 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 26 სექტემბერი, 2009 |
რეკვიემი ქეთინოსათვის
ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო! ცივ შუშაბანდში ასვენია, ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით.
სხვა ვიღა გყავდა ამ სოფელში ქეთინოსავით ღვთისმოშიშარი, ღვთისმოყვარე და ღვთისმოსავი?
გაშლილ სუფრაზე წყნარად კუთხეში ჩამოჯდებოდა, არას შეჭამდა, პურს ტყემალს ამოიწობდა, ბოლოს ქაღალდში შეახვევდა ძვლებს და ნატეხებს და მაწანწალა ძაღლებისთვის წაიყოლებდა.
ღმერთო კეთილო, აღარა გვყავს ჩვენი ქეთინო! ერთხელ ჩანთები შეგვეცვალა, შიგ ეწყო ხურდა, პურის ყუა, კრიალოსანი - სხვა არაფერი, არაფერი, არც არაფერი. ის ხომ ოცდაცხრის არც კი იყო და არ ენახა სიყვარული ჩვენებური, ჩვეულებრივი...
ღმერთო კეთილო, გაგვიჩუმდა ჩვენი ქეთინო! თავად მეუფემ აზიარა, ოლარის კალთა დააფარა. ტკივილებს უნდა გაუძლოო, არ იტიროო, დაუბარა და როცა კარი მოიხურა, ჭრილში მოუყვა ანაფორა, რაღაცა ძალა აბრუნებდა: “მთავარი უთხარ, მეუფეო”, მაგრამ არ უთქვამს არაფერი. ნეტა მკვდარს ჩემი ხმა თუ ესმის, ან ცოცხალს რად არ მოვეფერე?
ღმერთო კეთილო, დაიღალა ჩვენი ქეთინო! მითხარით, ხომ არ მოვკვდებიო, მაინც იკითხა. ვინ მაჯერებდა, სიკვდილის მე არ მეშინია, ზეიმიაო, ვიღას ვედავო სააქაო-საიქიოზე, ვიღა მომიტანს პატარ-პატარა ხატებს და წიგნებს და კუთხეში ჩუმად დამიწყობს, იქნებ მაინც წაიკითხოსო? მინდა ვიტირო, მაგრამ თვალზე ცრემლი არ მომდის.
ღმერთო კეთილო, რად მოკალი ჩვენი ქეთინო, სნეულთა შემწე, სასთუმალთან გამთენებელი, არცარის მქონე, არცრის შემძენი. ან სიმსივნით რაღად გასტანჯე? ან დენს დაერტყა, ან ნამცეცი გადასცდენოდა, ან დაეძინა და აღარასდროს გაღვიძებოდა!
მაგრამ ტანჯვისთვის შენ ხომ შვილიც არ დაინანე.
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ვინ გაიგოს შენი სამართალი, ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი, ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი, “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”
ნათესავები მორიდებით ფაციფუცობენ. მანდ, ცაში უკვე ხმას იწმენდენ ანგელოზები და ზეფიროვან შესამოსელს მზე აგვირისტებს. ო, რამოდენა სამზადისი ჰქონია ქრისტეს! და ჩვენც მზადა გვყავს შენი სასძლო, ღმერთო კეთილო, ღმერთო კეთილო, ჩაიბარე შენი ქეთინო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მწუხარების სმაილიკი მწუხარების სმაილიკი
11. მადლობა ძვირფასებო! ალბათ დამეთანხმებით, არაფერია იმაზე სასიხარულო ავტორისათვის, თუ გაიგებს, რომ მისი ლექსიდან თუნდაც ერთი სახე, სტრიქონი ვინმეს ხსომებია. ეს ლექსი თხუთმეტი წლის წინანდელია და ბევრჯერ არის გამოქვეყნებულიც, მაგრამ დღეს წმინდა ქეტევანის ხსენების დღეა და ამ დღეს, ტრადიციულად ქეთი/ქეთინო თხელიძის პატარა ბინაში ვიკრიბებოდით... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! მადლობა ძვირფასებო! ალბათ დამეთანხმებით, არაფერია იმაზე სასიხარულო ავტორისათვის, თუ გაიგებს, რომ მისი ლექსიდან თუნდაც ერთი სახე, სტრიქონი ვინმეს ხსომებია. ეს ლექსი თხუთმეტი წლის წინანდელია და ბევრჯერ არის გამოქვეყნებულიც, მაგრამ დღეს წმინდა ქეტევანის ხსენების დღეა და ამ დღეს, ტრადიციულად ქეთი/ქეთინო თხელიძის პატარა ბინაში ვიკრიბებოდით... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
10. სევდიანია ძალიან... :( სევდიანია ძალიან... :(
8. ღმერთო კეთილო, რად მოკალი ჩვენი ქეთინო, სნეულთა შემწე, სასთუმალთან გამთენებელი, არცარის მქონე, არცრის შემძენი. ან სიმსივნით რაღად გასტანჯე? ან დენს დაერტყა, ან ნამცეცი გადასცდენოდა, ან დაეძინა და აღარასდროს გაღვიძებოდა! ღმერთო კეთილო, რად მოკალი ჩვენი ქეთინო, სნეულთა შემწე, სასთუმალთან გამთენებელი, არცარის მქონე, არცრის შემძენი. ან სიმსივნით რაღად გასტანჯე? ან დენს დაერტყა, ან ნამცეცი გადასცდენოდა, ან დაეძინა და აღარასდროს გაღვიძებოდა!
7. ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო! ცივ შუშაბანდში ასვენია, ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით.
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ვინ გაიგოს შენი სამართალი, ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი, ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი, “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”
კარგია, ნინო... 5 ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო! ცივ შუშაბანდში ასვენია, ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით.
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ვინ გაიგოს შენი სამართალი, ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი, ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი, “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”
კარგია, ნინო... 5
6. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე! მე ვამბობ მთლიანად ულამაზესი არამეული ენის ცოდნაზე!!!
ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე! მე ვამბობ მთლიანად ულამაზესი არამეული ენის ცოდნაზე!!!
5. რა კარგია...:((და სევდიანი საოცრად. რა კარგია...:((და სევდიანი საოცრად.
4. “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ვინ გაიგოს შენი სამართალი, ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი, ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი, “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”-ამის თარგმანის არ ცოდნა როგორ შეიძლება ხალხნო :(
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ვინ გაიგოს შენი სამართალი, ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი, ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი, “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”-ამის თარგმანის არ ცოდნა როგორ შეიძლება ხალხნო :(
3. ეს მანამდედაც იდო , ან აქ ან ლიტ-ზე და ყველგან მომწონდა და მომწონს ეს მანამდედაც იდო , ან აქ ან ლიტ-ზე და ყველგან მომწონდა და მომწონს
2. “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ნეტავ არამეული ვიცოდე! +2 !!! “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ნეტავ არამეული ვიცოდე! +2 !!!
1. გაშლილ სუფრაზე წყნარად კუთხეში ჩამოჯდებოდა, არას შეჭამდა, პურს ტყემალს ამოიწობდა, ბოლოს ქაღალდში შეახვევდა ძვლებს და ნატეხებს და მაწანწალა ძაღლებისთვის წაიყოლებდა. ვაიმე როგორ არ მომეწონა... საერთოდ არ მომეწონა... მე მომიტევეთ:( გაშლილ სუფრაზე წყნარად კუთხეში ჩამოჯდებოდა, არას შეჭამდა, პურს ტყემალს ამოიწობდა, ბოლოს ქაღალდში შეახვევდა ძვლებს და ნატეხებს და მაწანწალა ძაღლებისთვის წაიყოლებდა. ვაიმე როგორ არ მომეწონა... საერთოდ არ მომეწონა... მე მომიტევეთ:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|