ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

ნახევრად სავსე მთვარე

მთვარის შემყურეს განწყობა მაქვს ახლა ისეთი,
შორს მსურს გავიქცე...
გავიქცე და გადავიხვეწო,
რომ დავიხვეწო და გიპოვნო სწორედ ის ერთი,
ვისთვისაც მე ვარ უსაზღვროც და სულ ერთი ბეწოც.

ჩუმად რამდენჯერ ჩავუარე ამ შესახვევს და
თითქოს შეხვედრის იმედები სახეს მარიდებს,
რას აღარ ვიზამ...
რას აღარ დავთმობ ჩვენს შესახვედრად,
მაგრამ ვაი რომ მარტო ვხვდები ზამთრის ამინდებს.

ასე დაგეძებ ჩემს ნახევარს, რომ გავმთლიანდე,
რადგან მსგავსია ჩემი გული ნახევარ მთვარის,
ოღონდ მოგინდეს ჩემი ნახვა ამ განთიადზე,
რას შემაჩერებს ან ღრუბელი, ან რხევა ქარის.

ყველა პროსპექტზე და ქუჩაზე მაგ შენს ნაკვალევს,
გოშიასავით ვყნოსავ ანუ ვეძებ იმ სურნელს,
რომლის პოვნისას კი არ ფეთქავს – გული - კანკალებს.
მე მაინც მოვალ, შენს მოძებნას არ დავასრულებ.

სავსე მთვარისას ჩვენ შევხვდებით, იდება თოვლი, -
დაფარავს ტკივილს და ბილიკებს სევდა, რომ ერთვის,
ქუჩას გავივლით (ახლა ორნი) ათასჯერ მოვლილს,
იქნება ღამე - ვარსკვლავები ითოვებს ჩვენთვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები