 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 19 ივლისი, 2023 |
შენი სახლის წინ ბროწეული ყვავილობს კიდევ? მოწიფულ კვირტებს კვლავ უსკდებათ ბაგე ღიმილით? ისევ მარტო დგას?.. მეგობარი ჭირდება იქნებ?.. იქნება უნდა, რომ გაანდოს ვინმეს ტკივილი?.. მითხარი თუკი მოისურვოს, ინებოს თუკი, მასთან გავჩნდები, საქმეები მოიცდის, კარგო! ოღონდ ნუ მეტყვი, რომ ჩაუქრა ბროწეულს შუქი ან უჩემოდაც თავს კარგად გრძნობს, სულაც არ ნაღვლობს, ნუ მეტყვი, მიზეზს ნუ მომპარავ შენთან მოსვლისას, ჩემს შემოდგომას შეერია ძლივს დღე მზიანი, ნურც ცუდ განაჩენს გამომიტან, თავიც მყოფნის და... ძვირფასო, ვნანობ... ნუ იქნება ღმერთო გვიანი... -ბავშვურმა სულმა ვერ გაუძლო ნაადრევ "აპრილს", ბავშვურმა მზერამ "საზღვრებს" იქით დაიწყო გაშლა, ბავშვური გული ოჯახისთვის არ ძგერდა მაშინ, ბავშვურ ფიქრს სწამდა გამოსავლად შენიდან წასვლა. წავედი, მაგრამ მარტო არა, თან წაგიყოლე, ყველგან თან მახლდი, ყველა დროში, როგორც ნამდვილი, ბევრი ვიარე, ბოლოს ერთი გზა დავიტოვე... ჩვენს მაგიდასთან ერთი კაცის არის ადგილი? ......... ჩვენი სახლის წინ ბროწეული ყვავილობს კიდევ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მეც მომეწონა. მეც მომეწონა.
1. ბროწეული ყვავილობს, ყვავილობს კიდევ და მერე იცი როგორ?! ბროწეული ყვავილობს, ყვავილობს კიდევ და მერე იცი როგორ?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|