|
უუუჰ, შენ რა გითხრა, ბექუნა,
მომხადე ლეჩაქ-მანდილი...
მე კოლხი ბიჭი მეგონე, -
ლენჩი ყოფილხარ ნამდვილი!
მე სვანთან არ გაგატანო
ნეკერა, ჩემი გაზრდილი!
სასაცილოა ღმერთმანი
ამ ბიჭის კამყოფილება,
ნეტავ მეცალოს ნახავდით
მეორე განყოფილებას,
სვანეთში მე შენ მიტაცებ?
კბილი არ მოგჭრა შვილოსა,
დეიდაშვილნი სვანნი მყავს
გაგგზავნენ საიქიოსა,
შაირს თვალს ვეღარ ვადევნებ
საქმე მაქვს თამარ, ლელაო,
თქვენ ჩაგაბარებთ ამ ბიჭსა
უპოვეთ თავის ყველაო.
მადლობ ნატა  გაიხარე 
ქრისტე აღსდგა!!! ყველას გილოცავთ 
თქვენ გაიხარეთ ქალებო,
ქალი ხო მაინც ქალია.
სად დამიმალეთ ნეკერა,
მაგას დაუდგეს თვალია,
მე ,,პაჟარნიას" ვურეკავ,
ჩაუქროს ცეცხლის ალია.
ბიჭო, გადამჭერ ყურებთან
არ მოსაჭრელი თავია?
სვანისთვის მიგყავს ნეკერა?
სვან კაცის შესართავია?
დილიდან ლექსის წერითა
გამლაყებია თავია,
ვერ დავასვენე კალამი
გადავიღალე ძალიან,
მე სათვალავში ნუ მაგდებთ,
აღარ მაქვს ლექსის ძალია
ხელი არ მემორჩილება,
ვერც მოვიქნიე ხმალია!
ერტი ორ სიტყვას ვიტყვი
და მე მოვიხადე ვალია! 
სად დაიფანტნენ კაცები?
ვკაფიობ, განა ვსტირიო?
ბავშვებთან ბრძოლას ჯობია
ისევ გავხედნო ვირიო!
შეკერილი მყავს ნეკერა,
მე უკვე კაი ხანია,
ისე მადლობა თამარი,
რომ მაინც მომეც ბანია,
ნეკერა მიმყავს სვანეთში,
ძმაკაცი კი მყავს სვანია.
სადაა გეკო ნეტავი?
ამოგიდგება მხარშიო...
ისიც არ ვიცი, რა გითხრა, -
ჩემთან ხარ თოთო ბავშვიო...
ან ვინმე კაცი მოიხმე
მოსაშველებლად, შვილოსა...
თორო სამ ქალს ვერ გაგვიძლებ,
უკვე შეგეტყო კილოსა!
სხვისი არ ვიცი ბექა და
მართლა მიყვარხარ ძალიან,
შენთან საომრად ძვირფასო,
იმიტომ არა მცალია!  
ბექა, ჩავიცვამ შარვალს და
ამოგიდგები გვერდსაო...
მიდი, ნეკერა შეკერე,
მე ლელას ვეტყვი ლექსსაო...
დამპატიჟებელს ნუ გგონავ,
რომ გამოვიწვევ ხმალშია,
ისედაც ვიცი გიყვარვარ,
სულ გელანდები თვალშია,
ჩემზე ფიქრებში იწვები,
მაგ შენი ტრფობის ალშია.
ისე, არა ვართ მართლები, -
ბექა დავჩაგრეთ ქალებმა!
(ქურთულად რეჩი დავარტყა -
დაიფსას ჩემი თვალებმა!...)
რაის კანკალი რას ამბობ?
ნუ დამიჩაგრე ბავშვია!
ბექა ყველაფერს ნუ ამბობ!
რაც კი მოგივა თავშია!
ქალს ლამაზად ეკაფიე,
რომ მოაწონო რითმები!
ყურში ჩურჩულით უთხარი,
ქალაუ ჩემი იქნები,
ისე დაჰკივი საბრალოს
როგორცა მგელი კრავსაო
აბა მასეთი კილოთი
ქალს შაააყვარებ თავსაოოო?!.... 
უკვე თანდათან ქალებო,
ხო გაგითხარეთ სამარე?
გული მაქ სანეკერე და
კაფია კი- სათამარე.
სად წახველ, ბექა, ნეტავი,
ჩემს დანახვაზე ქრებიო?
კაფია შემოგელევა, -
დაიხმარ ანდაზებიო!
შაირი არ დამლევია,
არვინ იფიქროს ამაზე,
შემომირეკეს მობილზე
ვიღაც მპატიჟებს ყავაზე...
ბეკას კი დიდი ბოდიში,
ორგულობას და ღალატზე 
არ მოიწყინოთ, აქა ვარ!
მოვედი ქალი თამარი!
ჩემთან კაფიის მსურვალმა
შემოიჭიროს ქამარი!
ნეკერ გაგიცვდა შაირი,
ნუ ამწკლარტუნებ ენასა,
ნუ ეტანები,არ გირჩევ,
მაგ ლამაზ თითზე კბენასა.
მე ჩემო ნეკერ ბარშიცა,
გამტეხავი ვარ ნავსისა,
რა ვქნა,არა ვარ ჩვეული,
ზედ მოდებული ხავსისა.
184. შიში არაფრის არა მაქვს,
არც შენი არც სიკვდილისა,
ქალი ვარ, მზესაც ვიწუნებ,
გული მაქვს- როგროც თილისმა,
მთაში რა გვინდა ბექუნა?
აქ ცუდადა გრძნობ თავსაო?
თუ მთის ჰაერი გიშველის
გაგატეხინებს ნავსსაო?
დავბრუნდიოოოოოოოოოო
182. მე ნუ მედრები დიაცო,
ლექსში და ლაღობაშია,
ჩემთან შაირში კანკალი,
რად გეპარება ხმაშია?
აქ ყველამ იცის რატომაც...
მყავს შეკაზმული რაშია,
მოდი და შენთვის მადლია,
წამო წაგიყვან მთაშია.
ბექა ახალაია. 2008-04-30 00:53:21
--------------------------------------------------------------------------------
181. მართლაც იჯექი ამ გულში
სანამ თქვი - დავიჯაბნეო,
ახლა იყავი მარტო და
ფულიც ქალებში ხარჯეო
ნეკერა. 2008-04-30 00:52:16
--------------------------------------------------------------------------------
180. დღიურში გადამაქვს და იქ გავაგრძელოთ.
თამარ ბუკია. 2008-04-30 00:49:22
--------------------------------------------------------------------------------
179. რაღა შესვენება გვინდა,
ბექა ისედაც გვასვენებს,
ლექსს იმდენ ხანს ვერ იფიქრებს,
მერე ნიშნებს სვამს სასვენებს...
ამასობაში დაღამდა,
ჩამოძინების მეშინის,
ვერა ჰყოლია მამამისს
ლაღად მოშაირე შვილი
ნეკერა. 2008-04-30 00:46:50
--------------------------------------------------------------------------------
178. მე ჩემსა ყველა ქალასა,
ხვალევე გავცვლი ფულშია,
შენ კი ნეკერავ გიზივარ,
მაგ შენს პატარა გულშია.
ბექა ახალაია. 2008-04-30 00:45:03
--------------------------------------------------------------------------------
177. რატომ თამარ?
ნეკერა. 2008-04-30 00:44:26
--------------------------------------------------------------------------------
176. ცოტა ხანი გაჩერდით, რა?
თამარ ბუკია. 2008-04-30 00:44:12
--------------------------------------------------------------------------------
175. ბექავ მე კიდევ გაფრთხილებ
ნუღარ მივრცელებ-თქო ჭორებს
ქალას ერთხელ თუ მასწონდი
დიახაც გაიმეორებს
ჩადენილს ცუღლუტობასა,
ნერწყვით ნუ გევსება პირი,
რომ ვერაფერი შესძელი
ახლაც იმიტომ მომტირი
ნეკერა. 2008-04-30 00:41:48
--------------------------------------------------------------------------------
174. ტყუილს ნუ ჩმახავ ნეკერავ,
ნუღარ მაბრალებ ჭორებსა,
ერთხელ ჩადენილს ქალაი,
სხვა დროს არ მაიგონებსა,
ხო იცი მე არ ვეკუთვნი,
მაგ შენს ყურმოჭრილ მონებსა.
ბექა ახალაია. 2008-04-30 00:39:42
--------------------------------------------------------------------------------
173. როდის ავმართე ბექაუ
სახლზე მე თეთრი ალამი?
ლექსის წერაში მაჯობებ?
ახლავე დადე კალამი.
ნეკერა. 2008-04-30 00:37:46
--------------------------------------------------------------------------------
172. ხომ დაგამარცხე ნეკერავ,
ხომ დაგიმიწე ენაო,
დამარცხებული ქალაუ,
სულ გამოდიხარ შენაო.
ბექა ახალაია. 2008-04-30 00:34:38
--------------------------------------------------------------------------------
171. მესმის გულგრილი არ იყო
ვაჟკაცი ლამაზ ქალზედა,
თუ ვინმე შეგეცილება
ხელიც გაივლო ხმალზედა,
მაგრამ ვაჟკაც არ შეჰფერის
ტყუილუბრალოდ ქადილი,
ჭორების თხზვა თუ ისწავლე
აკეთე ბარემ სადილიც.
ნეკერა. 2008-04-30 00:33:50
--------------------------------------------------------------------------------
170. ნუ გამიბრაზდი ნეკერავ,
ნუ აბრიალებ თვალსაო,
მე ხომ ხელიდან არ ვუშვებ,
შენფერ მშვენიერ ქალსაო.
თამარს და ლელას მოუხმე,
ნუ გააყოლებ ვალსაო.
ბექა ახალაია. 2008-04-30 00:30:04
--------------------------------------------------------------------------------
169. დამევსოს ორთავ თვალები
ბექას რა დაუკვეხია,
"ნინოს რაც მსურდა ვუყავო"?
აგრემც დაგეცა მეხია,
ნეკერას დაჩაგვრა რომ სურს
ის უეჭველი შტერია
პატარა კაცის შაირი
აბა რა დასაჯერია?
ნეკერა. 2008-04-30 00:25:34
--------------------------------------------------------------------------------
168. ვააახ,ჩამოგიკრავთ ქალებო,
დუდუკები და დაფია,
სჯობს ისევ უკან წაიღოთ,
ეგ თქვენი კოჭლი კაფია.
თამარ არ მაფრთხობს ეგ შენი,
,,სიცილიური`` მაფია,
ლელავ გირჩევნის ცოტათი,
შაირში გაიწაფია.
ბექა ახალაია. 2008-04-30 00:25:17
--------------------------------------------------------------------------------
167. რა ამბავია რა ხდება?
ლექსი გითქვიათ, კაფია
ცოტა თვალი გადავავლო
აზრზე მოსვლა მსურს სწრაფია,
მერე მეც შამოგიერთდეთ,
განა ჩემი ხმა ხაფია?
ნეკერა. 2008-04-30 00:22:48
--------------------------------------------------------------------------------
166. თქვენ გგონებიათ შამოვდექ,
საიქიოის სერსაო,
ისე არ მაკვდეს ბექაი,
პასუხ არ გასცეს მტერსაო.
ბექა ახალაია. 2008-04-30 00:17:49
--------------------------------------------------------------------------------
165. თქვენ ნუ გგონიათ ქალებო,
რომ თქვენ დამმართეთ ბნედაო,
ნეტმა მიგანა ლექსისგან,
ძალიან გამიჭედაო.
ბექა ახალაია. 2008-04-30 00:15:23
--------------------------------------------------------------------------------
164. წავიდა ბექა... დაგვტოვა...
სიტყვა არ გვითხრა ცინცხალი!
გულში კი შემოგვითვალა:
"უკან - მეწყერი, წინ - წყალი"!
თამარ ბუკია. 2008-04-30 00:11:43
--------------------------------------------------------------------------------
163. სად წახველ, ბიჭო, ბექაო,
სიტყვას არ გეტყვი ძვირსაო:
ილუსტრაციებს ჩახედე,
ჭკუას ვარიგებ ვირსაო!
თამარ ბუკია. 2008-04-30 00:09:14
--------------------------------------------------------------------------------
162. თამარმა იცის სხვა იყოს,
არა ვარ სიტყვის დამთმობი!
შენ ასე ვერ გაგიმეტებ,
შენ ილექსებით მათბობდი!
ლელა-65. 2008-04-30 00:06:53
--------------------------------------------------------------------------------
161. გინდა, ვირუკას მისამართს
შენც მოგცემ, ჩემო ბექაო...
მაგრამ... ახლოს არ მიხვიდე...
ხელები არ აგექავოს!
თამარ ბუკია. 2008-04-30 00:06:38
160. სხვა რამე გვითხარ ლამაზად
სიტყვამ შეგაქოს შენმაოო!
ასე არ გამოგვერიოს,
ერთმანეთისა წყენაო!
შემხვდები ყურებს ჩამოყრი,
თვითონ შეგრცხვება შენაო!
ლელა-65. 2008-04-30 00:04:17
--------------------------------------------------------------------------------
159. მაფიას როდი ვიყენებ,
არა მჭირდება მაფია!
ენით ზურგს ვიფხან, ბექუნა,
ვიცი, რაც არის კაფია!
ერთ ბათუმელ კაცს "ვეომე",
იმას შეურცხვეს ცხვირიო...
ჯერ ხომ მე დამიწუნა და
მერე კი - ჩემი ვირიო...
თამარ ბუკია. 2008-04-30 00:04:04
--------------------------------------------------------------------------------
158. ისე, პროზით გეუბნებით, - დამტანჯა კომპმა! ხან - ნეტი მეტიშება, ხან თითო საათს უნდება გადასვლას! ასე რომ... დაგვიანებები ჩემი ბრალი არ არის!
მიყვარხართ ყველანი!
თამარ ბუკია. 2008-04-30 00:00:34
--------------------------------------------------------------------------------
157. მითხარი სხვა რ გასწავლა
შენმა ძმაკაცმა კახელმა!
უცნობებს დაერიეოო?
მითხარი რით გაგახელა?
ცოტა ზონარი მაიჭი!
გამოგადგება ბექაო,
რა იყო რა მოგივიდა,
რა დაგემარტა ნეტაო?
ლელა-65. 2008-04-29 23:59:22
--------------------------------------------------------------------------------
156. თამარ გამოდი თუ გინდა,
ჯარით და მაფიითაო,
პატივს გცემ მარა რა გიყო,
ჩაგაქრობ კაფიითაო.
ბექა ახალაია. 2008-04-29 23:57:33
--------------------------------------------------------------------------------
155. ეს წესი ძალზედ ძველია,
შენ რომ მომიყევ ლელაო,
ჩემმა კახელმა ძმაკაცმა
წვრილად მასწავლა ყველაო.
აღარ მიწამლა მე მაგან,
სხვაფრივად მინდა შველაო.
ბექა ახალაია. 2008-04-29 23:52:59
--------------------------------------------------------------------------------
154. ლელიკო, რეებს ასწავლი?
რომ დაიჯეროს ბალღმაო?
ან ტკივილს ვეღარ გაუძლოს, -
გაისეირნოს გაღმაო?
თამარ ბუკია. 2008-04-29 23:51:45
--------------------------------------------------------------------------------
153. კოლხი ბიჭი ხარ ბექაო,
ცხარე გექნება ენაო...
ჰა, როგორა ვქნათ, - მოსულა
ამ კაფიებში კბენაო?
თამარ ბუკია. 2008-04-29 23:49:56
--------------------------------------------------------------------------------
152. ჯერ რაც გასწავლე ეგა ჰქენ,
არ დაგჭირდება თამარი!
ტყუილა ხო არ გასწავლე
ჩამქრალი ვნების წამალი!...
ლელა-65. 2008-04-29 23:49:55
--------------------------------------------------------------------------------
151. აბა, გამოდით, სადა ხართ?
არ დაფანტულხართ ჯერაო?
ბექაც, აქ არის, ლელაცა,
არა სჩანს ჯერ ნეკერაო...
თამარ ბუკია. 2008-04-29 23:47:08
--------------------------------------------------------------------------------
150. რომ დავიბადე ლელაო,
ზედ ლექსის მერტყა ქამარი.
ვერ მომერევით ორ ხმაშიც,
შემოგემატა თამარი.
ბექა ახალაია. 2008-04-29 23:46:39
--------------------------------------------------------------------------------
149. კაი გასწავლი არ იშლი
და ვერ იფერებ ლხინსაო,
ორი აგური დაიჭი შემოიკარი მაგრაო
არ დაგჭირდება,ქალები
ისე დაგცვივა დაბლაო!
ასეთი ვიცით წამალი
ვინც წაუღია ჭირსაო,
მერე დადექ და აჰკრიფე
რაც ჩამოგცვივა ძირსაოოოო!
ლელა-65. 2008-04-29 23:45:18
--------------------------------------------------------------------------------
148. ბიჭო ვერ გამატიალებ!
შენი ჭიანი ლექსებით,
არ მინდა ისე მოგთხარო!
მიწას ვერ შერჩე ფესვებით!...
ლელა-65. 2008-04-29 23:40:45
--------------------------------------------------------------------------------
147. ლექსს - 5.
აჰა, მეორე ხმაც მოვედი!
თამარ ბუკია. 2008-04-29 23:40:37
--------------------------------------------------------------------------------
146. ლელაი ვერას დამაკლებ,
კოლხების რკინის ძესაო.
სწრაფად ჩაქრობა ვნებისა,
მასწავლე შენსა მზესაო.
ბექა ახალაია. 2008-04-29 23:39:22
--------------------------------------------------------------------------------
145. ლექსს - 5.
აჰა, მეორე ხმაც მოვედი!
თამარ ბუკია. 2008-04-29 23:36:23
--------------------------------------------------------------------------------
144. დაველოდები ნეკერას,
წაბასრებული ენითა.
გახარებული ძალიან,
გატიალებით შენითა.
ბექა ახალაია. 2008-04-29 23:36:03
--------------------------------------------------------------------------------
143. წადი გაჰქუსლე თუ მაინც
არ დაგიშლია გაქრობა!
ჩვენტან სხვა გვარად იციან
მაგ ცეცხლის, სწრაფად ჩაქროა!
ლელა-65. 2008-04-29 23:35:46
--------------------------------------------------------------------------------
142. ცოტაც მოიცა ნეკერას
ყურით მოგითრევ საიტზე!
გვიან მოვალო უტქვია!
თუ ცოტას კიდე მაითმენ,
დაელოდები ცოცხალი,
თუ არა სხვაგან გასთოხნე,
წაიმუშავე პატარა ანდა
მინდორი მოხანი
და გააშენე ბოსტანი!
ლელა-65. 2008-04-29 23:32:33
--------------------------------------------------------------------------------
141. ისე გაბრაზდი,მომინდა,
ამ საიტიდან გაქრობა.
ჩვენთან სხვაგვარად იციან,
ანთებულ ვნების ჩაქრობა.
ბექა ახალაია. 2008-04-29 23:27:44
--------------------------------------------------------------------------------
140. შენი შიშითა გავრბივარ,
გავქრი ცხენიან-ნალიან.
მობრძანდი კარგო,გახლავარ,
სტუმართმოყვარე ძალიან.
ბექა ახალაია. 2008-04-29 23:23:47
--------------------------------------------------------------------------------
139. ეხლა ბალახი მოსძოვე,
ეგ ხო გჩვევია შენაო?
კარგა გასძეხი ვნებისა,
აღარ დაგჭირდეს თმენაოო!
ლელა-65. 2008-04-29 23:20:53
--------------------------------------------------------------------------------
138. ვირზე მშრომელი ვინ არი
არ ეზარება გარჯაო!
უკვე გავბრაზდი იცოდე,
არ მამიყვანო მანდაო!
ლელა-65. 2008-04-29 23:18:15
--------------------------------------------------------------------------------
137. ნეკერს რაც მსურდა ვუყავი,
რათ არ მკადრულობ შენაო?
არა გვჩვევია კაცებსა
ოხერი ვნების თმენაო.
ბექა ახალაია. 2008-04-29 23:16:08
--------------------------------------------------------------------------------
136. რაგინდა ვირებს რას ერჩი?
უწყინარია ცხოველი!
რატომ მილანძღავ ზემლიაკს
შენგან მე ამას მოველიი?
ლელა-65. 2008-04-29 23:15:44
--------------------------------------------------------------------------------
135. ლელაო აბა რა გითხრა,
მეგრელებს ნუ გვედრებიო.
კაფვას სჯობს, ვირებს მიხედო,
არასწორ საქმეს შვებიო.
ბექა ახალაია. 2008-04-29 23:12:13
--------------------------------------------------------------------------------
134. რაის თქვენობა რას ამბობ,
არ არი ბიჭო საჭირო!
ცოტა მაცალე და ნახავ,
ტვალიდან ცრემლი გადინო!
ლელა-65. 2008-04-29 23:10:42
--------------------------------------------------------------------------------
133. ნეკერას რაც გსურს უყავი,`
მე როგორ მოგცე ნებაო!
მაინც მითხარი რა ჭარბობს
ემოცია თუ ვნებაოოო?!
ლელა-65. 2008-04-29 23:08:14
--------------------------------------------------------------------------------
132. ლელას შენობით მივმართე,
ხასიათ წაუხდებისა,
მაგრამ თქვენობით მიმართვა,
კაფვას არ მაუხდებისა.
ბექა ახალაია. 2008-04-29 23:06:22
--------------------------------------------------------------------------------
131. ვააა! მე ეგეთი მეგრელი ,
მართლა პირველად ვნახეო!
კახელს შენ როგორ აჯობებ
უნდა ხო არ დამიგე მახეო?...
ლელა-65. 2008-04-29 23:05:30
--------------------------------------------------------------------------------
130. არ გავახარებ ნეკერას,
ასეა ჩემი გენიო,
შენც თუ არ გინდა ჩაქრობა,
ლელაი დამეხსენიო.
ბექა ახალაია. 2008-04-29 23:03:31
--------------------------------------------------------------------------------
129. 5
rebeka. 2008-04-29 23:03:17
--------------------------------------------------------------------------------
128. ნეკერ წამოდი სადა ხარ?
ბექა გეძახის ჩემთანა!
ხო დავუძახე რაღა ვქნა,
მე მართალი ვარ ღმერთთანაააა!
ლელა-65. 2008-04-29 23:03:15
--------------------------------------------------------------------------------
127. ჩემი ნასროლი შაირი,
წვიმას გაებნა თმაშია.
ვერ შაგვედრებით კახელნი,
მეგრელებს კაფიაშია.
ბექა ახალაია. 2008-04-29 23:00:26
--------------------------------------------------------------------------------
126. მოდი და მაშინ მეჯიბრე,
ვნახოდ რა ღონის ბრძანდები,
ნეკერაც შემოგვესწრება,
მგონი ნინოზე ავდები!....
ლელა-65. 2008-04-29 22:59:45
--------------------------------------------------------------------------------
125. გამოწვევაზე ქალები,
ეგრე რატომა ავდებით?
ნეკერიშვილსაც მოუხმეთ,
მარტო ვერ გამიმკლავდებით.
ბექა ახალაია. 2008-04-29 22:56:06
--------------------------------------------------------------------------------
124. ჰა მიდი ძმაო რას ელი ...
მოგროვდებიან ხმაზედა,
მიდი დაიწყე გაჰკაფე!
ხელი გაივლე ხმალზედა!
ახლა თუ ხვეწნა გჭირდება,
ვერ წახვალ მაგის მნახველი,
იმერელი კი არა ვარ!
ბექა ქალი ვარ კახელი!....
ლელა-65. 2008-04-29 22:55:41
--------------------------------------------------------------------------------
123. მიდი დაიწყე რა გითხრა?
რა საჭიროა დაცვაო,
ლამაზად კაფე ისე რო,
სხვა არ გაკადროს კაცმაო!
ლელა-65. 2008-04-29 22:50:46
--------------------------------------------------------------------------------
122. თუ ვინმეს გწადდეთ ქალებო,
შამეჯიბრენით შაირში,
მამრების მოდგმას დავიცავ,
ლექსებში ნაირ-ნაირში.
ბექა ახალაია. 2008-04-29 22:39:14
119. ``აქ გენდერული ბალანსი,
დარღვეულია ძალიან``...
ეგ მეც შევნიშნე შორიდანვე, ბექა!
თეა თაბაგარი. 2008-04-29 21:13:58
--------------------------------------------------------------------------------
118. შამავიხედე,გავოცდი,
აქ რა დღეში ხართ ქალებო...
ვახ,დაჩაგრულო კალამო,
ვახ,დაფსებულო თვალებო.
გაიჯეჯილეს ამათმა,
კაცებსა არა სცალიან?
აქ გენდერული ბალანსი,
დარღვეულია ძალიან.
ლექსს5
ბექა ახალაია. 2008-04-29 21:11:35
--------------------------------------------------------------------------------
117. რა ქენი თამარ, სადა ხარ?
წვიმამ დაგადნო გზაშია?
ვაჟკაცი ვინმე შემოგხვდაა?
აღარ გაგიშვა სახლშია!
ნუღა გადამრევ იცოდე!
ეგ აღარ უნდა ლელასა,
ისედაც დილას აქეთა,
ლექსი უწერა ყველასა!
სახლში რომ მიხვალ მოსწერე,
ლელას უსტარი ვცელია!
ისე ლამაზად მოსწერე,
შენ რომ იცი და გჩვევია!
ლელა-65. 2008-04-29 19:51:40
--------------------------------------------------------------------------------
116. ყოჩაღ აკაკი! კარგად სთქვი,
სიტყვას მოყვება ვარდები!
ცოტა პატარა არ იყო!
ო, როგორ შეგიყვარებდი!...
ლელა-65. 2008-04-29 19:42:17
--------------------------------------------------------------------------------
115. ყველა ქალი ხომ ქალია,
ევას მოდგმაა ყოველი,
აბა, ადამის ნეკნისგან
უკეთესს რაღას მოელით.
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით,
ყველას დაგლოცავთ ძვირფასო დეიდებო,
5
akaki-2. 2008-04-29 19:16:25
--------------------------------------------------------------------------------
114. მოვედი, გოგოვ, ლელაო,
კაფიას უნდა შველაო...
მაგრამ... სადა ხართ, მკაფველნო?
ვერ გხედავთ!... ეგრე ბნელაო?
საღამოს პირი დამდგარა,
ჯერ ხომ არ არის ღამეო?
მოდით, გამოდით მკაფველნო,
თამარს მითხარით რამეო!
თამარ ბუკია. 2008-04-29 18:58:03
112. მე გავედი და შეხედე
რა აუტეხავთ ამათა
თქვენზე უკეთესს სად ვნახავ
გასახსენებელ ამბათა
შემოიბერე ქუთათურ
დათა არ დამთმობს მაინცო
თან არ გამყვება ჯავრები
ბატონიშვილის ქალისო
ლელაც არ შემოგვებნევა
დაგვიკლავს გოჭს და ქათამსა
სტუმარი რომ უხარია
გოო ჭამა უნდა ამათა
პატარა ბარტყი. 2008-04-29 17:59:25
--------------------------------------------------------------------------------
111. "დასრულდა ესე ამბავი
ვითარც სიზმარი ღამისა,"
ლამაზად ითქვა სათქმელი!
"ხვალემ იზრუნოს ხვალისა!"
ლელა-65. 2008-04-29 17:53:59
--------------------------------------------------------------------------------
110. ისეთი სიო უბერავს,
რამის დამესხას რეტია!
თეკლე ამდენი პატივი,
კაცისთვის მეტის მეტია!
შენი უბელო მხედარი,
ჯერ ახლა კაზმავს ქურანსა!
მთებით გადმოვა წაგიყვანს,
მთას ნისლის ქუდი ხურავსა!
იმიტომ დააგვიანდა,
სიძე, მაყრიონ, სტუმარსა!
ლელა-65. 2008-04-29 17:48:11
--------------------------------------------------------------------------------
109. ქუთათურს.
ჩქერი კი არა ცეცხლი ვარ,
გზნებას ვატარებ თანაო,
რიონს ქარივით გადავალ
გაგრიYავ ნაპირთანაო.
ვერ დამიოკებ ტალღასა
ვეჟო, ტყვილ ნუ იკვეხნიო,
უბელო ცხენით ქალასა
თუ გინდ ესროლო მეხიო
თეკლე ბატონიშვილი. 2008-04-29 17:37:52
--------------------------------------------------------------------------------
108. ბარტყს
თვალშუა წამომეზარდა
ჩემი პატარა ქალაო
შენმა ჩურჩულმა შორიდან
ყურთან რო მიფართქალაო
გინატრო, როგორ გინატრო
რა ნატვრა შეგეფერება
ჩემთვის მირჩევვნის ისევა
ამ ნატვრის შემობერება
ქუთათური. 2008-04-29 17:36:17
--------------------------------------------------------------------------------
107. ბარტყო თვითონ თქვას ამ ვეჟმა
ვისთან გაიყოფს სარეცელს,
თუ შენ უნდიხარ გამეშვას,
და ეს ქალობა დამეწვეს
თუ შევეხვეწო ქუთათურს
ან ვუთხრა გვერდზე დამიწვეს,
არ მივეცემი სინანულს
თუგინდ სახატე გამიწყრეს.
თეკლე ბატონიშვილი. 2008-04-29 17:31:27
--------------------------------------------------------------------------------
106. მე შენი ხელი რად მინდა,
სხვისთვის თუ კვდები დუელში,
ამდენი ცრემლი გიღვრია,
ჩემგან რა გინდა?ნუგეში?
რამ შეგშალა და აგრია?
ჩემი ოცნების მწვერვალო
უნდა გავიდე აქედან,
გული მეტკინა ვერ ვარო.
დათა. 2008-04-29 17:31:25
--------------------------------------------------------------------------------
105. თეკლე ბატონიშვილს
„ისე გაგრიყავ ნაპირზე
მზედ მოგეჩვენოს მთვარეო.“
ქალავ, დაგატყვე, ჩქერი ხარ,
სუნთქვა ხარ ლაღი კალმახის
გამრიყე - მერე დაიკვეხ,
მკლავს ვერ დამიბამს თვალმარღი.
რეთს* დაგიოკებ ტალღასა
არ აგირიო თვლა ვითა?
გადმოგერიო ჩქერებში
რიონს ნაჩვევი მკლავითა
*რეთი - რამდენი
ქუთათური. 2008-04-29 17:30:38
--------------------------------------------------------------------------------
104. ქალი-ქალია...5
მანანა კაკაჩია. 2008-04-29 17:30:21
--------------------------------------------------------------------------------
103. უჩემოდ
ნინი-ნიჩორტა. 2008-04-29 17:29:08
--------------------------------------------------------------------------------
102. აქ რა ამბავიაააააა
ნინი-ნიჩორტა. 2008-04-29 17:28:49
--------------------------------------------------------------------------------
101. დარჩი და ჩემთვის იხარე
მაბედნიერე ამითო
კარს ღიას ნუკი დატოვებ
კარგად ჩარაზე ღამითო
ან ლელა არ შემოგეჭრას
ან ჩვენი ქალი თეკლეო
თუ რამმე უცხო შენიშნო
ეგრევე თავში რეკეო
პატარა ბარტყი. 2008-04-29 17:27:19
--------------------------------------------------------------------------------
100. არა ვრჩები ცოტა ხანი
ქუთათური. 2008-04-29 17:24:10
--------------------------------------------------------------------------------
99. კარგი ძვირფასებო,
მე წავალ ახლა
მადლობელი ვარ რო მასიამოვნეთ.
გიხუტებთ თბილად
ქუთათური. 2008-04-29 17:23:30
--------------------------------------------------------------------------------
98. ქუთათურს.
რო ვერ გავიგე ქუთათურ?
მე არ ვვარგივარ შეშადააა?
ხარების ძალა კი არა,
არც გამოვდგები ფეჩადა!
რავიცი ქუთათურები,
როგორ ქალებსა სწყალობენ!
ან ქალის ამორჩევაში
ამდენს რატომა წვალობენ?!
ლელა-65. 2008-04-29 17:23:29
--------------------------------------------------------------------------------
97. რეკლე ეგ ბიჭი იცოდე
მინდა ჩემთვის და მალეო
ვნახოთ ვინ ვის რას აართმევს
დულეში გიწვევ ხვალეო
ასე ადვილად არ დავთმობ
რაც მისთვის ცრემლი ვღვარეო
მე ისე შემშალ ამრია
მზედ მეჩვენება მთვარეო
ასე რომ ჩამომეცალე
არ მოინდომო ავიო
არ ცადო და არ შემება
სადა გაქვს ამის თავიო
პატარა ბარტყი. 2008-04-29 17:23:27
--------------------------------------------------------------------------------
96. დათა
ხელს გიწვდი ოღონდ იცოდე
ალმასებს გთხოვ ჩემო დათა
ცოლობა კი იყოს მერე
რათა რათა რათა რათა?
იმათა
პატარა ბარტყი. 2008-04-29 17:20:48
--------------------------------------------------------------------------------
95. ქუთათურს!
ვფიცავ, მოგპარავ გულისთქმას
აზრებს დაგირღვევ ღამეო
ისე გაგრიყავ ნაპირზე
მზედ მოგEჩვენოს მთვარეო.
სიზმარში მოგელანდები
იტყვი მაჩვენა ხვალეო...
თეკლე ბატონიშვილი. 2008-04-29 17:20:23
--------------------------------------------------------------------------------
94. თეკლეს!
რისი ამრევი შენა ხარ,
რად არ მანებებ თავსაო!
ერთხელ გითხარი სათქმელი
შენ ეხლა მაძრობ ტყავსაოოო?
ლელა-65. 2008-04-29 17:17:34
--------------------------------------------------------------------------------
93. ბარტყი რა კარგად მაცინებ
"კიდევ ერტი მოიყვანეეე"?
მოვიყვანე აბა რა ვქნა,
კახეთსს თქვენთვის მოვიპარე!
დაგირიგებთ ცოტახანში,
ყველას თქვენი გეყოლებათ,
კაცებს თავი დაანებეთ
გაიხადეთ მეგობრებათ!
ვხუმრობ, ახლა მთლა მე ნუკი დამიჯერებთ....
ლელა-65. 2008-04-29 17:14:29
92. ლელა-65.
ქალის შებმასა რა უნდა?
ალბათ მაგარი საბელი,
მარა ის უნდა ვიკითხოთ
რავარი არი შამბმელი.
შეშას თუკი ვერ მოიტანს
შეშად თუ ვარგა ფეჩისა.
რამე რო იყოს, ძალა აქვს
ცხრიანი ხარ-კამეჩისა??
ქუთათური. 2008-04-29 17:14:20
--------------------------------------------------------------------------------
91. ლელას!
შენ სიდან იცი ვინ მინდა
ან ვის გავუყრი თვალსაო,
ქალო, ნუ მეპაექრები
თორომ აგირევ კვალსაო.
თეკლე ბატონიშვილი. 2008-04-29 17:12:48
--------------------------------------------------------------------------------
90. ცოლად შეირთო ფერია ადვილი როდი მგონია,
მწვანე კაბა რომ გიხდება ეს მე არ მომიგონია.
არც მთხოვნელები გაკლია და არც ჩიტისრძეს საკლისობ
მე შენ სულს მოგცემ სიცოცხლევ,რა გითხრა გმირის საქმისო
ნუ გაექცევი სიყვარულს მხოლოდ ამას გთხოვ იცოდე,
მე ხელი გამოგიწოდე-შენც ხელი გამომიწოდე.
დათა. 2008-04-29 17:10:54
--------------------------------------------------------------------------------
89. წუნი ვინ რაში მიპოვა
არ დაიჯერო ეგაო
ვინმემ გაბედოს ერთი და
ნახე როგორა ვთქეფავო
პატარა ბარტყი. 2008-04-29 17:08:56
--------------------------------------------------------------------------------
88. ქუთატურსა!
ვააა მომეწონე ხოო იცი!!!
მეც ეგ არა ვთქვი ლექსადააა?!
ქალის შებმასა რა უნდა,
ერთი სიმღერის თქმა უნდა!
ერთი პირველი ხმა უნდა!
მესამე არის ზედმეტი!
და ნუ გგონივარ ჩერჩეტი,
ბატონიშვილსა თეკლესა
ყველა სჭირდება შენს მეტი!
ლელა-65. 2008-04-29 17:07:44
--------------------------------------------------------------------------------
87. რას ეპრანჭები ძამიკო
შენ რას გაჩუმდი თეკლე
ვითომ საჭირო რამე ვთქვი
თუ ერეკლე და ჩემი ისა რა ქვია ყურებიანი ქუდი
პატარა ბარტყი. 2008-04-29 17:06:39
--------------------------------------------------------------------------------
86. ბარტყს
ციდან ჭაში ჩამამწვადე
მაგ ნაწნავის ოწინარი
წერწეტ წელზე წუნს ვინა გდებს
რომ დავტოვო მოცინარი??
ქუთათური. 2008-04-29 17:06:16
--------------------------------------------------------------------------------
85. ბატონიშვილს
რა ხდება ბატონიშვილო,
მითხარი როგორ გიშველო?
ქუთათური. 2008-04-29 17:03:11
--------------------------------------------------------------------------------
84. ლელა ჭირში მიტოვება
აქ საიდან მოიტანე
ვირი მყავსო შენ არა თქვი
კიდევ ერთი მოიყვანე?
პატარა ბარტყი. 2008-04-29 17:02:50
--------------------------------------------------------------------------------
83. ჭკვიანსა და ლამაზ ქალზე მოვიდა
მუზა, ლექსიც ცდუნებაში გაება,
თუ ასეთ ქალს დაიწუნებ მოდი და
დამანახე უფრო დიდი ღვთაება.
5 ქულა ქალბატონო ლელა.
რ___ო___ი. 2008-04-29 17:02:21
--------------------------------------------------------------------------------
82. ქუთათურო
შემოგევლე ბიჭო თქმაში
ემაგ ლამაზ ჭკვიან თავში
ლამის გადავარდე ჭაში
ისე მინდა შენთან ცაში
ჭიდან ცამდე ხოდებია
შენზე ფიქრი მომდებია
ვცადე ვეღარ მშორდებიან
და დარდები მომრევია
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:59:54
--------------------------------------------------------------------------------
81. საფირმოც არის ანი და
ერითმება კიდეცა!
არავის არაფერს ვერჩი,
ვინც კაფავს უნდა სჭრიდესა!
აბა ისე რა გამოვა თუ არ გასხიპე ძირშია,
თუ ძმრად არ წამოადინე,
პარტნიორს ლექსი ცხვირშია!
მერე გავუცვლი თაიას,
იმ ლამაზ თვალა ვირში,
იგეთი ერთგული არი,
არ მიგატოვებს ჭირშია!
ლელა-65. 2008-04-29 16:59:28
--------------------------------------------------------------------------------
80. ლელას (65-ს)
ბარტყი სკუპდა ბუდის პირს და
თხამ გაკვნიტა ნეკერაო
ლელავ შენი წელის ეშხი
ყველას ტუჩზე ეკერაო.
უხვად მივცემ საბოძვარსა
ყველას შენსკენ მეკვლესაო.
ამის მერე ლექსი ვუთხრათ
ბატონიშვილს, თეკლესაო
ქუთათური. 2008-04-29 16:56:54
--------------------------------------------------------------------------------
79. დათა
ჩემი ცოლობა პატარავ
ადვილი ნუკი გგონია
ისე გამზარდა დედამა
ჯავრად არა რა მქონია
არ მომკლებია ჩიტისრძე
კაველკოტების კარადა
მწვანე კაბა რომ მომინდეს
მთხოვნელები მყავს ჯარადა
რამე საგმირო საქმე და
ომი რამ გადაიხდინე
ნესტან დარეჯანს ეგრები?
ანი ნუ გადაირიე
ვახ ვახ
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:54:51
--------------------------------------------------------------------------------
78. ეს საფირმო სლოგანია
გენაცვალოს ყველაო?
თუ ყველაზე საკაიფოდ
ერითმება ლელასო?
ლელა ქუთათურმა იცის
კაფიების ჯარიო
არ მსმენია წყენა მისგან
და გაყოლა ჯავრისო
ნეკერ თვალებს რას ერჩი
იცის თავის საქმეო
მხატვართან არ დაიბნევა
აგერ ნახე ღამეო
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:51:33
--------------------------------------------------------------------------------
77. გეკო რად მინდა აგერ მაქ
ავტამატ"კალაშნიკოვა"
ეხლა დავტენი და ვნახოდ,
დაუკითხავად ვინ მოვა!
შაირ ფართებს რო ეძახი,
ამ ჩემ საცოდავ გვერდსაო!
ერთსა გკრავ გვერძე მოგიწვენ,
მაგ ლამაზ გეკოს შენცაოოო!
ლელა-65. 2008-04-29 16:50:41
--------------------------------------------------------------------------------
76. მე შენი სული მაბოლებს!
შევეშვი ყველა მოსაწევს.
ხელს გთხოვ და ცოლად მოგიყვან,
ყველას მოგართმევთ მოსაწვევს,
თუსის სამკაულს მოგიძღვნი,
ჩაგაცმევ მწვანე კაბას და..
ხელში აგიყვან პატარძალს
მიგიყვან ვნების ტაძართან.
თვალებსაც მაშინ დავხუჭავ
შენც დაგიკოცნი წამწამებს,
ტელეპონს მაინც არ რთავ და
ნეკერას ნუ გააწვალებ
დათა. 2008-04-29 16:50:38
--------------------------------------------------------------------------------
75.
ბარტყს
მე რო წილად მხვდა, არ ვიცი
ვის აქვს ამდენი პატივი -
ჩიტების ბაზრის ისმინოს
ლამაზი რეჩიტატივი.
ქუთათური. 2008-04-29 16:48:47
73. ქუთათური ვინ გამსუნტრა?
ხო არ გგონა შენაო?
იქნება რამე გავიგოთ,
კარგა გამოყავ ენაო?
გინდა?ა გავკაფოდ შამოდი!
დაგელოდება ლელაო,
მერე გულში არ ჩაიდო
შაირობაში წყენაო!...
შენც გენაცვალოს ყველაოოოო!,...
ლელა-65. 2008-04-29 16:44:40
--------------------------------------------------------------------------------
72. ანი ერთხელ არ გადაჰყვე
თანამედროვედ ღადავსა
მაგ ბიჭს სულს ნუღარ უბერავ,
უფრო უღვივებ ღადარსა,
ნეკერა არ იპარება
ასვენებს ლამაზ თვალებსა,
თორემ მოუვა მხატვარი
და ვეღარ ათევს ღამესა,
ცოტა დრო მალე გაივლის
მზე ჩავა, მთვარე ამოვა,
იქნებ გეკოც მოვიტყუოთ
და შაირ-ფართიც გამოვა
ნეკერა. 2008-04-29 16:44:05
--------------------------------------------------------------------------------
71. ქუთათურო სხვა რა ვქნათ
ზოგი ჩუმად არისო
ყველამ ერთად რომ ვიყვიროთ
ბაზარი ხომ არ არისო?
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:42:17
--------------------------------------------------------------------------------
70. ნუ იპარები ნეკერა
შაირი ვიცი შენხელა
ნუ შემადარებ ვირსაო
თორენ გაგინგრევ ცხვირსაო
სად უნდა ვილოთ ვიცეკვო
შენც დაეტიე აქვეო
სალოთაო და საცეკვის
მეტი სხვა ვერა ნახეო?
მიდი თქვი ერთი ლამაზად
ვირის ხდენებას მოეშვი
თორემ ლელა ხომ დაგპირდა
შტვენით ავსებას მოედნის
შენც თვალი მიავლ მოავლე
იქნება ნახო საჩენო
მომიმესიჯო თუ გექნა
თვალი თუ მოკრა საჩემოს
დათა თვალები დახუჭე
კი არ იპიქრო გღალატობ
ხომ იცი შემი ამბავი
თანამედროვედ ვღადაობ
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:40:46
--------------------------------------------------------------------------------
69. თეეე თაბაგაროოო ლექსად თქვი!
რო იმალები სადღაცა!...
ჩამორჩენილსა რა გიგავს
ლექსებსა წერავ მრავალსა!
ლელა-65. 2008-04-29 16:40:27
--------------------------------------------------------------------------------
68. თურმე ზიხართ, კაფიაობთ
აკაკუნებთ ალბათ с утра,
ახლა კიდე ხმა არ იღებთ,
ვინცხა გლახათ გეისუნტრა
ქუთათური. 2008-04-29 16:39:02
--------------------------------------------------------------------------------
67. მე დაბოლილი თუკი ვარ,
შენი სურვილი მაბოლებს,
თვალებზეც რულს თუ შეამჩნევ
ეს მოლოდინის ბრალია,
მე შენ უზომოდ მიყვარხარ,
და შენ ხარ ჩემი პლ-ანი-ა
დათა. 2008-04-29 16:38:28
--------------------------------------------------------------------------------
66. ანემონე ვერ მოაწყვე მაგაზეო
წავალ და დავიკარგები
მეპაექრებით გგონიათ?
თქვენზე ლამაზი შაირი
ლელას კახურ ვირს ჰქონია.
საღამოს ისევ აქ მოვალ
ბირჟა არ გამიგრილოთა,
ყველამ აქა ვთქვათ საღამოს
ვინ სად იშრომ-ცეკვ-ილოთა
ნეკერა. 2008-04-29 16:36:04
--------------------------------------------------------------------------------
65. თეკლე ნუ მიეთ მოთობ,
გაზონთან წოლას რა მსჯისო!
კაცების მეტი რაა არი,
ერტი ჩასტვენა მსაჯისო!
და გაივსება მინდორი,
ფეხბურთის მოედანია,
ერეკლეს არა ჰყოლია!
ამდენი მეომარია!
შენ დაიტოვე სახსოვრად,
ეგ საცოდავი გელაო!
ნუ გაბრაზდები ძვირფასო!
შენ შემოგევლოს ლელაოოო!
და კიდე ყველაოოოო!....
ლელა-65. 2008-04-29 16:36:03
--------------------------------------------------------------------------------
64. დათას მე კი არ ვემდური
თვითონ მოწია რაღაცა
მოელანდა და რა ვუყო
ხომ არ ვიცინებ ძალადა
რა კაიფშია იცოდე
აღარ ამიწევ ყურსაო
პარტნიორობას უწევდა
ჩვენი ჭკვიანი თუსაო
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:32:45
58. ხოდა იმიტომ გიტხარი
რომ არ შეგყაროს ჭირიო
ბევრია შენც კი გყოლია
პასპორტიანი ვირიო
რომ მიყვარხარ და განვიცდი
მიტომ მედება ალიო
არ მინდა ვირს გადააწყდე
ანგელოზივით ქალიო
პატარა ბარტყი. 2008-04-29 16:29:33
--------------------------------------------------------------------------------
57. ეეეეე! ბარტყი რა მოგივიდა?
რაღას ემდური დათასა,
შენი ყურება მიკარგავს,
მე სიყვარულის მადასა!....
ლელა-65. 2008-04-29 16:29:24
--------------------------------------------------------------------------------
56. ვაა
არ მცალია და რა ვქნა
თეკლე ბატონიშვილი. 2008-04-29 16:27:45
--------------------------------------------------------------------------------
55. ლელავ პატარა გატყუებს
რაღა დროს პაემანია,
ინტერნეტშია სულყველა
გივი, ჯუმბერი, ვანია,
გაზეთის ყიდვას გირჩევნის
(ხარისხით -ტვალეტის ფურცლის)
ინტერნეტს იძრომიალო
და ნახო ბედს იქ ვინ უცდის
ნეკერა. 2008-04-29 16:27:31
--------------------------------------------------------------------------------
54. შნო იმდენი მაქვს მოცლილო
ვერ დამეწევი შენაო,
თუგინდ მხატვარში მეცილო
არმად დაგრჩება კბენაო.
თვალების ამოღამებას
თქვენ რადა სწუხხართ ნეტაო,
წარბწამწამთვალმაყვალებას
უყვარს გრძნობების კვნეტაო,
მანამ აკრიფავ ჩემს რაზგონს
დაგაკონსერვებ ლელაო,
მიდი, მიუწექ შენს გაზონს
ბუჩქებში გიხმობს გელაო,
მთას ნისლის წვეთი მოვწყვიტე
შენი შაირის ხელაო,
წადი პოლები მოწმინდე
არ გინდა ჩემი ჭერაო.
გაძახებინებ იცოდე,
ვაი, მიშველე დედაო.
თეკლე ბატონიშვილი. 2008-04-29 16:27:24
--------------------------------------------------------------------------------
53. მადლოლობას გეტყვი რჩევისთვის,
კაცობას მე არ ვუჩივი,
საფიქრალი კი მიტო მაქვს
ჩემი ანია გულჩვილი,
კაცნას არ ვაკლებ პატარას,
და არც სითბოს არ ვიშურებ,
ეშმაკს სულს მივჩეცემ გირაოდ,
საფასურად კი მის შერიგებას ვისურვებ
დათა. 2008-04-29 16:27:16
|