(ნამდვილი ამბავი)
დასავლეთში მივდიოდი სარეისო მიკროავტობუსით... სად და რა მიზნით, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
მე ხომ “არანორმალური” ვარ? ყოველთვის იქ ვჯდები, სადაც ყველაზე სახიფათოა ჯდომა. ბავშვობიდან სულ ამას მეჩხუბებოდნენ, - “შენ რატომ იგდებ საფრთხეში თავს? შენს მეტი არავინ იყოო?”
გადამრევს ეს ხალხი, - იმ სხვას, რა, პატრონი არ ჰყავს? იმას არავინ ეუბნება, “სახიფათო ადგილას არ დაჯდეო”?
15 წელია, სამსახურში ქალაქგარეთ დავდივარ მიკროავტობუსით და ჩემი თავი სულ სტადიონზე მჯდომი სტუდენტი მგონია... რატომ? იმიტომ, ჩემო კეთილო, რომ სტუდენტობის პერიოდში ჩვენ ჩვენი საკუთარი ადგილები გვქონდა სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნებზე. რაც თავი მახსოვს, სულ მე-14 სექტორის მე-16 რიგში ვიჯექი...
მიკროავტობუსში ჩემი “მე-14 სექტორის მე-16 რიგი” - შესასვლელში მდებარე მარტოსკამი იყო... მძღოლებმა გასახსნელი ფანჯრებიც კი დამიყენეს მინებზე, რათა ზამთარ-ზაფხულ სუფთა ჰაერით მესუნთქა და მესულდგმულა!
ახლაც, დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა, “ჩემი” ადგილი მოვნახე და დავჯექი.
მშვიდად და წყნარად მივდიოდით. ფიქრებმა გამიტაცა. გამახსენდა, შარშან რატომაც ვერ წამოვედი სოფელში, - მხარი მქონდა მოტეხილი... ხო, რატომ გაგიკვირდათ? ხელი კი არა, მხარი! ისე, მაზალოდ კი მოვიტეხე... ანეკდოტია, პირდაპირ!
თებერვალი იყო... წინა დღეს წვიმდა... იმ დილასაც... ლიტერატურული საიტის წევრებს შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. კაფეში წინასწარ შევუკვეთეთ მაგიდები... პრინციპში, ის კაფე დავხურეთ, - მხოლოდ ჩვენ ვიყავით. სუფრასთან დავსხედით და პალტოები სკამებზე გადავკიდეთ. კაფეს მენეჯერმა, - “სკამზე გადადებული პალტოები შეგაწუხებთ, გარდერობში დაკიდეთო”. გარდერობი – კიბის თავზე ყოფილა. მორიგეობით ავიტანეთ პალტოები და დავკიდეთ. როგორც შეხვედრის ორგანიზატორს, ყველა მე მითანხმდებოდა მოსვლა-არმოსვლის შესახებ. ახლაც ჩვენმა საიტელმა – სპილუკამ დამირეკა: - კაფე რა ნომერში მდებარეობს? - 7... - უი, გავცდი მგონია... - მოიცა, გამოვალ და შეგხვდები, - ვუპასუხე და მობილურიანად გარეთ გავედი.
არავინ იყო. ცას ავხედე, - თოვლი მოდიოდა, მსხვილი, ფარფათა ფანტელები მოფრინავდნენ ციდან.
დარბაზში შემოვბრუნდი, თან ცას არ ვაცილებდი თვალს. - ხალხნო, იცით, როგორ თოვს? – ვთქვი ესა და კიბეზე ჩასვლა დავიწყე.
დარბაზისკენ 4-საფეხურიანი კიბე ჩადიოდა, თეთრი მარმარილოსი... იატაკიც ასეთივე თეთრი მარმარილოსი იყო. კიბეზე ტილო დაეფინათ, რომ გარედან ტალახიანი ფეხებით არ შესულიყო ვინმე... ის იყო, კიბის ერთ საფეხურზე ჩამოვდგი ფეხი და ამ ტილოზე დავდგი, რომ, ტილოიანად, ჩემი ცალი ფეხი დაბლა დასრიალდა. მივხვდი, რომ ჩემს დაცემას საკუთარი ორივე ფეხი შეეწირებოდა, რადგან მეორე ფეხი ზედა კიბეზე დამრჩა. ფიქრის დრო აღარ იყო, - ზედა საფეხურზე დარჩენილი ფეხი კიბეს ვკარი და... გავფრინდი.
“ფრენის” დროს იმასაც მივხვდი, რომ: 1. თუ ჩემს ახალთახალ მობილურს იატაკზე დავახეთქებდი, - გატყდებოდა და 500 ლარი მეკარგებოდა... ამიტომ მობილურიანი ხელი მაღლა ავწიე! 2. თუ ამ თეთრი მარმარილოს იატაკს ცხვირ-პირით დავასკდებოდი, ძალიან საეჭვო იყო, ის იატაკი თეთრად დარჩენილიყო და მე კი – ცხვირი და კბილები შემრჩენოდა... მთელს აღარ ვამბობ, - საერთოდ შემრჩენოდა-მეთქი... ამიტომ, ჰაერშივე, გვერდი ვიბრუნე, გრილზე წამოგებული გოჭუნასავით! 3. თუ პირდაპირ ვიფრენდი, თავით შევვარდებოდი სამსპირალიან გამათბობელში და შევიწვებოდი... ისევ და ისევ - გოჭუნასავით! ამიტომ თავი მოვიქნიე და... დნკ! - ისეთი ძალით გავკარი გამათბობელს, რომ ზონარი შტეფსელიდან გამოვარდა და გამათბობელი 80 სმ-ით გვერდით გაიწია.
ჩემი მეგობრები გაოგნებულნი უყურებდნენ ჩემს საფრენოსნო ვირაჟებს... სულ რაღაც 4 საფეხურიდან გადმოფრენის პერიოდში.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემგან განაწირი მარჯვენა ხელი მოტეხილი ფრთასავით დამეკიდა და ტკივილისგან კინაღამ გული წამივიდა.
ჩემს გვერდით, “გაფრენამდე”, ნუკრი და ნეკერა ისხდნენ. ნუკრიმ თვალი გამომაყოლა, როცა გარეთ გავდიოდი და... მოკლედ, ნუკრიმ დაინახა, როგორ ვიცვლიდი ფრენის ტრაექტორიას ჰაერში, მაგრამ ხელის შეშველება – ვერ მოასწრო.... ყველაზე ადრე წამოხტა ფეხზე, ყველაზე პირველმა მოირბინა ჩემამდე და წამოჯდომაში მომეხმარა.
ეტყობა, მანამდე გონი დამიკარგავს და რომ წამომაჯინეს, მხოლოდ ნუკრის დაფეთებული თვალები დავინახე. დანარჩენთა სახეები – ყველა ერთნაირად ნაცრისფერი იყო: ან იმიტომ, რომ შეეშინდათ და ან იმიტომ, რომ მე მირუხდებოდა თვალებში... პეტრე, ძველი სპორტსმენი, მაშინვე მიხვდა, რომ ხელი მხოლოდ მოტეხილი კი არა, მხრიდან ამოვარდნილიც მქონდა. - თამრი, გამიჩერდი ცოტა ხანს... – ისე თქვა პეტრემ, თითქოს სადმე ვიყავი წამსვლელი, შემდეგ ჩემი ხელი დაიჭირა და... ტკააააც! – იმხელა ხმა ჰქონდა მხრის სახსრის ადგილზე ჩასმას, რომ, ლამის, მეზობლებმა გამოიხედეს გარეთ, - “რა ხდებაო”? - რას შვები, ადამიანო, სულ გინდა, მოაძრო ეს მკლავი? – პროტესტი გამოთქვა ნუკრიმ და... დაინახა კიდეც, რომ მის ზურგს უკან გაოგნებული თვალებით ვუყურებდი ვიღაცას.
ნუკრიმ უკან მიიხედა და უუუუზარმაზარი ადამიანი დაინახა, რომელიც საწყალი თვალებით მომჩერებოდა. - თუ ძმა ხარ, სეირის ყურების დროა ახლა? წადი, ძმაო, შენს გზაზე წადი... – უყვირა ნუკრიმ. - ვინც არა მგონია, აქ შემოეხეტება ახლა, - გაბრაზდა ლელაც და ტუალეტს მიაშურა, რათა სახეზე შეესხა წყალი, გულის წასვლის თავიდან ასაცილებლად. - მე სპილუკა ვარ... – ამოილუღლუღა უცნობმა და გვერდზე გადგა, - მე უნდა დამხვედროდა თამრიკო...
გონზე ბოლომდე რომ მომიყვანეს, მარჯვენა მკლავი თეას შარფით ჩამომაბეს მხარზე. სპილუკამ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი დამალევინა, თუმცა კი მხარი მაინც საშინლად მტკიოდა. კბილს კბილზე ვაჭერდი, რომ ტკივილი დამეძლია. შევძელი... ბოლომდე არ მივატოვე ჩემი მეგობრები.
მეორე დღეს მივაკითხე ერთ-ერთ ტრავმატოლოგს. - რა ვქნა ახლა მე? გაგკოჭო ზეწრით? – მკითხა ექიმმა, როცა სურათს დახედა. - რატომ უნდა გამკოჭოთ? და თანაც ზეწრით?! – ალალად გამიკვირდა. - აბა თაბაშირს ვერ დაგადებ და... - არ გაქვთ თაბაშირი? – იკითხა ჩემმა მეუღლემ. - კი, როგორ არ გვაქვს, მაგრამ ამ ადგილას - არ იდება! ერთადერთი გამოსავალია: ფიქსატორი უნდა შეიძინოთ და იმით დაგიფიქსირებთ მხარს.
ჩემი მეუღლე წავიდა და მალე დაბრუნდა რაღაც თხელი, ჩანთისმაგვარი ფიქსატორით. - ოოო, კარგია! ზუსტად ეს გვჭირდება... – ექიმმა ხელი ამ ფიქსატორით ჩამომაბა კისერზე. – ახლა, კიტრი ხომ იცი, კიტრი?... - კიტრი? კი, როგორ არა! - ხოდა, სახლში რომ მიხვალ ერთი კიტრი ამეიდე იღლიაში... ნაკლებად გეტკინება.... - რატო, კიტრი – ტკივილგამაყუჩებელია? – ვიკითხე და მეუღლეს გავხედე.
ჩემი მეუღლე სიცილს ძლივს იკავებდა და გაბერილი ლოყებით გავარდა გარეთ.
სახლში რომ მივედით, გადავწყვიტეთ, რომ მეორე დღეს ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში მივსულიყავით.
ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში ბ-ნ გურამთან მოვხვდით. ხელმეორედ გადამიღეს სურათი. აღფრთოვანებულმა მითხრა: - ულამაზესი მოტეხილობა გაქვს. ასე იუველირულად 1000 კაცში ერთმა შეიძლება მოიტეხოს მხარი... - მოტეხილობის სილამაზე არ გაიშვას არსად.... – ჩამეცინა... - რას ლაპარაკობ? ეს რომ სხვა კუთხით მოტეხილიყო, მოგიწევდა ან თაბაშირის ფიქსატორით სიარული და ან, კიდევ უარესი, საკმაოდ რთული ოპერაცია მხარზე. 22-ე დღიდან ფიზიო-ვარჯიშები დაგჭირდება....
მთელი წელი გამაწამა ხელმა და გავაწამე ხელი: მას ამოძრავება არ უნდოდა და მე მისი გაშეშება არ მაწყობდა. ვაჯობე, - ხელი დავიმორჩილე!
და აი, ახლა დანდობილი ვიჯექი მიკროავტობუსში ჩემს საკამზე და გზას გავცქეროდი. ტრასა სრულიად თავისუფალი იყო. “ეს ჩვენი მძღოლი ნამეტანი ბოლომდე პატიოსანია... ამ ცარიელ ტრასაზე ცოტა ვერ მოუჩქარებს სიარულს? უფფფ... იმ კაცს, სულ ბოლო რიგში, რა გემრიელად სძინავს? მთელი გზაა სძინავს, წუთითაც არ გამოუხელია თვალი”.....
ამის გაფიქრება ვერ მოვასწარი ბოლომდე, რომ იქვე, ჩვენთან ძალიან ახლოს დავინახე ეზოს ჭიშკრიდან ჩვენი მოძრაობის პერპენდიკულარულად გამომხტარი მანქანა. იმ უბედურმა, ჯერ ცხვირი კი არ გამოყო გარეთ და მერე კი არ გამოვიდა? არაააა, ჯიქურ გამოვარდა და... პირდაპირ ჩვენს წინ დაამუხრუჭა!
ჩვენმა მძღოლმაც მთელი ძალით დაამუხრუჭა და... 10-ოდე მეტრი მანქანანდე ასრიალა მიკროავტობუსი და 5-6 მეტრიც – იმ მანქანაზე “შემჯდარმა”.
რადგან გზას გავყურებდი, შინაგანი ძალების სრული მობილიზაცია მოვახდინე და თავი შევიკავე, რომ კარებსა და სულ წინა სკამს შორის სიცარიელეში არ ჩავჩეხილიყავი.
უეცრად მხარში რაღაც არანორმალური ტკივილი ვიგრძენი და... დავინახე კიდეც, როგორ გამოახილა თვალები თავით ჩემს იღლიაში შემომძვრალმა თუ შემოვარდნილმა იმ დაძინებულმა მამაკაცმა. ის მამაკაცი საკმაოდ მსუქანი იყო და ისე გაეკვეხა სხეულით - სკამებს შორის და თავით – ჩემს მოტეხილ მხარსა და ჩემი სკამის სახელურს შორის, რომ ძლივს გამოანთავისუფლეს.
მანქანიდან გადმომიყვანეს და ღობეზე შემომსვეს. მგზავრთა და თვითმხილველთა ერთი ნაწილი – დამტვრეულ მანქანებს ათვალიერებდა და მეორე ნაწილი – მე... ყველა წყალს მოარბენინებდა ჩემკენ და ზოგი დასალევად მაწვდიდა და ზოგი – სახეზე მისვამდა სველ ხელებს...
შემდეგ მანქანა გამოიძახეს და პირდაპირ საავადმყოფოში გამაქანეს.
საავადმყოფოში ტრავმატოლოგი არ აღმოჩნდა და ქირურგს მოუხმეს. საოცარი სანახავი იყო აბსოლუტურად უპაციენტო საავადმყოფო. ნეტა გენახათ, რა გახარებული მორბოდა ის ქირურგი, - “სერიოზული და მძიმე ოპერაცია თუ არა, აპენდიციტს მაინც ხომ ამოვჭრი ვინმესო”...
ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, - ვერც ამომჭრიდა და ვერც მომჭრიდა ვერაფერს. დაღონებულმა, ლაბორანტს სურათი გადააღებინა მხარზე, რადგან მაინცა და მაინც მხარს ვიტკიებდი და... შემდეგ დიდხანს ათვალიერებდა ამ სურათებს. - მგონი მოტეხილობაა... ან არ არის მოტეხილობა, მარა ატკეჩილობა იქნება უსათუოდ... - როგორ თუ “მგონი”? – გამიკვირდა. - ვერ ვარჩევ კარგად... – ქირურგმა ხან ერთი მხრიდან უყურა სურათს, ხან მეორე მხრიდან... - ოდესმე ასეთი, მოტეხილობის სურათი გჭერია ხელში? – შემეცოდა, რადგან ვნახე, რომ ალალად ცდილობდა, რამე გაერკვია. - კი, სტუდენტობის პერიოდში... ტრავმატოლოგიას რომ გავდიოდით... - ვაი, შვილო, - აღმომხდა უეცრად, - კაი, შენ ამაზე არ ინერვიულო, ვცნობ მხრის მოტეხილობის ტკივილს... - ნამდვილად მხარი გაქვთ მოტეხილი? – ისეთი საცოდავი სახით მკითხა, რომ გული მომიკვდა... - კი, დედი, მხარია... დღეს ფიქსატორს ჩამოვატანინებ და დავაფიქსირებ... - კიდევ გქონიათ მოტეხილი? - კი, შარშან... კიდევ კარგი, 6 ხელი არ მაქვს, თორემ რა გაუძლებდა ყოველ წელიწადს თითო მოტეხილი მხრის ტკივილს? რამდენი უნდა გადაგიხადო? - ნუ, ერთი სურათი – 15 ლარია... თქვენი ბრალი ხომ არ არის, მე თუ მეორე სურათიც დამჭირდა? ამიტომ, მეორე სურათი – უფასოდ იყოს... და თუ ჩემს სახელზეც დატოვებთ ექიმთან ვიზიტის 10 ლარს, კარგი იქნება, მთელი კვირაა არავის შემოუხსნია საავადმყოფოს კარი...
ისე შემეცოდა, მოწყალებასავით გავეცი 10 ლარი და “ბედნიერი” სახით ავედი სოფელში.
მეორე დღეს თბილისში დავბრუნდი. მეორე დღესვე მივაკითხე ტრავმატოლოგიურში ბ-ნ გურამს. რომ დამინახა ფიქსატორჩამოცმული, - გაუკვირდა. - ისევ მხარი მოვიტეხე, ბ-ნო გურამ.... - სურათი? - გადავიღე უკვე.... - შარშანდელი სურათიც მოიტანე? – გაუკვირდა, როცა სურათს დახედა. - არა, ეს წლევანდელია.... - სულ არ მინდა შენი ფული, ოღონდ ის ამიხსენი, როგორ ახერხებ ასე იდენტურად და უნიკალურად მხრების მომტვრევას, რომ არც თაბაშირი გჭირდება და არც ოპერაცია?! – გაოცებას ვერ მალავდა ბ-ნი გურამი.
ჩემმა მეგობარმა, მზიამ რომ გაიგო, “თამრიკომ მხარი მოიტეხაო,” გაოცებულმა თქვა: - მაგას სიბრძნის კბილივით, ეტყობა, ფრთებმა უნდა ამოჭრას და მაგიტომ იმტვრევს მხრებსო...
თქვენც ასე ფიქრობთ?...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
65. ოდესმე ასეთი, მოტეხილობის სურათი გჭერია ხელში? – შემეცოდა, რადგან ვნახე, რომ ალალად ცდილობდა, რამე გაერკვია. - კი, სტუდენტობის პერიოდში... ტრავმატოლოგიას რომ გავდიოდით... - ვაი, შვილო, - აღმომხდა უეცრად, - კაი, შენ ამაზე არ ინერვიულო, ვცნობ მხრის მოტეხილობის ტკივილს... - ნამდვილად მხარი გაქვთ მოტეხილი ოდესმე ასეთი, მოტეხილობის სურათი გჭერია ხელში? – შემეცოდა, რადგან ვნახე, რომ ალალად ცდილობდა, რამე გაერკვია. - კი, სტუდენტობის პერიოდში... ტრავმატოლოგიას რომ გავდიოდით... - ვაი, შვილო, - აღმომხდა უეცრად, - კაი, შენ ამაზე არ ინერვიულო, ვცნობ მხრის მოტეხილობის ტკივილს... - ნამდვილად მხარი გაქვთ მოტეხილი
64. სულ არ მინდა შენი ფული, ოღონდ ის ამიხსენი, როგორ ახერხებ ასე იდენტურად და უნიკალურად მხრების მომტვრევას, რომ არც თაბაშირი გჭირდება და არც ოპერაცია?! – გაოცებას ვერ მალავდა ბ-ნი გურამი
უნიკალურო! სულ არ მინდა შენი ფული, ოღონდ ის ამიხსენი, როგორ ახერხებ ასე იდენტურად და უნიკალურად მხრების მომტვრევას, რომ არც თაბაშირი გჭირდება და არც ოპერაცია?! – გაოცებას ვერ მალავდა ბ-ნი გურამი
უნიკალურო!
63. ,,ვერც ამომჭრიდა და ვერც მომჭრიდა'' :) ,,ვერც ამომჭრიდა და ვერც მომჭრიდა`` :)
62. გადამრევს ეს ხალხი, - იმ სხვას, რა, პატრონი არ ჰყავს? იმას არავინ ეუბნება, “სახიფათო ადგილას არ დაჯდეო”? :D
"სერიოზული და მძიმე ოპერაცია თუ არა, აპენდიციტს მაინც ხომ ამოვჭრი ვინმესო”... :)
ზოგგან ვიცინე ,ზოგგან ლამის ვიტირე. ძალიან კარგი ნაზავია!!! :) გადამრევს ეს ხალხი, - იმ სხვას, რა, პატრონი არ ჰყავს? იმას არავინ ეუბნება, “სახიფათო ადგილას არ დაჯდეო”? :D
"სერიოზული და მძიმე ოპერაცია თუ არა, აპენდიციტს მაინც ხომ ამოვჭრი ვინმესო”... :)
ზოგგან ვიცინე ,ზოგგან ლამის ვიტირე. ძალიან კარგი ნაზავია!!! :)
61. მაგარი ვიხალისე, თუმცა მხრის მოტეხვა რა სახალისოა ;) 5555555555 მაგარი ვიხალისე, თუმცა მხრის მოტეხვა რა სახალისოა ;) 5555555555
60. შენ გაიხარე,თამარ..მერამდენედ,შენი მხრის არ იყოს შემოვდივარ...მეგულება აქ ხალასი სული. ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, - ვერც ამომჭრიდა და ვერც მომჭრიდა ვერაფერს.:)))))) რა კარგია, რომ ხარ! :-* შენ გაიხარე,თამარ..მერამდენედ,შენი მხრის არ იყოს შემოვდივარ...მეგულება აქ ხალასი სული. ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, - ვერც ამომჭრიდა და ვერც მომჭრიდა ვერაფერს.:)))))) რა კარგია, რომ ხარ! :-*
59. თამრო შენს მიერ განცდილი ტკივილები კარგად გააქვს კონპესირებული იუმორში ანუ იუმორის ხარისხი ,როგორც ყოველთვის დისტანციას ქმნის, რომელსაც სასწაულობრივი ზემოქმედება ააქვს თუნდაც მკურნალობის პროცესშიც :) აბა მშვიდობა ყველგან :) თამრო შენს მიერ განცდილი ტკივილები კარგად გააქვს კონპესირებული იუმორში ანუ იუმორის ხარისხი ,როგორც ყოველთვის დისტანციას ქმნის, რომელსაც სასწაულობრივი ზემოქმედება ააქვს თუნდაც მკურნალობის პროცესშიც :) აბა მშვიდობა ყველგან :)
58. უუფ, გაიხარე, ჰა-რა-ლე... ვენერა მილოსელისთვის არაკაცს არ შევუდარებივარ ჯერ! აი, რას ნიშნავს დედულ-მამული?! :)))) უუფ, გაიხარე, ჰა-რა-ლე... ვენერა მილოსელისთვის არაკაცს არ შევუდარებივარ ჯერ! აი, რას ნიშნავს დედულ-მამული?! :))))
57. კარგი იყო ნამეტანი! მხრის მოტეხვაზე კი არა, ნაწარმოებზე ვამბობ. ისე მხრებსაც ისე კოხტად იტეხთ მგონია, რაფერც მილოსელი ვენერა - ხელებს. კარგი იყო ნამეტანი! მხრის მოტეხვაზე კი არა, ნაწარმოებზე ვამბობ. ისე მხრებსაც ისე კოხტად იტეხთ მგონია, რაფერც მილოსელი ვენერა - ხელებს.
54. მაგრად ვიცინე, თამრი, განსაკუთრებთ ფრთების ამოჭრის იდეამ მომხიბლა...როცა რაე განსაკუთრებულ წარმატებას ვაღწევ ან შემაქებენ,ჩემი მეუღლე მეუბნება:- ეე, ახლა ფრთები არ გამოგესხას, თორემ ძირში მიგამტვრევო. რატომო, რომ ეკითხებიან - მიწაზე დაეტიოს, ჯერ გაფრენამდე შორიაო, ასე რომ, შენ იმტვრევ, მე მამტვრევენ! :) :) :) მაგრად ვიცინე, თამრი, განსაკუთრებთ ფრთების ამოჭრის იდეამ მომხიბლა...როცა რაე განსაკუთრებულ წარმატებას ვაღწევ ან შემაქებენ,ჩემი მეუღლე მეუბნება:- ეე, ახლა ფრთები არ გამოგესხას, თორემ ძირში მიგამტვრევო. რატომო, რომ ეკითხებიან - მიწაზე დაეტიოს, ჯერ გაფრენამდე შორიაო, ასე რომ, შენ იმტვრევ, მე მამტვრევენ! :) :) :)
53. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
52. - მაგას სიბრძნის კბილივით, ეტყობა, ფრთებმა უნდა ამოჭრას და მაგიტომ იმტვრევს მხრებსო...-მოსწრებული ნათქვამია:)) მოგიკითხეთ სიყვარულით და გადარჩენას გილოცავთ:) - მაგას სიბრძნის კბილივით, ეტყობა, ფრთებმა უნდა ამოჭრას და მაგიტომ იმტვრევს მხრებსო...-მოსწრებული ნათქვამია:)) მოგიკითხეთ სიყვარულით და გადარჩენას გილოცავთ:)
51. ძალიან მაგარია მართლა. ძალიან მაგარია მართლა.
50. მართლა სასაცილოდ გაქვს დაწერილი,ისე რა გაწვალებულხარ შე საცოდავო,გაიხარე გამაცინე! მართლა სასაცილოდ გაქვს დაწერილი,ისე რა გაწვალებულხარ შე საცოდავო,გაიხარე გამაცინე!
49. აბა, ამ ამბავში სასაცილო არაფერია,მაგრამ ისე დაგიწერია თამარ, რომ გულიანად ვიხარხარე.ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს.:))) აბა, ამ ამბავში სასაცილო არაფერია,მაგრამ ისე დაგიწერია თამარ, რომ გულიანად ვიხარხარე.ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს.:)))
48. არა, რა წყევლა.... უბრალოდ გამახსენდა.... ღმერთმა დამიფაროს დაწყევლისაგან.... :) არა, რა წყევლა.... უბრალოდ გამახსენდა.... ღმერთმა დამიფაროს დაწყევლისაგან.... :)
47. ეს წყევლაა, სკარლეტ ო'ხარა! დამიშვებია რამე? :)) ეს წყევლაა, სკარლეტ ო`ხარა! დამიშვებია რამე? :))
46. სამხიარულო რა არის მაგრამ...ისე მსუბუქად წერთ, ვიმხიარულე და გამახსენდა დედაჩემი, რომელმაც ყველა წელს მორიგეობით მოიტეხა ჯერ მარჯვენა ფეხი, მერე მარჯვენა ხელი და მარცხენებმა რაღა დააშავაო, მომდევნო წლებში ჩააყენა რიგში.... :) და ისინიც მოიტეხა. სამხიარულო რა არის მაგრამ...ისე მსუბუქად წერთ, ვიმხიარულე და გამახსენდა დედაჩემი, რომელმაც ყველა წელს მორიგეობით მოიტეხა ჯერ მარჯვენა ფეხი, მერე მარჯვენა ხელი და მარცხენებმა რაღა დააშავაო, მომდევნო წლებში ჩააყენა რიგში.... :) და ისინიც მოიტეხა.
45. ვახ ესეთი ავარია?ნუთუ ეს სიმართლეა?))=))=)) ვახ ესეთი ავარია?ნუთუ ეს სიმართლეა?))=))=))
44. =)) =)) მოვკვდი სიცილით!
ეს მართლა მოხდა? =)) =)) მოვკვდი სიცილით!
ეს მართლა მოხდა?
43. კარგი იყო ნამდვილად :)) გადმოცემა და ნაწერი, თორემ ასეთი მოტეხილობები ღმერთმა გაშოროთ!
კარგი იყო ნამდვილად :)) გადმოცემა და ნაწერი, თორემ ასეთი მოტეხილობები ღმერთმა გაშოროთ!
42. თამარობას გილოცავ... თამარობას გილოცავ...
41. თამრი,პირველრიგში თამარობას გილოცავ!
ეს რამოდენიმედღის უკან წავიკითხე და სამშაბათს რომ დაგინახე გულიგამისკდა, თავი ვერ შევიკავე და რადღეშიხართქო კი გითხარი...:D
ცელქო,ცელქო,ცელქოოოო! :) თამრი,პირველრიგში თამარობას გილოცავ!
ეს რამოდენიმედღის უკან წავიკითხე და სამშაბათს რომ დაგინახე გულიგამისკდა, თავი ვერ შევიკავე და რადღეშიხართქო კი გითხარი...:D
ცელქო,ცელქო,ცელქოოოო! :)
40. თამრი! ისე "ნა ვსიაკი პოჟარნი" სადმე რომ წახვალ, ერთი კაი ტრამვატოლოგიც ატარე:D ერთი ძეველი ანეგდოტი გამახსენდა, ჭიჭიკია ბიჭიკიას მანქანით დაეჯახა და ხელი მოტეხა, დაზარალებულმა ბიჭიკიამ მილიონი მოთხოვა მკუნალობისთვის და საქმის არ აღძვრისთვის, გადეირია ჭიჭიკია, მილიონი რა ამბავია მილიონერი ხო არა ვარო! აპა მე რვაფეხა ვარ შენი...! თამრი! ერთი რჩევა მინდა შენს მეუღლეს რომ მივცე, "აირბაგები" რო დაგიყენოს გადარჩება ფულის ხარჯვას! :D მაგაზე არ ინერვიულო ჭირიმე, დადეშქელიანი იყო ერთი ცნობილი მსახიობი, ხელები საერთოდ არ ჰქონდა მარა ფეხებით ის საქმეებს აკეთებდა....?! გადასარევს პირდაპირ. 5 შე მაკვარანცხო! :D თამრი! ისე "ნა ვსიაკი პოჟარნი" სადმე რომ წახვალ, ერთი კაი ტრამვატოლოგიც ატარე:D ერთი ძეველი ანეგდოტი გამახსენდა, ჭიჭიკია ბიჭიკიას მანქანით დაეჯახა და ხელი მოტეხა, დაზარალებულმა ბიჭიკიამ მილიონი მოთხოვა მკუნალობისთვის და საქმის არ აღძვრისთვის, გადეირია ჭიჭიკია, მილიონი რა ამბავია მილიონერი ხო არა ვარო! აპა მე რვაფეხა ვარ შენი...! თამრი! ერთი რჩევა მინდა შენს მეუღლეს რომ მივცე, "აირბაგები" რო დაგიყენოს გადარჩება ფულის ხარჯვას! :D მაგაზე არ ინერვიულო ჭირიმე, დადეშქელიანი იყო ერთი ცნობილი მსახიობი, ხელები საერთოდ არ ჰქონდა მარა ფეხებით ის საქმეებს აკეთებდა....?! გადასარევს პირდაპირ. 5 შე მაკვარანცხო! :D
39. ძალიან კარგი ხარ თამრი ... წავიკითხე და ოთხშაბათ დილა მესიანოვნა 55555555 ძალიან კარგი ხარ თამრი ... წავიკითხე და ოთხშაბათ დილა მესიანოვნა 55555555
38. თამრი ხელი მოირჩინე მალე :-* თამრი ხელი მოირჩინე მალე :-*
37. :)) მომიტევეთ სიხარხარე :)) მარა ძალიან ვიხალისე და რავქნა :)) :)) მომიტევეთ სიხარხარე :)) მარა ძალიან ვიხალისე და რავქნა :))
36. აუუუუ, შენ ვინა ხარ? როდის მოიტეხე მხარი? ვეთანხმები კომენტარებს, - ნიკად "ხიფათა" უნდა დაირქვა!
5 აუუუუ, შენ ვინა ხარ? როდის მოიტეხე მხარი? ვეთანხმები კომენტარებს, - ნიკად "ხიფათა" უნდა დაირქვა!
5
35. ფრთების ამბავია, უეჭველი :) ფრთების ამბავია, უეჭველი :)
33. ციცინოს დავეთანხმებოდი კიარადა ვეთანხმები :) ძალიან კარგად ფლობ თხრობის ნიჭს :) ციცინოს დავეთანხმებოდი კიარადა ვეთანხმები :) ძალიან კარგად ფლობ თხრობის ნიჭს :)
32. ბრავო!. მომეწონა, მხრებს რომ იმტვრევ ის კი არა, მოთხრობა. ბრავო!. მომეწონა, მხრებს რომ იმტვრევ ის კი არა, მოთხრობა.
31. თამუ, მართალი გითხრა, ამ ჟანრში განუმეორებელი ხარ... ძალიან მომეწონა, ეს თვითირონია, დიდი ფიზიკური ტკივილების იუმორით გადმოცემის უნარი და, რაც მთავარია,დინამიური თხრობა. 55555555555555555555555 თამუ, მართალი გითხრა, ამ ჟანრში განუმეორებელი ხარ... ძალიან მომეწონა, ეს თვითირონია, დიდი ფიზიკური ტკივილების იუმორით გადმოცემის უნარი და, რაც მთავარია,დინამიური თხრობა. 55555555555555555555555
30. თავიდან გადავიკითხე! აუცილებელ საქმეზე გავდიოდი მაშინ და ნაჩქარევად კომენტარიც ვერ დავდე. გავოცდი, ასეთი იუმორისტულ-მხატვრული სახე როგორ მიეცით იმ შემთხვევას რომლის ერთი მოწმე მეც გახლდით! "ფრენის" დროს შენმა ფიქრებმა და ლოგიკურმა მოქმედებებმა ხომ საერთოდ დაგლიჯა!!!
“ფრენის” დროს იმასაც მივხვდი, რომ: 1. თუ ჩემს ახალთახალ მობილურს იატაკზე დავახეთქებდი, - გატყდებოდა და 500 ლარი მეკარგებოდა... ამიტომ მობილურიანი ხელი მაღლა ავწიე! 2. თუ ამ თეთრი მარმარილოს იატაკს ცხვირ-პირით დავასკდებოდი, ძალიან საეჭვო იყო, ის იატაკი თეთრად დარჩენილიყო და მე კი – ცხვირი და კბილები შემრჩენოდა... მთელს აღარ ვამბობ, - საერთოდ შემრჩენოდა-მეთქი... ამიტომ, ჰაერშივე, გვერდი ვიბრუნე, გრილზე წამოგებული გოჭუნასავით! 3. თუ პირდაპირ ვიფრენდი, თავით შევვარდებოდი სამსპირალიან გამათბობელში და შევიწვებოდი... თავიდან გადავიკითხე! აუცილებელ საქმეზე გავდიოდი მაშინ და ნაჩქარევად კომენტარიც ვერ დავდე. გავოცდი, ასეთი იუმორისტულ-მხატვრული სახე როგორ მიეცით იმ შემთხვევას რომლის ერთი მოწმე მეც გახლდით! "ფრენის" დროს შენმა ფიქრებმა და ლოგიკურმა მოქმედებებმა ხომ საერთოდ დაგლიჯა!!!
“ფრენის” დროს იმასაც მივხვდი, რომ: 1. თუ ჩემს ახალთახალ მობილურს იატაკზე დავახეთქებდი, - გატყდებოდა და 500 ლარი მეკარგებოდა... ამიტომ მობილურიანი ხელი მაღლა ავწიე! 2. თუ ამ თეთრი მარმარილოს იატაკს ცხვირ-პირით დავასკდებოდი, ძალიან საეჭვო იყო, ის იატაკი თეთრად დარჩენილიყო და მე კი – ცხვირი და კბილები შემრჩენოდა... მთელს აღარ ვამბობ, - საერთოდ შემრჩენოდა-მეთქი... ამიტომ, ჰაერშივე, გვერდი ვიბრუნე, გრილზე წამოგებული გოჭუნასავით! 3. თუ პირდაპირ ვიფრენდი, თავით შევვარდებოდი სამსპირალიან გამათბობელში და შევიწვებოდი...
29. ასეთ ტკივილებზე ამხელა იუმორით რამ დაგაწერინა? "-? ნაღდად რომ არ ვიცოდე, რაც გჭირს და როგორც ხარ, ვიფიქრებდი, "იუმორისტული მოთხრობა დაწერა-თქო"... ახლანდელი ხელის სურათი რატომ არ დადე? თუმცა, მაშინ აღარავინ გაიცინებდა! :) გამაოცე... :-* 5 ასეთ ტკივილებზე ამხელა იუმორით რამ დაგაწერინა? "-? ნაღდად რომ არ ვიცოდე, რაც გჭირს და როგორც ხარ, ვიფიქრებდი, "იუმორისტული მოთხრობა დაწერა-თქო"... ახლანდელი ხელის სურათი რატომ არ დადე? თუმცა, მაშინ აღარავინ გაიცინებდა! :) გამაოცე... :-* 5
28. ხოო, ეგ იღლიაშიშემომძვრალი კაცის ამბავი კი ვიცოდი :))
ხოო, ეგ იღლიაშიშემომძვრალი კაცის ამბავი კი ვიცოდი :))
27. კი, მე ეგრე ვფიქრობ, და მგონია გადაკვირიც არ უნდა იყოს, მაგეების ამოსვლამდე,არაფერი გეტკინოთ ,მინდოდა მეთქვა მაგრამ მერე დავფიქრდი , ეი ბრიყვო, მართლა რომ ამოუვიდეს და გაფრინდეს? რა მაგალითები არ გვქონია თუ რა კი, მე ეგრე ვფიქრობ, და მგონია გადაკვირიც არ უნდა იყოს, მაგეების ამოსვლამდე,არაფერი გეტკინოთ ,მინდოდა მეთქვა მაგრამ მერე დავფიქრდი , ეი ბრიყვო, მართლა რომ ამოუვიდეს და გაფრინდეს? რა მაგალითები არ გვქონია თუ რა
26. უკვე მეორე რაღაც წავიკითხე შენი პროზაში და მომწონს ძაან! მსუბუქია, ვერ მოწყდები :) იმედია გამოკეთდი :) უკვე მეორე რაღაც წავიკითხე შენი პროზაში და მომწონს ძაან! მსუბუქია, ვერ მოწყდები :) იმედია გამოკეთდი :)
25. ვახ, შენ ვინა ხარ? ხიფათა.... :) :) მაგრა გადარჩენილხარ...გკოცნი ...“სერიოზული და მძიმე ოპერაცია თუ არა, აპენდიციტს მაინც ხომ ამოვჭრი ვინმესო”... მაგრა გადარჩი, ხო იცი! :) :) :) ვახ, შენ ვინა ხარ? ხიფათა.... :) :) მაგრა გადარჩენილხარ...გკოცნი ...“სერიოზული და მძიმე ოპერაცია თუ არა, აპენდიციტს მაინც ხომ ამოვჭრი ვინმესო”... მაგრა გადარჩი, ხო იცი! :) :) :)
24. ფრთებმა უნდა ამოჭრასოო,აბააააა! :))))))))))))))))))))))))))))) ნაღდი უთქვამს! :) იმ "ფრენას" ნუღარ გამახსენებ! :) ფრთებმა უნდა ამოჭრასოო,აბააააა! :))))))))))))))))))))))))))))) ნაღდი უთქვამს! :) იმ "ფრენას" ნუღარ გამახსენებ! :)
23. თქვენთან ერთად მეტკინა მხარიც და გულიც (მეორე თვალიც დამფსებოდა ის მერჩია მაი ამბავი რომ გავიგე)... როგორც ქვემოთ კომენტარებში თქვეს ფრთებს გზა უკვე ხსნილი აქვს და არსად გაგვიფრინდეთ ძალიან მეშინია... პირველი მოტეხილობა ისე მხატრულად იყო აღწერილი, რომ ასე მეგონა წყალში ტრამპლინიდან ხტომის შეჯიბრზე ჟიურის სავარძელში ვიჯექი და პირველი ადგილისათვის მებრძოლი სპორცმენის ნახტომს ვადევნებდი თვალყურს. უნებლიეედ ქულიბის დაწერაც მომინდა, მაგრამ ბატონმა გურამმა (ექიმმა) დამასწრო და უმაღლესი შეფასება დაგიწერათ პირველ ცდაში. ასევე ბატინი გურამის შეფასებით მეორე ცდაც იუველირული სიზუსტით იყო შესრულებული, მაგრამ წყალში შესვლის დროს ცოტა მეტი შხეფები იყო (მძინარე მგზავრი მყავს მხედველობაში, აშკარად ხელი შეგიშალეს ბოლო ბრუნში). საბოლოოდ ორი ცდის შედეგად ჟიურიმ პირველი ადგილი თქვენ მოგანიჭათ, რაც პირველივე ცდაზე უკვე აშკარა იყო. აქედან დასკვნა და ჟიურის კატეგორიული მოთხოვნა: მეტი ცდა საჭირო აღარ არის, თორემ დისკვალიფიკაციას მოგცემთ სპორტული აფერისტობისთვის!!! ისე მანდ როგორც ვარ აღწერილი, თავსაც ზუსტად მასე ვგრძნობდი მაშინ (გალახული ბავშვივით), ახლა კომენტარის წერას რომ დავამთავრებ მივალ და ხუთი წუთით კუთხეში დავდგები, იქნებ დანაშაულის გრძნობამ გადამიაროს... ისე კი მართლა მაგრა ვიცინე, ვიცინოდი :D და თან მხარი მტკიოდა :( გამოჯანმრთელდით და მეტი არაფრის მოტეხვა აღარ გაბედოთ!!! ეს ბრძანებაა!!! :D თქვენთან ერთად მეტკინა მხარიც და გულიც (მეორე თვალიც დამფსებოდა ის მერჩია მაი ამბავი რომ გავიგე)... როგორც ქვემოთ კომენტარებში თქვეს ფრთებს გზა უკვე ხსნილი აქვს და არსად გაგვიფრინდეთ ძალიან მეშინია... პირველი მოტეხილობა ისე მხატრულად იყო აღწერილი, რომ ასე მეგონა წყალში ტრამპლინიდან ხტომის შეჯიბრზე ჟიურის სავარძელში ვიჯექი და პირველი ადგილისათვის მებრძოლი სპორცმენის ნახტომს ვადევნებდი თვალყურს. უნებლიეედ ქულიბის დაწერაც მომინდა, მაგრამ ბატონმა გურამმა (ექიმმა) დამასწრო და უმაღლესი შეფასება დაგიწერათ პირველ ცდაში. ასევე ბატინი გურამის შეფასებით მეორე ცდაც იუველირული სიზუსტით იყო შესრულებული, მაგრამ წყალში შესვლის დროს ცოტა მეტი შხეფები იყო (მძინარე მგზავრი მყავს მხედველობაში, აშკარად ხელი შეგიშალეს ბოლო ბრუნში). საბოლოოდ ორი ცდის შედეგად ჟიურიმ პირველი ადგილი თქვენ მოგანიჭათ, რაც პირველივე ცდაზე უკვე აშკარა იყო. აქედან დასკვნა და ჟიურის კატეგორიული მოთხოვნა: მეტი ცდა საჭირო აღარ არის, თორემ დისკვალიფიკაციას მოგცემთ სპორტული აფერისტობისთვის!!! ისე მანდ როგორც ვარ აღწერილი, თავსაც ზუსტად მასე ვგრძნობდი მაშინ (გალახული ბავშვივით), ახლა კომენტარის წერას რომ დავამთავრებ მივალ და ხუთი წუთით კუთხეში დავდგები, იქნებ დანაშაულის გრძნობამ გადამიაროს... ისე კი მართლა მაგრა ვიცინე, ვიცინოდი :D და თან მხარი მტკიოდა :( გამოჯანმრთელდით და მეტი არაფრის მოტეხვა აღარ გაბედოთ!!! ეს ბრძანებაა!!! :D
22. გაიხარე ტკბილო55555 გაიხარე ტკბილო55555
21. :)) :)) ;)) ;) :) ბევრი ვიხალისე....... და გისურვებ ფრთები არასოდეს მოგეტეხოს... მხრებს კიდევ... ღმერთმა დაგიფეროს, აწი! :) :D ;)) :)) :)) ;)) ;) :) ბევრი ვიხალისე....... და გისურვებ ფრთები არასოდეს მოგეტეხოს... მხრებს კიდევ... ღმერთმა დაგიფეროს, აწი! :) :D ;))
20. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. ის როგორ არის? სულ მწვანეზე გევლოსო ხო? :D ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. ის როგორ არის? სულ მწვანეზე გევლოსო ხო? :D
19. რამდენი გიწერია! ვერ წავიკითხე... :( რამდენი გიწერია! ვერ წავიკითხე... :(
18. " “ფრენის” დროს იმასაც მივხვდი, რომ" ხოო, აი ეს მესმის ;) მე ვერც ერთხელ ვერ მოვასწარი გააზრებაც კი :) შესანიშნავი იუმორი გაქვთ :) " “ფრენის” დროს იმასაც მივხვდი, რომ" ხოო, აი ეს მესმის ;) მე ვერც ერთხელ ვერ მოვასწარი გააზრებაც კი :) შესანიშნავი იუმორი გაქვთ :)
17. ძალიან მომეწონა, ამ შუა ღამეს ამდენს თუ ვიცინებდი არ მეგონა. ისე კიდევ კარგი ორი ხელი, რომ გაქვს. გკოცნი ძალიან მომეწონა, ამ შუა ღამეს ამდენს თუ ვიცინებდი არ მეგონა. ისე კიდევ კარგი ორი ხელი, რომ გაქვს. გკოცნი
16. მე დავკარგე ასე რამეებზე გაცინების უნარი, იმდენი ნეკნი და ორივე ხელი მაქვს მონატეხი... სამჯერ დავიწყე და გმირულად ჩავიკითხე მაინც... გილოცავ იოლად გაადარჩენას! მე დავკარგე ასე რამეებზე გაცინების უნარი, იმდენი ნეკნი და ორივე ხელი მაქვს მონატეხი... სამჯერ დავიწყე და გმირულად ჩავიკითხე მაინც... გილოცავ იოლად გაადარჩენას!
15. ძალიან კარგი!555 ძალიან კარგი!555
14. რა კარგად მოგიყოლია მაშინდელი ამბები, თამარ. ღიმილით ვკითხულობდი:) მეორე მხრის ამბავი კი ნამდვილად არ ვიცოდი.
ბევრად უფრო უხიფათო მგზავრობას და საღამოებს გისურვებთ!:-* რა კარგად მოგიყოლია მაშინდელი ამბები, თამარ. ღიმილით ვკითხულობდი:) მეორე მხრის ამბავი კი ნამდვილად არ ვიცოდი.
ბევრად უფრო უხიფათო მგზავრობას და საღამოებს გისურვებთ!:-*
13. ქურურგს მოუხმეს. <------ ეს გაასწორე თუ შეიძლება მე მეგონა ქურუმს მოუხმესო და ლამის გული შემიწუხდა<img src="http://www.pic4ever.com/images/inlove2.gif" border="0" > კარგად წერ, სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს....
ქურურგს მოუხმეს. <------ ეს გაასწორე თუ შეიძლება მე მეგონა ქურუმს მოუხმესო და ლამის გული შემიწუხდა<img src="http://www.pic4ever.com/images/inlove2.gif" border="0" > კარგად წერ, სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს....
12. :) >:D< გადასარევი იუმორი აქვს თამრის:) და ბევრი სხვადასხვა ქვეტექსტის ჩადება შეუძლია ამ იუმორში.;) ჩემთვის ამ საიტზე უშენოდ ყოფნა მოსაწყენი იქნებოდა ,ჩესნა:) :) >:D< გადასარევი იუმორი აქვს თამრის:) და ბევრი სხვადასხვა ქვეტექსტის ჩადება შეუძლია ამ იუმორში.;) ჩემთვის ამ საიტზე უშენოდ ყოფნა მოსაწყენი იქნებოდა ,ჩესნა:)
11. გადარჩენას გილოცავ მეგობარო!!! შენ კიდევ ცოტა ფრთხილად, რატომ იგდებ თავს საფრთხეში!!! :)) :)) გადარჩენას გილოცავ მეგობარო!!! შენ კიდევ ცოტა ფრთხილად, რატომ იგდებ თავს საფრთხეში!!! :)) :))
10. ნამდვილად ხალისით იკითხება...ასეთი ფიზიკური ტკივილის იუმორისტულად გადმოცემა ,კი, ყველას არ ძალუძს და ზუსტად ამაშია თქვენი , როგორც პიროვნული ასევე შემოქმედებითი სიძლიერე...:-*... P.S. თუმცა პრაქტიკაც ბევრს ნიშნავს...;) :)) ნამდვილად ხალისით იკითხება...ასეთი ფიზიკური ტკივილის იუმორისტულად გადმოცემა ,კი, ყველას არ ძალუძს და ზუსტად ამაშია თქვენი , როგორც პიროვნული ასევე შემოქმედებითი სიძლიერე...:-*... P.S. თუმცა პრაქტიკაც ბევრს ნიშნავს...;) :))
9. გაიხარე! რამდენი მაცინეე:)), შენ რიმ მოყევი ჯერ მაშინ ჩავჟირდი, ახლა ხომ გადავირიე, კიტრი დაგავიწყდა როცა ყვებოდი და ამ კიტრმა მთლად ამაკაკანა. გაიხარე შენა! მიყვარხარ! :))= გაიხარე! რამდენი მაცინეე:)), შენ რიმ მოყევი ჯერ მაშინ ჩავჟირდი, ახლა ხომ გადავირიე, კიტრი დაგავიწყდა როცა ყვებოდი და ამ კიტრმა მთლად ამაკაკანა. გაიხარე შენა! მიყვარხარ! :))=
8. პერპეტუუმობილე ხარ :D გადარჩენას გილოცავ, და ეგ ამბავი როდის ავღნიშნოთ :-? :-* პერპეტუუმობილე ხარ :D გადარჩენას გილოცავ, და ეგ ამბავი როდის ავღნიშნოთ :-? :-*
7. ისე, მაზალოდ კი მოვიტეხე... :) ისე, მაზალოდ კი მოვიტეხე... :)
6. შენ და აკაკი ,,ხიფათები" ხართ ორივე! შენ და აკაკი ,,ხიფათები" ხართ ორივე!
5. კიტრზე მაგრა ვიკაიფე :)) :)) :)) ამოიდევით მერე ეგ კიტრი =)) ? კიტრზე მაგრა ვიკაიფე :)) :)) :)) ამოიდევით მერე ეგ კიტრი =)) ?
4. თამრო, მაგაზე იმდენი ვიცინე... თამრო, მაგაზე იმდენი ვიცინე...
3. რატომ უცრუებ ქირურგებს იმედეებს? :)) რატომ უცრუებ ქირურგებს იმედეებს? :))
2. გენაცვალეეეეეეეე ჩემო "ფათერაკაააააა" :)) :-* გენაცვალეეეეეეეე ჩემო "ფათერაკაააააა" :)) :-*
1. :D ეს ის ხელი არა? ჯერ გადავხედე და მივხვდი რაზეა საუბარი, ეხლა წავიკითხავ ;) :D ეს ის ხელი არა? ჯერ გადავხედე და მივხვდი რაზეა საუბარი, ეხლა წავიკითხავ ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|