 | ავტორი: თაკო... ჟანრი: პროზა 14 ივნისი, 2009 |
სიგარეტის ბოლით გამთბარი ფილტვები, ალკოჰოლით გაბრუებული თვალები, ტკივილისაგან სამად გაყოფილი გული და სიტყვები რომელიც ხშირად მესმის: “გოგო ასე არ უნდა იქცეოდეს”. ერთადერთი წამალი - შენ, ისიც სხვისი. ფაქტობრივად ჩემთვის არ არსებობს. გიკვირთ ჩემი ქცევა?! მე კი სამყაროს სისასტიკე მიკვირს, რატომ გააჩინა ღმერთმა ადამიანი?ნუთუ მართლა ტანჯვისთვის?! დილა საკმაოდ უინტერესოდ იწყება, ხელის ფათურით ვეძებ საწოლის კუთხეში მიგდებულ სიგარეტის კოლოფს და ბოლო ღერს ვიღებ, რომელიც გუშინ სპეციალურად დილისთვის შევინახე. ვუკიდებ და ბოლი თავისით მიდის ფილტვებში. ისინი ისვენებენ. ახლა თვალები მაგიდისკენ გამირბის, თუმცა იქ საინტერესო არაფერი დევს. ჩანს ბოთლი, რომელიც გუშინ სავსე იყო, თუმცა ძირში ახლაც აქვს თხევადი სითხე, რომელთან ერთად ცხოვრებას ისე მივეჩვიე როგორც ტკივილთან ერთად. ერთმანეთს ავსებენ, თუმცა ჩემს ტკივილს შევსება მართლა აღარ უნდა. ზლაზვნით ვდგები საწოლიდან, მაგიდასთან მივდივარ, ჩარჩენილ არაყს ვსვამ იმ იმედით, რომ მასთან ერთად დარდიც გაქრება. საჭმელი არ მინდა, მაგრამ არც ჩანს ჰორიზონტზე. . . დივანზე ვჯდები და წარულიც თავისით მოდის ჩემთან,.მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მიხაროდა და მტკიოდა სისულელეები. მერე კი ჩემს ცხოვრებაში ტკივილიანი დღეების დოღი დაიწყო, თითიქოს მათი შეჯიბრებით სატანა ირთობდა თავს. თავიდან თავაწეული ვუძლებდი ყველაფერს, მერე ნელნელა მოვდუნდი, ბოლო დარტყმა კი გადამწყვეტი იყო. შენ უხმოდ გაიხურე კარი და ვერც შენიშნე, რომ ღრიჭოში ჩემი გული მოჰყვა უკვე მერამდენედ და დოღში უდავო გამარჯვება მოიპოვე - შენ და მან. . . მაშინ ხომ ფეხზე წამოდგომას ვაპირებდი და ცხოვრებამ ბოლო საყრდენიც გამომაცალა. ტუჩები ამეწვა, სიგარეტი ჩამწვარიყო, საფერფლის ძებნით თავი არ შემიწუხებია, ნამწვავი ძირს დავაგდე და ოთახიდან გავედი. სარკესთან ვიდექი და ვცდილობდი შიგნით არ ჩამეხედა, რადგან ამ სხეულს ჩემი აღარაფერი შერჩენოდა, გარდა ტკივილისა. თმაზე ალაგალაგ გადავისვი სავარცხელი. თვალი შევავლე ჩემს “პარფიუმერიას”რომელიც მტვერს დაეფარა. არა ამ სახლში მტვერი კი არ მიკვირდა, ეს არ იყო ჩვეულებრივი მტვერი, ეს მტვერი წარსულს მახსენებდა. და იმედი ქონდა, რომ ოდესმე გადაწმინდავდენ. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ცამეტი ლარი მქონდა. დღეს ვიმყოფინებ, ხვალისთვის კი ალბათ ისევ რომელიმე იდიოტურ გაზეთს დავუწერ. რამე სიყალბით გატენილ სტატიას, ასე რომ უყვარს ხალხს და ვიშოვი რამეს, იქნებ მაინც გამომექვეყნებინა ჩემი რომანი, თუმცა არა არა ხალხი ვერ გაიგებს. . . სუპერმარკეტში ერთი პაჩკა სიგარეტი და არაყი იყიდა. თითქოს უჩვეულო არაფერი ხდებოდა, მაგრამ რატომღაც თვალი სამკაულების განყოფილებისკენ გაეპარა. თურმე მასში მაინც ცოცხლობს ქალი. . . სალაროში ფული გადაიხადა. უკვე არც უთვლიდნენ, ყველამ იცოდა მისი დღის ნავაჭრი. პატარა ძეხვი, პური, არაყი და ერთი პაჩკა კენტი იყო. კენტი იმიტომ, რომ ძველ დროს ახსენებდა. ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა სახლისკენ, არ უნდოდა ვინმე შეხვედროდა და პირში თუ არა გულში მაინც ეთქვა: “რატომ იღუპავ თავს შვილო?” იღუპავს. . . თვითონ კი არ იღუპავს, ცხოვრებამ დაღუპა, ცხოვრებამ და მან ერთად. კარგად გამოუვიდათ. თავისი ფანჯრიდან ბოლი გამოდიოდა, უცებ ამოტივტივდა თავში სიგარეტის მიგდებული ნამწვავი, რომლის ჩაქრობაც წარსულმა დაავიწყა. სახლში ავარდა, არც უფიქრია რომ დაიწვებოდა. კარი ხელის კანკალით გააღო. ის ახლა წასული ცხოვრების ნათელი მოგონების გადასარჩენად იბრძოდა. აალებულ ოთახში მშვიდად შევიდა, რადგან შორიდავე დაინახა, რომ ცეცხლს საწერ მაგიდამდე ვერ მიეღწია. რვეული აიღო, თუმცა სიჩქარეში ვერ დაინახა რომ რვეულიდან რაღაც გადმოვარდა და პირდაპირ ცეცხლში გადაეშვა. დარწმუნებული იყო რომ ის გადაარჩინა რაც ამ სახლიდან უყვარდა. გადაშალა, ჯერ ნელა, მერე გაშმაგებით ფურცლავდა, თუმცა უშედეგოდ. ფოტო უკვე ფერფლად ქცეულიყო, წარსულის ფერფლად. . . ტელეფონი ახლაღა ამოიღო და სახანძროში დარეკა. სახლში ერთი თვის მერე დაბრუნდა. სახლი გადარჩენოდა, მაგრამ ავეჯი იყო განადგურებული. მშვიდად იდგა და უყურებდა უკვე მეორედ დაფერფლილ წარსულს, თუმცა ამჯერად გრძნობდა, რომ ფერფლი ბედნიერებას მოუტანდა და მაინც - ნეტავ სად არის იმ ფოტოს ფერფლი? უხმოდ გაბრუნდა, ეჩქარება. . . დღეს რედაქციაშიც უნდა მივიდეს მის წიგნს ბეჭდავენ. . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. კარგია, აზრიანი :)
კარგია, აზრიანი :)
13. კარგია... +2 :) კარგია... +2 :)
12. . . . არ ღირს ფერფლის ძიება. არ უნდა დაიფერფლოს, თორემ მერე . . . . . . არ ღირს ფერფლის ძიება. არ უნდა დაიფერფლოს, თორემ მერე . . .
11. მომწონს!კარგია! მომწონს!კარგია!
9. რატომ მიყვარ ეს ბავშვი ასე ძალიან? მიყვარხარ! და მინდა იცოდე, მე შენთან ვერ. მუდამ! :) რატომ მიყვარ ეს ბავშვი ასე ძალიან? მიყვარხარ! და მინდა იცოდე, მე შენთან ვერ. მუდამ! :)
8. მომეწონა... მომეწონა...
7. თაკო, თაკო!
ნაწარმოებში ერთი-ორი ადგილი საოცრად მომეწონა და გულში მწარედ მომხვდა :(
პ.ს. იმედი მაქვს ერთხელაც შემოვალ შენს გვერდძე და რაიმე ოპტიმისტური განწყობა დამხვდება :) თაკო, თაკო!
ნაწარმოებში ერთი-ორი ადგილი საოცრად მომეწონა და გულში მწარედ მომხვდა :(
პ.ს. იმედი მაქვს ერთხელაც შემოვალ შენს გვერდძე და რაიმე ოპტიმისტური განწყობა დამხვდება :)
6. მე მეშინია არა სიკვდილის, იგი ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა, მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია ძალიან მაგარია.. მადლობთ მე მეშინია არა სიკვდილის, იგი ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა, მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია ძალიან მაგარია.. მადლობთ
5. 555 :) სიგარეტი.... ნელი სუიციდი :) როცა აღმოვაჩინე ეს ცხოვრებას საბოლოოდ გადავუწყვიტე: ყველა დაბრკოლებას გადავლახავ, ოღონდ სუიციდი არ განმეორდება!!! კმარა!!
მე მეშინია არა სიკვდილის, იგი ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა, მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია!
სიცოცხლე, სწორედ სიცოცხლე გვინდა სიცოცხლე გვინდა ასი ათასი, შორი ალპების წყაროზე წმინდა, სამხრეთის მზეზე უდიადესი!!! გ ა ლ ა :) 555 :) სიგარეტი.... ნელი სუიციდი :) როცა აღმოვაჩინე ეს ცხოვრებას საბოლოოდ გადავუწყვიტე: ყველა დაბრკოლებას გადავლახავ, ოღონდ სუიციდი არ განმეორდება!!! კმარა!!
მე მეშინია არა სიკვდილის, იგი ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა, მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია!
სიცოცხლე, სწორედ სიცოცხლე გვინდა სიცოცხლე გვინდა ასი ათასი, შორი ალპების წყაროზე წმინდა, სამხრეთის მზეზე უდიადესი!!! გ ა ლ ა :)
4. დასახვეწია მშვენიერო!!! გაიხარე შენა!!! დასახვეწია მშვენიერო!!! გაიხარე შენა!!!
3. ლიტღირებულება კი... 4იყოს:) ლიტღირებულება კი... 4იყოს:)
2. გულწრფელი ტკივილია... რა გითხრა აბა..ცხოვრებაა და ყველა ადამიანს აქვს ჩორნაია და ბელაია პალასა.სიხარულიც და მწუხარებაც ცხოვრებაში. ი ეტა პრაიDიოტ:)
ჩემი''რჩევები''ყველამ იცის- კაიFუი ატ ჯიზნი.სულერთია ბედნიერების მეცხრე ცაზე ხარ ტუ სასოწარკვეთის მწვერვალზე.
ა ბოლ ტოჯე ვეDიოტ კ ნასლაჟდენიუ:)
გულწრფელი ტკივილია... რა გითხრა აბა..ცხოვრებაა და ყველა ადამიანს აქვს ჩორნაია და ბელაია პალასა.სიხარულიც და მწუხარებაც ცხოვრებაში. ი ეტა პრაიDიოტ:)
ჩემი``რჩევები``ყველამ იცის- კაიFუი ატ ჯიზნი.სულერთია ბედნიერების მეცხრე ცაზე ხარ ტუ სასოწარკვეთის მწვერვალზე.
ა ბოლ ტოჯე ვეDიოტ კ ნასლაჟდენიუ:)
1. :) კარგია :) მომეწონა მე :P :) კარგია :) მომეწონა მე :P
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|