 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 9 თებერვალი, 2014 |
ეკლესიაში სიარულსაც თავი დაანება. ქალაქელი მღვდელი ჰყვანდათ. ამბობდნენ, მაგასთან ნათქვამი ყველა აღასარება მთავრობამ იცისო. ისედაც, უვარგისი კაცი იყო. ქალებს სულ თვალებში უყურებდა. იმასაც ამბობდნენ, ღამღამობით ლოთობს და საყვარელიც ჰყავსო ქალაქში. მერე ის მღვდელი სხვაგან გადაიყვანეს და მამა დიმიტრი დანიშნეს ეკლესიის მღვდლად. მართლაც ღმერთის მოვლენილი კაცი გამოდგა. სადაც ის იყო, გეგონება, ნათელი იდგაო. იშვიათი გამონაკლისი იყო. იმის ყველა სიტყვას უფლის მადლი ჰქონდა. ისეთი დარიგება იცოდა, ქვის გულსაც ჩასწვდებოდა. ხალხი მიაწყდა ეკლესიას. თითქოს გახალისდა მარიამი, გაახალგაზრდავდა. ღმერთის იმედი დაუბრუნდა. უეკლესიოდაც იცავდა მარხვას და თავის მიცვალებულებს ყოველ შაბათს სანთლებს უნთებდა, მაგრამ მარიამისთვის ეკლესია ყველაზე მთავარი იყო. ხანდახან შვილის ჩუმად შვილიშვილებიც მიჰყავდ. „აი, იქით ვიყავით, სანთლების ასანთებად შევედი და ბავშვებს გარეთ ხო არ დავტოვებდიო“ - ჭიმიასთან ამბობდა. არ უნდოდა ჭიმიას ეკლესია. არც ბავშვებს ნათლავდა. იმ კვირას მარიამს განსაკუთრებით გასწია გულმა. ეკლესიისკენ, თითქოს ვიღაცას ძალით მიჰყავდაო „გული მოუცავს ლოცვას“. ზიარების დროს მამა დემეტრე დაიხარა და ისე, რომ არავის გაეგო, ჩასჩურჩულა, - ამ საღამოს, კარგად რომ დაბნელდება, ჩემთან მოდი. ეზოში უკანა მხრიდან შემოდი, არავინ დაგინახოს. მარიამმა საღამოს შვილებსა და რძალს უთხრა „თამარასთან გადავალ, ბიძაშვილთან, საქმე მაქვსო.“ კალათაში შოთები, ვიჩინა, ჩურჩხელები, ჩირი და დოქით ღვინო ჩადო, შალი შემოიხვია და სახლიდან გავიდა. ჭიმიას გულმა რეჩხი უყო, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, ის კი უთხრა „ამ სიბნელეში ძაღლები არ გამოგეკიდნენო“. მარიამს ვითომც არ გაუგია, კარი გაიხურა, „ღმერთო, შენ გვიშველეო“- თქვა და წავიდა. მამა დიმიტრიც ქალაქიდან იყო ჩამოსული. ქავრივი და მარტოხელა დიაკვანის სახლში ცხოვრობდა ცოლთან ერთად. ოთხი შვილი ჰყვანდა. ომი უკვე რამდენიმე თვეში დამთავრდებოდა, როგორც ჩანდა და დაჭრილები სახლში დააბრუნეს. ოთხი შვილიდან ოთხივე საღსალამათი დაბრუნდნენ ომიდან, დაჭრილები, მაგრამ ცოცხლები. ყველა უკვე დაოჯახებულ-დაბინავებულები ჰყვანდა და გარდა ღვთის მსახურებისა, სხვა აღარაფერი საქმე ჰქონდა წუთისოფელში. ხალხი უყვარდა და ხალხსაც უყვარდა. იმის ზიარებასა და ქადაგებას როგორ გამოაკლდებოდა ღვთის მოყვარული ადამიანი? დიმირტის ცოლი დახვდა ეზოში მარიამს. სახლში შეიყვანა და თვითონ სუფრის გაშლას შეუდგა. ვახშმობის დრო იყო. დიმიტრიმ თავიდან ისე დაიწყო ლაპარაკი, სასხვათაშორისოდ.-„ომი მალე დამთავრდებაო. ხალხი დაბრუნდებაო სახლში და ესეთი გაჭირვება აღარ იქნებაო. ოჯახებში ახლა ქალები ასრულებნ კაცების მოვალეობას და ეგ სწორი არ არისო. ქათამსაც კი ქალები ჰკლავენო. არ შეიძლება ქალმა სისხლი დაღვაროს, თუ თავის მიწა-წყალს, ან ოჯახს არ იცავსო. ხო გახსოვს, მარიამ, ადრე როგორ იყო, სანამ ყმაწვილს წვერ-ულვაში არ ამოუვიდოდა, მეხრედ არ დასვამდნენ და ვიდრე მეხრედ არ დაჯდებოდა გუთანზე, მანამდე ქათამს არ დააკვლევინებდნენ. ახლა ეგრე აღარ არისო. რა ქნან, როცა სახლში შეშის დამჭრელი და ქათმის დამკვლელი კაცი არა ჰყავთო. ქალის მოწამლულ ვენახს რა ბარაქა უნდა ჰქონდესო?!“. ემჩნეოდა დიმიტრის, მთავარ სათქმელს აგვიანებდა. ცოლიც, რატომღაც „ვახშამს მივხედავ, არ დაიწვასო“- და სტუმართან ქმრის ლაპარაკს თავი აარიდა. -მარიამ, შენ ჭკვიანი ქალი ხარ და იცი, რისთვისაც დაგიბარე.-მცირე სიჩუმის შემდეგ უთხრა დიმიტრიმ. -ვიცი მამაო!-მარიამმა. -ეკლესიაშიც გეტყოდი, მაგრამ იცი, ხალხის ამბავი, „ენას ძვალი არა აქვს“ და სალაპარაკოს გახდიან. არც ის მოეწონებათ,-იცი შენ ვისაც,- რაზედაც უნდა გითხრა. მარიამი გაჩუმებული იჯდა სკამზე. -მარიამ-თქვა მამა დემეტრემ და ფეხზე ადგა-კაცის მოკვლა უდიდესი ცოდვაა. სასიკვდილო ცოდვა. აი, ისეთი, სიკვდილის მერეც რომ კვდებიან. -ვიცი, მამაო! - ხმა უკანკალებდა მარიამს. -ღმერთმა რო მოსეს ათი მცნება მისცა, ერთ-ერთია „არა კაც ჰკლა“. შენი შვილი ყელამდე ცოდვაშია. ცოდვა არ მოასვენებს. -აკი, არც ასვენებს. -გავიგე, ის მოკლულები ელანდება და ელაპარაკება მთვრალი. -მარტო მთვრალი არა, მამო, ძილშიაც...იშვიათადა სვამს. -ეშმაკია ეგ, მარიამ, ეშმაკებს ელაპარაკება.-პირჯვარი გადაიწერა დიმიტრიმ-ღმერთო უშველეო,- დააყოლა. -ღმერთო, შენ დაიფარე ჩემი შვილი! -უნდა მოინანიოს...ღმერთი მოწყალეა. აპატიებს.-დიმიტრი გაჩუმდა. მარიამმაც აღარფერი თქვა. ცოტა ხანს ორივე თავისთვის ფიქრობდა. - ბავშვებიც მოუნათლავები გყავთ. არ შეიძლება. მოუნათლავს ეშმაკი ადვილად ეპატრონება...-ფიქრობდა ეთქვა თუ არა-აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეთქვა, ახლა კი აღარ ვიცი, გითხრა თუ არა. -მითხარი, მამო, ჩემგან არ გავა. -ვიცი. ვიცი, შენი ნდობა შეიძლება, მაგრამ რაც უნდა გითხრა... შენც პაპა გყავდა მღვდელი, ჰო? -ჰო, პაპა მყვანდა მღვდელი.-მარიამი სკამზე შეტოკდა. -კომუნისტებმა ყველაფერი გააფუჭეს...ეგ ისეთი უბრალო რამე არ გეგონოს. ადმიანს ადამიანის ნდობა დაუკარგეს. რად უნდა ვფიქრობდე ეხლა მე, უფლის სიტყვა გითხრა, თუ არა?! კომუნისტების ბრალია ეგ.-მარიამს გადახედა. ქალი მუხლებზე ხელებდაწყობილი იჯდა - კომუნისტებისთვის მიცემული სიტყვა და ფიცი, ეშმაკისთვის მიცემული სიტყვა და ფიცია... ფუნდამენტი ეშმაკისაა. ხალხის დასმენა, ტყუილი, კაცის კვლა, მაგათი სახელმწიფოს ფუნდამენტია, ამიტომ მაგათი სახელმწიფო, დიდხანს ვერ გაძლებს. ყველაფერი დაინგრევა, რასაც ღმერთის სიყვარული არ უდევს საფუძვლად... -ვიცი, მამო, პაპაჩემი სულ მაგას გვასწავლიდა. -მარიამ...-ჭოჭმანობა დაეტყო ხმაში დემეტრეს - ამას იმიტომ გეუბნები, შვილი რომ გადაგირჩეს...მარიამ... სტალინი შეპყრობილია ავი სულებით, მაგრამ სიტყვის ძალა იცის. თავიანთ წესებში და კანონებში ყველაფერი ბიბლიიდან აქვთ აღებული, მაგრამ სადაც ბიბლია ამბობს, ღმერთი ადიდეთო, ესენი ამბობენ „ლენინი და სტალინი ადიდეთო. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთია მარადიული, რომელიც „იყო, არის და იქნება“ კომუნისტები ამბობენ „Ленин жил, Ленин жив, Ленин будет жить.“ ტყულიალი ეს, მარიამ, ადამიანი მოკვდავია და ლენინიც მოკვდა, მაგრამ ეშმაკისეული იყო და მიწა არ იღებს. ვინც მაგათ ფიცს აძლევს და ემსახურებათ, ეშმაკს აძლევს ფიცს და ეშმაკს ემსახურება. თანაზიარია და ცოდვილი, ამიტომ დაიღუპა შენი შვილი, მაგათ აჰყვა. ოჯახში ღვთის მადლი კაცზე გადმოდის, კაციდან ცოლზე და ოჯახზე. თუ კაცი ეშმაკისაა, იმის ოჯახის საქმეს რა მადლი უნდა ჰქონდეს?! ეკლესიები კი გახსნეს, მაგრამ ამით რა?! ხალხს აღსარებისა ეშინიან, მღვდლები აღსარების საიდუმლოს არ ინახავენ. მარიამი გაკვირვებული უყურებდა.ის კი არ უკვირდა, რასაც მამა დემეტრე ეუბნებოდა, ეგ ყველაფერი თითონაც იცოდა, ისე უკვირდა, დემეტრე რომ ამას ხმამღლა ამბობდა „იქნება მცდის, რო რამე ვთქვა, ბოლო დროს ეკლესიაშიც მოვაო ეშმაკი, დაწერილია“ - გაიფიქრა მარიამმა. დიმიტრი ფიქრს მიუხვდა: -შენ იცი, ასეთ რამეებზე ლაპარაკისთვის ხალხს ან ხვრეტენ, ან აციმბირებენ. მარიამმა თავი დაუქნია. -ჰო, მამო, მიკვირს. -შიშს სთესავენ კომუნისტები, მარიამ. შიში ეშმაკისაა. ეშმაკი ეშმაკის თესლს სთესავს და დრო მოვა, თავის დათესილს თვითონვე მოიმკის. შიშის გამო სიმართლის დამალვა არ შეიძლება. მითუმეტეს, თუ ღმერთისას ამბობ. „ნეტარ არიან სიმართლისათვის მებრძოლნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა“. ღმერთი არის სიმართლე და სამართლიანობა, ჭეშმარიტება - დემეტრე გაჩუმდა- შენს შვილს უთხარი, მოვიდეს და მოინანიოს, ილოცოს და განთავისუფლდება.ოთხი ადამიანი ჰყავს მოკლული. ვისაც ძმა არ უყვარს ისიც მკვლელია, ფიქრში რომ ვინმეს სიკვდილი მოგინდება , ეგეც მკვლელობაა და საქმით რომ მოკლავ ეგ ხომ უბედურებაა. მთელ რაიონს ეშინია მაგისი. რატომ უნდა ეშინოდეთ?! მგელი ხომ არ არის?! ეგეც ადამიანი არ არის?! მარტო მშიშარა აშინებს სხვას. -პარტიაში შევიდა, მამაო, - თუ ეკლესიაში ვერ მოვა,სახლში მოვიდეს ჩემთან, აქ მოინანიოს, ღმერთი მოწყალეა, ვილოცებ, რომ შეწყალებული იყოს. -ვეტყვი...სახლში სუ სხვანაირია. ჯერ ქათამი არ დაუკლავს, არც ღორი. როცა კლავენ, არ უყურებს. სანამ სისხლს კარგად არ გადავრეცხავთ, სახლში არ შემოდის. მეცა და ცოლსაც ზედა გვყვება. ჯერ, „წინა ზიხართ, უკან დაიწიეთო“ არ უთქვამს. -ჰოო!.. - გაუკვირდა დიმიტრის - შენც ილოცე, მარიამ შენი შვილისთვის და შენი შვილიშვილებისთვის. ერთი ჭეშმარიტი მორწმუნე მთელ ოჯახს იხსნისო, წერია. -სუ ვლოცულობ... -მარიამს ცრემლები მოადგა. არჩილას სულისთვისაც, ყველასთვის, ვინც ჩემი შვილის ხელიდან არიან წასულები... -ხალხი ამბობს, არჩილას ცოლი უყვარდა და არჩილა იმიტომ მოკლაო. დიდი ცოდვაა ეგ. „ვინც დედაკაცს მრუშის თვალით შეხედავს, მან უკვე იმრუშა თავის გულში და საუკუნო გეენაში მოხვდებაო“,ეგეც დაწერილია. -მანამდე უყვარდა, მამო, ვიდრე არჩილა მოიყვანდა ცოლად. -მაგას მნიშვნელობა არა აქვს, მრუშობაა ეგ. -კარგი, მამაო, როგორც შენ მეტყვი... -ჩვენს ლაპარაკზე არაფერი გაფრთხილებ, შენ კარგად იცი, რომ არ უნდა თქვა. სიკვდილისა კი არ მეშინია, იქნებ ღმერთმა საშუალება მომცეს და კიდევ ვინმე გამოვგლიჯო ეშმაკს. ამისთვის კი სიცოცხლეა საჭირო. -ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს მამაო. -ახლა კი ვივახშმოთო-დიმიტრიმ, მაგრამ მარიამმა იუარა, სახლში ეჭვს აიღებენ, წავალო. -კარგი, მაშინ. წადი ეხლა და ეცდე, ბავშვები მოუნათლავები არ დატოვო. ასწავლე, რომ ღმერთი არსებობს და ღმერთი სიყვარულია, პატიება. -კარგი მამაო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
48. არ მესმის როგორ შეიძლება გეგონოს რომ სწორედ ახლა ვერაფერი გაგაღიმებდა... მობილურით ვარ შემოსული და შესაბამისად ზოიერთი სიტყვა მეწერება შეცდომით. ნუ გასულელდებით ამის გამო. არ მომწონს მეთქი არსად დამიწერია ))) ნუ ფიქრობთ უკიდურესობებში! )))) არ მესმის როგორ შეიძლება გეგონოს რომ სწორედ ახლა ვერაფერი გაგაღიმებდა... მობილურით ვარ შემოსული და შესაბამისად ზოიერთი სიტყვა მეწერება შეცდომით. ნუ გასულელდებით ამის გამო. არ მომწონს მეთქი არსად დამიწერია ))) ნუ ფიქრობთ უკიდურესობებში! ))))
47. სერენა, ძალიან დიდი მადლობა! ახლა თუ გამაღიმებდა რამე, არ მეგონა. საინტერსო კომენტარია და დარწმუნებული ვარ, სიტყვები სპეციალურად არ დაგიმახინჯებიათ. :)
ძალიან კარგი, თუ არ მოგეწონათ. ამაში უბედურება არ არის. :))
სერენა, ძალიან დიდი მადლობა! ახლა თუ გამაღიმებდა რამე, არ მეგონა. საინტერსო კომენტარია და დარწმუნებული ვარ, სიტყვები სპეციალურად არ დაგიმახინჯებიათ. :)
ძალიან კარგი, თუ არ მოგეწონათ. ამაში უბედურება არ არის. :))
46. მთელი თავი ბიბლიის მორიგ ტკეპნას მიეძღვნა, ერთიანობაში კი იყო სანტერესო მაგრამ მერჩივნა პერსონაჟები უფრო გაშლლივნენ ვიდრე კიდევ ერთხელ ამომეკითხა ისედაც ათასჯერ წაკითხული ბიბლიის მთავარი პოსტულატები. მითუმეტეს რომ არც მარიამი და არც დემერე არ განიცილავენ მრწამს თასებურად, ახლებურად ა. საიბტერესოდ არამედ იმეორებენ ჯმას რაც და როგორც წერია, პერიფრაზირებასაც კი არ ჰქონია ადგილი. ციტირებამ კი ტვინი მატკინა სულ ველოდი დემეტრესა და პირველი მამაოს დაპირისპირებას ან რაღაც ასეთს, მარიამის პროტესტს, დემეტრეს სიბრძნეს დ. სხვ. რაღაც ვერ ედრება, მამაო ზრუნავს სხვისი შვილის გადარჩენაზე დედა კი ზის და ქანქარასაით აკიმაებს თავს, ყველაფერში ეთანხმება მამაოს იმაშიც კი რომ მის შვილს ეშმაკები ჰყავს შეჩენილი, მკლელის დედას სხვა რეაქცია ნდა ჰქონოდა მეტისმეტად უსახო ვინმეა არ მჯერა რომ დედაა. გარდა ამისა საგანგებოდ სახლში მისლა მეტჯსმეტი მეჩვენა ამის თქმა აღსარებაზეც შეიძლებოდა, ეკლესიაში ანუ უფრო მეტის მოლოდინი მქონდა მე კი მიდევ ერთხელ წავაწყდი ბიბლიის ყლაზე ცნობილ აწყვეტებს.
მთელი თავი ბიბლიის მორიგ ტკეპნას მიეძღვნა, ერთიანობაში კი იყო სანტერესო მაგრამ მერჩივნა პერსონაჟები უფრო გაშლლივნენ ვიდრე კიდევ ერთხელ ამომეკითხა ისედაც ათასჯერ წაკითხული ბიბლიის მთავარი პოსტულატები. მითუმეტეს რომ არც მარიამი და არც დემერე არ განიცილავენ მრწამს თასებურად, ახლებურად ა. საიბტერესოდ არამედ იმეორებენ ჯმას რაც და როგორც წერია, პერიფრაზირებასაც კი არ ჰქონია ადგილი. ციტირებამ კი ტვინი მატკინა სულ ველოდი დემეტრესა და პირველი მამაოს დაპირისპირებას ან რაღაც ასეთს, მარიამის პროტესტს, დემეტრეს სიბრძნეს დ. სხვ. რაღაც ვერ ედრება, მამაო ზრუნავს სხვისი შვილის გადარჩენაზე დედა კი ზის და ქანქარასაით აკიმაებს თავს, ყველაფერში ეთანხმება მამაოს იმაშიც კი რომ მის შვილს ეშმაკები ჰყავს შეჩენილი, მკლელის დედას სხვა რეაქცია ნდა ჰქონოდა მეტისმეტად უსახო ვინმეა არ მჯერა რომ დედაა. გარდა ამისა საგანგებოდ სახლში მისლა მეტჯსმეტი მეჩვენა ამის თქმა აღსარებაზეც შეიძლებოდა, ეკლესიაში ანუ უფრო მეტის მოლოდინი მქონდა მე კი მიდევ ერთხელ წავაწყდი ბიბლიის ყლაზე ცნობილ აწყვეტებს.
44. არამითო, ძალიან კი მონდომე, ხომ იცი :)))))
დიდი მადლობა, რომ კითხულობ ! :) არამითო, ძალიან კი მონდომე, ხომ იცი :)))))
დიდი მადლობა, რომ კითხულობ ! :)
43. ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
42. კატიე, ვერ მივხვდი, რა ჟანრი? კატიე, ვერ მივხვდი, რა ჟანრი?
40. ამ წუთში, გუგა, და დიდი მადლობა. :) ამ წუთში, გუგა, და დიდი მადლობა. :)
39. გააგრძელეთ, გთხოვთ.................. გააგრძელეთ, გთხოვთ..................
38. იცი რა აქვს ამ რომანს განსაკუთრებული? ყველა ასაკს მოიცავს ის ტკივილი თუ სიხარული, რაც ამ რომანშია თავმოყრილი და ასე ცოცხლად არის გადმოცემული. გვერდს ვერავინ აუვლის ბევრ მტკივნეულ თემას. ცოცხალ კადრებს და პერსონაჟების პსიქოლოგიურ პორტრეტებს. მიხარია რომ ხართ. იცი რა აქვს ამ რომანს განსაკუთრებული? ყველა ასაკს მოიცავს ის ტკივილი თუ სიხარული, რაც ამ რომანშია თავმოყრილი და ასე ცოცხლად არის გადმოცემული. გვერდს ვერავინ აუვლის ბევრ მტკივნეულ თემას. ცოცხალ კადრებს და პერსონაჟების პსიქოლოგიურ პორტრეტებს. მიხარია რომ ხართ.
37. მადლობა, თეო. გამიხარდება, თუ ახალგაზრდებს მოეწონებათ. :) მადლობა, თეო. გამიხარდება, თუ ახალგაზრდებს მოეწონებათ. :)
36.
სულ ვკითხულობ ჭიმიას და ვგულშემატკივრობ:)
მამაომ როგორი სიმშვიდე შემოიტანა ამ თავში, ასეთი მღვდელი დიდი იშვიათობა იყო იმ დროისათვის:) ძალიან მომეწონა:) ველოდები მეოთხე თავს:)
უკვე შეფასებული მქონდა ყველა თავი ფრიადზე:) +++++
ისე ზედმიწევნით ზუსტად არის, მოქმედი პერსონაჟები აღწერილი და ჩამოყალიბებული, საოცარია:)
სულ ვკითხულობ ჭიმიას და ვგულშემატკივრობ:)
მამაომ როგორი სიმშვიდე შემოიტანა ამ თავში, ასეთი მღვდელი დიდი იშვიათობა იყო იმ დროისათვის:) ძალიან მომეწონა:) ველოდები მეოთხე თავს:)
უკვე შეფასებული მქონდა ყველა თავი ფრიადზე:) +++++
ისე ზედმიწევნით ზუსტად არის, მოქმედი პერსონაჟები აღწერილი და ჩამოყალიბებული, საოცარია:)
35. წაკითხული გქონია, ნეფერტარო. :) მეც ეჭვი შემეპარა. :) ისე ვარ "სადღაც"... წაკითხული გქონია, ნეფერტარო. :) მეც ეჭვი შემეპარა. :) ისე ვარ "სადღაც"...
34. ტენდ მოკითხვა შენ და სიყვარულის ჰაეროვანი გზავნილი.. :* :) ბლაგვი. 2014-02-13 14:27:09
ოი, ჩემო სიყვარულო, ძალიან მინდა მალე ჩამოხვიდე :) მადლობა, რომ წაიკითხე :) ამ მოთხოვბაში ცოტა განსხვაავებულად ვცადე. მგონია, კლასიკურ თემებზე ასევე უნდა წერო :) ტენდ მოკითხვა შენ და სიყვარულის ჰაეროვანი გზავნილი.. :* :) ბლაგვი. 2014-02-13 14:27:09
ოი, ჩემო სიყვარულო, ძალიან მინდა მალე ჩამოხვიდე :) მადლობა, რომ წაიკითხე :) ამ მოთხოვბაში ცოტა განსხვაავებულად ვცადე. მგონია, კლასიკურ თემებზე ასევე უნდა წერო :)
33. მუხას ვეთანხმები.. რეალურად შენ უფრო მეტის საუბარი შეგიძლია რელიგიაზე ვიდრე აქ ისაუბრე..
თუმცა სულაც არ ვთვლი რომ სტალინი და ლენინი ზედმეტია.. პირიქით ესეც უნდა გაშლილიყო.. შენ ხარ ადამიანი ვისაც ბევრის საუბარი შეუძლია ამ თემებზე..
თხრობის ენა იცი რომ მომწონს.. იმიტომ რომ ძალიან მაგარია..
ტენდ მოკითხვა შენ და სიყვარულის ჰაეროვანი გზავნილი.. :* :) მუხას ვეთანხმები.. რეალურად შენ უფრო მეტის საუბარი შეგიძლია რელიგიაზე ვიდრე აქ ისაუბრე..
თუმცა სულაც არ ვთვლი რომ სტალინი და ლენინი ზედმეტია.. პირიქით ესეც უნდა გაშლილიყო.. შენ ხარ ადამიანი ვისაც ბევრის საუბარი შეუძლია ამ თემებზე..
თხრობის ენა იცი რომ მომწონს.. იმიტომ რომ ძალიან მაგარია..
ტენდ მოკითხვა შენ და სიყვარულის ჰაეროვანი გზავნილი.. :* :)
32. ოი, გუგა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ყველას შენიშვნას გავითვალისწინებ. ეს ჯერ საბოლოო ვერსია არ არის. დიახ, მეც ვიცი, ზოგი მხოლოდ იმისათვის დათანხმდა ჩკ-ს რომ ღმერთის საქმე ეკეთებინა. " ვიჩინაც" იმისათვის ჩავთვალე საჭიროდ, რომ მთლიანი მთხრობაა კახური დიალექტით დაწერილი - ავტორის ტექსტიც და გმირების დიალოგებიც. :)
პატივისცემით. ოი, გუგა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ყველას შენიშვნას გავითვალისწინებ. ეს ჯერ საბოლოო ვერსია არ არის. დიახ, მეც ვიცი, ზოგი მხოლოდ იმისათვის დათანხმდა ჩკ-ს რომ ღმერთის საქმე ეკეთებინა. " ვიჩინაც" იმისათვის ჩავთვალე საჭიროდ, რომ მთლიანი მთხრობაა კახური დიალექტით დაწერილი - ავტორის ტექსტიც და გმირების დიალოგებიც. :)
პატივისცემით.
31. მეუდაბნოვე გეთანხმები, მაგრამ............ერთ ამბავს გეტყვი..............ბევრი მღვდელი დათანხმდა ჩკ -ას, მაგრამ გააბითურა........კონკრეტულ მაგალითს მოგიყვები...........ცაგერის ეკლესიის წინამძღვარი მამა იროდიონი(კავილაძე)17 წელი ემსახურა ხალხს, სიყვარულით, მოთმინებით. გული მწყდება ცნობილი რომ არ არის ეს ფაქტი..........ხალხი რომ მიხვდა რაღაცა იყნოსა ჩკ -ამ, სამტრედიის სოფელ ქოლობანში გადამალეს.............ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა..............ძალიან მინდა დავწერო...........თან ვშიშობ, დიდი მოღვაწე იყო..........სხვათაშორის ეპარქიების აღდგენა რომ დაიწყო, პირველთაგანი სამტრედია-ცაიშის ეპარქია იყო........ესეც რაღაცის მანიშნებელია.............
ტენდი, მცირე შენიშვნაც კი არა მაქვს...........უბრალოდ რჩევა...........თითქოს ჩქარობთ სათქმელი სწრაფად თქვათ, დაასრულოთ........რატომ?ხო, კიდევ, ვიჩინა მომხვდა ყურში ცუდად................ მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.........
უყოყმანოდ ფრიადები 5 5 5 მეუდაბნოვე გეთანხმები, მაგრამ............ერთ ამბავს გეტყვი..............ბევრი მღვდელი დათანხმდა ჩკ -ას, მაგრამ გააბითურა........კონკრეტულ მაგალითს მოგიყვები...........ცაგერის ეკლესიის წინამძღვარი მამა იროდიონი(კავილაძე)17 წელი ემსახურა ხალხს, სიყვარულით, მოთმინებით. გული მწყდება ცნობილი რომ არ არის ეს ფაქტი..........ხალხი რომ მიხვდა რაღაცა იყნოსა ჩკ -ამ, სამტრედიის სოფელ ქოლობანში გადამალეს.............ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა..............ძალიან მინდა დავწერო...........თან ვშიშობ, დიდი მოღვაწე იყო..........სხვათაშორის ეპარქიების აღდგენა რომ დაიწყო, პირველთაგანი სამტრედია-ცაიშის ეპარქია იყო........ესეც რაღაცის მანიშნებელია.............
ტენდი, მცირე შენიშვნაც კი არა მაქვს...........უბრალოდ რჩევა...........თითქოს ჩქარობთ სათქმელი სწრაფად თქვათ, დაასრულოთ........რატომ?ხო, კიდევ, ვიჩინა მომხვდა ყურში ცუდად................ მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.........
უყოყმანოდ ფრიადები 5 5 5
30. დამაინტერესა. სხვა ნაწილებსაც წავიკითხავ... + დამაინტერესა. სხვა ნაწილებსაც წავიკითხავ... +
29. რამდენ ხანს უნდა მალოდინოთ გაგრძელებისთვის ტენდი ? :D. ნეფერტარი. 2014-02-11 21:00:23 ეს მე დაწერილი მაქვს, ნეფერტარო. პატარა მოთხობა იყო და ერთი ჩემი ბავშვობის მეგობრის რჩევით ცოტა განვავრცე. :))) ალბათ ამაღამ, ან ხვალ მაინც იქნება მეოთხე ნაწილი. :)
ლუტეცია, ეს კაცი რეალური პიროვნებაა. არსებობდა ნამდვილად ასეთი პიროვნება "ჭიმია" - რომელსაც ბევრი ცოდვა ჰქონდა. რასაკვირველია, ეს არც მისი ბიოგრაფიაა და არც შემთხვევებზე არაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, საკმარისი იყო რომ პროზაულად "შევეწუხებინე" :) ისე, რომ კუსასთან ბოდიში. :)))
პატივისცემით. :) რამდენ ხანს უნდა მალოდინოთ გაგრძელებისთვის ტენდი ? :D. ნეფერტარი. 2014-02-11 21:00:23 ეს მე დაწერილი მაქვს, ნეფერტარო. პატარა მოთხობა იყო და ერთი ჩემი ბავშვობის მეგობრის რჩევით ცოტა განვავრცე. :))) ალბათ ამაღამ, ან ხვალ მაინც იქნება მეოთხე ნაწილი. :)
ლუტეცია, ეს კაცი რეალური პიროვნებაა. არსებობდა ნამდვილად ასეთი პიროვნება "ჭიმია" - რომელსაც ბევრი ცოდვა ჰქონდა. რასაკვირველია, ეს არც მისი ბიოგრაფიაა და არც შემთხვევებზე არაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, საკმარისი იყო რომ პროზაულად "შევეწუხებინე" :) ისე, რომ კუსასთან ბოდიში. :)))
პატივისცემით. :)
28. ამ თავმა დამამშვიდა, წინა თავებზე ძალიან ვინერვიულე. მამა დიმიტრიმ სიმშვიდე მომიტანა. შემეცოდა ჭიმიას დედა. ასეთი შვილის დედობა ჰოი რა ძნელია მისთვის. ასეთი კაცის მამობა რა ძნელია შვილებისთვის. ცოლზე არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ჭიმიას მიტოვება შეუძლია მაგრამ არ მიდის. ეს მარტო სიყვარულით არ აიხსენა. მიჯაჭვულობაა ეს, ეშმაკის მიჯაჭვულობა. 5 ქულა და ამ მოთხრობამ სინათლე უნდა იხილოს და ვირტუალურ სამყაროში არ უნდა დარჩეს. აბა როგორი იქნება ახლა რასაც დავწერ: რამდენ ხანს უნდა მალოდინოთ გაგრძელებისთვის ტენდი ? :D. ამ თავმა დამამშვიდა, წინა თავებზე ძალიან ვინერვიულე. მამა დიმიტრიმ სიმშვიდე მომიტანა. შემეცოდა ჭიმიას დედა. ასეთი შვილის დედობა ჰოი რა ძნელია მისთვის. ასეთი კაცის მამობა რა ძნელია შვილებისთვის. ცოლზე არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ჭიმიას მიტოვება შეუძლია მაგრამ არ მიდის. ეს მარტო სიყვარულით არ აიხსენა. მიჯაჭვულობაა ეს, ეშმაკის მიჯაჭვულობა. 5 ქულა და ამ მოთხრობამ სინათლე უნდა იხილოს და ვირტუალურ სამყაროში არ უნდა დარჩეს. აბა როგორი იქნება ახლა რასაც დავწერ: რამდენ ხანს უნდა მალოდინოთ გაგრძელებისთვის ტენდი ? :D.
27. ჰო ლუტეცია...:-* რაღაცით მგონი გავს კუსას...:) მაგრამ ამავე დროს ძალიან განსხვავებული ტიპაჟია ეს ჭიმია... ჰო ლუტეცია...:-* რაღაცით მგონი გავს კუსას...:) მაგრამ ამავე დროს ძალიან განსხვავებული ტიპაჟია ეს ჭიმია...
26. ეს თავი განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი იყო. ნეტა მარტო მე მაგონებს ჭიმია კუსას "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"-დან?
ეს თავი განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი იყო. ნეტა მარტო მე მაგონებს ჭიმია კუსას "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"-დან?
25. კარგად ვითარდება სიუჟეტი. ცოტა მეტი რომ დაგედოთ, უკეთესი იქნებოდა. მღვდლისა და მარიამის ურთიერთობა, დიალოგი მეც საეჭვოდ მომეჩვენა.მეორე მსოფლიო ომის დროს არ მოქმედებდა ეკლესიები. კახეთში ჯერ კიდევ 1938 ში დახურეს საეპარქიო ტაძრები ალავერდი, ბოდბე და ნინოწმინდის. თუ არ ვცდები ერთადერთი აწყურის წმინდა გიორგის ეკლესია იყო მოქმედი. ხოლო მღვდელს, ღმერთმა შემინდოს და ჩეკას ხაზით უეჭველად ჭიმიაზე მაღალი ჩინი ექნებოდა. ჩეკა ბოლომდე აკონტროლებდა ეკლესიას. 1945 წელს სულ საქართველოში 45 მღვდელი იყო. კარგად ვითარდება სიუჟეტი. ცოტა მეტი რომ დაგედოთ, უკეთესი იქნებოდა. მღვდლისა და მარიამის ურთიერთობა, დიალოგი მეც საეჭვოდ მომეჩვენა.მეორე მსოფლიო ომის დროს არ მოქმედებდა ეკლესიები. კახეთში ჯერ კიდევ 1938 ში დახურეს საეპარქიო ტაძრები ალავერდი, ბოდბე და ნინოწმინდის. თუ არ ვცდები ერთადერთი აწყურის წმინდა გიორგის ეკლესია იყო მოქმედი. ხოლო მღვდელს, ღმერთმა შემინდოს და ჩეკას ხაზით უეჭველად ჭიმიაზე მაღალი ჩინი ექნებოდა. ჩეკა ბოლომდე აკონტროლებდა ეკლესიას. 1945 წელს სულ საქართველოში 45 მღვდელი იყო.
24. თუ ეკლესიაში ვერ მოვა,სახლში მოვიდეს ჩემთან, აქ მოინანიოს, ღმერთი მოწყალეა, ვილოცებ, რომ შეწყალებული იყოს.
ჭიმიასნაირები სიკვდილის წინ ინანიებენ ცოდვებს. წრფელი გულით არა, შიშით - "ვაითუ "იქ"მართლაც არსებობს რაღაც."
მამა დიმიტრის უკეთესი წარმოდგენა აქვს ადამიანებზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
თუ ეკლესიაში ვერ მოვა,სახლში მოვიდეს ჩემთან, აქ მოინანიოს, ღმერთი მოწყალეა, ვილოცებ, რომ შეწყალებული იყოს.
ჭიმიასნაირები სიკვდილის წინ ინანიებენ ცოდვებს. წრფელი გულით არა, შიშით - "ვაითუ "იქ"მართლაც არსებობს რაღაც."
მამა დიმიტრის უკეთესი წარმოდგენა აქვს ადამიანებზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
23. ველოდები გაგრძელებას .. ველოდები გაგრძელებას ..
21. თანამედროვე, უსიუჟეტო და უპერსონაჟო პროზის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რა კარგია , ისევ რომ იწერება ასეთი ქართულსურნელიანი, ქართული პროზის საუკეთესო ტრადიციების მატარებელი მოთხრობებიც.
შენიშვნები არა, ის კიდო :)
თანამედროვე, უსიუჟეტო და უპერსონაჟო პროზის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რა კარგია , ისევ რომ იწერება ასეთი ქართულსურნელიანი, ქართული პროზის საუკეთესო ტრადიციების მატარებელი მოთხრობებიც.
შენიშვნები არა, ის კიდო :)
20. " მარტო მშიშარა აშინებს სხვას."_100%_იანია.
იმ დროისთვის ასეთი მღვდელი, ცოტა მეუცნაურა.
++ საინტერესო ამბავია, გაგრძელებას დაველოდები. " მარტო მშიშარა აშინებს სხვას."_100%_იანია.
იმ დროისთვის ასეთი მღვდელი, ცოტა მეუცნაურა.
++ საინტერესო ამბავია, გაგრძელებას დაველოდები.
19. ველოდები გაგრძელებას. ძალიან საინტერესოა. ველოდები გაგრძელებას. ძალიან საინტერესოა.
18. აღსარებაზე მეც ვიფიქრე, ჭაო, მაგრამ მაშინ აღსარების დროს დიდხანს ვერ ილაპარაკებდნენ. მაშინ არ იყო აღსერების ეგ ფორმა, რაც ახლაა. ეს მე ბავშვობიდან ვიცი. ყვებოდნენ ბებიაჩემის ტოლი ქალები. აღსარებაზე მეც ვიფიქრე, ჭაო, მაგრამ მაშინ აღსარების დროს დიდხანს ვერ ილაპარაკებდნენ. მაშინ არ იყო აღსერების ეგ ფორმა, რაც ახლაა. ეს მე ბავშვობიდან ვიცი. ყვებოდნენ ბებიაჩემის ტოლი ქალები.
17. კარგია...დამაჯერებლად ყვები, ღმერთზე და ეკლესიაზე...თუმცა მაინც გამკრა ეჭვმა ჭიმიას დედა ვერ გაბედავდა ეკლესიაში სიარულს მეთქი... :) ...დავუშვი....დამაჯერებლად ყვები და იმიტომ ...:) 555
ისე ...ეგ ყველაფერი დემეტრე მღვდელს , -ღმერთისა და ეკლესიის შესახებ...ან ჭიმიას ცოდვების შესახებ, ეკლესიაში აღსარებაზე მისულ მარიამისთვის შეეძლო ეთქვა... ..აღსარების დროს ხომ განმარტოებულია მღვდელი მასთან , ვინც აბარებს აღსარებას..., სახლში დაბარება რა საჭირო ოყო?...მე მეგონა რაღაც სხვას ეტყოდა დემეტრე მღვდელი მარიამს...მაგ . ჭიმია ვიღაცის მოკლვლას კიდევ რომ აპირებდა, იმას...
კარგი მოთხრობა გამოდის...დაველოდოთ შემდეგ ნაწილს...:-* კარგია...დამაჯერებლად ყვები, ღმერთზე და ეკლესიაზე...თუმცა მაინც გამკრა ეჭვმა ჭიმიას დედა ვერ გაბედავდა ეკლესიაში სიარულს მეთქი... :) ...დავუშვი....დამაჯერებლად ყვები და იმიტომ ...:) 555
ისე ...ეგ ყველაფერი დემეტრე მღვდელს , -ღმერთისა და ეკლესიის შესახებ...ან ჭიმიას ცოდვების შესახებ, ეკლესიაში აღსარებაზე მისულ მარიამისთვის შეეძლო ეთქვა... ..აღსარების დროს ხომ განმარტოებულია მღვდელი მასთან , ვინც აბარებს აღსარებას..., სახლში დაბარება რა საჭირო ოყო?...მე მეგონა რაღაც სხვას ეტყოდა დემეტრე მღვდელი მარიამს...მაგ . ჭიმია ვიღაცის მოკლვლას კიდევ რომ აპირებდა, იმას...
კარგი მოთხრობა გამოდის...დაველოდოთ შემდეგ ნაწილს...:-*
16. ბოდიშს ვიხდი, ადათი გადამერჩინა კი არა, არ დაგვვიწყებოდა, ასეთი რამ რომ არსებობდა. :) ბოდიშს ვიხდი, ადათი გადამერჩინა კი არა, არ დაგვვიწყებოდა, ასეთი რამ რომ არსებობდა. :)
15. მოვალ აქ...:-* მინდა კარგად წავიკითხო...:-* მოვალ აქ...:-* მინდა კარგად წავიკითხო...:-*
14. ყველას დიდი მადლობა, ჩემო კარგებო. ამ ნაწილით მინდოდა ის ადათი გადამერჩინა, რაც მეხრედ დაჯდომასა და ქათმის დაკვლასთან იყო დაკავშირებული :) და კიდე, "ავადმყოფი" სიყვარულის ახსნა ვცადე ჩემებურად. :) ყველას დიდი მადლობა, ჩემო კარგებო. ამ ნაწილით მინდოდა ის ადათი გადამერჩინა, რაც მეხრედ დაჯდომასა და ქათმის დაკვლასთან იყო დაკავშირებული :) და კიდე, "ავადმყოფი" სიყვარულის ახსნა ვცადე ჩემებურად. :)
13. მომეწონა ესეც და მთლიანობაშიც. მომეწონა ესეც და მთლიანობაშიც.
12. როგორ შემიყვარდა ეს მოთხრობა.
რამდენი სიბრძნე და სიკეთე და სიყვარული და სიმართლეა აქ. როგორ შემიყვარდა ეს მოთხრობა.
რამდენი სიბრძნე და სიკეთე და სიყვარული და სიმართლეა აქ.
11. პერსონაჟების ფსიქოლოგია ხომ საოცრადაა გახსნილი ამ მოკლე ფორმატში და ეპოქასაც თუ ჩაიტევდა , არ მეგონა. პერსონაჟების ფსიქოლოგია ხომ საოცრადაა გახსნილი ამ მოკლე ფორმატში და ეპოქასაც თუ ჩაიტევდა , არ მეგონა.
10. ვაიმე რა კარგი ნაწილია.მამა დიმიტრი შემიყვარდა რა სათნო და ტკბილი,გონიერი მამაოა.ყველაფერი ზუსტი და ცხადია აქ.ძალიან გასაგებად წერთ და მომწონს.<3 ჩემი პირველი 5 :*:)ველოდები გაგრძელებას ვაიმე რა კარგი ნაწილია.მამა დიმიტრი შემიყვარდა რა სათნო და ტკბილი,გონიერი მამაოა.ყველაფერი ზუსტი და ცხადია აქ.ძალიან გასაგებად წერთ და მომწონს.<3 ჩემი პირველი 5 :*:)ველოდები გაგრძელებას
9. მაგარი მოთხრობაა. უნდა ამოვბეჭდო და შევინახო. :) მაგარი მოთხრობაა. უნდა ამოვბეჭდო და შევინახო. :)
8. რუსებს არ ვგულისხმობდი ქალბატონო ტენდი. მათ თავის საქმე თვითონ იციან. ახალგაზრდობაში, სამოცდაათიან წლებში, ქაშუეთში ხშირად ვლოცულობდით მე და ჩემი მეგობარი და ვიცი რაც ხდე- ბოდა მაშინ. სამწუხაროა წარსული რომ დაგვავიწყდა. აფეთქებული ეკლესიები ... კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სიმართლისათვის.
რუსებს არ ვგულისხმობდი ქალბატონო ტენდი. მათ თავის საქმე თვითონ იციან. ახალგაზრდობაში, სამოცდაათიან წლებში, ქაშუეთში ხშირად ვლოცულობდით მე და ჩემი მეგობარი და ვიცი რაც ხდე- ბოდა მაშინ. სამწუხაროა წარსული რომ დაგვავიწყდა. აფეთქებული ეკლესიები ... კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სიმართლისათვის.
7. -შიშს სთესავენ კომუნისტები, მარიამ. შიში ეშმაკისაა. ეშმაკი ეშმაკის თესლს სთესავს და დრო მოვა, თავის დათესილს თვითონვე მოიმკის. შიშის გამო სიმართლის დამალვა არ შეიძლება. მითუმეტეს, თუ ღმერთისას ამბობ. „ნეტარ არიან სიმართლისათვის მებრძოლნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა“. ღმერთი არის სიმართლე და სამართლიანობა, ჭეშმარიტება - დემეტრე გაჩუმდა- შენს შვილს უთხარი, მოვიდეს და მოინანიოს, ილოცოს და განთავისუფლდება.ოთხი ადამიანი ჰყავს მოკლული. ვისაც ძმა არ უყვარს ისიც მკვლელია, ფიქრში რომ ვინმეს სიკვდილი მოგინდება , ეგეც მკვლელობაა და საქმით რომ მოკლავ ეგ ხომ უბედურებაა. მთელ რაიონს ეშინია მაგისი.
ველოდები გაგრძელებას!ყველაზე მეტად დედაა ცოდვა!+++ -შიშს სთესავენ კომუნისტები, მარიამ. შიში ეშმაკისაა. ეშმაკი ეშმაკის თესლს სთესავს და დრო მოვა, თავის დათესილს თვითონვე მოიმკის. შიშის გამო სიმართლის დამალვა არ შეიძლება. მითუმეტეს, თუ ღმერთისას ამბობ. „ნეტარ არიან სიმართლისათვის მებრძოლნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა“. ღმერთი არის სიმართლე და სამართლიანობა, ჭეშმარიტება - დემეტრე გაჩუმდა- შენს შვილს უთხარი, მოვიდეს და მოინანიოს, ილოცოს და განთავისუფლდება.ოთხი ადამიანი ჰყავს მოკლული. ვისაც ძმა არ უყვარს ისიც მკვლელია, ფიქრში რომ ვინმეს სიკვდილი მოგინდება , ეგეც მკვლელობაა და საქმით რომ მოკლავ ეგ ხომ უბედურებაა. მთელ რაიონს ეშინია მაგისი.
ველოდები გაგრძელებას!ყველაზე მეტად დედაა ცოდვა!+++
6. "ზოგიერთი სასულიერო პირი სტალინს წმინდანს ადარებს, რაც მაღიზიანებს. ++ თემური57. 2014-02-09 10:56:12" - რუსეთი საშვილიშვილოდ მადლიერია სტალინისა რუსული მართლმადიდებლობის გადარჩენისთვის და სინამდვილეში, რუზველტის მადლობლები უნდა იყვნენ, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა, სასულიერო პირებზე დევნის შეწყვეტა. მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში (საკმაოდ დიდ ხნის წინ), ეკლესიაში შესვლა და სანთლების დანთება საშიში იყო. შეიძლებოდა ვინმე "მოწინავე" კომკავშირელს სურათი გადაეღო და "ნიანგში" გამოეჭენებინე. :( "ზოგიერთი სასულიერო პირი სტალინს წმინდანს ადარებს, რაც მაღიზიანებს. ++ თემური57. 2014-02-09 10:56:12" - რუსეთი საშვილიშვილოდ მადლიერია სტალინისა რუსული მართლმადიდებლობის გადარჩენისთვის და სინამდვილეში, რუზველტის მადლობლები უნდა იყვნენ, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა, სასულიერო პირებზე დევნის შეწყვეტა. მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში (საკმაოდ დიდ ხნის წინ), ეკლესიაში შესვლა და სანთლების დანთება საშიში იყო. შეიძლებოდა ვინმე "მოწინავე" კომკავშირელს სურათი გადაეღო და "ნიანგში" გამოეჭენებინე. :(
5. მშვენიერია , აბა იქნება და გადარჩეს საცოდავი ჭიამიას სული ..... რადგან სახლში ცოლს და დედას პატივს სცემს, იქნება და ბოლომდე დაღუპული არ იყოს და ეშველოს რამე :) მშვენიერია , აბა იქნება და გადარჩეს საცოდავი ჭიამიას სული ..... რადგან სახლში ცოლს და დედას პატივს სცემს, იქნება და ბოლომდე დაღუპული არ იყოს და ეშველოს რამე :)
4. სიამოვნებით მივყვები თხრობის დინებას. მომეწონა სიმართლე რომ თქვით სტალინზე. ზოგიერთი სასულიერო პირი სტალინს წმინდანს ადარებს, რაც მაღიზიანებს. ++ სიამოვნებით მივყვები თხრობის დინებას. მომეწონა სიმართლე რომ თქვით სტალინზე. ზოგიერთი სასულიერო პირი სტალინს წმინდანს ადარებს, რაც მაღიზიანებს. ++
3. მუხა, მადლობა შენიშვნებისთვის.გავითვალისწინებ. ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ვარიანტი. ლენინი და სტალინი იმ პერიოდის დილოგისთვის, მე ვფიქრობ, საჭირო იყო, თორემ არც მე მომწონს მაინცადამაინც :) მუხა, მადლობა შენიშვნებისთვის.გავითვალისწინებ. ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ვარიანტი. ლენინი და სტალინი იმ პერიოდის დილოგისთვის, მე ვფიქრობ, საჭირო იყო, თორემ არც მე მომწონს მაინცადამაინც :)
2. რა ვიცი აბა, მე მომეწონა, უფრო ვრცლად შეიძლებოდა რელიგიური თემის გაშლა.
ტენდი ისიც უნდა გითხრა, რომ თქვენი მოთხრობები მიხეილ ჯავახიშვილის პროზაული და დრამატულ ნაწარმოებებს მაგონებს.
ლენინი და სტალინი მეზედმეტა .
რა ვიცი აბა, მე მომეწონა, უფრო ვრცლად შეიძლებოდა რელიგიური თემის გაშლა.
ტენდი ისიც უნდა გითხრა, რომ თქვენი მოთხრობები მიხეილ ჯავახიშვილის პროზაული და დრამატულ ნაწარმოებებს მაგონებს.
ლენინი და სტალინი მეზედმეტა .
1. ესეც მესამე ნაწილი. :) თუ ვინმეს მოგეჩვენათ რაიმე ზედმეტი, ან ზედმეტად ბანალური, სიამოვნებით მივიღებ შენიშვნას და შევასწორებ :)
პატივისცემით. ესეც მესამე ნაწილი. :) თუ ვინმეს მოგეჩვენათ რაიმე ზედმეტი, ან ზედმეტად ბანალური, სიამოვნებით მივიღებ შენიშვნას და შევასწორებ :)
პატივისცემით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|