ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2013


უკანასკნელად...

სიყვარულს  გიძღვნი,  მაგრამ  უკვე  აღარ გაქვს განცდა
იმ გრძნობის, ჩემში შენს გამო რომ ვაცოცხლე დიდხანს,                           
ჩაგიქრა სხივი,  მე კი მაინც  ნაპერწკალს ვეძებ
სევდა  და ცრემლი მოგონების ფრთებში გამახვევს
ისე გაცივდი, შენს თვალებში  ვერ ვხედავ  ვნებას,
მარადიული სიყვარულის გავტეხეთ ფიცი
გეძახი , გიცდი, სურვილების ვარღვიე კალთა,
თუმცა  წლების წინ  ერთმანეთის სურვილი გვკლავდა...
და რადგან დადგა ჟამი ჩვენი განშორებისა,
რადგან ერთმანეთს არ ვუტოვებთ სიცოცხლეს ახალს,
სუნთქვა, რომელიც მაღელვებდა, თუ მიაქვს წარღვნას
არ მინდა წამი, ბედისწერა უშენოდ ვზიდო...
მინდა რომ ახლა დავიფერფლო  შენს  თვალების წინ,
რომ ,  თუნდაც წამით, მათში ისევ ცეცხლი ვიხილო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები