უცქერ მონიტორს, რანდავ ლექსებს, არ ინიღბები, გახალისებენ ეგ ლიტბრიყვი რეიტინგები. ამ სოფლის არა, დიდ სოფლისკენ იზრდები გჯერა, შენი თაობა დიდუბისკენ აპარებს მზერას. იყვნენ მამები, ჩამოზამთრდი მათ ჩრდილში უხმოდ, მოვლენ შვილები, _ იარეთო, ბატონო, უფრთოდ! ვლიან დღეები, ვისთვის მშვიდი, და ვისთვის მფრთხალი, აღარ გშორდება, არტურას და რაფიკას ვალი. მაინც ვერ დათმე ეს ცხოვრება, ზვარივით ჭრელი, ლუდი და მწვადი ძმაკაცებთან, დიაცის წელი. "მარშრუტკის" კარებს გამოაღებს ბიკინის ზოლი, ო, შენ კი არა, ბერს შეაცდენს ის გოგო მგონი. ჟაკ დერიდასა, ერიხ ფრომს და ან ვუდი ალენს, დაეხსენ, ძმაო, აზრზე მოდი, მაყუთი თვალე. "რეპსა" და "ურმულს" ვერ გარითმავ, რიზეს და ზადენს, კლასიკა ახლა სარდაფშია, მოდერნი ზარდე. გიმტკიცებენ რომ შორსააო_ ლექსაისბერგი, სილვია პლათი, ენ სექსტონი ალან გინსბერგი. მოგწყინდა უკვე ეგ ხედები ცრემლთავწარგული, როგორც რითმები:_ "ვარდი"_"დარდი" "სული" და "გული". დილის სველ ჩრდილებს ფეხს ადგამ და ახლისკენ იწევ, და დაღლილ თვალებს ეჩვენება, ღამდება ისევ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. დილის სველ ჩრდილებს ფეხს ადგამ და ახლისკენ იწევ, და დაღლილ თვალებს ეჩვენება, ღამდება ისევ... ძალიან მომეწონა :) წარმატებები ავტორს დილის სველ ჩრდილებს ფეხს ადგამ და ახლისკენ იწევ, და დაღლილ თვალებს ეჩვენება, ღამდება ისევ... ძალიან მომეწონა :) წარმატებები ავტორს
24. შემოვიარე და ვეღარ გავედი:)
+2 შემოვიარე და ვეღარ გავედი:)
+2
21. 55555555555555555555555555555! ნაღდი. 55555555555555555555555555555! ნაღდი.
20. ახლობლური განცდაა, კარგია:) ახლობლური განცდაა, კარგია:)
19. დავით ყოჩაღ შენა!!! არაჩვეულებრივი ლექსი!!! გაიხარე შენა!!! დავით ყოჩაღ შენა!!! არაჩვეულებრივი ლექსი!!! გაიხარე შენა!!!
18. საჭირო ლექსი საჭირო დროს! საჭირო ლექსი საჭირო დროს!
17. ჩვენი ბოლო საუბრის გაგრძელებად მომეჩვენა ეს ლექსი, სუბიექტური ვარ ალბათ. თუმცაღა შეფასებაში ნამდვილად ობიექტური გახლავართ _ გენიალურია 5 ჩვენი ბოლო საუბრის გაგრძელებად მომეჩვენა ეს ლექსი, სუბიექტური ვარ ალბათ. თუმცაღა შეფასებაში ნამდვილად ობიექტური გახლავართ _ გენიალურია 5
16. სევდიანია... გულს ტკივილად შემოეჭიდა.... ლამაზი სევდა გცოდნიათ.... მოკითხვა, ბატონ დავითს....;) სევდიანია... გულს ტკივილად შემოეჭიდა.... ლამაზი სევდა გცოდნიათ.... მოკითხვა, ბატონ დავითს....;)
15. რათქმაუნდა კარგი ლექსია...ოსტატის ნახელავი...5 რათქმაუნდა კარგი ლექსია...ოსტატის ნახელავი...5
13. მოგიკითხეთ ბატონო დავით :) მოგიკითხეთ ბატონო დავით :)
12. არაჩვეულებრივია! 55555 არაჩვეულებრივია! 55555
11. კარგია დავით, ამ ალიონზე რაღაცნაირად განწყობა გამომიკეთდა, არადა პირიქით უნდა მომხდარიყო მგონი :) კარგია დავით, ამ ალიონზე რაღაცნაირად განწყობა გამომიკეთდა, არადა პირიქით უნდა მომხდარიყო მგონი :)
10. ვენაცვალე კაი სარდაფს, დღესაც, ხვალაც, გაისადაც! მუზა, ძიძა ბოჰემასთან, ძველ სარდაფში გაიზარდა, სადაც ზოგი ქართულ ღვინოს, ზოგიც - თათრულ ჩაის სვამდა... ფიროსმანი ფაიტონში ყველას კი არ ჩაისვამდა!.. ნიკალას არ ეშლებოდა: - დალევამდე დაისხამდა!
ერთი უმნი რამეც უნდა გითხრა, ჩემო დავით და მერე გადავალ სამეზობლოში...
ბიკინებთან და სტრინგებთან რა გვინდა, რა გვესაქმება?!. მაღალმა ღმერთმა გვიკურთხოს სარდაფები და სტაქნები! ქალი თუ მოვა, იქ მოვა ( თუ მართლა რამე საქმე აქ! ), ნაქებიცა და საქებიც!..
ახლა კი, უკაცრავად პასუხია - დილა მშვიდობისა, ძმაო!
ვენაცვალე კაი სარდაფს, დღესაც, ხვალაც, გაისადაც! მუზა, ძიძა ბოჰემასთან, ძველ სარდაფში გაიზარდა, სადაც ზოგი ქართულ ღვინოს, ზოგიც - თათრულ ჩაის სვამდა... ფიროსმანი ფაიტონში ყველას კი არ ჩაისვამდა!.. ნიკალას არ ეშლებოდა: - დალევამდე დაისხამდა!
ერთი უმნი რამეც უნდა გითხრა, ჩემო დავით და მერე გადავალ სამეზობლოში...
ბიკინებთან და სტრინგებთან რა გვინდა, რა გვესაქმება?!. მაღალმა ღმერთმა გვიკურთხოს სარდაფები და სტაქნები! ქალი თუ მოვა, იქ მოვა ( თუ მართლა რამე საქმე აქ! ), ნაქებიცა და საქებიც!..
ახლა კი, უკაცრავად პასუხია - დილა მშვიდობისა, ძმაო!
9. ბიკინის ზოლი მომეწონა:) ჟაკ დერიდას ხსენებამ გამახარა:) ბიკინის ზოლი მომეწონა:) ჟაკ დერიდას ხსენებამ გამახარა:)
8. დავით რაფერ ხარ მეგობარო? მოკითხვა შენ და შენს ოჯახს! :) დავით რაფერ ხარ მეგობარო? მოკითხვა შენ და შენს ოჯახს! :)
7. ....კლასიკა სარდაფშია? შეიძლება, მჯერა, ის ზის სარდაფში და უყურებს როგორ დარბიან.... შემდგომი იზმები და სხვა პოსტ–მოდერნ..... ....კლასიკა სარდაფშია? შეიძლება, მჯერა, ის ზის სარდაფში და უყურებს როგორ დარბიან.... შემდგომი იზმები და სხვა პოსტ–მოდერნ.....
5. როგორც ყოველთვის!!! საშინლად მომწონს და ძალიან მსიამოვნებს ამ ავტორის ყველა ლექსი!!! როგორც ყოველთვის!!! საშინლად მომწონს და ძალიან მსიამოვნებს ამ ავტორის ყველა ლექსი!!!
4. კარგია,ოღონდ ბიკინი საცურაო კოსტიუმს ქვია,ეგ სტრინგის ზოლია :D კარგია,ოღონდ ბიკინი საცურაო კოსტიუმს ქვია,ეგ სტრინგის ზოლია :D
3. "შენი თაობა დიდუბისკენ აპარებს მზერას."
არ ვიცი თქვენ რომელი თაობა იგულისხმეთ,მარა ჩემს თაობას სულ უბრალოდ რომ ვთქვათ პანთეონები ძალიან ჰკიდიათ. რა ჯობია სოფლის უბრალო სასფალოს "შენი თაობა დიდუბისკენ აპარებს მზერას."
არ ვიცი თქვენ რომელი თაობა იგულისხმეთ,მარა ჩემს თაობას სულ უბრალოდ რომ ვთქვათ პანთეონები ძალიან ჰკიდიათ. რა ჯობია სოფლის უბრალო სასფალოს
2. "ლიტბრიყვი"
მომეწონა ახალი სიტყვაა
"მარშრუტკის" კარებს გამოაღებს ბიკინის ზოლი
ამ ფაქტზე ვიცინე
+2
"ლიტბრიყვი"
მომეწონა ახალი სიტყვაა
"მარშრუტკის" კარებს გამოაღებს ბიკინის ზოლი
ამ ფაქტზე ვიცინე
+2
1. კლასიკა ახლა სარდაფშია, მოდერნი ზარდე. სამწუხაროდ ტაშის სმაილი არ იკრიფება...საოცრად მომეწონა ბ-ნო დავით! გულწრფელად! კლასიკა ახლა სარდაფშია, მოდერნი ზარდე. სამწუხაროდ ტაშის სმაილი არ იკრიფება...საოცრად მომეწონა ბ-ნო დავით! გულწრფელად!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|