ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
საღამოს 6 საათი ხდებოდა, როცა ფუნიკულიორზე ავიდნენ. კარგია, ზაფხული იყო და ამ დროსაც კი მზე ანათებდა. ეს კი ნიშნავდა, რომ თეონას მზის სათვალეებით შეეძლო ბაღში სიარული. მანქანა სადგომზე გააჩერეს და თავად ბაღის სიღრმისკენ აიღეს გეზი. - თეონა, მოდი, ღია კაფეში მაინც დავსხდეთ, ყავა, ნამცხვარი, ხაჭაპური ავიღოთ... შემიცოდე, დილიდან არაფერი მიჭამია. - სხვა რა გზაა? მე თავად შემოგთავაზეთ კაფეში ჩემი დაპატიჟება.... მხოლოდ ისე, რომ სათვალის მოხსნა არ დამჭირდეს, კარგი? - ბატონი ბრძანდები!
ღია კაფეში მალე იპოვეს თავისუფალი ადგილი და ვახშმის შეკვეთა მისცეს. - ვიდრე რამეს მოგვიტანენ, აბა, მოყევი... - რა? - რამაც გადაგაწყვეტინა აქეთ გამოსეირნება... რატომ მითხარი, გათხოვილი ვარო? ან ვინ ქორწინდება დღეს? გათხოვილ ქალს რატომ გაღელვებს სხვისი ქორწინება?!... - ლოგიკური კითხვებია... მომიწევს პასუხის გაცემა. - ყურადღებით გისმენ... კიდევ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, - მე შენი მკურნალი ექიმი ვარ, რომელმაც გზა უნდა ვიპოვო შენს განსაკურნად. დამეხმარე... - კაი, ბატონო... დავიწყებ იქიდან, რომ დღეს ქორწინდება ბიჭი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. - იმას? - იმასაც ვუყვარვარ, ან ვუყვარდი... ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნებოდა. მისი საცოლე ვიყავი, როცა დათომ მომიტაცა. - არ მიკვირს... შენი მოტაცების სურვილი, ალბათ, სხვებსაც ჰქონდა... – მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი გივიმ. - არ ვიცი... შეიძლება!... – თეონამ თავი დაღუნა და გაჩუმდა. - შემდეგ? რა მოხდა შემდეგ? ახლა სად არის დათო? - დათო თავის სახლშია.... მე - ჩემს სახლში... - დაცილდიით? აბა, “გათხოვილი ვარო”? – გივის სპაზმებმა მოუჭირა ყელში. - ჰო, დავცილდით... ზუსტად ერთ თვეში. მას სხვა ყავდა! - თეონა, ეს შეუძლებელია! - არაა შეუძლებელი... იმ გოგოს ნონა ჰქვია... მე სახლში დავბრუნდი. - დათო არ მოვიდა მეორე დღესვე და არ დაგაბრუნა სახლში? - არა, გივი... ვერ გაბედავდა. მე... – თეონამ დაწყებული სიტყვა გადაყლაპა და კვლავ გაჩუმდა. შერცხვა იმის თქმის, რომ მთელი თვე გათხოვილი ქალის სტატუსი ჰქონდა და მაინც ქალიშვილი წამოვიდა ოფიციალური მეუღლის სახლიდან. - არ მესმის და მომკალი! – გივი წამოხტა და ისევ მოწყვეტით დაჯდა, - მერე? - მერე – არაფერი... მეგონა ჯაბას ვუყვარდი... მან კი... მას დღეს ქორწილი აქვს, გივი... – თეონამ ცხვირსახოცი მიიტანა თვალებთან და მხოლოდ მერე ჩამოიხსნა მზის სათვალე. - მოდი, ადგილი გამიცვალე. ხალხისკენ ზურგით იჯდები... და მოიხსენი ეს სათვალე... – გივი თეონას ადგილას გადაჯდა, - თვალებში მინდა გიყურო... ულამაზესი თვალები გაქვს... თვალები-ქამელეონები... ასეთები არასოდეს მინახავს! – გივიმ ადგილი გაუცვალა თეონას და მანაც სათვალე მაგიდაზე დადო, ყოველი შემთხვევისთვის.
ამასობაში ოფიციანტმა შეკვეთილი ვახშამი მოიტანა და სუფრა გაშალა. - სასმელს არ ინებებთ? – ჰკითხა ოფიციანტმა, რადგან ჩათვალა, რომ შეკვეთა დაავიწყდათო... - მხოლოდ ლიმონათი და ყავა... - თქვენი ნებაა... – თქვა აშკარად უკმაყოფილო ოფიციანტმა და მაგიდას მოცილდა.
ხაჭაპურს ოხშივარი ასდიოდა. ცხელი ყველის სურნელმა ცხვირში შეუღიტინა ორივეს. ლაღიძის ლიმონათის ცივი ბოთლები მომენტალურად დაიცვარა... - გადაიღე, ვიდრე ცხელია... - არ ვიტყვი უარს!... – თეონამ გემრიელად ჩაკბიჩა ხაჭაპური და გივის გაუღიმა. - კარგი, სულ მე რომ მაყოლებ, შენზეც მომიყევი ორიოდ სიტყვით. სულ რაღაც საათნახევრის წინ ცოლობა მთხოვე და... მე არაფერი ვიცი შენს შესახებ, გარდა იმისა, რომ 34 წლის ხარ! - რა მოგიყვე, არც კი ვიცი... 27 წლისამ მოვიყვანე ცოლი... 29 წლისას პატარა ნინიკო შეგვეძინა... ბედნიერი ოჯახი მქონდა, სანამ... - სანამ? – თვალებგაფართოებულ თეონას დაავიწყდა, ხაჭაპურის ნაჭერი რომ ეჭირა ხელში... - ჰო, სანამ ჩემი მეუღლე ავტოკატასტროფაში არ დაიღუპა. ისიც ექიმი იყო. სასწრაფოზე მუშაობდა. იმ ღამეს მორიგე იყო... სამი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს... ქეთი მანქანიდან გადმოვარდნილა და ადგილზე გარდაიცვალა... - ვწუხვარ... ვიზიარებ შენს ტკივილს... და ბავშვი? - ბავშვი ჩემს სიდედრთან იზრდება... ახალგაზრდა სიდედრი მყავს, 47 წლისაა. ქეთი 7 წლით იყო ჩემზე პატარა, ახლა 27 წლისა უნდა ყოფილიყო.... - როდის მოხდა ეს? – ცრემლები აუბრჭყვიალდა თვალებში თეონას. - შარშან ოქტომბერში... - ანუ, წელიწადიც არ არის გასული? - ჰო, 18 ოქტომბერს გახდება 1 წელი... მამტყუნებ, ცოლობა რომ გთხოვე?... - არა... რა უფლება მაქვს? - ვიცი, არ დამიჯერებ, მაგრამ... არავინ მყოლია ამ პერიოდში. ისიც კი ვერ წარმომედგინა, საერთოდ როგორ უნდა მეთქვა ეს სიტყვები ქეთის შემდეგ.... - გიყვარდა? – ცრემლები თავისით დაგორდნენ ლოყებზე... - ჰო... – გივიმ თავი დაღუნა, ხელით დაუწყო წვალება ლიმონათიან ჭიქას. - ბავშვი არ გენატრება-ხოლმე? - ყოველდღე ვხედავ ბავშვს. ერთ კორპუსში ვცხოვრობთ.
თეონამ ხელი გაწია და გივის ხელს დააფარა. გივიმ ხელი დაუჭირა. - გივი, მართლა ვწუხვარ მომხდარზე... კარგი ადამიანი ჩანხარ. - რაცა ვარ, ესა ვარ! - რასაც ახლა გეტყვი, ჯერ არაფერს ნიშნავს, მაგრამ... მინდა, რომ გითხრა: შენს გვერდით სიმშვიდისა და სიმყუდროვის შეგრძნება მაქვს... - ანუ?... - თბილი, ძლიერი და დადებითი აურა გაქვს. დადებითად განაწყობ ადამიანებს... - დიდი მადლობა, თეონა... მაგრამ მე სხვა პასუხს ველოდები! - იმ პასუხს ჯერ ვერაფრით გაგცემ, გივი... შენც ხომ ხვდები, არა? - ეეეჰ, ვხვდები, ვხვდები... ჭამე, თორემ გაცივდა ყველაფერი!
კაფედან – ბაღში გადაინაცვლეს. სკამზე ჩამოსხდნენ. - რა ლამაზი საღამოა... - საღამო კი არა, ეს შენ ხარ ლამაზი!... ხომ არ გცივა? - არა, გივი... პირიქით, სასიამოვნო სიგრილეა.
კიდევ დიდხანს ისაუბრეს. თეონა ცდილობდა, პატარა ნინიკოზე ჩამოეგდო სიტყვა, გივი კი ამ თემას თავიდან იცილებდა. გივის თეონასთან მის გრძნობებზე უნდოდა ესაუბრა, მაგრამ თეონა გაურბოდა ამ თემას....
სერიოზულად აგრილდა. დაბნელდა კიდეც. - წავიდეთ, რა? შემცივდა... – თეონამ ფეხზე წამოდგომა დააპირა. - 10-15 წუთი ვიყოთ კიდევ, - გივი ახლოს მიჩოჩდა თეონასთან და ხელი შემოხვია. ისე ნაზად კიდებდა ხელს, თეონას მისი თავი ფაიფურის თოჯინა ეგონა. - უი, რა თბილი ხარ... – გაეცინა თეონას და გივის მკლავქვეშ შეიყუჟა. თავადვე უკვირდა თავისი ასეთი მოქმედება. საოცარი იყო, სულ ორიოდე დღის ნაცნობობის შემდეგ თეონას ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მთელი სიცოცხლე იცნობდა ამ წარმოსადეგ მამაკაცს. - თეონააა, არ გეწყინება რომ... - რა, რომ? – თავი ასწია თეონამ და მეტი ვეღარაფრის თქმა მოასწრო, - გივის კოცნამ კინაღამ სული შეუგუბა! - უუუმმმმ.... - რაღაც გაურკვეველი ბგერები გამოსცა თეონამ და... გაჩუმდა...
საოცარი სითბო ჩაეღვარა სულში. ამ სითბომ მთელი სხეული მოიცვა, ყოველ უჯრედში შეაღწია... და უცებ მიხვდა, რომ თუ ახლა, ამ წუთას არ შეაჩერებდა გივის, შემდგომში მის პროტესტსა თუ უარს აზრი დაეკარგებოდა. იქნებ ვეღარც მოეხერხებინა მისი შეჩერება... ან იქნებ... იქნებ თავადაც აღარ მონდომებოდა, შეეჩერებინა გივი?! ან ახლა, ან აღარასოდეს! თეონამ გაიბრძოლა და გივის ტუჩებისგან დაიხსნა თავი.
- წავიდეთ, გივი... სახლში ინერვიულებენ.... არც მამა და დედა არიან სახლში... რაიონში არიან, დაკრძალვაზე... - აბა ვინ ინერვიულებს? – გაუკვირდა გივის. - ბებია და ნინუცა... ჩემი დაიკო... - კარგი, წავიდეთ... - გივიმ ხელი გადახვია თეონას და მანქანისკენ წაიყვანა.
საღამოს ათის ნახევარი იქნებოდა, გივის მანქანა რომ, თითქმის, თეონას სახლს მიუახლოვდა. სახლამდე ბოლომდე არმისული, ბაღთან, დიდი ხის ქვეშ გააჩერა მანქანა. - დიდი მადლობა, თეონა, ამ ულამაზესი საღამოსთვის... – გივიმ თეონას ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა. ფრთხილად აკოცა. - გივი... – თეონამ თავი მიაბრუნა მისკენ და ზღვისფერი თვალები შეანათა, - არ ვიცი, რა მჭირს... შენთან სხვა ადამიანად ვგრძნობ თავს... რაღაც მემართება და, ვერ კი ვხვდები, რა... - ვიცი, შენზე 14 წლით უფროსი ვარ, მაგრამ... ნუ კრავ ხელს ჩემს სიყვარულს... - ეს ჯერ არ არის სიყვარული, გივი... ეს ჯერ მხოლოდ გატაცებაა... - ესეც გატაცებაა?
გივიმ ხელი მოხვია თეონას და თავისკენ მიიზიდა. თვალის კუთხეში აკოცა. შემდეგ - ცოტა დაბლა, ყვრიმალთან... ტუჩის კუთხეს შეეხო ენის წვერით, ყურის ბიბილოსკენ გადაინაცვლა...
თეონამ თვალები დახუჭა, მაგრამ არ განძრეულა. რაღაც უფრო სასიამოვნოს მოლოდინში გაიყურსა.
გივი, თეონას მკერდისკენ წაიღო ხელი, ამობურცული კერტი მონახა და ხელისგული გადაუსვა. თეონა შეკრთა, დათო გაახსენდა... გაიბრძოლა, მაგრამ გივის ტყვეობაში იგრძნო სხეული. - გივი, შეჩერდი... – მაგრამ ეს სიტყვები გივის ტუჩებში მომწყვდეულმა ტუჩებმა წარმოთქვეს.
თეონამ იგრძნო, როგორ შეეხსნა ბლუზის ზედა ღილი,. მერე კიდევ ერთი, კიდევ... გივის ცალი ხელი უკვე ლიფიდან ამოგდებულ ძუძუს ეალერსებოდა, მეორე ხელით კი თეონას თავი ეჭირა, რომ მის ტუჩებს ადვილად დაპატრონებოდა. თეონამ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, ხელით სცადა გივის უკან გაწევა. ხელისგულმა გივის გულისფეთქვა შეიგრძნო, - გული საგულედან ცდილობდა ამოხტომას. გივიმ თეონას ტუჩებიდან მის ყარყარა ყელზე გადაინაცვლა და კოცნით ჩაყვა თეთრ მარმარილოს, ვარდისფერი კერტი დაუკოცნა. - მმმმმმმ... გივი, გავგიჟდები ახლა!... თავი დამანებე! - ვერა, თეონა, ვერ დაგანებებ თავს! შენი სხეული ალერსისთვის არის გაჩენილი და... ალერსს მოწყურებული! - გთხოვ, თუ გინდა, რომ ეს არ იყოს ჩვენი ბოლო შეხვედრა, ახლა დამანებე თავი!... მიშველე, ღმერთოოოოოოო! – ამოიყვირა უეცრად და გივი შეაკრთო უეცარმა ცვლილებამ, - ვერცხლის ზანზალაკები აწკრიალდნენ თეონას ხმაში. მაშინვე თვალებში ჩახედა, - ნათელი ზღვისფერი თვალები თითქმის გაშავებოდა, ოკეანის შტორმული წყალივით! - თეონა, რა გჭირს, ან მე რა მჭირს? - გივი შეაშინა თავად მასში მომხდარმა ცვლილებამაც, - მომენტალურად დაიცალა ძალისგან. ხელები დაუმძიმდა... მოითენთა... – რა მიქენი? - მე? მე არაფერი!... შენ, მგონი, ის დაგემართა, რაც დათოს სჭირდა!... თავი დამანებეთ ყველამ! ხალხი არა ხართ?... – თეონა მანქანიდან გადახტა და ფეხით გაიქცა სახლისკენ. თან გზადაგზა ისწორებდა ბლუზას და აწეწილ თმას.
ღამის 10 საათზე მივიდა სახლში. - სად იყავი, თეეე? – ჰკითხა ბებიამ შესვლისთანავე. - ჯერ საავადმყოფოში, ბეე... - და შემდეგ? - შემდეგ ფუნიკულიორზე... კაფეში... - მაგ თვალებით? - ხო, ვინაიდან სათადარიგო თვალები არ მაქვს!... – თვალი ჩაუკრა ბებიას. - სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ ხარ? – მოეფერა ბებია მის უსაყვარლეს შვილიშვილს. - ეეეჰ, ბებოოო, მე რომ ახლა ხასიათზე ვარ, ჩემი მტერი და დამაწყევარი იყოს იმ ხასიათზე... - რატომ, რა მოხდა? - დღეს ჯაბას ქორწილი იყო, ბეე! – და თეონას მისდაუნებურად აევსო თვალები ცრემლებით, შემდეგ საძინებელში გავიდა და საწოლზე ჩაემხო, - მშვიდობით, ჯაბა!...
* * *
დრო გადიოდა. თეონა რეგულარულად დადიოდა გივისთან საავადმყოფოში, მაგრამ... კატეგორიულად აღარსად მიყვებოდა. ვერაფრით დაითანხმა გივიმ, რომ თუნდაც თეატრში წასულიყვნენ. რესტორანზე და სადმე გასეირნებაზე ხომ – საერთოდ აუკრძალა რამის თქმა.
ერთ დღესაც გივიმ კაბინეტის კარი გადაკეტა და თეონა ძალით დასვა სკამზე. - რა მოხდა, თეონა? რა გავაკეთე ასეთი? - შენი აზრით – არაფერი? – მხრები აიჩეჩა თეონამ, - გთხოვე, გაჩერდი-მეთქი და არაფრად ჩააგდე ჩემი თხოვნა. - რა ჩემი ბრალია?! თოჯინასავით ლამაზი ხარ! - საინტერესო შედარებაა... გივი, შეიძლება მე “თოჯინასავით” ვარ, მაგრამ ნამდვილად არ ვარ “თოჯინა”!... შენ იმ წუთას ეგოიზმი გამოძრავებდა. კარგად იგრძენი თავი ჩემს გვერდით და იფიქრე, “რატომ უნდა მოვიკლო ეს სიამოვნებაო”, არა? - თეონა... - რა, “თეონა”? შენ არაფრად ჩამაგდე, გივი!... მაგრამ ვერაფერს ვამბობ, იმიტომ, რომ მე თავად გთხოვე “წამიყვანე-მეთქი”... დამნაშავე ვარ და მივიღე კიდეც! აწი ვისწავლი ჭკუას! - ცუდად მიცნობ, ასე რომ ამბობ... - ხო, ცუდად გიცნობ! მაშინ ხომ, მითუმეტეს ცუდად გიცნობდი! აღარ მინდა ამ თემაზე, გთხოვ!... მე მხოლოდ პაციენტი ვარ და შენ მხოლოდ ექიმი... - კარგი... მასე იყოს... დაწექი... - რაო? - დაწექი-მეთქი... ტახტზე... უნდა გაგსინჯო! მე ხომ მხოლოდ ექიმი ვარ? და მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ. - დაწოლა რა საჭიროა? - ახალი ჰემატომა დავინახე ახლა შენს კისერთან. სხეული უნდა დავათვალიერო, კიდევ ხომ არ არის სადმე... ახლა მე მხოლოდ ექიმი ვარ, თეონა! ბლუზა გაიხადე, კალგოტკებიც.... ქვედა ბოლო კი, მაქსიმალურად აწიე. თუ მაგასაც გაიხდი, დიდად დამავალებ, უკეთესად გაგსინჯავ... - კიდევ? - ჯერ მეტი არაფერი... გზადაგზა ვნახავთ.
თეონამ თვალები მოწკურა და ისე შეხედა გივის. გივიმ ზეწარი მიაწოდა, “მზად რომ იქნები, დამიძახეო”- უთხრა და მეორე ოთახში გავიდა. თეონამ ტანზე გაიხადა და მხოლოდ ლიფითა და ბიკინებით დაწვა ტახტზე. ზევიდან ზეწარი გადაიფარა.
გივი შემოვიდა და თეონას გვერდით სკამზე დაჯდა. - წამოჯექი და თმა წინ გადაიყარე, - უთხრა გივიმ და თეონას ზურგის დათვალიერებას შეუდგა.
თეთრ ზურგზე აშკარად იკვეთებოდა ორი მოლურჯო-შინდისფერი წერტილი. გივი ახლოს მიიწია და გამადიდებელი ლუპით დახედა სილურჯეებს. - რა ფაქიზი კაპილარები გაქვს... არ მომწონს ეს სილურჯეები. - კიდეა სადმე? - ხო, აი, აქ.... – გივიმ ფრთხილად დაადო თითები ჰემატომებს.
თეონას კანთან შეხებამ გივის დენივით დაუარა სხეულში. თეონაც შეკრთა. - ჩუუუ, მე ახლა მხოლოდ ექიმი ვარ! ლიფს გაგიხსნი, თეონა... მკლავები წინ გაწიე... – ერთი მოძრაობით ლიფი თეონას ტანსაცმელზე ეგდო.
მარცხენა იღლიასთან, ლიფის სარტყელის ქვეშ, კიდევ ერთი ჰემატომა იპოვა. გივიმ თავი გადააქნია და უფრო ინტენსიურად შეუდგა სხეულის დათვალიერებას. გივის თითები ვირტუალური სიფაქიზით დასრიალებდნენ თეონას ზურგის გლუვ და სრიალა კანზე. - დაწექი.... და ზეწარი გადაიხადე... მხოლოდ ზურგის მხარეს 4 ჰემატომაა, თეონა... - სულ გადავიხადო? - რომ არ შეგცივდეს, ნაწილ-ნაწილ... ჯერ – წელამდე.... ასე... ახლა ხელები თავქვეშ ამოიწყვე და მოეშვი... არ შეგჭამ... ან მხოლოდ თვალებით!... – გივიმ დიდი ლუპა მოიმარჯვა და ყელიდან ნელ-ნელა წამოვიდა დაბლა. როცა გივის თითები თეონას მკერდს მიუახლოვდა, თეონას ციებიანივით შეაკანკალა, გივის კი სახე დაეფარა ოფლის მსხვილი წვეთებით.
გივი მართლაც მხოლოდ სინჯავდა თეონას, მაგრამ სულაც არ არიდებდა ხელს, რომ შემთხვევით მკერდზე არ გაკარებოდა. პირიქით, ძალიან ფაქიზად, მაგრამ საკმაოდ ხშირად აუსვ-დაუსვა ხელისგული ყვავილის კოკრებივით მკვრივ კერტებს. თეონას გიტარის სიმივით დაეჭიმა სხეული. გივიმ კიდევ 2 ჰემატომა იპოვა. - კარგი, ახლა ზევით დაიფარე და წელსქვემოთ მაჩვენე... - უუფ, ნეტა არ გიცნობდე, რააა! - რა მნიშვნელობა აქვს? - მერიდება შენი. - მე მხოლოდ ექიმი ვარ... შენ ხომ ასე გინდა? მოეშვი....
თეონამ მხოლოდ ფეხები გამოყო ზეწრიდან. გივიმ თვალი ვერ მოწყვიტა ჩამოქნილ ფეხებს. ფეხები – სუფთა იყო, ჰემატომების გარეშე. გივიმ კიდევ უფრო გადახადა ზეწარი. მკერდის ქვემოთ აღარაფერი ეფარა თეონას. - რას შვები? - მუცელი უნდა ვნახო... მაცალე...
გივიმ უცერემონიოდ ჩაავლო ხელი ბიკინებს და ქვევით ჩაწია. - გივი... რას შვები-მეთქი? – თეონას სიწითლემ გადაკრა სახეზე. - ბოლომდე ხომ არ გხდი? და არც შენი მარგალიტი გამომიხსნია ამ ქსოვილის ტყვეობიდან. მხოლოდ მუცელი გაგიშიშვლე.... მაცლი თუ არა? გათხოვილი ქალები – გინეკოლოგებთან დადიან. იმათი არ რცხვენიათ და... რა გჭირს, თეონა?! პირველად ხარ ექიმთან? – გაეცინა გივის. - ჯანდაბას, რაც გინდა ის ქენი... დავიღალე. – თეონამ თვალები დახუჭა და მოეშვა. - უუფ, დიდი მადლობა... ძლივს არ მივიღე ნებართვა? – ისევ გაეცინა გივის.
თეონას სრიალა მუცელზე შეხებამ დენის კინაღამ სასიკვდილო დოზად დაუარა სხეულში გივის. სახეზე აიჭრა. თეონას გახედა, - თვალდახუჭული იწვა. გივი დაიხარა და ლოყა დაადო მუცელზე. შემდეგ ფრთხილად აკოცა. თეონას ისევ დაეჭიმა სხეული... - ჩუუუუ... გაჩუმდი... ხმა არ გაიღო, გთხოვ! არაფერს დაგიშავებ. შენ რომ იცოდე, რა ლამაზი ხარ, მიხვდებოდი, რას ვგრძნობ ახლა! - გივი, ცოდო ხარ! მე სხვა ძალა მიცავს! საკუთარ თავში შეგეპარება ეჭვი. მე შენთვის გეუბნები, თორემ მე ამასაც გავუძლებ რამენაირად! - ვერაფერი გავიგე, რას მეუბნები, მაგრამ დიდი მადლობა, ამის უფლებას მაინც რომ მაძლევ.
გივიმ ხელი დაუსვა მუცელზე და ცალი თითი გაატარა ბიკინის თხელი რეზინის ქვეშ, აბრეშუმის ხვეულებზე. ისევ თეონას გახედა, - თვალდახუჭულ თეონას რაღაც უცნაური გამომეტყველება აღბეჭდოდა სახეზე, - სიამოვნება, სიამაყე, შიში, სირცხვილი, ტკივილი ერთმანეთში არეულიყო. კიდევ უფრი დაბლა ჩაყო ხელი და... ფეხზე წამოხტა: - სადო-მაზოხისტი ხარ, თეონა! ან შენს თავს რას ერჩი, ან მე რა დაგიშავე? - რა გინდა, გივი?... შენ არ მითხარი, უნდა გაგსინჯოო?... ჭკვიანი მაიმუნივით ვწევარ, თითქმის შიშველი და ხმას არ ვიღებ. როგორც გაგეხარდება, ისე მისვამ ხელებს... გეუბნები, “გაჩერდი, ცოდო ხარ-მეთქი” და “არა, ასე მინდაო”... რა გინდა ჩემთან? რატომ ვარ სადო-მაზოხისტი? - იმიტომ, რომ შენც გინდა ჩემთან ყოფნა... ძალიანაც გინდა და თავს იკავებ! შენს თავსაც ტანჯავ და მეც ბოლოს მიღებ! - იცი რა, ჩემო კარგო, როდის გითხარი, უსულო ტიკინა ვარ-მეთქი? ქალი ვარ, ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის! გინეკოლოგთან დადიან ქალებიო... გინეკოლოგები მუცელზე არ კოცნიან თავის პაციენტებს და ძუძუებზე არ ეთოთირებიან! და არც ცოლობას სთხოვენ მეორე კონსულტაციაზე მისვლისთანავე! შენ ამათ შორის განსხვავებას ვერ ხედავ? მოდი, რა, პირდაპირ სახელი დაარქვი ჩვენს ურთიერთობას? - და რა ქვია ჩვენს ურთიერთობას? უსინდისო ვიყო, თუ ვიცოდე, თეონა! გასართობად რომ არ მინდიხარ, ჩემი ნინიკო შემიძლია დავიფიცო... სხვა პაციენტებთან რომ მსგავსი არასოდეს არაფერი მიგრძვნია, ესეც ფაქტია! მითხარი, რა ძალა და რა ანდამატი გაქვს ასეთი? რატომ მიზიდავ ასე?... ვერაფერი მომიხერხებია საკუთარი თავისთვის!... ადექი, ჩაიცვი! ჩაიცვი, თორემ საკუთარ მოქმედებაზე პასუხს ვერ ვაგებ...
თეონა სწრაფად ადგა, ზეწარშემოხვეული გავიდა მეორე ოთახში და ტანზე ჩაიცვა. - წავალ, გივი... – ჩანთა გადაიკიდა მხარზე. - სად წახვალ? წაგიყვან... – გივიმ ხალათი გაიხადა, ლაბადა მოიცვა და კარისკენ წავიდა. თეონას რომ გაუსწორდა, უეცრად მოხვია ხელი და ისეთი ძალით აკოცა, რომ თეონასაც და გივისაც ერთნაირად შეეკრათ სუნთქვა. – ესეც ასე!... ახლა წავიდეთ. - გიჟი ხარ... – გაეცინა თეონას. - მიყვარხარ, - გაუღიმა გივიმ და თბილად მიიხუტა მკერდზე. - ბავშვი რატომ არ გინდა რომ გამაცნო? – რატომ ჰკითხა, თავადაც ვერ მიხვდა, მაგრამ ჰკითხა. - მაგის დროც მოვა... ზეგ ქეთის წლისთავი მაქვს... - ჰო, ზეგ 18-ია... გივიიი, დათოსთან უნდა მივიდე და ფეხები უკან მრჩება. - დათოსთან რა გინდა? - განცხადება უნდა შევატანინო განქორწინებაზე... აბა, როდემდე უნდა ვითვლებოდე მის ცოლად? - უჩემოდ არ წახვიდე... მე გაგიყვან. ოღონდ 18 რიცხვი გავიდეს, კარგი? - არაა საჩქარო... სადაც აპრილიდან დღემდე არ მივსულვარ, 2-3 დღე ვეღარ მომითმენია? - ხანდახან რა ჭკვიანი გოგო ხარ... და ხან – რა ჯიუტი!... – გივიმ შუბლზე აკოცა თეონას და კაბინეტიდან ხელმოხვეული გამოიყვანა.
(გაგრძელება აუცილებლად იქნება!)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
46. ეგეთი თეონა ვიყავი ზუსტად! ;;) ეგეთი თეონა ვიყავი ზუსტად! ;;)
45. 5555555 ისევ გივი თუ ივარგებს... გასტეხს თეონას მაგარსა... ენა გივისა, თბილისა... :) 5555555 ისევ გივი თუ ივარგებს... გასტეხს თეონას მაგარსა... ენა გივისა, თბილისა... :)
44. :)) არ შედრკე თამარ! :) :)) არ შედრკე თამარ! :)
43. აუ დილა დამათენდა თავზე,ნეტავ ვინმემ დენი მაინც გამორთოს ჰა?! :) არადა თვალსაც რომ ვერ ვწყვეტ!? აუ დილა დამათენდა თავზე,ნეტავ ვინმემ დენი მაინც გამორთოს ჰა?! :) არადა თვალსაც რომ ვერ ვწყვეტ!?
41. საოცარი სითბო ჩაეღვარა სულში. ამ სითბომ მთელი სხეული მოიცვა, ყოველ უჯრედში შეაღწია... და უცებ მიხვდა, რომ თუ ახლა, ამ წუთას არ შეაჩერებდა გივის, შემდგომში მის პროტესტსა თუ უარს აზრი დაეკარგებოდა. იქნებ ვეღარც მოეხერხებინა მისი შეჩერება... ან იქნებ... იქნებ თავადაც აღარ მონდომებოდა, შეეჩერებინა გივი?!
ამ რომანს "გაცვლა" კი არა, "უბედური თეონა" უნდა ერქვას! :((( მეცოდება ეს გოგო! საოცარი სითბო ჩაეღვარა სულში. ამ სითბომ მთელი სხეული მოიცვა, ყოველ უჯრედში შეაღწია... და უცებ მიხვდა, რომ თუ ახლა, ამ წუთას არ შეაჩერებდა გივის, შემდგომში მის პროტესტსა თუ უარს აზრი დაეკარგებოდა. იქნებ ვეღარც მოეხერხებინა მისი შეჩერება... ან იქნებ... იქნებ თავადაც აღარ მონდომებოდა, შეეჩერებინა გივი?!
ამ რომანს "გაცვლა" კი არა, "უბედური თეონა" უნდა ერქვას! :((( მეცოდება ეს გოგო!
40. მდაააა, ვითომ გივია ისაააა?:)))) მდაააა, ვითომ გივია ისაააა?:))))
39. ლამაზად აღწერთ ასეთ სცენებს, სასიამოვნოდ იკითხება. ლამაზად აღწერთ ასეთ სცენებს, სასიამოვნოდ იკითხება.
38. ბედი თეონამ უნდა დაიტრაბახოს, ნამდვილად არ შეგშურდებაა... იმედია მისთვისაც გაისვრის ავრორა:) ბედი თეონამ უნდა დაიტრაბახოს, ნამდვილად არ შეგშურდებაა... იმედია მისთვისაც გაისვრის ავრორა:)
37. ია-ია, დედა სადაა და სახლში. წავედი დალშე. ია-ია, დედა სადაა და სახლში. წავედი დალშე.
36. - უი, რა თბილი ხარ... – გაეცინა თეონას და გივის მკლავქვეშ შეიყუჟა. თავადვე უკვირდა თავისი ასეთი მოქმედება. საოცარი იყო, სულ ორიოდე დღის ნაცნობობის შემდეგ თეონას ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მთელი სიცოცხლე იცნობდა ამ წარმოსადეგ მამაკაცს.
ეს თეონა უკვე ნერვებს მიშლიიის :P რავა ყველას მკლავქვეშ იყუჟება და ყველასგან სითბოს გრძნოობს??? ვეთანხმები ფენ-იქსს... :))
ისე, თხრობა ძლიან კარგი გაქვს თაამ , მაგრამ რაღაც არარეალურდ მეჩვენება 20 წლის გოგოს , თან იმ დროოს, ექიმთან , ესეთი საეჭვო ჰემატომებით მარტო სიარულიი... დედა სადაააა???? დედაააააააა??? ნუ...რა ვიცი...რა ვიცი... - უი, რა თბილი ხარ... – გაეცინა თეონას და გივის მკლავქვეშ შეიყუჟა. თავადვე უკვირდა თავისი ასეთი მოქმედება. საოცარი იყო, სულ ორიოდე დღის ნაცნობობის შემდეგ თეონას ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მთელი სიცოცხლე იცნობდა ამ წარმოსადეგ მამაკაცს.
ეს თეონა უკვე ნერვებს მიშლიიის :P რავა ყველას მკლავქვეშ იყუჟება და ყველასგან სითბოს გრძნოობს??? ვეთანხმები ფენ-იქსს... :))
ისე, თხრობა ძლიან კარგი გაქვს თაამ , მაგრამ რაღაც არარეალურდ მეჩვენება 20 წლის გოგოს , თან იმ დროოს, ექიმთან , ესეთი საეჭვო ჰემატომებით მარტო სიარულიი... დედა სადაააა???? დედაააააააა??? ნუ...რა ვიცი...რა ვიცი...
35. გივიიი, ჩვენ ვართ :D გივიიი, ჩვენ ვართ :D
34. ეე გამეგრძელებინა რა სამედიცინოზე....წავედი ეხლა სხვა თავებს დავერიო :) ეე გამეგრძელებინა რა სამედიცინოზე....წავედი ეხლა სხვა თავებს დავერიო :)
33. ოხ ეს გაგრძელებები. . . . :) ოხ ეს გაგრძელებები. . . . :)
32. ქალბატონო თამარ, მე ჩემი მომავლისათვის ვერ დამიმიზნებია და სხვისი თავი როგორ მექნება?
ქალბატონო თამარ, მე ჩემი მომავლისათვის ვერ დამიმიზნებია და სხვისი თავი როგორ მექნება?
31. ქალბატონო თამარ, მე ჩემი მომავლისათვის ვერ დამიმიზნებია და სხვისი თავი როგორ მექნება?
ქალბატონო თამარ, მე ჩემი მომავლისათვის ვერ დამიმიზნებია და სხვისი თავი როგორ მექნება?
30. ბოლო ორი თავი წავიკითხე, ქალბატონო თამარ და მოუთმენლად ველი გაგრძელებას. ძალიან ჩამყოლია. თანაც წინებიც მაქვს წასაკითხი. ერთი სიტყვით, კარგად არის ზაკრუჩენიო. :) წარმატებები. ბოლო ორი თავი წავიკითხე, ქალბატონო თამარ და მოუთმენლად ველი გაგრძელებას. ძალიან ჩამყოლია. თანაც წინებიც მაქვს წასაკითხი. ერთი სიტყვით, კარგად არის ზაკრუჩენიო. :) წარმატებები.
29. უუფ, როგორ მიყვარს შენთან ამ წითელი ხელის დანახვა! ისე ლამაზად წერ, ნერწყვის ყლაპვა დაახრჩობს კაცს... სხვა რამეზე რომ აღარაფერი ვთქვა! 5 უუფ, როგორ მიყვარს შენთან ამ წითელი ხელის დანახვა! ისე ლამაზად წერ, ნერწყვის ყლაპვა დაახრჩობს კაცს... სხვა რამეზე რომ აღარაფერი ვთქვა! 5
28. ხო..შენ თუ ასე გააგრელებ თამარ,თეონა კი არა სხვაც ცუდად გახდება :)) :))
ხო..შენ თუ ასე გააგრელებ თამარ,თეონა კი არა სხვაც ცუდად გახდება :)) :))
27. მერაბიკო, ასეთი კომენტარი ჯერ არავის გაუკეთებია! დიდი მადლობა!
ჩემი ნიკა პატარა რომ იყო, II კლასში, მაშინ წაიკითხა ტომ სოიერის თავგადასავალი და გაუკვირდა, - "დე, ამას კი არ ვკითხულობ, მეც იქ ვარ და ტომთან და ჰეკთან ერთად დავძვრებიო"... შენ ახლა, ფაქტიურად იგივე მითხარი... გაიხარე, დედი! მერაბიკო, ასეთი კომენტარი ჯერ არავის გაუკეთებია! დიდი მადლობა!
ჩემი ნიკა პატარა რომ იყო, II კლასში, მაშინ წაიკითხა ტომ სოიერის თავგადასავალი და გაუკვირდა, - "დე, ამას კი არ ვკითხულობ, მეც იქ ვარ და ტომთან და ჰეკთან ერთად დავძვრებიო"... შენ ახლა, ფაქტიურად იგივე მითხარი... გაიხარე, დედი!
26. სულაც აღარ მომწონს თეონა... რაღაც მომენტში მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით იქცევა... ვერ უნდა შეძლოს გღძნობების მოთოკვა? ან ამ უცხო კაცს სად მიყვებოდა რო მიყვებოდა. მომიშალა ნერვები :D :D :D და ნეტავ ეს გივი მართლა მისი ბედი იქნება??? თუ ესეც მორიგი გადარეულია... და კიდევ ახალ გმირს უნდა ველოდოთ?! ქალბატონო თამარ... ძალიან დიდ ემოციებში გვაგდებთ... მართლა მაგრად წერთ.. მოუთმენლად ველი ახალ თავს... სულაც აღარ მომწონს თეონა... რაღაც მომენტში მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით იქცევა... ვერ უნდა შეძლოს გღძნობების მოთოკვა? ან ამ უცხო კაცს სად მიყვებოდა რო მიყვებოდა. მომიშალა ნერვები :D :D :D და ნეტავ ეს გივი მართლა მისი ბედი იქნება??? თუ ესეც მორიგი გადარეულია... და კიდევ ახალ გმირს უნდა ველოდოთ?! ქალბატონო თამარ... ძალიან დიდ ემოციებში გვაგდებთ... მართლა მაგრად წერთ.. მოუთმენლად ველი ახალ თავს...
25. არა ქალბატონო თამარ ის თავი წავიკითხე...ვიცი რომ ცოლი შეირთო... უბრალოდ ამ თავში თეონას ახლო-მახლოდ რომ არ იყო ჯაბა ის გამიკვირდა... მავიწყდება რომ ნაწარმოებია და რეალობაში გადმოვხტები ხოლმე :D ისე საინტერესოდ წერთ,რომ... არა ქალბატონო თამარ ის თავი წავიკითხე...ვიცი რომ ცოლი შეირთო... უბრალოდ ამ თავში თეონას ახლო-მახლოდ რომ არ იყო ჯაბა ის გამიკვირდა... მავიწყდება რომ ნაწარმოებია და რეალობაში გადმოვხტები ხოლმე :D ისე საინტერესოდ წერთ,რომ...
24. გივი-გუდა, იმ გივიობას ხომ არ უმიზნებ შენც? და ასაკი თუ გიწყობს ხელს? გივი-გუდა, იმ გივიობას ხომ არ უმიზნებ შენც? და ასაკი თუ გიწყობს ხელს?
23. გივი :) მე მქვია :) მომწონს......... გივი :) მე მქვია :) მომწონს.........
22. ჩვენი თეოს წმინდა კერას გაუმარჯოს, ჩემო თამარ! მაგ გოგო ჩამიგდე, თუ ქალი ხარ - კარგ ბედში, ამოისუნთქოს ბაღანამ და მე ვიცი მერე შენი პატივისცემა!)) 5 ჩვენი თეოს წმინდა კერას გაუმარჯოს, ჩემო თამარ! მაგ გოგო ჩამიგდე, თუ ქალი ხარ - კარგ ბედში, ამოისუნთქოს ბაღანამ და მე ვიცი მერე შენი პატივისცემა!)) 5
21. ჯაბამ სხვა ცოლი მოიყვანა, მერაბიკო... შენ ეტყობა იმ თავს "გადააფრინდი"! ჯაბამ სხვა ცოლი მოიყვანა, მერაბიკო... შენ ეტყობა იმ თავს "გადააფრინდი"!
20. ვააა..რა გადაეკიდნენ ამ თეონას :D მოსვენებას არ აძლევენ... ეს ჯაბა სადღა დაიკარგა :D ვააა..რა გადაეკიდნენ ამ თეონას :D მოსვენებას არ აძლევენ... ეს ჯაბა სადღა დაიკარგა :D
19. რას აბრალებთ ამ საცოდავ გოგოს? ;- ? გათხოვებამდე - კოცნაც კი არ იცოდა... ქმარი ჰყავდა და - ვერც მან ასწავლა რამე... გივია და - სულ არ ეკითხება თეონას, მოგწონვარ თუ არაო... რასაც უნდა იმას აკეთებს... :-? თეონასთან მიმართებაში? კაცები მეტის ღირსნიც კი არიან... მე ვერ გავწირე ისინი, თორემ... :))
ისე, კარგ იდეებს მაწვდით მკითხველები!... დიდი მადლობა! რას აბრალებთ ამ საცოდავ გოგოს? ;- ? გათხოვებამდე - კოცნაც კი არ იცოდა... ქმარი ჰყავდა და - ვერც მან ასწავლა რამე... გივია და - სულ არ ეკითხება თეონას, მოგწონვარ თუ არაო... რასაც უნდა იმას აკეთებს... :-? თეონასთან მიმართებაში? კაცები მეტის ღირსნიც კი არიან... მე ვერ გავწირე ისინი, თორემ... :))
ისე, კარგ იდეებს მაწვდით მკითხველები!... დიდი მადლობა!
18. რამდენი კაცი უნდა გაიმპოტენტოს შენმა თეონამ? ან ამ კაცებს რას ერჩი და ან ჩვენ? დააყენე რა საშველი მაგ გოგოს. მოგიკითხე, მიყვარხარ! :) 5 რამდენი კაცი უნდა გაიმპოტენტოს შენმა თეონამ? ან ამ კაცებს რას ერჩი და ან ჩვენ? დააყენე რა საშველი მაგ გოგოს. მოგიკითხე, მიყვარხარ! :) 5
17. რატომ არა ვარ , ექიმი მეფე გიორგი, ამ დილაუთენია შეიძლება ამის კითხვა,? მი ტოჟე ლუდი , ვა. ლუდზე გამახსენდა , არ იქნება ცივი ლუდი ურიგო.:) რატომ არა ვარ , ექიმი მეფე გიორგი, ამ დილაუთენია შეიძლება ამის კითხვა,? მი ტოჟე ლუდი , ვა. ლუდზე გამახსენდა , არ იქნება ცივი ლუდი ურიგო.:)
16. 20 წლის მეც ვარ, მაგრამ.... :D :)) ნუ, აქ გავჩერდები მე :)) :))
ზოგჯერ ნამეტანი აზიატი ვარ და არ იმჩნიოთ, ქალბატონო თამარ :) ცუდი გულით ნამდვილად არ მითქვამს :) 20 წლის მეც ვარ, მაგრამ.... :D :)) ნუ, აქ გავჩერდები მე :)) :))
ზოგჯერ ნამეტანი აზიატი ვარ და არ იმჩნიოთ, ქალბატონო თამარ :) ცუდი გულით ნამდვილად არ მითქვამს :)
15. 14. ახ, ეს უკვე ნამეტანი, ქალბატონო თამარ ვისაც ეხალისება ყველა ამ გოგოს როგორ ეგლასუნება მკერდზე? უჰ სად არის სიამაყე? ნუ, რა ვიცი, ნამეტანი მიუღებელია ჩემი აზრით თუმცა საინტერესო მუხტი კი შემატა რომანს. გივის რაც შეეხება.. პაჟივიომ უვიძიმ ქეთ. 2009-08-09 01:35:20
უნდა დავიცვა თეონა, - ვინ ყველა, ქეთ? :-?
ერთი - დათო იყო, თეონას ოფიციალური ქმარი... მეორე - გივია, მამაკაცი, რომელმაც ჩათვალა, რომ თეონა განათხოვარია და ყველაფერი შეიძლება გამოუვიდეს მასთან... სხვა ვინ, აბა? :-?
მახსოვს წინა თავებში იმაზე ბრაზდებოდით, - თეონა ასეთი უკარება რატომ არისო? ჯაბა რომ ჯაბაა, იმასაც კი არასოდეს უკოცნია თეონასთვის! და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ბიჭს უყვარდა, უბატონოდ ხმას ვერ სცემდა ვერავინ! ძალიან გთხოვთ, უმიზეზოდ არავინ გამილანძღოთ თეონა! :)) :)) 14. ახ, ეს უკვე ნამეტანი, ქალბატონო თამარ ვისაც ეხალისება ყველა ამ გოგოს როგორ ეგლასუნება მკერდზე? უჰ სად არის სიამაყე? ნუ, რა ვიცი, ნამეტანი მიუღებელია ჩემი აზრით თუმცა საინტერესო მუხტი კი შემატა რომანს. გივის რაც შეეხება.. პაჟივიომ უვიძიმ ქეთ. 2009-08-09 01:35:20
უნდა დავიცვა თეონა, - ვინ ყველა, ქეთ? :-?
ერთი - დათო იყო, თეონას ოფიციალური ქმარი... მეორე - გივია, მამაკაცი, რომელმაც ჩათვალა, რომ თეონა განათხოვარია და ყველაფერი შეიძლება გამოუვიდეს მასთან... სხვა ვინ, აბა? :-?
მახსოვს წინა თავებში იმაზე ბრაზდებოდით, - თეონა ასეთი უკარება რატომ არისო? ჯაბა რომ ჯაბაა, იმასაც კი არასოდეს უკოცნია თეონასთვის! და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ბიჭს უყვარდა, უბატონოდ ხმას ვერ სცემდა ვერავინ! ძალიან გთხოვთ, უმიზეზოდ არავინ გამილანძღოთ თეონა! :)) :))
14. ახ, ეს უკვე ნამეტანი, ქალბატონო თამარ :) ვისაც ეხალისება ყველა ამ გოგოს როგორ ეგლასუნება მკერდზე? უჰ :))
სად არის სიამაყე? ნუ, რა ვიცი, ნამეტანი მიუღებელია ჩემი აზრით :)
თუმცა საინტერესო მუხტი კი შემატა რომანს.
გივის რაც შეეხება.. პაჟივიომ უვიძიმ :) ახ, ეს უკვე ნამეტანი, ქალბატონო თამარ :) ვისაც ეხალისება ყველა ამ გოგოს როგორ ეგლასუნება მკერდზე? უჰ :))
სად არის სიამაყე? ნუ, რა ვიცი, ნამეტანი მიუღებელია ჩემი აზრით :)
თუმცა საინტერესო მუხტი კი შემატა რომანს.
გივის რაც შეეხება.. პაჟივიომ უვიძიმ :)
13. მაგარი თავია გეფიცები, ძალიან მაგარი....გივისი არ ვიცი და მგონი ამ სატის მამაკაცებსაც არ უშველით 37.40 ( თუმცა რა არის ვერც მე მივხვდი ) მთავარია თვითონ იცოდნენ ეგ ....მაგარი ხარ თამრი!5 მაგარი თავია გეფიცები, ძალიან მაგარი....გივისი არ ვიცი და მგონი ამ სატის მამაკაცებსაც არ უშველით 37.40 ( თუმცა რა არის ვერც მე მივხვდი ) მთავარია თვითონ იცოდნენ ეგ ....მაგარი ხარ თამრი!5
12. ააა, მოსკოვში გადასაფრენი ბილეთის ფასი? ა ეტო - იდეა! ააა, მოსკოვში გადასაფრენი ბილეთის ფასი? ა ეტო - იდეა!
11. ბილეთის ფასია :) ბილეთის ფასია :)
10. საწყალი გივი, მაგას ეხლა 37.40 თუ უშველის.5 სანდრო ბერიძე. 2009-08-08 23:57:08
მაპატიე, სანდრო, მაგრამ... 37.40 - რა არის? მართლა ვკითხულობ... :)))))))))))))) საწყალი გივი, მაგას ეხლა 37.40 თუ უშველის.5 სანდრო ბერიძე. 2009-08-08 23:57:08
მაპატიე, სანდრო, მაგრამ... 37.40 - რა არის? მართლა ვკითხულობ... :))))))))))))))
9. საწყალი გივი, მაგას ეხლა 37.40 თუ უშველის.:)5 საწყალი გივი, მაგას ეხლა 37.40 თუ უშველის.:)5
8. ისე ამ თეონასაც ვატყობ რაღაც-რაღაცეებს... :) ისე ამ თეონასაც ვატყობ რაღაც-რაღაცეებს... :)
7. იმედი მაქვს,მალე to be continued... იმედი მაქვს,მალე to be continued...
6. არა იმას კლოუნის ფორმა არ მოუხდება....... :) ტაბლეტია და იმიტომ :) არა იმას კლოუნის ფორმა არ მოუხდება....... :) ტაბლეტია და იმიტომ :)
5. კარგი, ცირკში წავიყვან წარმოდგენაზე და იქ დახვდებათ კლოუნი, სახელად გლიცინი! კარგი, ცირკში წავიყვან წარმოდგენაზე და იქ დახვდებათ კლოუნი, სახელად გლიცინი!
4. ჩემი ხათრით ერთი პერსონაჯი იქნებ დაამატოთ, სახელად...... ნუ სიტყვაზე გლიცინი :) ჩემი ხათრით ერთი პერსონაჯი იქნებ დაამატოთ, სახელად...... ნუ სიტყვაზე გლიცინი :)
3. ისე ხაჭაპურმა მეცშემიღიტინა ცხვირში 555 ხაჭაპურს ოხშივარი ასდიოდა. ცხელი ყველის სურნელმა ცხვირში შეუღიტინა ორივეს. ლაღიძის ლიმონათის ცივი ბოთლები მომენტალურად დაიცვარა... - გადაიღე, ვიდრე ცხელია... ისე ხაჭაპურმა მეცშემიღიტინა ცხვირში 555 ხაჭაპურს ოხშივარი ასდიოდა. ცხელი ყველის სურნელმა ცხვირში შეუღიტინა ორივეს. ლაღიძის ლიმონათის ცივი ბოთლები მომენტალურად დაიცვარა... - გადაიღე, ვიდრე ცხელია...
2. საინტერესოა..... ნეტავ ეს გივი თუ ივარგებს?... ჯერ მაინცდამაინც ვერა.....:):):) საინტერესოა..... ნეტავ ეს გივი თუ ივარგებს?... ჯერ მაინცდამაინც ვერა.....:):):)
1. ხო...გივი თეონას ყველა შეყვარებულს თუ ფანს აშკარად ჯობია... ხო...გივი თეონას ყველა შეყვარებულს თუ ფანს აშკარად ჯობია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|