ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2009


ემანუელ

 

გახსოვს? - ეგვიპტეში
შავტუხა გოგონა ,
შენი ეზოსაკენ
მალულად მზირალი,
როცა მოგიხმობდა
დედა-მარიამი:
-მოდი, ემანუელ,
შვილო, ემანუელ!

ის გოგო გათხოვდა
და როცა საღამოს
წვრილ-შვილს დააძინებს
და გამრჯე მეუღლეს
ფეხებს ბანს მორჩილი,
ო,ნეტა იცოდე,
როგორ შურს იმ ქალთა,
მენელსაცხებლეთა,
ფეხები თავისი თმით რომ
შეგიმშრალეს!

დე, სხვებმა გიწოდონ
ქრისტე და იესო,
შენ ჩემთვის დარჩები
მუდამ  ,,ემანუელ’’ ...

მოდი, ემანუელ,
ჩემო ემანუელ! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები