ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2009


ფორთოხ-ცეცხლისფერი ლექსი

მე გადავწყვიტე  გავხმხდარიყავი მეზღვაური,
წავსულიყავი უცხო ქვეყნებში,უცხო მხარეში, რომ
მერე დაბრუნებულს  უკან, მეამბო ბავშვებისთვის,
როგორი ლამაზია ჩამავალი  მზე ოკეანეში,
თეთრი ალბატროსის და ვარდისფერი ფლამინგოს
ფრთებში არეკლილი.
და ერთხელ ქუჩაში მიმავალს, შემხვდა ჩემი გემი,
აფრებ აშლილი შორეთისკენ, რომ მიდიოდა,
გავყევი.
გემის მამაცი მეკობრე კაპიტანი...
ცალთვალა ,
რადგან ასე მყავდა წარმოდგენილი.
გემზე ფრიალებდა დროშად-მზე ცეცხლისფერი.
და თან დაგვყვებოდა ბებერი ვეშაპი  "მობი დიკი"
უამრავ ქვეყნებს ეწვია გემი, უსამშობლო მომლოცველი.
იქ მზეზე თბებოდნენ ლურჯი ვეფხვები,
იქვე ფარშევანგივით აჭრელებული მფრთხალი ჟირაფები..
იისფერ მთებში, მთებს გაურბოდა იისფერივე მდინარე
და არსად ჩანდა მეკობრე კაპიტნის ასული ქეთრინ..
მაგრამ , ერთხელ როდესაც ჩვენი დროშა -მზე,
თვალმიუწვდომელ მწვერვალებს შეასკდა,
მე ის დავინახე.
მოდიოდა, ეცვა თეთრი გვირილებისგან ნაქსოვი კაბა ,
თმებში ჩაეწნა მინდვრის ყვავილები.
მოდიოდა სუნთქვა  მთელი სამყაროს,
მსუბუქი მზის სხივივით,
და გამჭვირვალე უანკარეს  მდინარეზე,
მოჰქონდა გზნება შორეული მზეების.
მე  ვუძახდი  ქეთრინ!ქეთრინ!ქეთრინ!
ეხოდ დაყრილი ხმები, პლანეტებს აკდებოდა
და უთვალავ ვარსკვლავადქცეული წვიმად მოდიოდა.
მდელოს ცეცხლი წაკიდებოდა, ის კი მოაბიჯებდა...
ქეთრინ! უსასრულო სივრცეში იბნეოდა ჩემი ხმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები