ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: საბავშვო
12 თებერვალი, 2010


***ფიფქი***

ვინ იცის,რამდენი ხნის წინ მოწყდა მშობლიურ ღრუბელს და გამოექანა მეგობრებთან ერთად ბედკრული დედამიწისკენ მიზიდულობის ძალით....
ჯერ კიდევ ჰაერში ფარფატებს ლაღად და მაღლიდან უცქერს გარემოს ჩაფიქრებული,საკუთარ თავში დარწმუნებული...
მაგრამ განა იცის საცოდავმა,აქ რა ელოდება?
ვერც კი წარმოუდგენია ის,თუ როგორ უდიერად წაბილწავენ მის სისპეტაკეს ადამიანები:
ან გადაუვლიან,
ან გუნდად აქცევენ,
ათამაშებენ საკუთარ გემოზე დაუკითხავად
და გარევენ ჭუჭყში,ტყლაპოში...
სხვა რომ არაფერი,მზეც არ დაინდობს უცოდველ სტუმარს -
დაადნობს და ააორთქლებს,
მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება მისთვის კარგიც აღმოჩნდეს,რათა დაუბრუნდეს მშობლიურ ღრუბლებს...
თუმცა თავის პირვანდელ სახეს ვინ იცის აწი როდის მიიღებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები