ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2010


ანტიბიოტიკს

უმადურ ზამთრის ბოლო შაბათი,
თებერვლის ოცდა...
შვიდი პოეტი მეტყველებს განცდით
მიწიერებაშემოცლილები.
ჩვეულ ცხოვრებას მოუწევს მოცდა..
ლექსები გრძნობის არც ისე მშვიდი,
შვიდჯერ მრავალი...
და უფრო მეტი ემოციები...
ყვავილების მტვრად მიმობნეული
ირგვლივ სიტყვები..
ფანჯრების მიღმა,უფრო აქეთ და..
მსმენელმა გულში თაფლად აქცია...
ნატვრის ტოტებზე წამომჯდარი ოცნებები და
მათი მოსმენით გაოგნებული
ღრმა რეაქცია...
ამაოების დასამარების
ლექსად ქცეული აპოლოგია...
და მოუწიათ ბლაგვ სახრჩობელებს
აპოპლექსია...
შვიდჯერ დაუჭრეს  მაჯა-მყესები,
სისხლ-უჯრედები ერთფეროვნებას
და გააუქმეს  მისი მოქმედი
ყველა სექცია.
ვინც კი უსმინეთ,
ახალს ვერაფერს ვერ მოგიყვებით..
ვისაც არა ხვდა წილად ასეთი
სიამოვნება,იმათთვის ვიტყვი:
„ამ საღამოთი გადაიჭრა სულის
ყულფები“,
და დაილია  ყოფიერება
ლექსის ყლუპებად...
მეც კი მოვითეთრ-მოვივერლიბრე,
განცდა-გრძნობისთვის,
რა ვქნა,თუ არის შეუფერები,
იმ საღამოსთვის..
თუ ძველ ლექსებმა ახლით თავ-პირი
ვერ დაიმტვრია,
დავწერე რახან,გულმა სათქმელი
როგორც ყოველთვის
ვერ დაიტია.



აპოპლექსია-დადამბლავება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები