 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 16 მარტი, 2010 |
* * * - დეიდა ლიდა, დეიდა ლიდა! ვიღაც ქალია გარეთ და “გოლიკოვები აქ ცხოვრობენო?”, კითხულობს! - ქოშინით ამცნო ახალი ამბავი ღუმელთან მოფუსფუსე, ქმრის გვარზე გოლიკოვად დაწერილ ლიდია კრამერს, შვიდიოდე წლის, კეხიანცხვირიანმა, შავგვრემანმა ბიჭმა და აშკარად იხტიბარი წაუხდა, ახლადმორეცხილ იატაკზე, სამი ზომით დიდი ჩექმებით, ტალახის გროვა რომ შემოიტანა. - ვინ უნდა იყოს? - გაუკვირდა ლიდას, - ეეჰ, კოსტია! ფეხსაცმლის გახდა ვერ გასწავლე, შვილო. - ამოიოხრა ქალმა და უცნობის შესათვალიერებლად სარკმელთან მივიდა. - არ ვიცი! ჩამოსულია. აქ არასდროს მინახავს. მოხუცია... მგონი. იატაკს კი ახლვავე მოვაპრიალებ! - მოეშვი იატაკს! ახლავე გაიქეცი ქარხანაში და სიმას უთხარი, სამუშაოს შემდეგ არსად გაუხვიოს, პირდაპირ შინ მოვიდეს! ერთად მოდით! - მივქრივარ დეიდა! - გაუხარდა კოსტიას, იატაკის მორეცხვა რომ აიცილა თავიდან. თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ, რაღაც გადაულაპარაკა ღობესთან მომლოდინე მგზავრს და ასკინკილით მოუსვა სკიპიდარსახდელი ქარხნისკენ, გერასიმე გოლიკოვს რომ ეკუთვნოდა. - ღმერთო ჩემო! ნინა, ჩამოხვედი?! - გადაეხვია მასპინძელი ჩამოსულს, როგორც კი ბიჭი თვალს მიეფარა. - ეს იყო შენი კოსტია. ხედავ, რამხელა ვაჟკაცი დაგახვედრე?! - დანახვისთანავე მივხვდი, კოტე რომ იყო, ლიდულია ! მართლაც როგორ გაზრდილა, ჩემი ბიჭი... - ცრემლებს ვერ იკავებდა ნინო. - დამიჯერებ? ყოველდღე მესიზმრებოდა. სიზმრებში ისევ ისეთი ციცქნა იყო, როგორიც დავტოვე. ვითომ, ისევ მკერდზე მყავდა აკრული, ვაჭმევდი, ის კი იღიმოდა და თავის ფაფუკ თათებს მკერდზე მითამაშებდა. საოცრად ცხადი სიზმრები იყო, ლიდა. რამდენჯერ გამღვიძებია და პერანგი სულ რძით მქონია გაჟღენთილი. ვერ წარმოიდგენ, როგორ ველოდი ამ დღეს, მასთან შეხვედრას... ხომ ყველანი ვფიქრობთ მომავალზე, შვილებზე, შვილიშვილებზე, სიბერეზე, სიკვდილზე?! ჩემი ფანტაზია კი ამ დღის იქით არ მიდიოდა, ლიდა! შვილთან შეხვედრით იწყებოდა და მთავრდებოდა, გესმის?! განსაკუთრებით ბოლო 6 თვე და აქეთ მგზავრობა იყო აუტანელი. დრო გაჩრდა, მოკვდა დრო!!! სამი თვე მქონდა დარჩენილი, კინაღამ რომ გამოვიქეცი, გაძლება აღარ შემეძლო. ოღონდ ბავშვი მენახა, თვალი შემევლო და აღარაფერს დაგიდევდი... გოგოები, ჩემნაირი პატიმრები მითვალთვალებდნენ, სისულელე არ ჩამედინა. ის კი არა, მედროგეთა სადგომიდან აქ მოსასვლელად საჭირო, ალბათ ოციოდ წუთი, საუკუნედ გაიჭიმა ჩემთვის. ჩამოვედი, ვნახე და ... ვერაფერი ვუთხარი... შემეშინდა, საოცრად შემეშინდა, ლიდა. ძალა სრულიად წამერთვა, მუხლები ამიკანკალდა, ენა დამება... გოლიკოვები აქ ცხოვრობენ–მეთქი? - ამის თქმაღა მოვახერხე მხოლოდ... - დამშვიდდი, ნინა, დამშვიდდი. ეს რეაქციაც ბუნებრივია. შევიდეთ სახლში. ცოტას მოისვენებ, ვისადილოთ, ახლავე აბანოს ავაღუღუნებ, საღამოს კოსტია და სიმაც მოვლენ და გავაცნოთ შვილს დედა. ყველაფერი კარგად იქნება, შენ ამაზე არ იდარდო. იცი რა ხშირად გკითხულობს? რამდენჯერ მომაყოლა: ვინ ხარ, სად ხარ, როგორი ხარ, გიყვარს თუ არა? წამო, წამო, ეს ფუთა მომეცი და შინ შევიდეთ.
თავს არ შეგაწყენთ იმის თხრობით, საღამოხანს რაც დატრიალდებოდა გილიკოვების სახლში. ამას უჩემოდაც მიხვდებით და წარმოიდგენთ.
კარგა გვიანი იყო, ლოგინში შვილს რომ მიუწვა ნინო და არ გაეღვიძოსო, პერანგსა და თმაზე დაუწყო კოცნა. ფრთხილად გადახვია ხელი, სახე მის კისერთან მიიტანა და ღრმად დაიწყო სუნთქვა. თითქოს გული დასწყდაო, რძის და დედის სურნელი რომ გამქრალიყო ბიჭის სხეულიდან. უკვე სუნითაც დაკაცებულიყო კონსტანტინე და ცოტა არ იყოს უხერხულად იგრძნო თავი.
გათენებისას ჩაეძინა, სიხარულის ტკივილით დაღლილს. არც კონსტანტინეს ეძინა გვიანობამდე. დედის გამოჩენამ კი გაახარა ერთობ, მაგრამ საწოლში, უფრო არხეინად მაინც დეიდა ლიდასთან გრძნობდა თავს. ბოლოს გაბედა, გადმობრუნდა, ჩაეხუტა მშობელს და დილამდე ორივეს გაუნძრევლად ეძინა.
ბრწყინვალე შვიდეულის კვირის სწორს, მთელ ქალაქს ბაზრობაზე მოეყარა თავი. განთქმული იყო იმ დროს ვიელსკური ბაზრობები. ლამის მთელი გუბერნია აქ იყრიდა თავს. ადგილობრივებს უმეტესად ბეწვეული, სართავი სელი, ფიჭვის ფისი, კუპრი და სკიპიდარი გაჰქონდათ გასაყიდად, საკმაოდ დიდი მოთხოვნა რომ იყო მაშინ. ჩამოსულები - არყით, თაფლით, ტანსაცმელ-საცვლებ-ფართლეულით, ფერუმარილებით თუ ათასგვარი მსხვილმან-წვრილმანით ვაჭრობდნენ. სანახაობებიც მრავლად იმართებოდა ასეთ დროს სამაზრო ქალაქში. თუ ბაზრობის ერთ მხარეს, უმეტესად მთვრალი მამაკაცები სიმძიმეების აწევასა და მუშტი-კრივში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მეორე მხარეს, სახელდახელოდ მოწყობილ თოჯინების თეატრთან, ბავშვთა ჟრიამული ისმოდა. ქალები, უმეტესად, ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებში იღებდნენ მონაწილეობას. ყველგან მყოფი ბოშებიც მოედებოდნენ–ხოლმე, ვიელსკს: ვაჭრობდნენ, მკითხაობდნენ, ცხადია არც მათხოვრობასა და ხელმრუდობაზე ამბობდნენ უარს. მთელი კვირა ამ მხიარული ბაზრობით სუნთქავდა ქალაქი.
ცხადია არც კოტე და ნინო აკლდნენ საერთო ზეიმს. გერასიმესაც დახმარება სჭირდებოდა. ყველაზე მეტი სკიპიდარი ამ დროს იყიდებოდა და დედა-შვილსაც ხომ უნდა გამოეღოთ ხელი? ამიტომაც, შუადღემდე საბითუმე წერტში იყვნენ–ხოლმე ნინო და კოტე და სიმა გოლიკოვის ქარხანაში გამოხდილი სკიპიდარით ვაჭრობდნენ.
წერტში ახალი მყიდველი შემოვიდა. ნინას თვალები გაუბრწყინდა. - ვერ მიცანით, მამაო? ნინა ვარ! მეუფე სერაფიმეს სულიერი შვილი გახლდით ერთ დროს... თქვენ აქ საიდან? - გაუკვირდა და გაუხარდა ნინოს, ფიჭვის ფისის საყიდლად წერტში შემოსული სანთელივით გალეული მოხუცი, ტიხონ ხუცესი რომ აღმოჩნდა. ჯერ კიდევ მოსკოვიდან იცნობდა მამა ტიხონს, საოცრად სათნო ხატმწერს, საღვთო რჯულისა და ძველბერძნულის ბრწყინვალე მცოდნეს. - ნინა?! დროებით ამ ეპარქიაში გადმომიყვანეს შვილო. ფერიცვალების მონასტერში ხატწერასა და ძველბერძნულს ვასწავლი. შენ აქ საიდან? ეს შენი ვაჟია? პირწმინდა ივერიელია იერით. - აქ აღმოვჩნდი, უფალმა ასე ინება, მამა ტიხონ. ეს ვაჟკაცი – ჩემი შვილი გახლავთ. - კარგი ბიჭი ჩანს. გულით ეხმარება დედას. თუ სწავლობს? - ჯერ არა, მამაო. ტანადაა მაღალი, თორემ მეშვიდე წელშია მხოლოდ. - ამ ასაკში ყველაზე უკეთ ითვისებს მოზარდი. სურვილი თუ გაქვს, ორ კვირაში მოიყვანე ლავრაში. წერა-კითხვასაც ვასწავლით, არითმეტიკას და სხვა რამ სულისთვის სათნოს. ახლა კი დამილოცნიხართ, მონასტერში მწუხრის ლოცვას უნდა მივუსწრო, – მამა ტიხონმა ჯვარი გადასახა დედა-შვილს, გაუღიმა და წავიდა.
* * * ...წმიდა სინოდმა საფუძვლად იღო მეფე ნიკოლოზ მეორეს 1912 წლის 16 მაისის უზენაესი ბრძანება: ეპისკოპოსი სერაფიმე აყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში და მას ტვერისა და კაშინის მთავარეპისკოპოსი ეწოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ძალიან, ძალიან , ძალიან მომეწონა:) რაც იცით, იცით:)+++მართლაც ასე მეგონა კადრებს ვუყურებდი:) ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ძალიან, ძალიან , ძალიან მომეწონა:) რაც იცით, იცით:)+++მართლაც ასე მეგონა კადრებს ვუყურებდი:)
26. ემოციურია ძალიან ეს ნაწილი!
დედაშვილობის განცდა საოცრად გაქვთ გადმოცემული. მართლაც, ცხოვრების უკუღმართობიდან გამომდინარე, დედაშვილობა რამდენად ტკბილიც არის, იმდენად სასტიკია... ემოციურია ძალიან ეს ნაწილი!
დედაშვილობის განცდა საოცრად გაქვთ გადმოცემული. მართლაც, ცხოვრების უკუღმართობიდან გამომდინარე, დედაშვილობა რამდენად ტკბილიც არის, იმდენად სასტიკია...
25. ნამდვილად კარგი პროზაა,რომ არ დაგღლის ისეთი...სასიამოვნოდ იკითხება! ნამდვილად კარგი პროზაა,რომ არ დაგღლის ისეთი...სასიამოვნოდ იკითხება!
24. მიყვარს ასეთი პროზა, დინჯად, მშვიდად მოედინება და თანდათან გტბორავს... გაიხარე, ავტორო, კიდევ ბევრი დაგეწეროს... მიყვარს ასეთი პროზა, დინჯად, მშვიდად მოედინება და თანდათან გტბორავს... გაიხარე, ავტორო, კიდევ ბევრი დაგეწეროს...
23. მართლაც სასიამოვნოდ წასაკითხია!... გაიხარეთ! :) მართლაც სასიამოვნოდ წასაკითხია!... გაიხარეთ! :)
22. მიხარია დღეს რომ ასეთი პროზა იწერება და ერთი ამოსუნთქვით რომ ცდილობ ბოლო წერტილის მიღწევას :)
მოკითხვა ავტორს ;;) მიხარია დღეს რომ ასეთი პროზა იწერება და ერთი ამოსუნთქვით რომ ცდილობ ბოლო წერტილის მიღწევას :)
მოკითხვა ავტორს ;;)
21. ქრისტე აღსდგა! ........... გახაროს უფალმა....... რა საინტერესოდ მიგყავს თხრობა..... მოკითხვა და კეთილი სურვილები....:) ქრისტე აღსდგა! ........... გახაროს უფალმა....... რა საინტერესოდ მიგყავს თხრობა..... მოკითხვა და კეთილი სურვილები....:)
20. უუუჰ,ძალიან მომეწონეთ!საინტერესოდ წერთ ნამდვილად!:):) უუუჰ,ძალიან მომეწონეთ!საინტერესოდ წერთ ნამდვილად!:):)
19. მოუთმენლად ველი გაგრძელებას! :))))) 5 მოუთმენლად ველი გაგრძელებას! :))))) 5
18. ძმას მოკითხვა და აფერომ შენს კალმოსნობას კახაბერ!!! ძლიერი ხარ ძმაკაც ძლიერი!!! გაიხარე შენა!!! იკითხეთ ეს ადამიანი!!! ასევე ჰარირამა, ილტოსპირელი, იმედო ჯახუა და ა.შ... ძმას მოკითხვა და აფერომ შენს კალმოსნობას კახაბერ!!! ძლიერი ხარ ძმაკაც ძლიერი!!! გაიხარე შენა!!! იკითხეთ ეს ადამიანი!!! ასევე ჰარირამა, ილტოსპირელი, იმედო ჯახუა და ა.შ...
17. როგორ მიყვარს ბატონი კახას ისტორიები :) .....
ჩემი უუუუუუუუუსაყვარლესი პროზაიკოსი :) როგორ მიყვარს ბატონი კახას ისტორიები :) .....
ჩემი უუუუუუუუუსაყვარლესი პროზაიკოსი :)
15. დღეს ურაკზე,რომ შემოვედი თქვენს გვერდზე შემოვიხედე და ეს ახალი დაწყებული ნაწარმოები დავინახე...წავიკითხე და ძალიან მომეწონა...ძალიან საინტერესო დასაწყისია :) :) დაველოდები გაგრძელებას... დღეს ურაკზე,რომ შემოვედი თქვენს გვერდზე შემოვიხედე და ეს ახალი დაწყებული ნაწარმოები დავინახე...წავიკითხე და ძალიან მომეწონა...ძალიან საინტერესო დასაწყისია :) :) დაველოდები გაგრძელებას...
14. რა თხრობა,რა წყობა,რა სიტყვათა კაზმულობა, რა დონე მხატვრული შესრულების თვალსაზრისით "რძისა და დედის სურნელი" ში რა ფილოსოფიაა ჩადებული,წარსულისა და მომავლის უკვდავება,სიცოცხლის მარადიულობ. წავიკითხე რამდენიმეჯერ და და კიდევ წავიკითხავ, დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისათვის,არ მახცოვს ვინ იყო მწერალი,ავტორმა წიგნის დასასრულს მთავარი გმირი მოკლა, მკითხველთა კატეგორიული თხოვნით ის გააცოცხლა და გააგრძელა,ასე უნდა გააგრძელო"მართალი" გისურვებ წარმატებას რა თხრობა,რა წყობა,რა სიტყვათა კაზმულობა, რა დონე მხატვრული შესრულების თვალსაზრისით "რძისა და დედის სურნელი" ში რა ფილოსოფიაა ჩადებული,წარსულისა და მომავლის უკვდავება,სიცოცხლის მარადიულობ. წავიკითხე რამდენიმეჯერ და და კიდევ წავიკითხავ, დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისათვის,არ მახცოვს ვინ იყო მწერალი,ავტორმა წიგნის დასასრულს მთავარი გმირი მოკლა, მკითხველთა კატეგორიული თხოვნით ის გააცოცხლა და გააგრძელა,ასე უნდა გააგრძელო"მართალი" გისურვებ წარმატებას
13. საინტერესოა ძალიან ჩამითრია. მომწონს 5იანი საინტერესოა ძალიან ჩამითრია. მომწონს 5იანი
12. კახა, მე მგონი ის დროა...კალამი არ გააგდო ხელიდან...წერო და წერო ტომები... (ნაშრომები არა, ტომები...:))))))) არაჩვეულებრივად წერ...555555555555555
ბრწყინვალე შვიდეულის კვირის სწორს, მთელ ქალაქს ბაზრობაზე მოეყარა თავი. განთქმული იყო იმ დროს ვიელსკური ბაზრობები. ლამის მთელი გუბერნია აქ იყრიდა თავს. ადგილობრივებს უმეტესად ბეწვეული, სართავი სელი, ფიჭვის ფისი, კუპრი და სკიპიდარი გაჰქონდათ გასაყიდად, საკმაოდ დიდი მოთხოვნა რომ იყო მაშინ. ჩამოსულები - არყით, თაფლით, ტანსაცმელ-საცვლებ-ფართლეულით, ფერუმარილებით თუ ათასგვარი მსხვილმან-წვრილმანით ვაჭრობდნენ. სანახაობებიც მრავლად იმართებოდა ასეთ დროს სამაზრო ქალაქში. თუ ბაზრობის ერთ მხარეს, უმეტესად მთვრალი მამაკაცები სიმძიმეების აწევასა და მუშტი-კრივში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მეორე მხარეს, სახელდახელოდ მოწყობილ თოჯინების თეატრთან, ბავშვთა ჟრიამული ისმოდა. ქალები, უმეტესად, ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებში იღებდნენ მონაწილეობას. ყველგან მყოფი ბოშებიც მოედებოდნენ–ხოლმე, ვიელსკს: ვაჭრობდნენ, მკითხაობდნენ, ცხადია არც მათხოვრობასა და ხელმრუდობაზე ამბობდნენ უარს. მთელი კვირა ამ მხიარული ბაზრობით სუნთქავდა ქალაქი. ეს სურათი... ბაზრობის... დამადასტურებელია იმის, რომ ბრწყინვალედ წერ!!!!!!!!!!! კახა, მე მგონი ის დროა...კალამი არ გააგდო ხელიდან...წერო და წერო ტომები... (ნაშრომები არა, ტომები...:))))))) არაჩვეულებრივად წერ...555555555555555
ბრწყინვალე შვიდეულის კვირის სწორს, მთელ ქალაქს ბაზრობაზე მოეყარა თავი. განთქმული იყო იმ დროს ვიელსკური ბაზრობები. ლამის მთელი გუბერნია აქ იყრიდა თავს. ადგილობრივებს უმეტესად ბეწვეული, სართავი სელი, ფიჭვის ფისი, კუპრი და სკიპიდარი გაჰქონდათ გასაყიდად, საკმაოდ დიდი მოთხოვნა რომ იყო მაშინ. ჩამოსულები - არყით, თაფლით, ტანსაცმელ-საცვლებ-ფართლეულით, ფერუმარილებით თუ ათასგვარი მსხვილმან-წვრილმანით ვაჭრობდნენ. სანახაობებიც მრავლად იმართებოდა ასეთ დროს სამაზრო ქალაქში. თუ ბაზრობის ერთ მხარეს, უმეტესად მთვრალი მამაკაცები სიმძიმეების აწევასა და მუშტი-კრივში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მეორე მხარეს, სახელდახელოდ მოწყობილ თოჯინების თეატრთან, ბავშვთა ჟრიამული ისმოდა. ქალები, უმეტესად, ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებში იღებდნენ მონაწილეობას. ყველგან მყოფი ბოშებიც მოედებოდნენ–ხოლმე, ვიელსკს: ვაჭრობდნენ, მკითხაობდნენ, ცხადია არც მათხოვრობასა და ხელმრუდობაზე ამბობდნენ უარს. მთელი კვირა ამ მხიარული ბაზრობით სუნთქავდა ქალაქი. ეს სურათი... ბაზრობის... დამადასტურებელია იმის, რომ ბრწყინვალედ წერ!!!!!!!!!!!
11. როცა გაგიცანით თქვენი ნაწერები არ ვიცოდი ..
ახლა გავეცნობი ნელ - ნელა..
საინტერესოდ წერთ ძალიან .. როცა გაგიცანით თქვენი ნაწერები არ ვიცოდი ..
ახლა გავეცნობი ნელ - ნელა..
საინტერესოდ წერთ ძალიან ..
10. ვინ იცისთქო და...:)
ვინ იცისთქო და...:)
9. ძალიან კარგად და საინტერესოდ წერთ .
ძალიან კარგად და საინტერესოდ წერთ .
8. გაუგრძელებიაა როგორც იქნა :)
მოვშინურდები ჯერ და მოვალ მერე:D
გაუგრძელებიაა როგორც იქნა :)
მოვშინურდები ჯერ და მოვალ მერე:D
7. თავს არ შეგაწყენთ იმის თხრობით, საღამოხანს რაც დატრიალდებოდა გილიკოვების სახლში. ამას უჩემოდაც მიხვდებით და წარმოიდგენთ.
ეჰ,კი მივხვდები,ჰა-რა-ლე ბატონო,უთქვენოდაც,მაგრამ თუკი მე თვითონ წარმოვიდგინე, თან მივხვდი თვითონვე და მოვიწყინე :D კონიაკსაც მარტო დავლევ მაშინ :D
მოკლედ,დასასრულის დასაწყისამდე ძალაში ვტოვებ(მაინც) ,,Remy Martin Grande Champagne Cognac Louis 13"იდეას :D თავს არ შეგაწყენთ იმის თხრობით, საღამოხანს რაც დატრიალდებოდა გილიკოვების სახლში. ამას უჩემოდაც მიხვდებით და წარმოიდგენთ.
ეჰ,კი მივხვდები,ჰა-რა-ლე ბატონო,უთქვენოდაც,მაგრამ თუკი მე თვითონ წარმოვიდგინე, თან მივხვდი თვითონვე და მოვიწყინე :D კონიაკსაც მარტო დავლევ მაშინ :D
მოკლედ,დასასრულის დასაწყისამდე ძალაში ვტოვებ(მაინც) ,,Remy Martin Grande Champagne Cognac Louis 13"იდეას :D
6. კარგად წერთ, საინტერესოდ იკითხება...ПРОДОЛЖЕНИЕ НАВЕРНО СЛЕДУЕТ... კარგად წერთ, საინტერესოდ იკითხება...ПРОДОЛЖЕНИЕ НАВЕРНО СЛЕДУЕТ...
5. ჰო, მართლაც ისე წერს ჰა-რა-ლე, თითქოს კონოკადრებს გიჩვენებდეს ადამიანს! 55555 ჰო, მართლაც ისე წერს ჰა-რა-ლე, თითქოს კონოკადრებს გიჩვენებდეს ადამიანს! 55555
4. amas garedan vkiTxulobdi,ver moviTmine da moved...
emocibma momiyvanes: კარგა გვიანი იყო, ლოგინში მყოფ შვილს რომ მიუწვა ნინო და არ გაეღვიძოსო, პერანგსა და თმაზე დაუწყო კოცნა. ფრთხილად გადახვია ხელი, სახე მის კისერთან მიიტანა და ღრმად, დაიწყო სუნთქვა. თითქოს დასწყდაო გული, რძის და დედის სურნელი რომ გამქრალიყო ბიჭის სხეულიდან. უკვე სუნითაც დაკაცებულიყო კონსტანტინე
aq ki guli amicuYda :( :(
Zalian miyvars aq prozis kiTxva... nu gvxdi xolme suls molodinSi >:P amas garedan vkiTxulobdi,ver moviTmine da moved...
emocibma momiyvanes: კარგა გვიანი იყო, ლოგინში მყოფ შვილს რომ მიუწვა ნინო და არ გაეღვიძოსო, პერანგსა და თმაზე დაუწყო კოცნა. ფრთხილად გადახვია ხელი, სახე მის კისერთან მიიტანა და ღრმად, დაიწყო სუნთქვა. თითქოს დასწყდაო გული, რძის და დედის სურნელი რომ გამქრალიყო ბიჭის სხეულიდან. უკვე სუნითაც დაკაცებულიყო კონსტანტინე
aq ki guli amicuYda :( :(
Zalian miyvars aq prozis kiTxva... nu gvxdi xolme suls molodinSi >:P
3. პაზაბუდუ გრუსტ, პეჩალ, ტასკუ და პოედუ ია ნა იარმარკუ.... მიდი კახუნი მიდი და ცპოტა მოზრდილი ნაწილები დადე ოხერო, რა არი ეს:) პაზაბუდუ გრუსტ, პეჩალ, ტასკუ და პოედუ ია ნა იარმარკუ.... მიდი კახუნი მიდი და ცპოტა მოზრდილი ნაწილები დადე ოხერო, რა არი ეს:)
2. იაა, ამის თქმა აქ (კახასთვის არა, ზოგი იუზერისთვის) ჩაქოლვის უტყუარი საბაბი იქნება! არა და, მეც მიყვარდა რუსული ფილმები და ახლაც მიყვარს, რაღა დავმალო და... :)))))))))))
და კახა რომ მაგარია, მაგი დიდი ხანია ცნობილი ფაქტია! ბოლოს და ბოლოს, რეჟისორია კაცი და ფილმად ვერ დაგვანახებდა? =D> =D> 5 იაა, ამის თქმა აქ (კახასთვის არა, ზოგი იუზერისთვის) ჩაქოლვის უტყუარი საბაბი იქნება! არა და, მეც მიყვარდა რუსული ფილმები და ახლაც მიყვარს, რაღა დავმალო და... :)))))))))))
და კახა რომ მაგარია, მაგი დიდი ხანია ცნობილი ფაქტია! ბოლოს და ბოლოს, რეჟისორია კაცი და ფილმად ვერ დაგვანახებდა? =D> =D> 5
1. რაღაც ისეთი ნოსტალგია შემომაწვა ... აი ძველი რუსული კინოსი...ნამგალი და უროთი შეიარაღებული ქალითა და კაცით რომ იწყებოდა "მოსფილმი"...
აი კინოსავით ჩაიარა კადრებმა... მაგარი ხარ კახა!!! 555555 რაღაც ისეთი ნოსტალგია შემომაწვა ... აი ძველი რუსული კინოსი...ნამგალი და უროთი შეიარაღებული ქალითა და კაცით რომ იწყებოდა "მოსფილმი"...
აი კინოსავით ჩაიარა კადრებმა... მაგარი ხარ კახა!!! 555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|