ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიატა
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2014


უცნაური ქალაქი

ყოვლად უცნაურ ქალაქში ვცხოვრობთ,
უცნაურ ქუჩებს დავუყვებით ყოველ სისხამზე...
მტვრითა და მჭვარტლით აზელილ ქუჩებს ეხატება ჩვენი ფეხები..
უცნაურ სახლთან უცნაური ამოსულა უფოთლო ხე და წელში მოხრილა...
რამ მოხარა ეს უპატრონო? რამ შეაშინა?
ნუთუ სიცივემ ?ქარიშხალმა, თუ მარტოობამ?
არა, სირცხვილმა...
სირცხვილდაკარგულ ქალაქში ვცხოვრებთ...
ერთის ნაფეხურს მეორე სცვლის მტვრის საფანელში.
ზოგი მიდის და ზოგიც მოდის ამ კარიბჭესთან...
უცნაურ ქალაქს დასტყობია მგზავრთა სიმძიმე...
სიმძიმე მძორის ეკიდება მის უცნაურ სულს.
მოწამლულ ჰაერს ძნელად უშვებს სასუნთქი გზები,
მასში ფილტრები გაბიდნულა მტვრითა და მჭვარტლით.
თვით ფრინველებმაც მიატოვეს მისი ზეცა, მისი სადგომი,
ყნოსვადახშული, უგრძნობი და მიუსაფარი
მთვარეულივით დააბიჯებს ადამის მოდგმა მის ბნელ ქუჩებში.
მისი ჰაერი აბლაბუდის ქსელივით იკრავს უიმედო სულებს
და ივსებიან ეს ქუჩები უცხო ლანდებით.
ყოვლად უცნაურ ქალაქში ვცხოვრობთ..
უცნაურ ქუჩებს დავუყვებით ყოველ სისხამზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები