 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 11 ოქტომბერი, 2009 |
მამიკო,გახსოვს? საძინებელში საწოლის თავზე ხალიჩა იყო, ხალიჩის უკან - ჩუმი განჯინა.
და როცა მაინც ვჭამე ნაყინი და მერე, სიცხით გათანგულმა თითქოს ჩავთვლიმე, შენ შემოხვედი ფეხაკრეფით, ერთი დამხედე, მერე განჯინის ბნელ-გრილოდან გამოაცურე კრივს დიდი ხელთათმანები, ბუცები, ტრუსი, მაისური...
მერე სარინგედ გამოწყობილი დიდხანს იდექი ასე, ჩუმად, ტრილიაჟის დიდი სარკის წინ და უცებ, უცებ შენსავე მეს, იმ სარკიდან სევდით მომზირალს, შენი განთქმული ცაცია ხელი მთელი ძალით ყბაში გაარტყი... და გონგის ხმაში ყოველი მხრიდან ირეოდა ''მიდი,მიდი! ''- ხალხის ხმაური.
იცი, მე დიდხანს ვინახავდი იმ სარკის ნატეხს . მონატრებული იმ ბასრ ნატეხში სულ შენ გხედავდი და ვერასოდეს ვიქნებოდი შენი მსაჯული, როცა ცხოვრება ამ ცრემლივით, წვიმასავით, ხევის წყალივით მუდამ თავქვე მიგაქანებდა და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.
დამთავრდა დათვლა. აღარც მსაჯი ჩანს, ვერც ძველებურად ფეხზე დადგები...
გულხელდაკრეფით, წევხარ უძრავად შუა ოთახში, შუა რინგზე, როგორც შენივე ანარეკლი - მრუდე სარკეში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. რა მშვენიერია.... რა მშვენიერია....
17. ლამაზად გამოთქმული სევდა... +2 ლამაზად გამოთქმული სევდა... +2
15. <იცი, მე დიდხანს ვინახავდი იმ სარკის ნატეხს .> ღმერთმა გაგაძლიეროთ, დებორა. არც ერთი სიტყვა ზედმეტი... <იცი, მე დიდხანს ვინახავდი იმ სარკის ნატეხს .> ღმერთმა გაგაძლიეროთ, დებორა. არც ერთი სიტყვა ზედმეტი...
14. გულხელდაკრეფით, წევხარ უძრავად შუა ოთახში, შუა რინგზე, როგორც შენივე ანარეკლი - მრუდე სარკეში.
==5== :( გულხელდაკრეფით, წევხარ უძრავად შუა ოთახში, შუა რინგზე, როგორც შენივე ანარეკლი - მრუდე სარკეში.
==5== :(
13. ძალიან მაგარია!!! :) 55555555555555 ძალიან მაგარია!!! :) 55555555555555
12. კარგი იყო...მართლაც...5555 კარგი იყო...მართლაც...5555
11. იცი, მე დიდხანს ვინახავდი იმ სარკის ნატეხს და ვერასოდეს ვიქნებოდი შენი მსაჯული, როცა ცხოვრება ამ ცრემლივით, წვიმასავით, ხევის წყალივით მუდამ თავქვე მიგაქანებდა და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.
მეტკინა...:( იცი, მე დიდხანს ვინახავდი იმ სარკის ნატეხს და ვერასოდეს ვიქნებოდი შენი მსაჯული, როცა ცხოვრება ამ ცრემლივით, წვიმასავით, ხევის წყალივით მუდამ თავქვე მიგაქანებდა და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.
მეტკინა...:(
10. ძალიან მაგარი ლექსია. დ. ძალიან მაგარი ლექსია. დ.
9. ძალიან კარგი! :) ძალიან კარგი! :)
8. კარგია, კარგი. კარგია, კარგი.
7. დამთავრდა დათვლა. აღარც მსაჯი ჩანს, ვერც ძველებურად ფეხზე დადგები...
გულხელდაკრეფით, წევხარ უძრავად შუა ოთახში, შუა რინგზე, როგორც შენივე ანარეკლი - მრუდე სარკეში. დამთავრდა დათვლა. აღარც მსაჯი ჩანს, ვერც ძველებურად ფეხზე დადგები...
გულხელდაკრეფით, წევხარ უძრავად შუა ოთახში, შუა რინგზე, როგორც შენივე ანარეკლი - მრუდე სარკეში.
5. გულწრფელად ვამბობ, სამჯერ დავწერე კომენტარი, სამივეჯერ გადავშალე, რაღაც განსაკუთრებულს ვეძებდი. რა ვთქვა, აბა...ძალიან კარგი პოეტი ხართ, ქალბატონო ნინო, ჭკვიანი, განათლებული, მოზომილი კრიტიკოსი, დიდი მასშტაბის მქონე ლიტ. თეორიტიკოსი, რაფინირებული, განსაკუთრებული ხიბლისა და შინაარსის ქალბატონი. გაიხარეთ. გულწრფელად ვამბობ, სამჯერ დავწერე კომენტარი, სამივეჯერ გადავშალე, რაღაც განსაკუთრებულს ვეძებდი. რა ვთქვა, აბა...ძალიან კარგი პოეტი ხართ, ქალბატონო ნინო, ჭკვიანი, განათლებული, მოზომილი კრიტიკოსი, დიდი მასშტაბის მქონე ლიტ. თეორიტიკოსი, რაფინირებული, განსაკუთრებული ხიბლისა და შინაარსის ქალბატონი. გაიხარეთ.
4. იცი, მე დიდხანს ვინახავდი იმ სარკის ნატეხს და ვერასოდეს ვიქნებოდი შენი მსაჯული, როცა ცხოვრება ამ ცრემლივით, წვიმასავით, ხევის წყალივით მუდამ თავქვე მიგაქანებდა და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.
... ქარდა ქარდუხს ვეთანხმები.
იცი, მე დიდხანს ვინახავდი იმ სარკის ნატეხს და ვერასოდეს ვიქნებოდი შენი მსაჯული, როცა ცხოვრება ამ ცრემლივით, წვიმასავით, ხევის წყალივით მუდამ თავქვე მიგაქანებდა და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.
... ქარდა ქარდუხს ვეთანხმები.
3. და უცებ, უცებ შენსავე მეს, იმ სარკიდან სევდით მომზირალს, შენი განთქმული ცაცია ხელი მთელი ძალით ყბაში გაარტყი...
როცა ცხოვრება ამ ცრემლივით, წვიმასავით, ხევის წყალივით მუდამ თავქვე მიგაქანებდა და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.
როცა ცხოვრება ამ ცრემლივით, წვიმასავით, ხევის წყალივით მუდამ თავქვე მიგაქანებდა და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.
დამთავრდა დათვლა. აღარც მსაჯი ჩანს, ვერც ძველებურად ფეხზე დადგები...
და უცებ, უცებ შენსავე მეს, იმ სარკიდან სევდით მომზირალს, შენი განთქმული ცაცია ხელი მთელი ძალით ყბაში გაარტყი...
როცა ცხოვრება ამ ცრემლივით, წვიმასავით, ხევის წყალივით მუდამ თავქვე მიგაქანებდა და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.
როცა ცხოვრება ამ ცრემლივით, წვიმასავით, ხევის წყალივით მუდამ თავქვე მიგაქანებდა და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.
დამთავრდა დათვლა. აღარც მსაჯი ჩანს, ვერც ძველებურად ფეხზე დადგები...
1. იცი, მე დიდხანს ვინახავდი იმ სარკის ნატეხს და ვერასოდეს ვიქნებოდი შენი მსაჯული, როცა ცხოვრება ამ ცრემლივით, წვიმასავით, ხევის წყალივით მუდამ თავქვე მიგაქანებდა და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.
ეს განსაკუთრებით :) იცი, მე დიდხანს ვინახავდი იმ სარკის ნატეხს და ვერასოდეს ვიქნებოდი შენი მსაჯული, როცა ცხოვრება ამ ცრემლივით, წვიმასავით, ხევის წყალივით მუდამ თავქვე მიგაქანებდა და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.
ეს განსაკუთრებით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|