 | ავტორი: თაკო... ჟანრი: პროზა 13 მაისი, 2009 |
ძახილი უკან..
განშორდა სხეულს ჩაგრული სული და წავიდა წავიდა იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან. ათასი ფიქრით დამძიმებულმა დატოვა წუთისოფელი და ახლა გადმოულახავი სარკმლიდან ადევნებდა თვალს ადამიანთა უაზრო ყოფას ..
* * * მაშინ როდესაც დამოუკიდებლად სუნთქვაც კი არ შეეძლო და დედის სხეულს იყო მიჯაჭვული სამყაროს ზედმეტად ღია ფერებში აღიქვამდა. შავ-თეთრი რეალობა შთანთქა არგალი გამეფებულმა სიმწვანემ, სიმწვანემ, რომელიც ღრმად ჩარჩა მეხსიერებაში და რომელსაც მთელი ცხოვრება თვალებით ატარებდა.
* * * ბავშვის ტირილმა მთელი სამშობიარო გააყრუა, მაგრამ ეს არ იყო უბრალო ტირილი ეს უფრო ძახილს გავდა. ძახილს მიმართულს იმ სიმწვანისკენ რომელსაც უნებართვოთ მოწყვიტეს . ტკივილებისაგან დატანჯულმა დედამ შვილს სიხარულის ცრემლებით დანამული თვალები შეანათა უცნაური სითბო ჩაეღვარა სხეულში და იფიქრა რომ ეს პატარა მისთვის ხიდი იყო, ხიდი გადადებული უბედურებასა და ბედნიერებას შორის, საწყისი ყოველგვარი სიკეთისა. მიუხედავად დედის განცდებისა პატარა დედის მკლავებში თავს უცხოდ გძნობდა და ისევ სიმწვანეში ჩაღვრილი მარტოობისკენ მიისწრაფოდა.
* * * გარშემო მყოფთ ბავშვის უცნაურობასთან ერთად მისი სახელიც აკვირვებდათ. ყველასაგან გამორჩეული ჰადესი თავის ასაკთან შედარებით ზედმეტად სერიოზული იყო, მახქსიმალურად ერიდებოდა ადამიანებთან ურთიერთობას და არ იცოდა რა იყო სიყვარული. ვილლაგერს თავის ოთახში წიგნებთან განმარტოებით ჯდომა ერჩივნა ხშირად კითხულობდა ნიცშეს ფილოსოფიას და შეეძლო გამუდმებით ეფიქრა დავინჩის ნამუშევრებზე, რადგან ყოველივე ამაში რაღაც ამოუცნობს და ახლობელს ხედავდა. ხატვა თვითონაც იტაცებდა, მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილი თავის ნამუშევრებს სულის ნაწილად თვლიდა და ისევე როგორც ნამდვილ სახეს ნახატებსაც არავის უჩვენებდა ნაცრისფრად აღქმული სამყარო ფურცელზე მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში გადაჰქონდა და იტოვებდა იმის იმედს რომ ერთხელაც შეძლებდა დაეხატა ის რასაც თვრამეტი წელი გულით ატარებდა მის Aმოცო ხასიათს თან მისი ღვთაებრივი გრეენბაცკ ერთვოდა რის გამოც მასთან ურთიერთობას უამრავი გოგონა ცდილობდა. შავგვრემან სახეზე გამოკვეთოდა სევდაში ჩაძირული მწვანე თვალები, მისთვის ღიმილი იშვიათ სანახაობას წარმოადგენდა, თუმცა ეს იყო სანახაობა, რომელიც გულგრილს ვერავის ტოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ღიმილი ყოველთვის ირონიული იყო. დედა ხშირად აკვირდებოდა ჰადესს იმედგაცრუებული თვალებით და რწმუნდებოდა რომ ხიდი გადადებული უბედურებასა და ბედნიერებას შორის აღარ არსებობდა თვალწინ მხოლოდ შვილის დამახინჯებული მომავალი ეხატებოდა. მათი ურთიერთობა დღითი დღე იძაბებოდა, დედის ყოველი მცდელობა ამოეცნო შვილის ფარული სევდა უშედეგო იყო. ჰადესი არამარტო თანატოლებთან, არამედ დედასთანაც ვერ ახერხებდა სიყვარულის გამოხატვას, რადგან ეს გრძნობა მისთვის უცხო იყო მიუხედავად ამისა გრძნობდა რომ იქ შიგნით მაინც არსებობდა დედისაგან გამოყოლილი რაღაც სითბოს მსგავსი. ხშირად მისთვის ამქვეყნიური რეალობა აუტანელი ხდებოდა და ასეთ დროს ცდილობდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო მიდიოდა იქ სადაც არავინ შეაწუხებდა: ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ტრიალ მინდორზე შემორჩენილი იყო შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევები, მინდვრის სიმწვანე და ყოფილ ტაძართან სიახლოვე რაღაც მისთვის უცნობი სითბოთი ავსებდა სითბოთი, რომელიც უკავშირდებოდა უხსოვარ წარსულს და რაღაც ახლის საფუძველიც უნდა ყოფილიყო გარეუბნისკენ მიმავალს ირონიულად ეცინებოდა თანატოლებზე რომლებიც ისევ ფუჭი გართობისკენ ისწრაფოდენ როგორც ყოველთვის ახლაც თან ქონდა ერთი შავი ფანქარი და რამოდენიმე თაბახის ფურცელი მაგრამ ტაძართან მისულს თვალწინ მოულოდნელი სანახაობა გადაეშალა ადგილი, რომელიც თავისად მიაჩნდა ახლა სხვას დაეკავებინა გოგონა თავაუღებლივ ხატავდა.. მას უცნობის მისვლა არც შეუმჩნევია. ჰადესს თავიდან არ ესიამოვნა, რომ აქაც შეძლეს მისთვის მყუდროების დარღვევა, მაგრამ როდესაც გოგონას მიუახლოვდა მისთვის სრულიად უცნობი შეგრძნება დაეუფლა მისი თვალების დანახვაზე კი რაღაც ახლობელი იგრძნო და ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა სურვილი თან ფერადი ფანქრები ქონოდა დუმილი რათქმა უნდა გოგომ დაარღვია - ხდება რამე, რატომ მიყურებ ასე გაკვირვებული? - (დუმს).. - საინტერესოა და სახელსაც არ მეტყვი?? - ჰადესი. უპასუხა და პირველად გაუჩნდა უცხოსთან გამოლაპარაკების სურვილი. შენ რა გქვია?? - ენდი. როგორც ყოველთვის ჰადესმა მალევე დაიწყო მუქ ფერებში ხატვა. - შენ ყოველთვის ასე ხატავ?? - როგორ ასე? - არვიცი მუქად, შავში.. - ვხატავ იმას რასაც ვხედავ.. ენდის გაეცინა და ჰადესსაც პირველად გაუჩნდა გულწრფელი ღიმილის სურვილი. მალე ენდი წასასვლელად მოემზადა. ბიჭს თითქოს გული დაწყდა და თავისდა მოულოდნელად კითხა: - ხვალ მოხვალ?? გოგო დაფიქრდა.. - მოვალ, მაგრამ ერთი პირობით.. - მაინც?? - ფერადად ხატვას გასწავლი. - რავიცი რასაც ვხატავ ჩემი ცხოვრებაა. გამომივა ფერადად ხატვა. - მაშინ ფერადად ცხოვრებასაც ვისწავლით. უი ხო გამახსენე ხვალ რაგაცას მოგიყვები - რას? - ხვალ.. თქვა ენდმ და შეტრიალდა. ჰადესმა თვალი გააყოლა პატარა ტანის თითქოსდა ჩვეულებრივ გოგოს, რომელსაც მისი მთელი ცხოვრება უნდოდა შეეცვალა. იმ საღამოს დედამაც შენიშნა შვილში მომხდარი ცვლილებები და ბიჭის უჩვეულო საქციელმა კიდევ ერთი ბედნიერი საღამო შემატა ქალის უფერულ ცხოვრებას. ჰადესი გათენებას მოუთმენლად ელოდა. თითქმის არც უძინია მთელი ღამე ფიქრობდა რაღაცGგრძნობაზე, გრძნობაზე რომელმაც მასში მოულოდნელად დაისადგურა. იგი ტაძრის ნანგრევებთან იჯდა და ცხოვრებაში პირველად მოუთმენლად ელოდა გოგოს გამოჩენას და გაჰყურებდა ფერად ფინერიეს და ფიქრობდა შეძლებდა თუU არა როდისმე მათ გამოყენებას. უეცრად ჰადესის ყურადღება მის წინ დავარდნილმა გვირილამ მიიპყრო აი ხომ ხედავ, ღერო მწვანე აქვს გული ყვითელი ფურცლები კი თეთრი ფერების გარჩევა ვისწავლეთ ხომ? Kკითხა ენდიმ და ლოყაზე აკოცა ბიჭს სამოვარ გოგოსთან სიახლოვე და მისთვის მოულოდნელი მოძრაობა წაცდა, ენდის წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა რამოდენიმე წამის მერე იგრძნო რომ სითბო რომელსაც თვრამეტი წელი თვალებით ატარებდა მთელ სხეულში ჩაღვროდა. ენდიმ გაუღიმა და კითხა: - დავიწყოთ ხატვა?? - ჯერ დაპირებული - რაა? - რაღაც უნდა მოგეყოლა ჩემთვის. - აა გამახსენდა ყურადღებით მისმინე ”ბეძნულ მითოლოგიაში არსებობდა Qქვესკნელის მბრძანებელი ღმერთი ჰადესი, მაგრამ ის შენ არ გგავდა თავის თავში ჩაკეტილი და უცნაური იყო არანაირი გრძნობა მისთვის არ არსებობდა, მაგრამ სიყვარული არამარტო ადამიანების ღმერთების მბრძანებელიცაა და როგოც ხდება ხოლმე მან ჰადესის გულშიც იპოვა თავშესაფარი, მაგრამ ამ გრძნობას ღმერთკაცი არ გაუბედნიერებია მან საყვარელი ქალისთვისაც ვერ შეძლო საკუთარი სამყაროს მიტოვება და რეალერ სამყაროში დაბინავება, უარი თქვა ამ დიად გრძნობაზე და ამით ყველაფერი დამთავრდა” ჰადესი ენდის თავჩაღუნული უსმენდა, თითქოს თვალწინ გაუელვა საკუთარი არსებობის წარსულმა და მიუხედავად იმ ბედნიერებისა რაც ბოლო ორ დღეში განვლო მიხედ რომ უბრალოდ არ შეეძლო ყვარებოდა იგი ამ ქვეყანაზე სხვა მისიით იყო მოვლენილი მისიით, რომელიც საკუთარ თავთან ბრძოლას წარმოადგენდა მიხედ, რომ ძალას რომელმაც იგი დედამიწაზე მოავლინა იმედები გაუცრუა დანაპირები რომ მისთვის უცხო იქნებოდა ყოველგვარი თბილი გრძნობა ერთმა კოცნამ დაანგრია. ჰადესი წამოდგა. - წავედი.. ენდი გაოცებული უყურებდა, მაგრამ მისი შეჩერება არც უცდია. - კიდე მოხვალ? - მე აღარ, შენ მოდი. ჰადესმა ურყევი გადაწყვეტილება მიიღო. ახლა მის მთავარ საფიქრალს ის წარმოადგენდა თუ როგორ შეეტყობინებინა ენდისთვის თავისი სათქმელი. უეცრად ფანქარი და თაბახის ფურცელი დაინახა და ხატვა დაიწყო.. გოგონა გაოგნებული უყურებდა ფურცელზე აღბედილ დიდ მწვანე სივრცეს რომელზეც პატარა გვირილა ამოსულიყო. ასე ძნელია? შენც დამარცხდი? გაბზარული ხმით თქვა ენდიმ და თავჩაქინდრული იმ ერთადერთ მოგონებას დააცქერდა რაც ბედმა დაუტოვა.
* * * დამარცხებული ჰადესი ზემოდან გადმოყურებდა რეალობას, რომელიც უკვე აღარ იყო მისთვის ნაცრისფერი იგონებდა ხანმოკლე ბედნიერებას და თვალწინ ედგა ენდის სახე. “-შენ რა გქვია?? -ენდი” _ენდ-ი დამთავრდა.. P.S მატო ჩემი არაა მეგობართან ერთად დავწერე..(ლიკა გოგიჩაიშვილი)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. საინტერესო ხედვა იყო ძალიან. ისე, კარგია ვინმესთან ერთად წერა, უფრო რაღაცნაირი გამოდის, უცხო. ერთი თავია კარგია, მაგრამ ორი უკეთესიო, ეგ ვარიანტია, რა. მოკლედ, მომეწონა :) საინტერესო ხედვა იყო ძალიან. ისე, კარგია ვინმესთან ერთად წერა, უფრო რაღაცნაირი გამოდის, უცხო. ერთი თავია კარგია, მაგრამ ორი უკეთესიო, ეგ ვარიანტია, რა. მოკლედ, მომეწონა :)
15. P.S მატო ჩემი არაა მეგობართან ერთად დავწერე..(ლიკა გოგიჩაიშვილი)
ა ეს გულწრფელობა მომწეონა ყველაზე მეტად და თვითონ "ძახილი უკან" რა თქმა უნდა:) წარმატებები P.S მატო ჩემი არაა მეგობართან ერთად დავწერე..(ლიკა გოგიჩაიშვილი)
ა ეს გულწრფელობა მომწეონა ყველაზე მეტად და თვითონ "ძახილი უკან" რა თქმა უნდა:) წარმატებები
13. კარგია.ასე განაგრძე.წარმატებები კარგია.ასე განაგრძე.წარმატებები
12. წარმატებებს გისურვებ წარმატებებს გისურვებ
8. მადლობთ შეფასებისთვის...:) მადლობთ შეფასებისთვის...:)
7. მადლობთ შეფასებისთვის...:) მადლობთ შეფასებისთვის...:)
5. კარგად წერ და გაიხარე. :)2+მეტი არა მაქ. კარგად წერ და გაიხარე. :)2+მეტი არა მაქ.
4. ვაო... : ) კარგია, ძალიან კარგი ისტორიაა, რამდენიმე სიმბოლოც მომეწონა... მშვენიერია, ჩემიდან კარგი : ))
და ახლა, როცა საკმაოდ ცხადად და მძაფრად ვგრძნობ "მის" ჩახუტებას ნარიყალაზე მიმავალი აღმართის დასაწყისში რომ იყო, მაშინ "ჩემს სულელს" ეშინოდა, რომ დამკარგავდა; რა იცოდა, რომ სწორედ მაშინ არსად წასვლას არ ვაპირებდი, თუმცა მომიწია, ახლა უკვე მომიწია : ))) მადლობა ცრემლისთვის, რომელიც ახლა მაქვს წარსულის გახსენებით გამოწვეული... : ) ყოველი დღე მთავრდება და იყება მისით, მისი თვალებით, მისი სუნთქვის ხმით, მისი თმების სურნელით, მისი სევდანარევი ღიმილით, რომელიც ბოლოს უკვე გაქრა......................................... : ))) ვაო... : ) კარგია, ძალიან კარგი ისტორიაა, რამდენიმე სიმბოლოც მომეწონა... მშვენიერია, ჩემიდან კარგი : ))
და ახლა, როცა საკმაოდ ცხადად და მძაფრად ვგრძნობ "მის" ჩახუტებას ნარიყალაზე მიმავალი აღმართის დასაწყისში რომ იყო, მაშინ "ჩემს სულელს" ეშინოდა, რომ დამკარგავდა; რა იცოდა, რომ სწორედ მაშინ არსად წასვლას არ ვაპირებდი, თუმცა მომიწია, ახლა უკვე მომიწია : ))) მადლობა ცრემლისთვის, რომელიც ახლა მაქვს წარსულის გახსენებით გამოწვეული... : ) ყოველი დღე მთავრდება და იყება მისით, მისი თვალებით, მისი სუნთქვის ხმით, მისი თმების სურნელით, მისი სევდანარევი ღიმილით, რომელიც ბოლოს უკვე გაქრა......................................... : )))
3. ვაო... : ) კარგია, ძალიან კარგი ისტორიაა, რამდენიმე სიმბოლოც მომეწონა... მშვენიერია, ჩემიდან კარგი : ))
და ახლა, როცა საკმაოდ ცხადად და მძაფრად ვგრძნობ "მის" ჩახუტებას ნარიყალაზე მიმავალი აღმართის დასაწყისში რომ იყო, მაშინ "ჩემს სულელს" ეშინოდა, რომ დამკარგავდა; რა იცოდა, რომ სწორედ მაშინ არსად წასვლას არ ვაპირებდი, თუმცა მომიწია, ახლა უკვე მომიწია : ))) მადლობა ცრემლისთვის, რომელიც ახლა მაქვს წარსულის გახსენებით გამოწვეული... : ) ყოველი დღე მთავრდება და იყება მისით, მისი თვალებით, მისი სუნთქვის ხმით, მისი თმების სურნელით, მისი სევდანარევი ღიმილით, რომელიც ბოლოს უკვე გაქრა......................................... : ))) ვაო... : ) კარგია, ძალიან კარგი ისტორიაა, რამდენიმე სიმბოლოც მომეწონა... მშვენიერია, ჩემიდან კარგი : ))
და ახლა, როცა საკმაოდ ცხადად და მძაფრად ვგრძნობ "მის" ჩახუტებას ნარიყალაზე მიმავალი აღმართის დასაწყისში რომ იყო, მაშინ "ჩემს სულელს" ეშინოდა, რომ დამკარგავდა; რა იცოდა, რომ სწორედ მაშინ არსად წასვლას არ ვაპირებდი, თუმცა მომიწია, ახლა უკვე მომიწია : ))) მადლობა ცრემლისთვის, რომელიც ახლა მაქვს წარსულის გახსენებით გამოწვეული... : ) ყოველი დღე მთავრდება და იყება მისით, მისი თვალებით, მისი სუნთქვის ხმით, მისი თმების სურნელით, მისი სევდანარევი ღიმილით, რომელიც ბოლოს უკვე გაქრა......................................... : )))
2. მომეწონა... :) მომეწონა... :)
1. :)))))))))))))))))) :))))))))))))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|