ექო
ჩვენს „იტალიურ“ ეზოში ბიჭები თამაშობენ. აივანზე მეზობლის ფაშფაშა ქალი, მოხევე სემა დგას. მარჯვენა ხელის ფუნთულა არათითში წითელმძივიანი ოქროს ბეჭედი აქვს ჩაზრდილი. სემას შვილიშვილი ბესიკიც ეზოში თამაშობს. ყველაზე პატარაა, ცელქი და ონავარი. მე და Аня–ც აივნიდან ვიყურებით. – Он настоящий бесик,– ბუტბუტებს Аня. ამის თქმა იყო და ეზოს ყოჩმა მწარედ წამოარტყა ბესიკს. სემა განრისხდა და დასჭექა: – შენც დაარტყი, ბესიკ! მიდი, დაარტყი! – Ну, как так можно, Сима ! – აღშფოთდა Аня. – მოჟნო, ანია, ნუჟნო, - უპასუხა სემამ. ბესიკი გათამამდა და დაარტყა ბიჭს. – ერთიც მიარტყი! – არ ცხრებოდა სემა. აღარ დაურტყამს, მხოლოდ გაიჯგიმა.
* ბესიკი უბნის პირველი დამრტყმელი გახდა. ექოსავით გაისმის უბანში სემას მჭექარე ხმა: – დაარტყი, ბესიკ! მიდი, დაარტყი!
მზია თვალაბეიშვილი
დაწერილია 2013 წლის 5 დეკემბერს
2014 წლის ლიტერატურულ კონკურს „ლექსების გამოფენა – ასი სიტყვის“ ფინალისტი, დაიბეჭდა ამ კონკურსის მე–10 საიუბილეო კრებულში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. აივანზე მეზობლის ფაშფაშა ქალი, მოხევე სემა სემა- არა , ვისილა იქნებოდა მოხევე ქალი. აივანზე მეზობლის ფაშფაშა ქალი, მოხევე სემა სემა- არა , ვისილა იქნებოდა მოხევე ქალი.
2. დიახ, დავით. თუმცა განსხვავებული და ორიგინალური შინაარსით.
დიახ, დავით. თუმცა განსხვავებული და ორიგინალური შინაარსით.
1. პრასტაია ლოგკაია ისტორია) პრასტაია ლოგკაია ისტორია)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|