ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთუ
ჟანრი: პროზა
27 ივლისი, 2009


Indigo

საღამო იყო..აი ისეთი წვიმის შემდეგ რომ იცის, თბილი, საყვარელი, იტალიური.
ზღვასთან მივედი...ადრიატიკის ზღვა იყო..ისე ამ ზღვაზე სულ რაღაც ასოცაეციები მაქვს..რაღაც ისეთი სახელი აქვს... ადრიატიკა, რაღაც მითიური, ძველბერძნული..მაგონებს ოლიმპოს ქალღმერთს..თითქოს ეს ტალღები მისი indigoსფერი კულულებია, რომლებსაც ქარი აღელვებს...ხავსიც ზურმუხტის ყელაბამივით გაუკეთებია, ეს გემებიც პეპლებივით დაცურავენ მის კულულებში...
იქვე სკამი იდგა, წვიმის შემდეგ სველი...მაინც დავჯექი...წვეთებმა აკოცეს ჩემ თითებს...დამთბა... გავცქეროდი შორს ოქროში ამოვლებულ დიდ ბურთს, რომელიც ცაში გაფრენილი ბამბის ქულებიდან იცქირებოდა და ადრიატიკის indigoსფერ თმებზე ოქროსფერ ნაწნავს წნიდა
ეს იტალიურიც რა ლამაზი ენაა...რაღაც Carino!!!...მუსიკასავით ენა...ისე ეს ადრიატიკაც იტალიაური ენის რითმებში ღელავს
იტალიელები ისეთი ხმაურიანები არიან სულ გაჰკივიან ole, bella, bella...მღერიან, მოკლედ უხარიათ ცხოვრება და უყვართ თავიანთი "ჩექმა"...მიუხედავად ასეთი ხმაურისა უკან რაღაც ხმა გაისმა, მივიხედე..მოხუცი კაცი იყო, ჯოხით....თმები სულ თეთრი ჰქონდა, მრგვალი სათვალეები ეკეთა, იმწუთასვე შეატყობდი, რომ ინტელიგენტი, უდავოდ ზრდილობიანი და თავმდაბალი ადამიანი იყო...მოკლედ იშვიათი...Вымирающий вид человека.. :) შემოუარა სკამს, თეთრი ტუფლები ეცვა, თეთრივე შარვალი, რუხი შემოსაცმელი, გულის ჯიბეში წითელი ცხვირსახოცი ედო, ბერეტი ეხურა, რუხი ფერის... შემომხედა..თავი დავუკარი მისალმების ნიშნად...არა ალბათ იმის ნიშნად, რომ რა თქმა უნდა შეუძლია დაჯდეს......
დაჯდა...მე მარცხენა კიდეში ვიჯექი, ის მარჯვენა.....ჯოხს დააყრდნო ხელები, გადააჯვარედინა მაჯაზე....მისი სუნთქვა მესმოდა...ისე რაღაც თბილად სუნთქავდა,არ ვუყურებდი, მაგრამ ვგრძნობდი იღიმოდა...ადრიატიკას უღიმოდა..ალბათ მზესაც...ისეთი საყვარელი ბაბუ მოხუცი იყო, კეთილი სახით.
...ვუყურებდით შორს პატარ-პატარა მწეველ გემებს, ბოლს რომ მაღლა მაღლა უშვებდნენ....  საყურე მომძვრა და ჩამომმვარდა, სასწრაფოდ დაიხარა ასაღებად..მეც დავიხარე, თუმცა დამასწრო....აიღო საყურე...სანამ გასწორდებოდა გამომიწოდა...შემომანათა...ისეთი თაფლის თვალები ჰქონდა...ლამის კოვზი მოვიმარჯვე...ძალიან ძალიან თაფლისფერი და თბილი....გავჩერდით ორივენი ესე......ალბათ 7 წამი....გაიმართა წელში...გამიღიმა...ასეთი კეთილი და გულწრფელი ღიმილი არასოდეს მინახავს...სულ ჩემსკენ შემოტრიალდა და: " You have such an Indigo eyes, nymph"....
წამოდგა, საყურე ხელთან დამიდო, ისევ გამიღიმა მზესავით, თავი დამიკრა...შებრუნდა და წავიდა
ხმაურიანი ვენეციის ქუჩები ჩაწყნარდა...ცამაც ოქროს მაგივრად ახლა ვერცხლისფერი გულსაბამი დაიმაგრა..და მოციმციმე ბრილიანტებიც შეიყარა გულმკერდზე....Indigoსფერი კულულები გამუქდნენ...გაშავდნენ...თითქოს დაქვრივდა ადრიატიკა.....მარტო თვალები დამრჩა
ისეთივე..Indigo....

( ერთი წლის უკან...29 ივლისი...ჩემი 18 წელი...ვენეცია,
                                        იტალია..დედამიწა...ირმის ნახტომი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები