ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2010


წვიმა ხომ მოვიდა

მთელი დღის მოლოდინს
ღამესთან მოვიტან.
ღამე კი ბნელია,
მანძილი შორი  და
თუ გინდა, ნუ მოხვალ,
წვიმა ხომ მოვიდა?
მთვარეს რომ კოცნიდა იმ
ვარსკვლავს  შორიდან
შევასწარ თვალი და
მეც კოცნა მომინდა,
თუ გინდა ნუ მოხვალ,
წვიმა ხომ მოვიდა?
მივწექი ტახტზე და
წვიმაც მე მომიწვა,
წაართვა ადგილი
ლოდინს და - მორიგდა!
თუ გინდა ნუ მოხვალ,
წვიმა ხომ მოვიდა!?
თან უფრო შორიდან!
თან უფრო შორიდან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები