 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 11 აპრილი, 2009 |
ქოხს, უცნაური გამყიდველი ჰყავდა. დღეც უცნაურად დაიწყო.
მაშინ, როდესაც ყველგან მსოფლიო კრიზისად წოდებული ქარიშხალი, რიცხვ-გარეშე კილომეტრი-წამი სიჩქარით იზომებოდა, ჩვენს ქოხს ნიავიც კი არ აწუხებდა. * * * დღე პირველი ამწეკრანი ეწვია ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას. მას უკან სატვირთო ავტომობილი მოჰყვებოდა რაზედაც საინტერესო პოზაში წამოწოლილი ქოხი ესვენა. ახმაურდა ამწეკრანი და უხერხულ პოზაში მყოფი ქოხი წამოაყენა. - ბეჩავი, შემეცოდა იცით?! საწყალს იატაკი გამომპალი ჰქონდა, ორი გვერდიც ჩამოლეწილი. ერთი სიტყვით „გასაპადჩინკებელი“ იყო რა... ვიფიქრე: - ამის პატრონს, აბა, რა ახარებს-თქო?!
გახარებული უმზერდა, უკვე, მის მფლობელობაში მყოფ ნივთს... თითქოს უსარგებლოს, მაგრამ ძვირიანს... ნეტა რამდენი გადაიხადა? - ნურას უკაცრავად. - ეგეთი ფრაზა სჩვეოდა ჩვენს ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მცხოვრებ მობინადრეს, რომელიც ჩემი მეზობლობით არც თუ ისე აღფრთოვანებული იყო. არც სხვითა მობინადრეობით. უბრალოდ არ ვუყვარდით. ჩვევად ჰქონდა ხოლმე ყველაფრის გაყიდვა. დიდი სახლი ერგო მემკვიდრეობით, თუმცა დროებით. - გაანიავა რა საკუთრება... არაფერი დატოვა გაუყიდავი. ერთადერთ ნივთს არ იშორებდა მხოლოდ: ჭოგრიტს. კიდევ კარგი ჭოგრიტის, მხოლოდ ერთი მხარე უყვარდა, ის, რომელსაც ახლო ჩვენებით ვიცნობთ ჩვენ. ხოლო მეორეს, შორს მაჩვენებელს, არც კი იყენებდა. - არაფერი ჩანსო და მიუწვდომელიაო ის სივრცე ჩემთვისო. - იძახდა ჯიუტად. თორემ ხო დაიღუპებოდნენ ახლო-მახლო მყოფი მეზობლები. ზოგიერთი მცხოვრები ამ ქუჩისა გამოირჩეოდნენ პირფერობითა და მისდამი ერთგულებით, რაც ქოხის მოტანის დღეს, ხელმეორედ დაამტკიცეს. იყო მილოცვები და გულითადი წარმატებები, პირზე კოცნით. ნუ... რას ვიზამთ, ადამიანებს რას გაუგებ? განსაკუთრებით მოხუცები უყურებდნენ მას მხსნელად, მაგრამ რატომ არვიცი?! მან ხომ მემკვიდრეობითი უძრავ-მოძრავი ქონება, აქტიური და პასიური ქონება გაანიავა.
ქალაქური ჭორები. ამართლებენ ზოგჯერ!
- ბიჭო გეიგე, დღეს ფედიას ქოხი მოუტანია. - რას მეუბნები შე კაცო?! მართლა? - მართლა, აბა რა! - რისთვის ხომ არ იცი? - ამბობენ, ქალაქის ცენტრში აპირებსო დადგმას. - მაქა ვინ დააგმევინებს ბიჭო, არ გაგიჟდე! - რატო კაცო, რატომ უნდა გავგიჟდე? ის კი არა... არ გაინტერესებს ეგ ქოხი როგორ იყიდა? - როგორ და... ხო იცი, მარტო კედლებიღა რომ დატოვა მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან? - კი. - ჰოდა ეგეც გაუყიდია, მაგ შეჩვენებულს. - რა მარიფათიანი ვინმეა, რა ეს ფედია! - აბა?! ზოგს რა ბედია აქვს? - კი, მაგრამ რა სიკვდილად უნდა ეგ ქოხი? - რას ლაპარაკობ? ამბობს ბიზნესი უნდა წამოვიწყოო! - რაო? ბიზნესიო? - ხო, ბატონო ჩემო! ეგრე უთქვამს: მალე, საკუთარ თვითმფრინავსაც შევიძენ ამ ქოხის წყალობითო. მოსამსახურეებიც კი მეყოლებაო... - ღმერთმა ხელი მოუმართოს! რას არქმევს თუ იცი ქოხს? - უძრავი ქონების სააგენტო „ინვესტიცია“. - ეს რაღა ჯანდაბას ნიშნავს? - რას და... სხვების ფულის ჩადებას ჩვენს საკუთრებაში, ჩემო კარგო. - თანამოსაუბრის გაკვირვებული მზერის დანახვისას, დაამატა: - გაყიდვას რა... - ხო ეგ საქმე კარგად იცის, მაგრამ სადღა აქვს უძრავი ქონება? - მას არ აქვს. სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს. თან ამბობს: - მეც მალე შევქმნი ჩემს იმპერიასო! გახსოვს ბავშობაში რას ამბობდა? მაშინ კომუნისტები იყვნენ სათავეში. - არ მახსოვს?! - ასე ამბობდა: - მე, რომ გავიზრდები... - გააჩერე, გააჩერე! აქ ჩავდივარ. - გასძახა მძღოლს თანამოსაუბრემ. - კარგად იყავი, შემოგევლე, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს! - კარგად მეგობარო! ქალაქის სამარშრუტო ხაზი, ნომრით: რვიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ქოხის მოპირდაპირე მხარეს გაჩერდა.
ვეტრფით უსასრულობას... ვღებულობთ გლობალურ შედეგებს!
* * * - გამარჯობა ფედია! - სალამი მეზობელო! - ვხედავ უკვე წარმატებებს მიაღწიე... - თანამშრომლებს ვეძებ, მეზობელო, ოღონდ ერთგულებს, რომლებიც არ მიღალატებენ. ერთ-ერთ ასეთ ადამიანად შენ მეგულები. - რას ამბობ?! მართლა?! - ურწმონო თომას ვფიცავ და მის ქოხს! სიმართლეს გეუბნები! - დაეჭვდა მეზობელი, რა შუაშია აქ ურწმუნო თომა ან მისი ქოხი?! მაგრამ ფული ნამდვილად სჭირდებოდა, დღეს, მის ოჯახს. თან ესეთი შემოთავაზება?! მოკლედ ბედმა გაუღიმა. არ ვიცი?! იქნებ კი... იქნებ არა... განაგრძო, ისევ, საუბარი ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის მეზობელმა: - სხვები, რომ გაიგებენ შენთან ვარ, რას იტყვიან? - უფრო, რომ მომძლავრდებით, სათქმელს შენ ეტყვი იქით. ოღონდ სხვა მეთოდებით. აბა, შენი ენა-ბლუობის ამბავი, რომ ვიცი ვერაფერს გააგებინებ კაცს. სხვა ილაპარაკებს შენს მაგივრად. თავად კი საქმეს გააკეთებ, რასაც მე გეტყვი. გასაგებია? - გასაგებია! ხელი დაუქნია ჩვენს უმისამართო, ქალაქის სამარშრუტო ნომერს და ჩაჯდა.
რამდენი ადამიანი დადის ამ ნომრით? ვერ გეტყვით... შედეგი?
* * * ეს ჩვენი ქოხი იქცა სვეტებიან სასახლედ, რომელსაც უკვე საინტერესო ელფერი დაკრავდა გარეგნული. ასევე საინტერესო იმით თუ რა ხდებოდა შიგნეულში... იქცა რა... დარჩა ეულად საწყალი ქოხი! ისევ იმ მდგომარეობაში: იატაკი გამომპალი, ორი გვერდი ჩამოლეწილი. უბრალოდ მისამართი შეიცვალა ფედიამ. რაღა საკადრისი იყო აწი მისთვის ქოხი?
- დედა, წავედი მე! - სად მიხვალ, ნეტა ვიცოდე? - ბირჟაზე... - რას ჰქვია ბიჭო ბირჟაზე? - ბირჟა არის დედა დაწესებულება, სადაც ხდება მსხვილი ფინანსური და სავაჭრო გარიგებები. ერთი სიტყვით ფედიას რეზიდენციასთან ვიქნებით რა ბიჭები. ხო, კიდევ მეორე მნიშვნელობა აქვს, დედა, ბირჟას: დაწესებულება, რომელიც მუშასა და დამქირავებელს შორის შუამავლის როლს ასრულებს. ეგეც მანდაა ფედიას რეზიდენციაში. - გაიღიმა და კარები მოიხურა ზურგს უკან.
* * * დღე უკანასკნელი.
დადის ქალაქში უმისამასრთო სამარშრუტო ხაზი ერთი მოქმედება ჭირდება მხოლოდ... ნომრის გამოცვლა!
11 აპრილი 2009 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. :) :) :) ავტორს ჩემგან ფედიას საყვარელი 5 ყველამ 5 შემოხაზეთ, იმსახურებს ნაწარმოები :) :) :) :) :) ავტორს ჩემგან ფედიას საყვარელი 5 ყველამ 5 შემოხაზეთ, იმსახურებს ნაწარმოები :) :)
32. ეს ადრე წავიკითხე და კომენტარი დამავიწყდა, როგორც ჩანს. მართალი კაცი ხარ შენ, გიორგი! ეს ადრე წავიკითხე და კომენტარი დამავიწყდა, როგორც ჩანს. მართალი კაცი ხარ შენ, გიორგი!
31. გაიხარე მეგობარო! ჩვენი ქვეყანა სწორედაც, საინვესტიციო სააგენტოდ აქციეს მარიფათიანმა ბიჭებმა, რომლებიც ყველაფერს ჰყიდიან სინდის-ნამუსის ჩათვლით...შენი ,,ქოხია’’ ჩვენი ქვეყანა და იმედია, ძირგამომპალი არ დარჩება...ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომებაო და ქვეყნის აღმშენებლობა მისი ბალავრიდნ... გაიხარე მეგობარო! ჩვენი ქვეყანა სწორედაც, საინვესტიციო სააგენტოდ აქციეს მარიფათიანმა ბიჭებმა, რომლებიც ყველაფერს ჰყიდიან სინდის-ნამუსის ჩათვლით...შენი ,,ქოხია’’ ჩვენი ქვეყანა და იმედია, ძირგამომპალი არ დარჩება...ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომებაო და ქვეყნის აღმშენებლობა მისი ბალავრიდნ...
30. გიგო ნიჭი და ინტელექტი ყოველთვის ჩანს შენს ნაწერებში ;) გიგო ნიჭი და ინტელექტი ყოველთვის ჩანს შენს ნაწერებში ;)
29. ყველას უღრმესი მადლობა!!! ყველას უღრმესი მადლობა!!!
28. ქალაქის სამარშრუტო ხაზი, ნომრით: რვიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში......ძალიან კარგად წერ.მართლაც მაგარი, ხარ..... ქალაქის სამარშრუტო ხაზი, ნომრით: რვიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში......ძალიან კარგად წერ.მართლაც მაგარი, ხარ.....
27. ეს გუშინ წავიკითხე, დღესაც გადავხედე და... მ ა გ ა რ ი ა !!! აი, მართლა. :) ძალიან კარგად წერ გიგო :) ეს გუშინ წავიკითხე, დღესაც გადავხედე და... მ ა გ ა რ ი ა !!! აი, მართლა. :) ძალიან კარგად წერ გიგო :)
26. მაგრად წერ.. შენ.. ძმა..
5 მაგრად წერ.. შენ.. ძმა..
5
25. ყოჩაღ გიგოშა5555 ყოჩაღ გიგოშა5555
24. რა საინტერესოა, გიგო, რა კარგად წერ, რა ისტატურად და მარჯვედ. მშვენიერი პერსონაჟებით ასახლებ ამ სივრცეებს და ისინი სულ ცოცხლობენ მერე ჩვენთან ერთად. ილტოსპირელი.... 2009 დავით შემოქმედელი რა საინტერესოა, გიგო, რა კარგად წერ, რა ისტატურად და მარჯვედ. მშვენიერი პერსონაჟებით ასახლებ ამ სივრცეებს და ისინი სულ ცოცხლობენ მერე ჩვენთან ერთად. ილტოსპირელი.... 2009 დავით შემოქმედელი
23. ეს ერთი შენი ფედია და კიდე სხვა ბევრი ფედიები ქმნიან ჩვენს რეალობას. კარად ხედავ, მომეწონეეე :) ეს ერთი შენი ფედია და კიდე სხვა ბევრი ფედიები ქმნიან ჩვენს რეალობას. კარად ხედავ, მომეწონეეე :)
22. ახლა წავიკითხე! ყოჩაღ! მაგარი ხარ! და ვამაყობ შენით! 5 ახლა წავიკითხე! ყოჩაღ! მაგარი ხარ! და ვამაყობ შენით! 5
21. ფედია - ბედი აქვს. მაგარი რითმაა ძმა :)) 5 ფედია - ბედი აქვს. მაგარი რითმაა ძმა :)) 5
20. :))) ფედიას ბირჟაა :) აუუ რამდენი ფედია დადის ამ ქვეყანაზეე ;) გიგო ძალიან კარგად წეერ ...აი ძალიაან :-* :))) ფედიას ბირჟაა :) აუუ რამდენი ფედია დადის ამ ქვეყანაზეე ;) გიგო ძალიან კარგად წეერ ...აი ძალიაან :-*
19. მართლაც თანამედროვე ხედვაა წარმატებები მეგობარო მართლაც თანამედროვე ხედვაა წარმატებები მეგობარო
18. დადის ქალაქში უმისამართო სამარშრუტო ნომერი... ერთი კომბინაცია ჭირდება მხოლოდ... ნომრის გამოცვლა!
() დადის ქალაქში უმისამართო სამარშრუტო ნომერი... ერთი კომბინაცია ჭირდება მხოლოდ... ნომრის გამოცვლა!
()
17. კარგია, გიო... თანამედროვე ხედვა დღეს და დღევანდელობა... საინტერესო აქცენტები...ბირჟა, ,,ქოხი'' და სამარშრუტო ტაქსიც კი პერსონაჟები არიან და ძალიან საინტერესოდ დახატული... სიტყვა დახვეწილია, მოკლედ იზრდები თვალსა და ხელს შუა... (მრავლობითის შეთანხმებას მიხედე!-,,თორემ ხომ დაიღუპებოდა--->დაიღუპებოდნენ ახლომახლო მყოფი მეზობლები.''კიდევ სხვაგანაც იყო მსგავსი და დააკვირდი,შეასწორე!) გაიხარე! :) :););):) კარგია, გიო... თანამედროვე ხედვა დღეს და დღევანდელობა... საინტერესო აქცენტები...ბირჟა, ,,ქოხი`` და სამარშრუტო ტაქსიც კი პერსონაჟები არიან და ძალიან საინტერესოდ დახატული... სიტყვა დახვეწილია, მოკლედ იზრდები თვალსა და ხელს შუა... (მრავლობითის შეთანხმებას მიხედე!-,,თორემ ხომ დაიღუპებოდა--->დაიღუპებოდნენ ახლომახლო მყოფი მეზობლები.``კიდევ სხვაგანაც იყო მსგავსი და დააკვირდი,შეასწორე!) გაიხარე! :) :););):)
16. აქტუალურ თემებზე წერ :) აქტუალურ თემებზე წერ :)
15. არც შენა ხარ ჩიკოზე ნაკლები თაღლითი :) :) :)
- ბირჟა არის დედა დაწესებულება, სადაც ხდება მსხვილი ფინანსური და სავაჭრო გარიგებები. ფედიას რეზიდენციასთან ვიქნებით რა, ბიჭები! ........... ვიქნებით აბა,რაა! არც შენა ხარ ჩიკოზე ნაკლები თაღლითი :) :) :)
- ბირჟა არის დედა დაწესებულება, სადაც ხდება მსხვილი ფინანსური და სავაჭრო გარიგებები. ფედიას რეზიდენციასთან ვიქნებით რა, ბიჭები! ........... ვიქნებით აბა,რაა!
14. საინტერესოდ იკითხება ინტელექტია ამ ნაწერში საინტერესოდ იკითხება ინტელექტია ამ ნაწერში
13. ეს უფრო დახვეწილია...5 ეს უფრო დახვეწილია...5
12. რა საინტერესოა, გიგო, რა კარგად წერ, რა ისტატურად და მარჯვედ. მშვენიერი პერსონაჟებით ასახლებ ამ სივრცეებს და ისინი სულ ცოცხლობენ მერე ჩვენთან ერთად. რა საინტერესოა, გიგო, რა კარგად წერ, რა ისტატურად და მარჯვედ. მშვენიერი პერსონაჟებით ასახლებ ამ სივრცეებს და ისინი სულ ცოცხლობენ მერე ჩვენთან ერთად.
11. ...მე მგონი ვხვდები რაზე წერ... იმიტომ უფრო და უფრო მომწონს შენი პროზის კითხვა. ...მე მგონი ვხვდები რაზე წერ... იმიტომ უფრო და უფრო მომწონს შენი პროზის კითხვა.
10. :) შემოგევლე ოღონდ არა ამწე-კრანი არამედ ამწეკრანი... კარგი ხარ და ნელა ნელა უკეთესი ხდები :) შემოგევლე ოღონდ არა ამწე-კრანი არამედ ამწეკრანი... კარგი ხარ და ნელა ნელა უკეთესი ხდები
9. რომ ვთქვა,ცუდიაო,დამიჯერებთ?! :) რომ ვთქვა,ცუდიაო,დამიჯერებთ?! :)
7. ეხლა შემიძლია დავაკომენტარო :) უდავოდ ძლიერი ხართ .მუდამ დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს შემოქმედებას :) ეხლა შემიძლია დავაკომენტარო :) უდავოდ ძლიერი ხართ .მუდამ დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს შემოქმედებას :)
6. 5 ქულა პროფესიონალის ნამუშევარია, მე მომწონს ამ კაცის პროზა ძალიან. 5 ქულა პროფესიონალის ნამუშევარია, მე მომწონს ამ კაცის პროზა ძალიან.
5. საიტერესოდ წერს - დიამიურად და ლაკონურად. საიტერესოდ წერს - დიამიურად და ლაკონურად.
4. ვეტრფით უსასრულობა, ესაა და ეს. :) ვეტრფით უსასრულობა, ესაა და ეს. :)
3. საბრალო ჯიხური...555 საბრალო ჯიხური...555
2. :) ნურას უკაცრავად....
- რას ჰქვია ბიჭო ბირჟაზე?...
:) :) ნურას უკაცრავად....
- რას ჰქვია ბიჭო ბირჟაზე?...
:)
1. გიგო, დილა მშვიდობისა :)
როგორც იქნა მოვედი აქ :)
წარმატებები რომ გისურვო , თან ბევრი :)
საუკეთესო სურვილებით, განდი. არწივი.
გიგო, დილა მშვიდობისა :)
როგორც იქნა მოვედი აქ :)
წარმატებები რომ გისურვო , თან ბევრი :)
საუკეთესო სურვილებით, განდი. არწივი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|