http://www.youtube.com/watch?v=e8HL4WRp_Qk - თუ წაიკითხავთ ამ მუსიკასთან ერთად წაიკითხეთ :D
სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა, სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არ ყოფნის სევდა. გოდერძი ჩოხელი
თეა, სიყვარულს რისთვის მალავენ? ან მათხოვერბი ძველ ჭრილობებს რატომ აჩენენ? ტ. ჭანტურია, "გაღმა ნაპირი"
მე და ჩემი თმახუჭუჭა მაწანწალები ვიყავით. ჩვენ არასოდეს გვქონია სახლი. მას სოფელი და ხეები უყვარდა, მე - მთები და მდინარეები. ჩემს თმახუჭუჭას ახლა უზარმაზარი სახლი აქვს, ცა – სახურავით და ორმოცკარიბჭიანი. ხანდახან წვეულებებს მართავს ხოლმე და გახარებული ამბობს, რომ კარგია ახლობლებთან ერთად მოლხენა. მას ხომ ახლა უზარმაზარი და ტევადი სახლი აქვს. მე კი . . . მე ისევ მაწანწალა ვარ. არ მაქვს სახლი. მემკვიდრეობით მერგო მხოლოდ: მამისგან – წვრილი და წვეტიანი თითები, ხოლო დედისგან – ლურჯი და დაჭყეტილი თვალები. ხანდახან ჩემთან სხვა მაწანწალები მოდიან და ხელს მიწვდიანი. მათ ძველი და ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელი აცვიათ და ზამთარ-ზაფხულ მოშიშვლებული აქვთ სხეულის დამწვარი, ნატყვიარი, დაავადებული ან უბრალოდ დაბერებული ადგილები. მე მათ ღიმილით ვპასუხობ, რომ მეც მაწანწალა ვარ. ისინი ცხვირს მიბზუებენ. მხარზე ხელს მკრავენ და მშორდებიან. ხან ავიყოლიებ ხოლმე. ძირს თათარივით ვჯდები გადაკეტილი ქუჩის შუა თეთრ ზოლზე. ჩემს წინ ნახევარ რკალად პატარა მაწანწალებს ვისვამ და სამყაროს მარტივ ჭეშმარიტებებზე ველაპარაკები, რომ - “ცა არის ლურჯი და არ არის უსაზღვრო, რადგან მიწას ემიჯნება. ცას ხანდახან აყრის ალერგია – ვარსკვლავები. ცის ცრემლი არის წვიმა. წვიმისგან იქმნებიან ზღვები, ტბები და მდინარეები. ზღვა არის ლურჯი და ცას ესაზღვრება. ცას და ზღვას მზე აერთიანებთ. . .” ჩემი არცერთი სიტყვის არ სჯერათ პატარა მაწანწალებს და რიგრიგობით ტოვებენ ჩემს ღიაცისქვეშა აუდიტორიას. არ ვუყვარვარ მაწანწალებს. არ მენდობიან, რადგან მე საგულდაგულოდ ვმალავ ჩემი სხეულის ყველა ჭრილობას ლამაზი ტანსაცმელებით – კოჭებამდე და მაჯებამდე. არადა მეც მაწანწალა ვარ. არასოდეს მქონია სარკე და ყოველთვის მიკვირდა, რატომ უნდოდათ ქალებს, რომ ქონოდათ ლურჯი თვალები. ადრე გულგრილად ვამბობდი - "პიგმანტების ამბავია რაა" და ხელს ვიქნევდი, მერე . . . ერთხელ ქალი ვნახე. ის ერთი პატარა ბარის საპირფარეშოს ალაგებდა. მეც იქვე სარკეში სიამაყით ვუყურებდი ჩემს გრძელ და გაწეწილ თმებს ჩემი თანდაყოლილი ლურჯი თვალებით. იმ სარკეშივე დავინახე ის ქალი ძალიან მოკლედ შეჭრილი თმებით, ძალიან ნაყვავილარი სახით და მაინც ძალიან ლურჯად შეღებილი ქუთუთოებით. დავინახე და თვალი ვეღარ მოვწყვიტე, ვეღარ მოვისვენე. ის თავის საქმეს აკეთებდა მშვიდად და ერთი წამითაც ვერ მივიპყარი მისი ყურადღება ვერც ჩემი გრძელი თმებით და და ვერც ჩემი ლურჯი თვალებით. რადგან კოჭებამდე და მაჯებამდე შავი კაბით მქონდა დაფარული ნაიარევი სხეული. მერე, როცა ჩემმა თმახუჭუჭამ ახალი სახლი შეიძინა და მიმატოვა, ლურჯ ტბასთან წავედი და ბევრი ვიტირე. ტბა სარკეს გავდა, ცრემლიანი და ლურჯი თვალები კი ტბას. მაშინ მივხვდი რატომ გვინდა, რომ გვქონდეს თვალებში ლურჯი ტბები, რომ ისინი ტირილის დროს აცრემლებულ ცას გავს, ადიდებულ ზღვას გავს, თითქოს სამყაროა – მიწის მომიჯნავე ცა და ცის მოსაზღვრე ზღვა. ხან გაყინული ტბასავით ცივია, ხან ლღვება და მთის ნაკადულებს ქარგავს. . . . მე მაწანწალა ვარ და მიყვარს წვიმაში ხეტიალი. მაგრამ გულისწასვლამდე მეშინია ქუხილის. ბავშვობიდან. მაშინ თურმე ჭეხახუხილს ვეძახდი და შეშინებულ თავს საბანში ვრგავდი.
ერთხელ ქუჩასი ხეტიალისის ძალიან გაწვიმდა. არ მქონდა სახლი. ამიტომ უცხო უბნის უცხო ფანჩატურს შევეფარე, თან ყურებზე მაგრად ავიფარე ხელები, ჭექა-ქუხილის მოლოდინში. ეს ალბათ სადღაც ჩამოვარდნილი მეხის ქვეცნობიერი შიშია. სადღაც მომხდარი დიდი უბედურებისთვის გლოვა და დარდი. სხვა ასაკიანი მაწანწალაც შემოეხიზმა ფანჩატურს. იქნებ ამასაც არ აქვს სახლი? ხანდახან რა დიდი იმედი ხართ უცხო ადამიანებო. ყურებიდან ნელ-ნელა ჩამოვიცურე ხელები. ჩვენ ორივე მარტო ვიყავით. ვისხედით ასე, რკინის მაგიდის გაღმა – გამოღმა და უხმოდ ვსაუბრობდით: კაცი – ვინმეს ელოდებით? - დიახ, შვიდ საათს. - ??? - შვიდ საათზე უბრალოდ ავდგები და წავალ. მე მაწანწალა ვარ. არასოდეს მქონია სახლი. და სულ მაინტერესებდა როგორია სიკვდილი მეხის დაცემით. რა მოხდა? რატომ ვერიდებით ამ სიტყვას? ს ი ც ო ც ხ ლ ე და ს ი კ ვ დ ი ლ ი – ყველაზე მარტივი და გავრცელებული სიტყვებია. იქნებ სიმარტივე გვაშინებს. თუ კარგად ჩავიხედებით გულში, ჩვენ ყველას გვაქვს არჩეული სიკვდილის სასურველი და არასასურველი გზები და ეს ყველაზე დიდი ადამიანური გულუბრყვილობაა. აი, მაგალითად: როცა ვამბობ, რომ არ მინდა სიკვდილი თავში ნაჯახის ჩარტყმით – იცინიან, სასაცილოა და იმიტომ. მეც იმიტომ ვამბობ, რომ გაიცინონ. მე ხომ მაწანწალა ვარ და თავს მასხარაობით ვირჩენ. მარგამ რაც მართალია მართალი, ასეთი სიკვდილი მართლა არ მინდა. მგონი არც თქვენ, ხომ? იცით? მე ვიცი, რომ ჩემს სალათისფერ სოროში გულგახეთქილს მიპოვნიან. ეს მოხდება დიდი ხნის მერე. სანამ მილიარდ(არ ვიცი მერამდენედ) იყივლებს ჭრელი მამალი და გულისტკენების მძიმე ჯაჭვით დაბმულ, დაღლილ სამყაროს გამოაღვიძებს. ზაფხულის ცხელ შუაღამეს სულ ცოტათი რომ გადასცდება ვეღარ გავიგებ მაწანწალა ძაღლების გულისწამღებ ყეფას, რადგან თეთრი თმა მექნება ჩამოყრილი დანაოჭებულ შუბლზე და მარცხენა ხელისგულზე ოდნავ ზევით, მაჯასთან ესვენება ჩემი გახეთქილი გული. და სანამ ზღვის გაღმა, ჩემს ორმოცკარიბჭიან სახლში შევალ, ბოლოჯერ გაიელვებს საყვარელი კადრი: ვცეკვავ ზღვის ქვიშიან ნაპირზე ხუთი წლის გოგოსთან ერთად. ეს ყველაზე სასაცილო ცეკვაა, რადგან ჩვენ ერთნამეთის მოგონილ ილეთებს ვიმეორებთ. პატარები და დიდები ხომ სამყაროს გაჩენის დღიდან ერთმანეთს ბაძავენ და თავს აწონებენ. ჩემი კაბა, კოჭებამდე და მაჯებამდე, იქნება გამჭვირვალე და ნახევრად გამომიჩნდება იარებიანი სხეული თავბრუდამხვევი ბზრიალის დროს. და მერე, როცა ჩამავალი მზე თვალს გამისწორებს და ზღვაზე ბრჭყვიალა ბილიკს დახატავს, ზღვაში შევალ და გავუყვები გზას ჯადოსნური გაღმა ნაპირისკენ. ყოველთვის მიყვარდა ცურვა ჩამავალი მზის ბილიკზე. მაგრამ ადრე ფართხა-ფურთხით მივცურავდი, რომ მზემდე მიმესწრო. არაფერი გამოდიოდა. მზე თვალებს მჭრიდა. ვიღლებოდი. მზე ჩადიოდა და ნაპირზე ვბრუნდებოდი. ჯერ ადრე იყო. ახლა დროა. უნდა გადავიდე. უნდა მოვუგო მზეს ჩემს პიგმენტნაკლულ თვალებთან გამართული ბრძოლა. უნდა ვიცურო მშვიდად. ნელა და თანმიმდევრულად უნდა მოვუსვა ჩემი წაგრძელებული მკლავი – ნიჩბები. უნდა მივიდე მზესთან ზუსტად მაშინ ზღვაში ჩასვენებისას ძალას რომ კარგავს. იქ გაღმა ნაპირია. იქ მელოდებიან ჩემი თმახუჭუჭა და ჩემი ყველაზე შავი. იქ მექნება ჩემი სახლი. გამოღმა, ჩემს დაწყებულ პარტიას გააგრძელებენ პატარა მაწანწალები, გულისწამღები ჟივილ-ხივილით. მხრებზე დიდი ხნის დაუვარცხნავი თები ეყრებათ. გამხდარი ხელებით ააფრიალებენ თავიანთ ძველ და ჭრელა-ჭრულა კაბებს. ცხელ ქვიშაზე ღონივრად დაკრავენ დასერილ ფეხისგულებს, როცა მე ჩამავალ მზეს ჩავხედავ თვალებში და სხივებზე დავეკიდები.
ნაპირიდან კი ისევ დამიძახებს დაღონებული დედაჩემი – ნინიკოოო, გამოდიი, გაამოდი!!! ღამდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. ლამაზი და სევდიანი ლამაზი და სევდიანი
31. ვაიჰ.... :( ჩამწყდა გულში რაღაც... ვაიჰ.... :( ჩამწყდა გულში რაღაც...
30. chort......................... chort.........................
29. მდა მდა მდა, კაიააა! მდა მდა მდა, კაიააა!
28. სარკეს გავდა, ცრემლიანი და ლურჯი თვალები კი ტბას. მაშინ მივხვდი რატომ გვინდა, რომ გვქონდეს თვალებში ლურჯი ტბები, რომ ისინი ტირილის დროს აცრემლებულ ცას გავს, ადიდებულ ზღვას გავს, თითქოს სამყაროა – მიწის მომიჯნავე ცა და ცის მოსაზღვრე ზღვა. ხან გაყინული ტბასავით ცივია, ხან ლღვება და მთის ნაკადულებს ქარგავს.
:) სარკეს გავდა, ცრემლიანი და ლურჯი თვალები კი ტბას. მაშინ მივხვდი რატომ გვინდა, რომ გვქონდეს თვალებში ლურჯი ტბები, რომ ისინი ტირილის დროს აცრემლებულ ცას გავს, ადიდებულ ზღვას გავს, თითქოს სამყაროა – მიწის მომიჯნავე ცა და ცის მოსაზღვრე ზღვა. ხან გაყინული ტბასავით ცივია, ხან ლღვება და მთის ნაკადულებს ქარგავს.
:)
27. პირდაპირ და გულწრფელად გეუბნები... სკაიპიდან გასული იყავი და ვეღარ გითხარი... :) პირდაპირ და გულწრფელად გეუბნები... სკაიპიდან გასული იყავი და ვეღარ გითხარი... :)
26. ხომ გითხარი კარგად წერ-მეთქი... :* ხომ გითხარი კარგად წერ-მეთქი... :*
25. "მაშინ მივხვდი რატომ გვინდა, რომ გვქონდეს თვალებში ლურჯი ტბები, რომ ისინი ტირილის დროს აცრემლებულ ცას გავს, ადიდებულ ზღვას გავს, თითქოს სამყაროა – მიწის მომიჯნავე ცა და ცის მოსაზღვრე ზღვა. ხან გაყინული ტბასავით ცივია, ხან ლღვება და მთის ნაკადულებს ქარგავს." “ცა არის ლურჯი და არ არის უსაზღვრო, რადგან მიწას ემიჯნება. ცას ხანდახან აყრის ალერგია – ვარსკვლავები. ცის ცრემლი არის წვიმა. წვიმისგან იქმნებიან ზღვები, ტბები და მდინარეები. ზღვა არის ლურჯი და ცას ესაზღვრება. ცას და ზღვას მზე აერთიანებთ. . .” ბრრრრრრრრრრრრრ!!! ძლიერი ხარ :) და მიყვარხარ :) ხომ დიდი ხანია გიცნობ, მაგრამ ამის წაკითვის შემდეგ სუუუუუუუულ სხვანაირ ნინორედ წარმომიდექი. "მაშინ მივხვდი რატომ გვინდა, რომ გვქონდეს თვალებში ლურჯი ტბები, რომ ისინი ტირილის დროს აცრემლებულ ცას გავს, ადიდებულ ზღვას გავს, თითქოს სამყაროა – მიწის მომიჯნავე ცა და ცის მოსაზღვრე ზღვა. ხან გაყინული ტბასავით ცივია, ხან ლღვება და მთის ნაკადულებს ქარგავს." “ცა არის ლურჯი და არ არის უსაზღვრო, რადგან მიწას ემიჯნება. ცას ხანდახან აყრის ალერგია – ვარსკვლავები. ცის ცრემლი არის წვიმა. წვიმისგან იქმნებიან ზღვები, ტბები და მდინარეები. ზღვა არის ლურჯი და ცას ესაზღვრება. ცას და ზღვას მზე აერთიანებთ. . .” ბრრრრრრრრრრრრრ!!! ძლიერი ხარ :) და მიყვარხარ :) ხომ დიდი ხანია გიცნობ, მაგრამ ამის წაკითვის შემდეგ სუუუუუუუულ სხვანაირ ნინორედ წარმომიდექი.
24. მერე, როცა ჩემმა თმახუჭუჭამ ახალი სახლი შეიძინა და მიმატოვა, ლურჯ ტბასთან წავედი და ბევრი ვიტირე. ტბა სარკეს გავდა, ცრემლიანი და ლურჯი თვალები კი ტბას. მაშინ მივხვდი რატომ გვინდა, რომ გვქონდეს თვალებში ლურჯი ტბები, რომ ისინი ტირილის დროს აცრემლებულ ცას გავს, ადიდებულ ზღვას გავს, თითქოს სამყაროა – მიწის მომიჯნავე ცა და ცის მოსაზღვრე ზღვა. ხან გაყინული ტბასავით ცივია, ხან ლღვება და მთის ნაკადულებს ქარგავს.
მაგარიააა ეგრეა არ ;) მერე, როცა ჩემმა თმახუჭუჭამ ახალი სახლი შეიძინა და მიმატოვა, ლურჯ ტბასთან წავედი და ბევრი ვიტირე. ტბა სარკეს გავდა, ცრემლიანი და ლურჯი თვალები კი ტბას. მაშინ მივხვდი რატომ გვინდა, რომ გვქონდეს თვალებში ლურჯი ტბები, რომ ისინი ტირილის დროს აცრემლებულ ცას გავს, ადიდებულ ზღვას გავს, თითქოს სამყაროა – მიწის მომიჯნავე ცა და ცის მოსაზღვრე ზღვა. ხან გაყინული ტბასავით ცივია, ხან ლღვება და მთის ნაკადულებს ქარგავს.
მაგარიააა ეგრეა არ ;)
23. შვიდ საათზე უბრალოდ ავდგები და წავალ. მე მაწანწალა ვარ. არასოდეს მქონია სახლი. და სულ მაინტერესებდა როგორია სიკვდილი მეხის დაცემით. ...
მომწონს.......................... შვიდ საათზე უბრალოდ ავდგები და წავალ. მე მაწანწალა ვარ. არასოდეს მქონია სახლი. და სულ მაინტერესებდა როგორია სიკვდილი მეხის დაცემით. ...
მომწონს..........................
22. ნიჩბები. უნდა მივიდე მზესთან ზუსტად მაშინ ზღვაში ჩასვენებისას ძალას რომ კარგავს. იქ გაღმა ნაპირია. იქ მელოდებიან ჩემი თმახუჭუჭა და ჩემი ყველაზე შავი. იქ მექნება ჩემი სახლი. გამოღმა, ჩემს დაწყებულ პარტიას გააგრძელებენ პატარა მაწანწალები გენაცვალეეეეე....საყვარელო ბავშვო...ბრძენოო!!!!555555555555555 ნიჩბები. უნდა მივიდე მზესთან ზუსტად მაშინ ზღვაში ჩასვენებისას ძალას რომ კარგავს. იქ გაღმა ნაპირია. იქ მელოდებიან ჩემი თმახუჭუჭა და ჩემი ყველაზე შავი. იქ მექნება ჩემი სახლი. გამოღმა, ჩემს დაწყებულ პარტიას გააგრძელებენ პატარა მაწანწალები გენაცვალეეეეე....საყვარელო ბავშვო...ბრძენოო!!!!555555555555555
21. ცვენ ყველანი მაწანწალები ვართ ნეტუნი ცვენ ყველანი მაწანწალები ვართ ნეტუნი
20. კარგია. რაღაც მიზიდავს თქვენს ნაწერში. წარმატებებს გისურვებთ. კარგია. რაღაც მიზიდავს თქვენს ნაწერში. წარმატებებს გისურვებთ.
19. რატომ ვერიდებით ამ სიტყვას? ს ი ც ო ც ხ ლ ე და ს ი კ ვ დ ი ლ ი – ყველაზე მარტივი და გავრცელებული სიტყვებია. იქნებ სიმარტივე გვაშინებს არაა ასე მარტივი,როგორც იძახი,ნიიინ..:(:(:(სამწუხაროდ.... :-* რატომ ვერიდებით ამ სიტყვას? ს ი ც ო ც ხ ლ ე და ს ი კ ვ დ ი ლ ი – ყველაზე მარტივი და გავრცელებული სიტყვებია. იქნებ სიმარტივე გვაშინებს არაა ასე მარტივი,როგორც იძახი,ნიიინ..:(:(:(სამწუხაროდ.... :-*
18. იციი, ამას მე არ ვწერ. იცი ვინ წერს?? აი ყელში რომ უზარმაზარი, ენით აუწერელი ბურთი რომ გაგეჩხირება და ენას ჩაგიგდებს და მარტო თითონ რომ საუბრობს შენს მაგივრად და გინდა თუ არ გინდა ყველაფერს რომ გამოხატავს, აი ეგ წერს, თორემ ჩემნაირ უნიჭოს სად შეუძლია კარგის დაწერა? მე დამაყენე და მამღერე ,, I Believe I Can Fly" და ეგაა რაა :) :-* იციი, ამას მე არ ვწერ. იცი ვინ წერს?? აი ყელში რომ უზარმაზარი, ენით აუწერელი ბურთი რომ გაგეჩხირება და ენას ჩაგიგდებს და მარტო თითონ რომ საუბრობს შენს მაგივრად და გინდა თუ არ გინდა ყველაფერს რომ გამოხატავს, აი ეგ წერს, თორემ ჩემნაირ უნიჭოს სად შეუძლია კარგის დაწერა? მე დამაყენე და მამღერე ,, I Believe I Can Fly" და ეგაა რაა :) :-*
17. ქაიხოსრო :-* რა მაგარი რაღაც მომწერე, ყველაზე მაგარი :-* მართლა ქაიხოსრო :-* რა მაგარი რაღაც მომწერე, ყველაზე მაგარი :-* მართლა
16. შენ იმდენად თბილი ხარ,აი როგორც მშრალი ყინული ყველას რომ ცივი გონია და ხელს რომ წვავს... შენც ცივი გგონია შენი თავი მაგრამ სიმხურვალეს ასხოვებ :-* მეც მიყვარხარ საძაგელო ნინორე... :-* შენ იმდენად თბილი ხარ,აი როგორც მშრალი ყინული ყველას რომ ცივი გონია და ხელს რომ წვავს... შენც ცივი გგონია შენი თავი მაგრამ სიმხურვალეს ასხოვებ :-* მეც მიყვარხარ საძაგელო ნინორე... :-*
15. გმადლობთ :-*
მამინაცვალო ;) მე ბევრი რამე მასწავლა საძაგელმა ეგორ ეფიმოვმა.
ვაასაააააააკ მეც გავცივდი მგონი იცი? :) მიყვარხარ დებილო ვირო
დადუუუუუუუუუ მეც მიყვარხარ ბა ვოოონც :))
გაზაფხული არ მიყვარს :)) მაგრამ "გაზაფხულზე" ვგიჟდები :))
და ასე შემდეგ :)) გმადლობთ :-*
მამინაცვალო ;) მე ბევრი რამე მასწავლა საძაგელმა ეგორ ეფიმოვმა.
ვაასაააააააკ მეც გავცივდი მგონი იცი? :) მიყვარხარ დებილო ვირო
დადუუუუუუუუუ მეც მიყვარხარ ბა ვოოონც :))
გაზაფხული არ მიყვარს :)) მაგრამ "გაზაფხულზე" ვგიჟდები :))
და ასე შემდეგ :))
14. არავითარი სიტყვები... არავითარი ემოციები... არავთარი ცრემლები...
მხოლოდ სიკვდილია ყველლგან და საერთოდ არ მაძლევს მოსვენებას... იცი საერთოდ არ მიტირია არადა რომ წავიკითხე წესით უნდა მეტირა! აი ხომ გითხარი გავცივდი მეთქი... არავითარი სიტყვები... არავითარი ემოციები... არავთარი ცრემლები...
მხოლოდ სიკვდილია ყველლგან და საერთოდ არ მაძლევს მოსვენებას... იცი საერთოდ არ მიტირია არადა რომ წავიკითხე წესით უნდა მეტირა! აი ხომ გითხარი გავცივდი მეთქი...
13. მინდა ზვრები გაზაფხულის, ღრუბლებს მოვა წვიმინო, ვაი რა შორს გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო...
მივდივარ და სად მივდივარ სადაური საითა ლელო ერთხელ გავიტანე განა კიდევ გავიტან...
მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა სიყვარულის სიზმარი დაგამეხსნა მხოლოდ მაშინ კარნი სამოთხისანი...
მხოლოდ ერთხელ ავაშენე სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დიდგორისკენ მხოლოდ ერთხელ დავძარი...
მინდა ზვრები გაზაფხულის ღრუბლებს მოვა წვიმინო, ვაი, რა შორს გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო... ჩემი ჟღალი მიმინო...... მინდა ზვრები გაზაფხულის, ღრუბლებს მოვა წვიმინო, ვაი რა შორს გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო...
მივდივარ და სად მივდივარ სადაური საითა ლელო ერთხელ გავიტანე განა კიდევ გავიტან...
მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა სიყვარულის სიზმარი დაგამეხსნა მხოლოდ მაშინ კარნი სამოთხისანი...
მხოლოდ ერთხელ ავაშენე სვეტიცხოვლის ტაძარი და ლაშქარი დიდგორისკენ მხოლოდ ერთხელ დავძარი...
მინდა ზვრები გაზაფხულის ღრუბლებს მოვა წვიმინო, ვაი, რა შორს გაფრენილა ჩემი ჟღალი მიმინო... ჩემი ჟღალი მიმინო......
12. ნეტკა როგორ ხარ შე მაგარო? :) ნახევრად წავიკითხე,სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ვასწრებ :-( საგამოს გავაგრძელებ. მანამ დიიიიიიიიდი მოკითხვა შენ ნეტკა როგორ ხარ შე მაგარო? :) ნახევრად წავიკითხე,სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ვასწრებ :-( საგამოს გავაგრძელებ. მანამ დიიიიიიიიდი მოკითხვა შენ
11. მერე, როცა ჩემმა თმახუჭუჭამ ახალი სახლი შეიძინა და მიმატოვა, ლურჯ ტბასთან წავედი და ბევრი ვიტირე. ტბა სარკეს გავდა, ცრემლიანი და ლურჯი თვალები კი ტბას. მაშინ მივხვდი რატომ გვინდა, რომ გვქონდეს თვალებში ლურჯი ტბები, რომ ისინი ტირილის დროს აცრემლებულ ცას გავს, ადიდებულ ზღვას გავს, თითქოს სამყაროა – მიწის მომიჯნავე ცა და ცის მოსაზღვრე ზღვა. ხან გაყინული ტბასავით ცივია, ხან ლღვება და მთის ნაკადულებს ქარგავს.
იცით? მე ვიცი, რომ ჩემს სალათისფერ სოროში გულგახეთქილს მიპოვნიან. ეს მოხდება დიდი ხნის მერე. სანამ მილიარდ(არ ვიცი მერამდენედ) იყივლებს ჭრელი მამალი და გულისტკენების მძიმე ჯაჭვით დაბმულ, დაღლილ სამყაროს გამოაღვიძებს. ზაფხულის ცხელ შუაღამეს სულ ცოტათი რომ გადასცდება ვეღარ გავიგებ მაწანწალა ძაღლების გულისწამღებ ყეფას, რადგან თეთრი თმა მექნება ჩამოყრილი დანაოჭებულ შუბლზე და მარცხენა ხელისგულზე ოდნავ ზევით, მაჯასთან ესვენება ჩემი გახეთქილი გული. და სანამ ზღვის გაღმა, ჩემს ორმოცკარიბჭიან სახლში შევალ, ბოლოჯერ გაიელვებს საყვარელი კადრი:
ბრავო, ასე მხოლოდ ეგორ ეფიმვის ნეტოჩკას ძალუძს წერა... მაგარი პროზაა! 555 მერე, როცა ჩემმა თმახუჭუჭამ ახალი სახლი შეიძინა და მიმატოვა, ლურჯ ტბასთან წავედი და ბევრი ვიტირე. ტბა სარკეს გავდა, ცრემლიანი და ლურჯი თვალები კი ტბას. მაშინ მივხვდი რატომ გვინდა, რომ გვქონდეს თვალებში ლურჯი ტბები, რომ ისინი ტირილის დროს აცრემლებულ ცას გავს, ადიდებულ ზღვას გავს, თითქოს სამყაროა – მიწის მომიჯნავე ცა და ცის მოსაზღვრე ზღვა. ხან გაყინული ტბასავით ცივია, ხან ლღვება და მთის ნაკადულებს ქარგავს.
იცით? მე ვიცი, რომ ჩემს სალათისფერ სოროში გულგახეთქილს მიპოვნიან. ეს მოხდება დიდი ხნის მერე. სანამ მილიარდ(არ ვიცი მერამდენედ) იყივლებს ჭრელი მამალი და გულისტკენების მძიმე ჯაჭვით დაბმულ, დაღლილ სამყაროს გამოაღვიძებს. ზაფხულის ცხელ შუაღამეს სულ ცოტათი რომ გადასცდება ვეღარ გავიგებ მაწანწალა ძაღლების გულისწამღებ ყეფას, რადგან თეთრი თმა მექნება ჩამოყრილი დანაოჭებულ შუბლზე და მარცხენა ხელისგულზე ოდნავ ზევით, მაჯასთან ესვენება ჩემი გახეთქილი გული. და სანამ ზღვის გაღმა, ჩემს ორმოცკარიბჭიან სახლში შევალ, ბოლოჯერ გაიელვებს საყვარელი კადრი:
ბრავო, ასე მხოლოდ ეგორ ეფიმვის ნეტოჩკას ძალუძს წერა... მაგარი პროზაა! 555
9. ჰო და ეს სიმღერაცცცცც :) მაგარია :) მიყვარხარ გოგონიი, რას გაიგებ რატომ მაგრამ ეგრე :P ჰო და ეს სიმღერაცცცცც :) მაგარია :) მიყვარხარ გოგონიი, რას გაიგებ რატომ მაგრამ ეგრე :P
8. ნეტკა უკარგესო :-* მოგიკითხე :) ნეტკა უკარგესო :-* მოგიკითხე :)
7. ემოციის გარეშე არ იკითხები,პატარა, ქალო:-* ემოციის გარეშე არ იკითხები,პატარა, ქალო:-*
6. საყვარელი, პატარა მაწანწალას გულწრფელი ფიქრები :)
საინტერესო განცდებია :) საყვარელი, პატარა მაწანწალას გულწრფელი ფიქრები :)
საინტერესო განცდებია :)
5. ბავშვის გადაღებული ფოტობი... :) ბავშვის გადაღებული ფოტობი... :)
4. პატარა მაწანწალა პრინცესა, უპრინცესესი. პატარა მაწანწალა პრინცესა, უპრინცესესი.
3. ხვალ წყარად წავიკითხავ... ხვალ წყარად წავიკითხავ...
2. მუსიკა მინდოდა დამეწერა... მაპატიეთ... მუსიკა მინდოდა დამეწერა... მაპატიეთ...
1. არანორმალურად მომეწონა...!
განსაკუთრებით მუსიკოს ფოზე წაკითხული...
ძალიან... ძალიან...ძალიან... არანორმალურად მომეწონა...!
განსაკუთრებით მუსიკოს ფოზე წაკითხული...
ძალიან... ძალიან...ძალიან...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|