ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2013


(სხვის სახლში ბავშვები დარბიან)

ზამთარი ყალბია, აღარ თოვს უშენოდ
ფიფქები (ასე ვთქვათ) ცას გულში იკრავენ,
შვილები არა გვყავს, სახლი ვის ვუშენო
ვის ლექსებს ვუსმინო დილიდან დილამდე.

დამღალა, გიფიცებ, ცხოვრებამ უაზრომ
თითები თავისით გიწერენ სტრიქონებს,
შენ, ჩემთვის შექმნილო მოკვდავო უფალო
ჯვარს გაცვი, გაწამე და გამოგიგლოვე.

ამტკივდა, ბოლო დროს ტკივილებს ვუჩივი
სულ მარცხნივ და ბავშვი არ დარბის რატომღაც
ოთახში, ოცნება აღმოჩნდა ფუჭი ვით
იმედი, რომ ვეღარ ვიხილავთ მათხოვარს

ქუჩაში გაწვდილი ხელით და თვალებში
ჩამდგარი ცრემლებით, ზამთარი ყალბია
და იქნებ საერთოდ არ უნდა გამეშვი
შეხედე! სხვის სახლში ბავშვები დარბიან..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები