 | ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: იუმორისტული 21 თებერვალი, 2010 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გუშინ დადო ჰა-რა-ლემ ერთი მოთხრობა „ღირსება და ცხოვრება დიომიდე გვალიასი“ და... თან დაიწუწუნა, "მიდღემჩი" ჩემთვის არაფერი მოუძღვნიათო! აჰა, ჰა-რა-ლე... ამ მოთხრობას - შენ გიძღვნი... თუმცა არცაა მოთხრობა, ნამდვილი ამბავია და შენმა მონათხრობმა გამახსენა.
კახეთის ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი კაცი... ჰა-რა-ლეს დიომიდეს "ტყუპისცალი"... სახელიც ვიცი მისი და გვარიც და სურათიც კი მაქვს მასთან ერთად გადაღებული, მარა... არ მინდა მისი სახელის გამჟღავნება. ღმერთმა აცხონოს, კაი კაცი იყო! ამიტომ შოთას დავარქმევ.
მის ოჯახში ვიყავით საქეიფოდ.სტუმრებიც და მასპინძლებიც კარგად შეთვრნენ და... უცებ, მისი შვილის უახლოესი ძმაკაცი, დათო, რომელიც გვერდით მეჯდა, მეუბნება:
– თამრი, შოთა ძიას ამბები იცი შენ? – არა, აბა, საიდან?... ან რა ამბებზე მეკითხები? – რაზე და, აი, საკონცენტრაციო ბანაკს როგორ გადაურჩა ომის პერიოდში. – უი, სულ არ ვიცოდი, საკონცენტრაციო ბანაკში თუ მოხვდა... ოსვენციმში? – ხო... ხომ ხედავ, რამხელა კაცია? 1.95 მ–ია... ჰოდა ეს მთასავით კაცი ბანაკში ისე გახდა, ძვალზე კანი იყო გადაკრული. ამდენ მუშაობას და შიმშილს ვეღარ გაუძლო და “მოკვდა”. აუღიათ და მიცვლებულთა დასამარხ ორმოში ზევიდანვე დაუგდიათ. – საწყალი... კიდევ კარგი, ცოცხლად არ დამარხეს?! – აბა? თანაც, ტანსაცმლიანს ხომ არ მარხავდნენ? გააშიშვლეს და ისე. ზამთარი იყო და მიცვალებულებს მიწას 2 დღეში ერთხელ აყრიდნენ თურმე. ბედად, არც ოქროს კბილები ჰქონდა და კბილების უნარკოზოდ დაძრობასაც გადარჩა... - გაეცინა დათოს. – საბრალო შოთა!... თანაც ზამთარში? - ალალად შემეცოდა კეთილი მოხუცი. – მაცადე... იმ საღამოს ამ ორმოსთან გაუვლია 2 გერმანელ ექთანს. და თურმე ერთ-ერთმა იყვირა: ეგონა გველი ყელყელაობდა მიცვალებულის სხეულზე. – რა გველი? გველი ზამთარში? – საქმეც მაგაშია, რომ... ეს „გველი“ სულაც არ იყო გველი... მოკლედ, შოთა ძიას "მამაკაცური სიამაყე" 40 სმ-ს აჭარბებდა თურმე. – რას მაიმუნობ? დაუკელი ცოტა, სირცხვილია ამხელა ტყუილის დაბრეხება! – ვაახ, რომც არ გადაეჭარბებინა, 40 სმ, რა, ცოტა იყო? ჰოდა, სინამდვილეში გველი კი არა, ეს "მშვენება“ ფეხზე წამოუდგა რაღაც ქვეცნობიერს. ექთნები მალე მოვიდნენ გონს და ეს ჩვენი შოთა ძია ორმოდან ამოათრიეს, მოუარეს, აჭამეს, ასვეს და კაცს დაამსგავსეს. ამის მერე მთელი გერმანელი ქალების სულისთქმად იქცა თურმე. – კარგი, რა, დათო, ნუ მაშაყირებ... – სიცილით ვიგუდებოდი, მაგრამ დათო მოყოლას აგრძელებდა. – გერმანელი ექთნები თავზე დაჰფოფინებდნენ, ცივ ნიავს არ აკარებდნენ, და ყოველ ღამე ცოცხალ რიგში იდგნენ თურმე, გერმანელი ოფიცრები კი ბრაზდებოდნენ, ქალებს "გვიტ......სო" და დახვრეტა დაუპირეს, მაგრამ გერმანელ ქალებს ისეთი ამბავი აუტეხავთ, დაანებეს თავი. მოკლედ, გადარჩა შოთა ძია.
მე სიცილისგან ცრემლები მდიოდა. ამ დროს ეს შოთა ძია მომიახლოვდა და მკითხა: – რაიმე ხო არ გინდა, შვილო? იგრე გემრიელად იცინი, როოო... – არაფერი, შოთა ძია... დათო მასულელებს... – არაფერსაც არ ვასულელებ... იმას ვუყვები, საკონცენტრაციო ბანაკში როგორ მოხვდი და გერმანელმა ქალებმა რის გამოც გადაგარჩინეს... – კააარგი, ბიჯო, ყველაფრიჲ მოყოლა კი არ შეიძლება? ნუ მარცხვენ ამ გოგოჲთან! – რა, ტყუილს ვყვები, თუ? – არა, ტყუილ კი არა ჰყვები, მარააა, მაინც სირცხვილია! ისე, თამრო, შენა ყველაფერ მაინც ნუ დაუჯერებ, იქნება ზოგი რამ გაბუქოს კიდეცა... – თუ ვბუქავ, მოიხსენი ეგ ფეშტამალი... – თავ არ დამანებებ, ჯოო? ე ფეშტამალი 20 წელია ზედ მიკეთია და... ახლა გინდა მამახსნევინო?... ეეჰ, შენი გამოსწორება არ იქნება, რააა...
შოთა ძია ოთახიდან გავიდა, დათომ კი მოყოლა განაგრძო: – ომიდან რომ დაბრუნდა, ცოლი მოიყვანა, მარა... შეიკლა თურმე ეს ქალი ხელში. სამაგიეროდ აქვე, გვერდზე სახლში მცხოვრები მეზობელი ქალი არ ეუბნებოდა უარს და... ცოლს რომ არაფერი ეეჭვა, თურმე ღობეში გამოჭრეს ხვრელი და ღობის აქეთ შოთა ძია იდგა თურმე და ღობის იქით - ის ქალბატონი და ისე შვრებოდნენ თავის საქმეს, ღობის გაღმა-გამოღმა. – დათო, თავი დამანებე... ადამიანი არა ხარ? ყბები მეტკინა სიცილით... ვეღარ ვსუნთქავ.... – ჯერ სადა ხარ?!... ერთ დღესაც ამ ღობესთან წაადგა თავზე ცოლი და... ვიდრე ეს 40 სმ ღობიდან აქეთ გადმოათრია, ცოლს ფიწლისთვის დაუვლია ხელი და ისე გამოჰკიდებია, - "ე შენი საოხრე და ჩემი დამაქცევარი ამ ფიწალზე წამოგებული უნდა შევწვა წალამზე და მაგაზე გაგიჟებული მთელი სოფლის ქალები მაგით დავანაყროო"... შოთა ძიამ ძლივს გაასწრო თურმე ცოლს. ეეჰ, კაი ქალი იყო ნინა ძალო... ამ ამბიდან 15-16 წლის მერე ნინა ძალო მოკვდა. შოთა ძია 70 წლისა იყო უკვე. მაგრამ... ვერ აჩერებდნენ. აბა მაგას რა გააჩერებდა?! ხოდა, შოთას რო გაუძლებდა, მასეთ ქალს დაუწყეს ძებნა. ის მეზობელიც გარდაცვლილი იყო უკვე.... მერე თბილისში უპოვიათ ვიღაც რუსის ქალი და შოთას მომსახურებას "აგრანიჩიწელებით" დათანხმდა თურმე, ისიც - კარგი ანაზღაურების ფასად. – დათოოო, აღარ შემიძლია, შემიცოდე... – ფეხზე წამოვხტი და ოთახიდან გავვარდი...
სირცხვილით შოთას ვეღარ ვუყურებდი თვალებში... მან კი, ამ კახელმა გოლიათმა, ვითომ არაფერიო, კეთილად გამიღიმა და დიდი სინით შამფურებითვე შემოტანილი, წალამზე შემწვარი მწვადი იმ შამფურიანად დამაჭერინა ხელში... – ხელი არ დაიწვა, ფრთხილად მოჲკიდე ხელი... ესა სპეციალურად შენთვიჲ შავწვი. იგეთი მწვადია როოო, ტა–ტა–ტა–ტაააა... ამაჲ ვინც არ შასჭამს, ან დღე მოჲკვდება და ან ღამე!... ჭამე, შვილო, ჭამე... და ნუ უსმენ დათოსა... ეგეთი ყბედია დაბადებიდან! ერთი სიტყვა არ დაადგება პირზედ...
მე რომ გავიცანი, შოთა ძია 82 წლისა იყო უკვე და თვეში ერთხელ თითო კვირით მაინც დაჰყავდათ თბილისში.
ამ 5-6 წლის წინ 89 წლისა მოკვდა, კიბოთი... მართლა კარგი კაცი იყო, ცხონებული... აი, ასეთებიც ხდება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. აუ მაგარია, მაგრად ვიცინე. გაიხარეთ. +2 აუ მაგარია, მაგრად ვიცინე. გაიხარეთ. +2
39. es ambavi tu gadaxdeboda vinmes tavs mxolod kaxels:D:D dzalian magariaaa.. bevri vicine...:D:D es ambavi tu gadaxdeboda vinmes tavs mxolod kaxels:D:D dzalian magariaaa.. bevri vicine...:D:D
38. ვაიიიი! შენ არ მოუკვდი შენს პატრონს! ეს რამ დაგაწერინა, გოგო? მაგარი ხარ, რააა! 5555555555555555555 ვაიიიი! შენ არ მოუკვდი შენს პატრონს! ეს რამ დაგაწერინა, გოგო? მაგარი ხარ, რააა! 5555555555555555555
36. ბევრი ვიცინე ბევრი ვიცინე
35. შენ რა გითხარი თამარ, რა კარგ ხასიათზე დამაყენე. შენ რა გითხარი თამარ, რა კარგ ხასიათზე დამაყენე.
34. :)) =)) =)) მაგარი ხარ, თამრი.... ეს რამ დაგაწერინა? :)) =)) =)) მაგარი ხარ, თამრი.... ეს რამ დაგაწერინა?
33. =)) =)) კომენტარის წერის თავი არ მაქვს =))
=)) =)) კომენტარის წერის თავი არ მაქვს =))
32. :)) :D კარგად ვიხალისე....... :)) :D კარგად ვიხალისე.......
31. შეგიწუხდა გული!... :) :)) :)) 5 შეგიწუხდა გული!... :) :)) :)) 5
30. არა, ანე... უფრო lost soul-ს... ისე, იუმორისტულ გვერდს იუმორი უხდება! და მე და კახას კომენტარები ვერ წაგვაჩხუბებს... ნუ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა ასე რომ იყოს და... 100 თუ არა, 99,9 % - ასეა! :)))))))) არა, ანე... უფრო lost soul-ს... ისე, იუმორისტულ გვერდს იუმორი უხდება! და მე და კახას კომენტარები ვერ წაგვაჩხუბებს... ნუ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა ასე რომ იყოს და... 100 თუ არა, 99,9 % - ასეა! :))))))))
29. 24-ე კომენტარი მე მეკუთვნოდა, ქალბატონო, თამარ? და ჩემს უწყინარ შედარებას, ასეთი ბოროტების ჩადენა ძალუძს,ნუთუ ? :D
24-ე კომენტარი მე მეკუთვნოდა, ქალბატონო, თამარ? და ჩემს უწყინარ შედარებას, ასეთი ბოროტების ჩადენა ძალუძს,ნუთუ ? :D
28. სპირტში - დიომიდესია, გოგო! სპირტში - დიომიდესია, გოგო!
27. აბა სპირტშიაო?...:) აბა სპირტშიაო?...:)
26. რატომ იპარები? აღარაა საშიში შოთა ძია! 5-6 წლის წინ გარდაიცვალა, ნანა! რატომ იპარები? აღარაა საშიში შოთა ძია! 5-6 წლის წინ გარდაიცვალა, ნანა!
25. თამრო, გავიცინე და გავიპარე აქედან...:) თამრო, გავიცინე და გავიპარე აქედან...:)
24. მე და ჰა-რა-ლე არ ვუპირისპირდებით ერთმანეთს დიომიდესა და შოთა ძიას ღირსებების გამო და... გთხოვთ, ჩვენს შორის ნუ თესავთ შუღლს... :)))))))))))))))) მე და ჰა-რა-ლე არ ვუპირისპირდებით ერთმანეთს დიომიდესა და შოთა ძიას ღირსებების გამო და... გთხოვთ, ჩვენს შორის ნუ თესავთ შუღლს... :))))))))))))))))
23. შენ გაიხარე თამარ.... გამახალისე... ჰარალეეეე :)) :)) :)) შენ გაიხარე თამარ.... გამახალისე... ჰარალეეეე :)) :)) :))
20. :D:D:D ეს ჯობდა ჰარალეს ამბავს :P
მოწყენილი სახეები დღეს არ იქნებააა...ეს სიმღერა გამახსენდა ისეთი ჟრიამულია რამმდენიმე გვერდზე:) "ტემპი" არ დაგდოთ და ჰარირამას რევანშას ველოდებით :D
:D:D:D ეს ჯობდა ჰარალეს ამბავს :P
მოწყენილი სახეები დღეს არ იქნებააა...ეს სიმღერა გამახსენდა ისეთი ჟრიამულია რამმდენიმე გვერდზე:) "ტემპი" არ დაგდოთ და ჰარირამას რევანშას ველოდებით :D
19. ისე, შენ კი არა, დიომიდეს ეკუთნის აი "პადარკა", ჩემო ჰარალე... იმისმა ღირსებამ ამიშალა... წერის საღერღელი, თუ არა, სხვაფრივ, რა თავში ვიხლი ან ერთს და ან მეორეს? ერთი ბანკაშია, სპირტში ჩადებული და მეორე კი მშობლიურ მიწაში ლპება, გამხმარი მუხის ფესვივით...
შენ იყავი კარგად და... გავახაროთ აი ურაკის მოსახლეობა კაი-კაი იუმორისტულებით! და ჰარირამაც თუ აგვიწყობს ფეხს, მაგას რა ჯობია? ისე, შენ კი არა, დიომიდეს ეკუთნის აი "პადარკა", ჩემო ჰარალე... იმისმა ღირსებამ ამიშალა... წერის საღერღელი, თუ არა, სხვაფრივ, რა თავში ვიხლი ან ერთს და ან მეორეს? ერთი ბანკაშია, სპირტში ჩადებული და მეორე კი მშობლიურ მიწაში ლპება, გამხმარი მუხის ფესვივით...
შენ იყავი კარგად და... გავახაროთ აი ურაკის მოსახლეობა კაი-კაი იუმორისტულებით! და ჰარირამაც თუ აგვიწყობს ფეხს, მაგას რა ჯობია?
18. დიდი მადლობა ჩემო თამარ! :)) ჩემი ,,წუწუნი" და ჰარირამასადმი გაგზავნილი საჩუქარი, შენ თუ აგიშლიდა საღერღელს, მაგას რავა ვიფიქრებდი?:) რატო წუხდებოდი? ამხელა ,,პადარკის" ღირსად რომ ჩამთვალე, მე გაჭირვებულმა რითი ქცე პატივი?:) ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენო - ასე, გამიგონია მე და ,,იმას" - მითუმეტეს, ალბათ.:) კიდევ ერთხელ მადლობა და გადამეხადოს ბატონო!:) ჰარირამა აბდალა! ხითხითებ და მოხვედი ფერზე ხო? :) ქალი გამოიყვანე ბიჭო ბრძოლის ველზე? მალადეც შენ!:)) რა ვქნა? ამას კი ავიტან ( სხვა რა გზა მაქვს :) ) მარა, ნიკო მუნჯის და თათარი ალის ამბებიც კარგად რომ ვიცი და შენც რომ გვერდით მყავხარ, ესეც არ დაგავიწყდეს, ყაძახო! :)) დიდი მადლობა ჩემო თამარ! :)) ჩემი ,,წუწუნი" და ჰარირამასადმი გაგზავნილი საჩუქარი, შენ თუ აგიშლიდა საღერღელს, მაგას რავა ვიფიქრებდი?:) რატო წუხდებოდი? ამხელა ,,პადარკის" ღირსად რომ ჩამთვალე, მე გაჭირვებულმა რითი ქცე პატივი?:) ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენო - ასე, გამიგონია მე და ,,იმას" - მითუმეტეს, ალბათ.:) კიდევ ერთხელ მადლობა და გადამეხადოს ბატონო!:) ჰარირამა აბდალა! ხითხითებ და მოხვედი ფერზე ხო? :) ქალი გამოიყვანე ბიჭო ბრძოლის ველზე? მალადეც შენ!:)) რა ვქნა? ამას კი ავიტან ( სხვა რა გზა მაქვს :) ) მარა, ნიკო მუნჯის და თათარი ალის ამბებიც კარგად რომ ვიცი და შენც რომ გვერდით მყავხარ, ესეც არ დაგავიწყდეს, ყაძახო! :))
17. "ბედი მომეც და თუნდ სანაგვეზე გადამაგდეო",თუ როგორაა,მაგ ანდაზის საქმე როგორ იქნება ახლა თამარ... :) "ბედი მომეც და თუნდ სანაგვეზე გადამაგდეო",თუ როგორაა,მაგ ანდაზის საქმე როგორ იქნება ახლა თამარ... :)
16. ეს ღირსება დიომიდესია თუ ძია შოთასი არ ვიცი...მაგრამ კი იდო ნეტში დააა... :)) იყოს აქაც ილუსტრაციებშიი ;) :-P ეს ღირსება დიომიდესია თუ ძია შოთასი არ ვიცი...მაგრამ კი იდო ნეტში დააა... :)) იყოს აქაც ილუსტრაციებშიი ;) :-P
15. ვაჰ, რა დავაშავე ამნაირი, ჰა-რა-ლე-ს წაკითხვამ შუაღამეს მომიწია და შოტა ძიას "ღირსებისა" დილაუთენია... და ამხელა ღირსების მატარებელი კაცი სხვას რომ არ ეტარებინა თბილისში, თვითონ ვერ მიხედავდა ბოლომდე? სხვისი სათრევი რატომ გაიხადა? =)) =)) ექთნები მალე მოვიდნენ გონს და ეს ჩვენი შოთა ძია ორმოდან ამოათრიეს, მოუარეს, აჭამეს, ასვეს და კაცს დაამსგავსეს, ეს ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა. ასეა, რამსიგძე "ღირსებაც" არ უნდა ქონდეს, კაცს მაინც უნდა გავდეს, რააა...=)) კარგად მოვილხინე, დიდი მადლობა, თან კახურად მოყოლილი, მაინც სხვანაირი "ეშხის" იქნებოდა. ისე მაგდაგვარი რაღაც ჩემს ნაცნობს შეემთხვა, პროფესიით ექიმს...იყო პერიოდი, მასიური აცრები ტარდებოდა მოსახლეობაში, არ მახსოვს, შავი ჭირის, რომელიღაც ინფექციის საწინაღმდეგო. დიდი რიგები იყო ხოლმე და ჩქარობდნენ ექიმებიც. ერთი პაციენტი კაცი რომ შესულა, ამ ჩემს ნაცნობს უთქვამს, ჩაიწიეთ შარვალი და მოემზადეთო, თან შებრუნებულა ნემსის გასაწყობად. ამ კაცს, ალბათ, როგორც იყო მიჩვეული, შარვალი სულ ჩაუწევია და დამდგარა "გატრუნული". მოულოდნელად რომ დაუნახავს ამ ქალს, ცუდად გამხდარა, მაგრამ ის კაცი სულაც არ შეშფოთებულა...თვითონ მომთხოვაო =)) ვაჰ, რა დავაშავე ამნაირი, ჰა-რა-ლე-ს წაკითხვამ შუაღამეს მომიწია და შოტა ძიას "ღირსებისა" დილაუთენია... და ამხელა ღირსების მატარებელი კაცი სხვას რომ არ ეტარებინა თბილისში, თვითონ ვერ მიხედავდა ბოლომდე? სხვისი სათრევი რატომ გაიხადა? =)) =)) ექთნები მალე მოვიდნენ გონს და ეს ჩვენი შოთა ძია ორმოდან ამოათრიეს, მოუარეს, აჭამეს, ასვეს და კაცს დაამსგავსეს, ეს ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა. ასეა, რამსიგძე "ღირსებაც" არ უნდა ქონდეს, კაცს მაინც უნდა გავდეს, რააა...=)) კარგად მოვილხინე, დიდი მადლობა, თან კახურად მოყოლილი, მაინც სხვანაირი "ეშხის" იქნებოდა. ისე მაგდაგვარი რაღაც ჩემს ნაცნობს შეემთხვა, პროფესიით ექიმს...იყო პერიოდი, მასიური აცრები ტარდებოდა მოსახლეობაში, არ მახსოვს, შავი ჭირის, რომელიღაც ინფექციის საწინაღმდეგო. დიდი რიგები იყო ხოლმე და ჩქარობდნენ ექიმებიც. ერთი პაციენტი კაცი რომ შესულა, ამ ჩემს ნაცნობს უთქვამს, ჩაიწიეთ შარვალი და მოემზადეთო, თან შებრუნებულა ნემსის გასაწყობად. ამ კაცს, ალბათ, როგორც იყო მიჩვეული, შარვალი სულ ჩაუწევია და დამდგარა "გატრუნული". მოულოდნელად რომ დაუნახავს ამ ქალს, ცუდად გამხდარა, მაგრამ ის კაცი სულაც არ შეშფოთებულა...თვითონ მომთხოვაო =))
14. თქვენ გაიხარეთ! ახლა წავიკითხე ჰარალეს მოთხრობა და ჯერ კიდევ არ გამოვსულვარ ემოციიდან, ჯერ კიდევ ვიხსენებ გარკვეულ პასაჟებს და მეცინება და ახლა კიდევ ეს თქვენი მიძღვნა ქალბატონო თამარ! რას მერჩით ხომ არ იცით?! გაიხარეთ!
ან ეს რა კარგი თემა შემოიტანეთ საიტზე. მე რაღაც ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა, რომ საქართველოში რაღაც მაგნიტურ-სუპერ მამაკაცური ანომალია (თუ რა დავარქვა არ ვიცი) არსებობდა, თორემ რა უბედურებაა ეს ამოდენები. ( ამ სმაილიკებს ვერ ვწერ და ვინმემ მასწავლეთ რა).
მოკლედ, დიდი მოწონება ძალიან საინტერესო თემაზე შექმნილ ორ ბრწყინვალე ნაწარმოებს ჩემგან! თქვენ გაიხარეთ! ახლა წავიკითხე ჰარალეს მოთხრობა და ჯერ კიდევ არ გამოვსულვარ ემოციიდან, ჯერ კიდევ ვიხსენებ გარკვეულ პასაჟებს და მეცინება და ახლა კიდევ ეს თქვენი მიძღვნა ქალბატონო თამარ! რას მერჩით ხომ არ იცით?! გაიხარეთ!
ან ეს რა კარგი თემა შემოიტანეთ საიტზე. მე რაღაც ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა, რომ საქართველოში რაღაც მაგნიტურ-სუპერ მამაკაცური ანომალია (თუ რა დავარქვა არ ვიცი) არსებობდა, თორემ რა უბედურებაა ეს ამოდენები. ( ამ სმაილიკებს ვერ ვწერ და ვინმემ მასწავლეთ რა).
მოკლედ, დიდი მოწონება ძალიან საინტერესო თემაზე შექმნილ ორ ბრწყინვალე ნაწარმოებს ჩემგან!
13. კაროჩე თამარ,სავერშენსტვო ხარ რა... კაროჩე თამარ,სავერშენსტვო ხარ რა...
12. ეძღვნება ჰარალეს:) გაიხარე ეგრე უნდა მაგასა :) ეგ რომ პატარებს აწვალებს , განა ეგრე უნდა?:) ეძღვნება ჰარალეს:) გაიხარე ეგრე უნდა მაგასა :) ეგ რომ პატარებს აწვალებს , განა ეგრე უნდა?:)
11. =)) =)) =)) ჩემი ცხონებული ბაბუა გამახსენა შოთა ძიამ :) ზუსტად 9 ცოლის შერთვა მოასწრო ოფიციალურად თავის 78 წლის სიცოცხლეში =) ბოლო 76 წლისამ შეირთო, 42 წლის ქალი. ერთი წელი შესრულდა ნოემბერში, რაც გარდაიცვალა ბაბუა... :( თამარ, მომეწონეთ იუმორისტულშიც. +5 =)) =)) =)) ჩემი ცხონებული ბაბუა გამახსენა შოთა ძიამ :) ზუსტად 9 ცოლის შერთვა მოასწრო ოფიციალურად თავის 78 წლის სიცოცხლეში =) ბოლო 76 წლისამ შეირთო, 42 წლის ქალი. ერთი წელი შესრულდა ნოემბერში, რაც გარდაიცვალა ბაბუა... :( თამარ, მომეწონეთ იუმორისტულშიც. +5
10. :)) :)) :))
=)) =)) =))
ნეტავი ვინმეს ბარემ ილუსტრაციაც დაედო!.. =)) :)) :)) :))
=)) =)) =))
ნეტავი ვინმეს ბარემ ილუსტრაციაც დაედო!.. =))
9. მიძღვნა და სურათი ერთნაირი-დღიურებში განუყოფელ მეგობრებს!:) ხვალ თუ საიტზ ე არ გამოვჩნდი-მეძებეთ მკვდრებში,ან ერთი მომკლავს,ან მეორე!:) მიძღვნა და სურათი ერთნაირი-დღიურებში განუყოფელ მეგობრებს!:) ხვალ თუ საიტზ ე არ გამოვჩნდი-მეძებეთ მკვდრებში,ან ერთი მომკლავს,ან მეორე!:)
8. მართლა მაგარია :)) კარგად მოყოლილი იუმორი :):))
გაიხარე! მართლა მაგარია :)) კარგად მოყოლილი იუმორი :):))
გაიხარე!
7. ეს მიძღვნა რომ გაიგოთ, ყოველი ქვედა აზრების გარეშე, ჰარალეს ასთივე მოთხრობა უნდა გქონდეთ წაკითხული და ისიც, საწყლად რომ თქვა, ჩემთვის არაფერი მოუძღვნიათო... სხვა არაფერი! იმედია, ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებულია! :))))))))) ეს მიძღვნა რომ გაიგოთ, ყოველი ქვედა აზრების გარეშე, ჰარალეს ასთივე მოთხრობა უნდა გქონდეთ წაკითხული და ისიც, საწყლად რომ თქვა, ჩემთვის არაფერი მოუძღვნიათო... სხვა არაფერი! იმედია, ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებულია! :)))))))))
6. =))=)) მაგარი ხარ თამრი,მოკლედ რაღას არ მოიფიქრებ და გაიხდსენებხოლმე?=)) =))=)) მაგარი ხარ თამრი,მოკლედ რაღას არ მოიფიქრებ და გაიხდსენებხოლმე?=))
5. რენუარნინო, თქვენი აზრიტ რატომ უძღვნის? ხომ იფიქრეთ რაღაც თქვენეული და დავინტერესდი მეც :) იქნებ ს-თქვათ :) რენუარნინო, თქვენი აზრიტ რატომ უძღვნის? ხომ იფიქრეთ რაღაც თქვენეული და დავინტერესდი მეც :) იქნებ ს-თქვათ :)
4. 40 <<<<< ნაღდად დაუჯერებელია :))
გველზე ვიხალისე მაგრად :)
და ის რეაქცია მწვადი რომ შემოიტანა მაგრად მესმის. ხო აზრზე ვარ რა დღეში იქნებოდით :))
სახალისოა და კარგად გადმოცემული, მიყვარს ცოცხალი იუმორი.
5. 40 <<<<< ნაღდად დაუჯერებელია :))
გველზე ვიხალისე მაგრად :)
და ის რეაქცია მწვადი რომ შემოიტანა მაგრად მესმის. ხო აზრზე ვარ რა დღეში იქნებოდით :))
სახალისოა და კარგად გადმოცემული, მიყვარს ცოცხალი იუმორი.
5.
3. თამ,კიდევ გამერღვა კინაღამ პირი!:) რა ვქნა ახლა ჰარისაც მივუბრძანო ილუსტრაცია?:)) თამ,კიდევ გამერღვა კინაღამ პირი!:) რა ვქნა ახლა ჰარისაც მივუბრძანო ილუსტრაცია?:))
2. harales rato uzgvni? marto eg ver gavige:) harales rato uzgvni? marto eg ver gavige:)
1. =)) ვაიმეეეეეეეეეე =)) ეს რა მიძღვნები კეთდება ურაკზეეეეეეეეე :)) ჰა-რა -ლა -ლეეეეეეეეეე ჰა-რი -ჰა-რა ლა-ლოოოოოოოოოოო :)) =)) ვაიმეეეეეეეეეე =)) ეს რა მიძღვნები კეთდება ურაკზეეეეეეეეე :)) ჰა-რა -ლა -ლეეეეეეეეეე ჰა-რი -ჰა-რა ლა-ლოოოოოოოოოოო :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|