ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 სექტემბერი, 2010


სიყვარულის ფილოსოფია

სიყვარული მაქვს,რომელიც ერთდროულად თან მკლავს და თან მაცოცხლებს.ის ყოველთვის მიყვარდა,მიყვარს და მეყვარება,ის ჩემი ოცნებაა,რომელსაც მაშინაც ვეძებ როცა ჩემს გვერდითაა და მაშინაც,როცა მგონია რომ აღარ ვეძებ.
ჩემს მუზებსაც მის გარეშე ფრთები არ ექნებოდათ.ის დაბადებიდან ჩემთანაა,ჩემშია და ჩემთვისაა.იგი არავის არ გავს,შეიძლება მოწყვეტილ ვარსკვლავს შეადარო,ან მთვარის სინათლეს,იგი უსაზღვროა როგორც ცა,მსუბუქია როგორც ჰაერი და ნათელია როგორც მზის სხივი...
ის სამყაროს სუნთქვას გავს და კოსმიურ მუსიკას,რომელიც გულისცემას მავიწყებს და სმენას მიხშობს,იგი ყველაფრის წამლეკავი ღვარცოფივითაა,ანდა მთის მწვერვალიდან დაქანებული ზვავივით,ხანდახან მზეზე ამოფრქვეულ ვულკანს გავს,რომელსაც ყველაფრის დაწვა შეუძლია,ან მაცოცხლებელ სიოს გავს შუადღის სიცხეში მთიდან მონაქროლს...და მაინც ადამიანური ენა უძლურია იმ ყველაფრის გამოსახატავად,რასაც მისი შეხებისას,ანდა შეხედვისას განვიცდი,თქვენ კი მოკვდავნო!ნუ შეგშურდებათ ჩემი,რადგან იგი თქვენშიცაა,შეიძლება სულის რომელიმე უხილავ კუნჭულში იყოს მიმალული და ღრად მიძინებული.
მას უბრალოდ მოძებნა უნდა და გაღვიძება,ხოლო რაც შეეხება დანახვას,მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ შეხედოთ,რადგან მისი სინათლე წუთში გაბრმავებს,თუმცა შედეგ თავად ზრუნავს შენზე და დაყავხარ ხელჩაკიდებული სამყაროს კიდით კიდემდე,სადაც აბლაბუდისაგან ნაქსოვი უსასრულოდ გრძელი ბეწვის ხიდებია გადებული და ამ ხიდზე შემდგარს უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გრჩება,ამიტომ მიენდეთ და მიყევით ბოლომდე,რადგან თუნდაც ხიდი ჩაწყდეს და უფსკრულში გადაიჩეხოთ,წინ მაინც გელით ფრენის  ნეტარება,რომლის მსგავსიც არასოდეს გექნებათ განცდილი (ამ) ცხოვრებაში...
დაფიქრდი მოკვდავო! განა ამ წუთისთვის არ ღირდა სიცოცხლე,ან თუნდაც სიკვდილი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები