ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2009


* * *


            დავდივარ ქვეყანაზე - თითქოს არაფერი,
            ვგავარ წესიერ და კარგ ადამიანს.
            ყველას შევუსრულებ თითო დანაპირებს
            და თუ ავფეთქდები, დროში გადაიარს.

            წავალ ამ ქვეყნიდან - ისევ არაფერი,
            მხოლოდ ზოგი იტყვის ნამდვილ შესანდობარს.
            ვეღარ შეგისრულებთ ბოლო დანაპირებს
            და ვერც სიტყვას გეტყვით - შესამკობლად.

            მივალ უცხო მხარეს - სულაც არაფერი,
            ვიცი არც იმ ქვეყნად, რომ არ მომელიან...
            გულო, - ვეღარაფერს ვეღარ დააპირებ,
            სულო, - ღმერთი შენი, აწი რომელია?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები