ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინასარა
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2010


ვაზი ჯვრისა და ჯვარი ვაზისა

მაშ დაგვეკარგა ძველი საუნჯე?!
მაშ აღარა ვართ ქართველნი ღვთისა?!
ან დაგვავიწყდა სვეტიცოველის,
მადლი ძლიერი, ცოცხალი ხისა?!

შენ ასე ფიქრობ?! შემცდარხარ ძმაო!
ქართველს ვერ გასტეხს მაცდური ენა,
ოქროს, ბრილიანტს მას ურჩევნია,
თუნდ ღარიბულად ოჯახში ლხენა.

თუ ბევრი ჰყავდა წარსულში შვილი,
განა დღეს ლოცვამ გვივიწყა მათმა?!
ისე იმრავლებთ მალე რჩეულნი,
ამას ფიქრობდეთ: ,,რა უცბათ დათბა”

დათბება სწორედ, ყინვა კი წავა,
დამაზრზობელი სულისაც ხორცთან,
გადაიყრება ზამთრის ღრუბლები,
და აღმოვჩნდებით გოლგოთის ბორცვთან.

იმედს ნუ კარგავთ კეთილნო გულნო,
დღეს ხომ ქართლოსი თქვენითა ფეთქავს,
მალე მორჩება ტანჯვა-წამება,
ბოროტ გულებს კი შურები ხეთქავს.

არწივი მაშინ ცალ ფრთას ითრევდა?!
ამ ერთს უმატებს უფალი ხუთსა!
ექვსფრთიან მთავრებს კი რა გაუძლებს,
არ დაემართოს კეთილი ცუდსა.

მანამდის ცოტა ითმინე ერო,
სანამ ბოლომდის ეახლო ქალწულს,
იოანე კი გამოგვიგზავნის,
თავის პირველ და საყვარელ ნათლულს.

ნიკორწმინდაში კვლავაც გვეხილოს,
ლაღი სრულება მკვეთრი ხაზისა,
სამშობლოვ ჩემო, გფარავდეს მარად,
ვაზი ჯვრისა და ჯვარი ვაზისა...               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები