სტროფში ამბობ შენ ახლა გძინავსო, ექვს აკლია 5 წუთიო, (თუ სწორად გავიგე ის წუთებით ხუთი) და მეორე სტროფში ამბობ შენ წითელ პერანგს იხდიო და მოხდენილად სადღაც ისვრიო.. თუ ძინავს როგორღა ისვრის? და სათაური ლექსს ვერაფრით დავუკავშირე..
მოკლედ გისურვებ კაი ლექსების დაწერას..
სულ არ არის სადაო ჩემი აზრით, რომ ლექსი სუსტია.. თან შეუსაბამობაც არის, პირველ სტროფში ამბობ შენ ახლა გძინავსო, ექვს აკლია 5 წუთიო, (თუ სწორად გავიგე ის წუთებით ხუთი) და მეორე სტროფში ამბობ შენ წითელ პერანგს იხდიო და მოხდენილად სადღაც ისვრიო.. თუ ძინავს როგორღა ისვრის? და სათაური ლექსს ვერაფრით დავუკავშირე..
მხატვრული სახეებით ნამდვილად მოიკოჭლებს,მაგრამ ,ჩემი აზრით,ეს ლექსი უფრო პირადულია, ვიდრე სადმე გამოსაქვეყნებელი.ანუ უნდა დარჩენილიყო ორ ადამიანს შორის,თავისი ზედსართავი სახელებით და არ უნდა გამოსულიყო სააშკარაოზე. (თუ, რა თქმა უნდა,სიუჟეტი ავტორთან კავშირშია).
პ.ს. ისე ფრჩხილები რომ ვერ დავინახე აქ, უკვე გამიკვირდა. :D :D წარმატებები ავტორს და კეთილი სურვილები

ლექსი არ არის ცუდი. უფრო მეტი, კარგიც კი შეიძლება ეწოდოს, მაგრამ, მომიტრვოს ავტორმა და ამ სახის ფრაზები - "ექვს საათამდე დარჩენილი – წუთებით ხუთი" -, ერთობ გახშირდა საიტზე და გადამღერების შეგრძნებას მიტოვებს.

მერე ის რომ, ღარიბი ლექსიკაა, ეს ლექსი არ არის ღრმა აზრს მატარებელი (თუ სწორად შევნიშნე), სიუჟეტს გადმსცემს... ამ შემთხვევაში, ნაცვალსახელების მაგივრად ვისურვებდი, ლამაზ კადრებს, ან შედარებებს, მეტაფორას მაინც, თუნდაც ალიტერაციებს. სარითმო წყვილები კარგია და კარგად რომ კითხულობ, ეს საიდუმლო აღარავისთვისაა, უბრალოდ ამ გვერდზე მეტს ველოდები, ვიდრე უბრალოდ გარითმულ სიუჟეტს, ბევრი ნაცვალსახელით.
პ.ს. შეიძლება ეს მომენტი შენთვის ძვირფასი იყო, მაგრამ ჩემამდე, როგორც მკითხველამდე, ზემოთ ჩამოთვლილი, პოეზიის სამკალულების არქონის გამო, ვერ მოვიდა. იმედია, ამ კომენტარს საწყენად არ მიიღებ :)) რას იზამ, ერთი-ორი კარგი ლექსის მერე, მკითხველი სულ უფრო მეტს მოითხოვს :)) წარმატებები და უკეთესის მოლოდინში გემშვიდობები.
პოეზია იტევსო :))

მიხელ თამამად ვიტყვი რომ შეცდი რადგან რაც იუთუბზეა ის ნამდვილად სუსტია ამასთან... რაც შეეხება თავითს - მერე რომ არის რა? ლექსმა მოითხოვა... ასევე სიკეთე