ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2013


****(იყო დრო...)

იყო დრო, როცა ჩვენ ბავშვობა გვეცვა ფარაჯად
და ეზო-ეზო კამპანია გვქონდა სარჩევად.
იყო დრო, როცა ღამეები ჰგავდნენ დარაჯებს
და თენდებოდა იმ ღამეში არდასარჩენად.
იყო დრო, როცა სიყვარული გვეგონა იგი,
რაც არაერთხელ მოვიდა და გაქრა უკვალოდ.
რაც არაერთხელ წასულა და მუდმივად მიდის
- წლები სასტიკი, დახანძრული, სახით უგვანო....
მერე, რადგანაც გავარჩიეთ კარგი და ცუდი.
მერე, რადგანაც ჩვენ ვეძებდით სულის მარჩენალს
და დავინახეთ გუდა-ბავშვით წეროთა გუნდი,
როგორ გაფრინდა უშვილოთა გადასარჩენად.
ჩვენ გავიზარდეთ და ბავშვობა დარჩა შორეთში.
ახლა ლექსებიც სხვა ხელწერამ ლამის შელახოს
და ეს დროც, ალბათ, გამორიყავს სადმე ბავშვობას,
უსიცოცხლოს და ეწერება მკერდზე - “HELLADOS”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები