 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 8 მარტი, 2010 |
იატაკის წმენდა დაიწყო. არ ეძინებოდა და ხომ უნდა ეკეთებინა რაღაც ! ყველაფერი მობეზრდა: ეზოში დომინოს მოთამაშეების ყაყანი, მთვრალი გამვლელების ყბედობა, უაზრო ფილმები, წიგნის კითხვა, მეგობართან ტელეფონზე “ საუბარი “ კომბოსტოს მწნილის “ტექნოლოგიაზე “, მეზობლის გამოშტერებული ბავშვი, რომლის მეცადინეობაშიც კაპიკებს უხდიდნენ და რომლისთვისაც “ ქართული ენის გრამატიკა” კიდევ დიდხანს დარჩებოდა “ ჩინური ენის გრამატიკა “-დ. მობეზრდა ფანჯრიდან დანახული უღიმღამო პეიზაჟი, ვიღაცის რკინის კარის რახუნი რომელიღაც სართულზე… … მოკლედ, იატაკის წმენდა დაიწყო !.. შარვლის ტოტები აიკეცა, თითქოს იატაკის წმენდას კი არა, წყალთხელ მდინარეზე აპირებს გასვლასო, თმები სამაგრით კეფაზე აიწია, თბილი სვიტერი შარვლის საქამრეში ჩაიტანა და… როგორც ვთქვი… საქმეს შეუდგა. სკამები მაგიდაზე შემოალაგა, სავარძლები ოთახიდან ძლივს გაათრია, ძლივს გამოსწია ტახტი, ნოხი აკეცა აივანზე გაიტანა… თოვდა. “ მარტი ეძახე შენ ! “ გაიფიქრა თოვლისა და მარტის მისამართით. აივნიდან შემობრუნებულმა აბაზანაში წყალი მოუშვა და … … ტელეფონი აწკრიალდა. “ ოოო, ეს მანანაა “კულინარული პრობლემებით !” გაახსენდა , მესამე დღეა ოთახის ყვავილებისთვის წყალი არ დაუსხამს. “ რატომ ?! “ საკითხავი აი, ეს არის ! “ … რატომ გამოიწვია მანანას კომბოსტომ და ჩემმა ოთახის ყვავილებმა შექსპირის ასოციაცია, აი, გახლავთ საკითხავი, ჩემო ბატონოო !”.. ყურმილი მაინც არ აიღო. “ კომბოსტოს მწნილი დარეკვის მიზეზია, თორემ, რომ დაიწყებს კომბოსტოთი, დაამთავრებს პარლამენტით… უმაყოფილოა, ბატონო, ჩვენი პარლამენტის მუშაობით ! თავი დაანებეთ პარლამენტს ! პარლამენტი ხო მარ ერევა შენს საშინაო საქმეებში ?! შენ რატომ ყოფ ცხვირს მათ საქმეებში, ვერ გავიგე !”.. ტელეფონი დადუმდა. “ ესეც ასე ! ძლივს დაიჯერა, რომ სახლში არა ვარ !.. მეც ხომ მაქვს გარეთ გასვლის უფლება ?!” აბაზანაში დაკიდულ სარკეში საკუთარი “განწყობა” შეათვალიერა. “ ვითომ ჯერ ზალიან ადრე არ არის ყველაფრის მობეზრება ?! “ იატაკის მოსაწმენდი ჩვარი გარეცხა. ოთახში ცოცხი შემოიტანა, ტელეფონი, რომელიც შემთხვევით მოხვდა ტახტის ქვეშ, სადენით გამოათრია. “ ინფარქტის პირველი და საუკეთესო საშუალება !” გაიფიქრა ტელეფონის მისამართით, ზედ არარსებული მტვერი გადაწმინდა და იატაკზე დადო. ტელეფონმა ისევ ამოიღო ხმა. _ არა ვარ სახლში ! _ უთხრა ტელეფონს . საათს შეხედა. “ ღამის თორმეტის ნახევარია!.. ეს ქალი გაგიჟდა !” ტელეფონი არ ჩერდებოდა. _ დავუშვათ სახლში ვარ, მაგრამ მძინავს ! საძინებლის კარი მოხურული მაქვს და ტელეფონის ხმა არ მესმის. ძალიან მინდოდა დღეს ადრე დაძინება ! ტელეფონი რეკავდა. “ ააა, ალბათ ძმაზე მოჰყვება წუწუნს: “ იცი ?! ჩემს ძმას საყვარელი ყავს ! “ _ ჩემს ძმასაც ყავს საყვარელი, ბატონო ტელეფონო, და, რა ვქნა ახლა, თავი მოვიკლა ?! არც მე არ მომწონს, მაგრამ, თავს ზევით ძალა არ არის, ყავს ! ტელეფონი შეუსვენებლივ წკრიალებდა. “ არა, იმდენ ხანს რეკავს, ყურმილი თუ არ ავიღე,ტასით გამოვა !” _ გისმენთ ! _ ქეთინო, ვიცი, რომ არ გძინავთ და რატომ არ იღებდით ყურმილს ?! ქეთინო უცებ ვერ მიხვდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო. “ ნაცნობი ხმაა ! “ _ მიცანით ? როსტომი ვარ ! _ როსტომ ! _შიდან რაღაც შიშნეულად ამოტრიალდა _ როგორ არა, გიცანი!.. ასე გვიან საიდან გაგხსენდი ?! _ დღეს ჩამოვედი და ვიფიქრე დამერეკა. _ ესე იგი, უკვე ჩამოხვედი ? _ კი, ჩამოვედი… ქეთინო, თქვენი ნახვა მინდა ! _ მეც. რა ხანია, არ მინახიხარ… ხვალვე გამოდი . _ ხვალ არა…დღეს ! _ როსტომ, ახლა ძალიან გვიანია, ხვალ კი დილითვე გამოდი. _ ქეთინო, ასე გვიან თქვენთან სახლში მოსვლას არ ვაპირებ… ახლა გამოვდივარ მანქანით, და თუ არ დამხვდებით მანდვე, თქვენს გაჩერებაზე, შემოვალ ეზოში და მანმადე არ ავიღებ მანქანის საყვირიდან ხელს, ვიდრე ყველაზე ღრმადდაძინებული მეზობელი ფანჯრიდან ლანძღვას არ დამიწყებს… _ როსტომ !... როსტომმა ყურმილი დაკიდა. ქეთინო ცოტა ხანს გაოგნებული იყო… _ ოოო, აი ეს მესმის მანანას კომბოსტოს მწნილთან ერთააად !...ფაქტია, რომ ნასვამია, ფაქტია, რომ თავხედია, ფაქტია, რომ სიტყვის პატრონია და რასაც იტყვის “ გადაჭარბებით” შეასრულებს !.. ხომ ვთქვი, ტელეფონი ინფარქტის “ უებარი” და “ საიმედო” საშუალებაა ! მიხვდა, ყურმილი ისევ ხელში ეჭირა. “ რა ვქნა ახლა ?!” საათს შეხედა. “ თორმეტს უკლია ხუთი წუთი… აბა, ჩქარა, ქეთინო, გენაცვალე, თორემ თუ მიგასწრო გაჩერებაზე, მშვიდობით სიმშვიდევ, დაახლოებით შუა ზაფხულამდე, ვიდრე მეზობლები სოფლებში არ გაიკრიბებიან !..” ყველაფერი ისევე დატოვა. სასწრაფოდ ჩაიცვა ფეხსაცმელი. სასწრაფოდ გადაივარცხნა თმები. თანსაცმლის გამოცვლას ვეღარ მოასწრებდა, ქურქი მოიხურა. _ დაღლილი და დამფრთხალი იდიოტის გამომეტყველება გაქვს !_ უთხრა საკუთარ ორეულს სარკეში . ბინიდან გამოვიდა, კარი ჩაკეტა და სირბილით დაეშვა კიბეზე. “ ვაიმე, დედა, გულიკო !” კიბეზე მეზობელი იდგა. “ აუხსენი ახლა გულიკოს სად მირბიხარ კისრისტეხით ამ შუაღამისას !” _ ქეთინო, სად მირბიხარ ასე კისრისტეხით ამ შუაღამისას ?! _ ნემსი უნდა გავუკეთო ავადმყოფს წინა ბინაში. _ დედა, რა მითხარი ! ძალიან ცუდადაა ვინმე ?! _ კი ძალიან. _ ვინ, გოგო?! მანდ ყველას ვიცნობ ! _ რომ დავბრუნდები, გეტყვი ! _ უკვე პირველი სართულიდან ამოსძახა ქეთინომ._ მერე ექთანს ვერ დაუძახეს ?! შენ რა იცი, ნემსის გაკეთების ?! _ მიაძახა გულიკომ. ქეთინო უკვე სადარბაზოდან გადიოდა. “ დარწმუნებული ვარ, სანამ არ დავბრუნდები, არ დაიძინებს, დამელოდება “… გაჩერებაზ გავიდა და მანქანაც მიუახლოვდა. მიპატიჟებას არ დაელოდა, როგორც კი როსტომმა მანქანა გააჩერა, კარი გააღო და ჩაჯდა. პირველად, რაც მანქანაში ჩაჯდომისას იგრძნო, ეს იყო სითბო. ამოისუნთქა. “ ვითომ დაიჯერა გულიკომ ავადმყოფის “ისტორია”, თუ სხვა “დიაგნოზი” დასვა ?! “ როსტომმა მანქანა დაძრა. _ შემეშინდა, რომ არ მოხვიდოდით. _ როსტომი ზეიმობდა. _ შენ ისე დაბეჯითებით შემპირდი სერიოზულ ინციდენტს, გამოვედი კი არა, გამოვიქეცი _ ქეთინო თანდათან მშვიდდებოდა. კარგა ხანს ორივე ჩუმად იყო. _ ქეთინო, რაზე უნდა ელაპარაკო ქალს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავს ? _ ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა, ორივე თემა ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სასაუბრო თემაა. სადღაც ამოვიკითხე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
43. ''დაღლილი და დამფრთხალი იდიოტის გამომეტყველება გაქვს !_ უთხრა საკუთარ ორეულს სარკეში'' ვაჰ, არადა მეგონა მასეთი მარტო მე ვარო!
კარგი დაწყებაა....ვნახოთ როგორ განვითარდება.... ``დაღლილი და დამფრთხალი იდიოტის გამომეტყველება გაქვს !_ უთხრა საკუთარ ორეულს სარკეში`` ვაჰ, არადა მეგონა მასეთი მარტო მე ვარო!
კარგი დაწყებაა....ვნახოთ როგორ განვითარდება....
42. იმ პერიოდში, რომელიც მანდ არის აღწერილი, გულიკოები "ამინდს" ქმნიდნენ. :)))) ყვავილები არც მე მიყვარს. :)) იმ პერიოდში, რომელიც მანდ არის აღწერილი, გულიკოები "ამინდს" ქმნიდნენ. :)))) ყვავილები არც მე მიყვარს. :))
41. რიგის მიხედვით ვიტყვი:
1)ვერ ვიტან ყვავილებს
2)სულ ბოლო წინადადება რომ არა, სულ გამიქრებოდა ამ ქალის მიმართ სიმპათია (ისედაც შემერყა “ვითომ დაიჯერა გულიკომ ავადმყოფის “ისტორია”, თუ სხვა “დიაგნოზი” დასვა ?! “<<ამ წინადადების შემდეგ)
3)მომწონს, რომ წერთ უბრალოდ უბრალო ადამიანებზე რიგის მიხედვით ვიტყვი:
1)ვერ ვიტან ყვავილებს
2)სულ ბოლო წინადადება რომ არა, სულ გამიქრებოდა ამ ქალის მიმართ სიმპათია (ისედაც შემერყა “ვითომ დაიჯერა გულიკომ ავადმყოფის “ისტორია”, თუ სხვა “დიაგნოზი” დასვა ?! “<<ამ წინადადების შემდეგ)
3)მომწონს, რომ წერთ უბრალოდ უბრალო ადამიანებზე
40. კარგია:))+5 მომეწონა დასაწყისი კარგია:))+5 მომეწონა დასაწყისი
39. მიშო, მიხარია, თუ მართლა მოგეწონა. :) მიშო, მიხარია, თუ მართლა მოგეწონა. :)
38. საინტერესოა საინტერესოა
37. ძალიან მომეწონა, იუმორიც რა კოხტად გაქვთ მორგებული :). გაიხარეთ +++++ ძალიან მომეწონა, იუმორიც რა კოხტად გაქვთ მორგებული :). გაიხარეთ +++++
36. ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა, ორივე თემა ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სასაუბრო თემაა.
მამაკაცები არიან მიზეზი იმისა,რომ ქალებს ერთმანეთი არ უყვართ! ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა, ორივე თემა ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სასაუბრო თემაა.
მამაკაცები არიან მიზეზი იმისა,რომ ქალებს ერთმანეთი არ უყვართ!
35. ნუცი, რატომ იღიმები ? :) :) :) ნუცი, რატომ იღიმები ? :) :) :)
33. ლალი დიდი მადლობა ! :) :) ლალი დიდი მადლობა ! :) :)
32. რატომ არ გიცნობდი აქამდე.
დღეს ფორუმიდან შემოგყევი... და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი...
ადამიანი რომ გაიცნო ბევრი.ბევრი რამე უნდა გადაიტანოო ხო?არანაირად...
კარგი ადამიანი ხარ შენ ტენდი.
ცოტა მარტოსული და ....
კარგად წერ.
მიხარია.მომეწონე.მშვიდად და ჩვეულებრივად მომეწონე.ამისთვის მადლობა.
რატომ არ გიცნობდი აქამდე.
დღეს ფორუმიდან შემოგყევი... და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი...
ადამიანი რომ გაიცნო ბევრი.ბევრი რამე უნდა გადაიტანოო ხო?არანაირად...
კარგი ადამიანი ხარ შენ ტენდი.
ცოტა მარტოსული და ....
კარგად წერ.
მიხარია.მომეწონე.მშვიდად და ჩვეულებრივად მომეწონე.ამისთვის მადლობა.
31. მოიფიქრა და მერე როგორ მოიფიქრა ! :) :) :) ლოლა, გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. პატივისცემით: ტენდი :) მოიფიქრა და მერე როგორ მოიფიქრა ! :) :) :) ლოლა, გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. პატივისცემით: ტენდი :)
30. მეც ველოდები გაგრძელებას :) მომწონს თქვენი ნაწერები... და ,,კომბოსტოს მწნილის ტექნოლოგიაზე" მაინც მოგვიყევით რამე,თორემ ამ როსტომიმ,ვერ მოიფიქრა მგონი,რაზე უნდა ელაპარაკოს ქალს,რომელიც დიდი ხანია არ უნახავს :D
მეც ველოდები გაგრძელებას :) მომწონს თქვენი ნაწერები... და ,,კომბოსტოს მწნილის ტექნოლოგიაზე" მაინც მოგვიყევით რამე,თორემ ამ როსტომიმ,ვერ მოიფიქრა მგონი,რაზე უნდა ელაპარაკოს ქალს,რომელიც დიდი ხანია არ უნახავს :D
29. ხო,მეც ველი გაგრძელებას და კარგად ვიხალისე გულიკოზე:))) +777 სასიამოვნოდ იკითხება ხო,მეც ველი გაგრძელებას და კარგად ვიხალისე გულიკოზე:))) +777 სასიამოვნოდ იკითხება
28. ველოდები გაგრძელებას, ძალიან დამაინტერესა, კარგად წერთ. ველოდები გაგრძელებას, ძალიან დამაინტერესა, კარგად წერთ.
27. ველოდები გაგრძელებას, ძალიან დამაინტერესა, კარგად წერთ. ველოდები გაგრძელებას, ძალიან დამაინტერესა, კარგად წერთ.
26. ძალიან მომეწონა! 5 ძალიან მომეწონა! 5
25. თამარ, გაგრძელება მალე იქნება. :) გმადლობთ, რომ მოთხრობა მოგწონთ.
:):):):):)
თამარ, გაგრძელება მალე იქნება. :) გმადლობთ, რომ მოთხრობა მოგწონთ.
:):):):):)
24. _ ქეთინო, რაზე უნდა ელაპარაკო ქალს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავს ? _ ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა, ორივე თემა ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სასაუბრო თემაა. სადღაც ამოვიკითხე.
სადაა გაგრძელება? თუ ყოველ 8 მარტს დადებთ ხოლმე თითო ნაწილს? :))))))) _ ქეთინო, რაზე უნდა ელაპარაკო ქალს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავს ? _ ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა, ორივე თემა ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სასაუბრო თემაა. სადღაც ამოვიკითხე.
სადაა გაგრძელება? თუ ყოველ 8 მარტს დადებთ ხოლმე თითო ნაწილს? :)))))))
23. ილტოსპირელი, მიყვარხართ !
:) ილტოსპირელი, მიყვარხართ !
:)
22. "ილტოსპირელი, მივხვდი, რომ ვერ წაიკითხე, არა და ლექსივით იკითხება. 8 მარტის მოლოცვიცთვის უღრმესი მადლობა ! "
მართალი ხართ, მაშინ ვერ წავიკითხე, სამაგიეროდ ახლა წავიკითხე და ძალიანაც მომმეწონა! საკმაოდ დახვეწილი ხელწერის პროზაიკოსი ყოფილხართ! თქვენთან ყველაფერი წესრიგშია - მწერლის ნიჭიც იგრძნობა და სამწერლო ხელოვნებისა და ენის საფუძვლიანი ცოდნაც! 5555 "ილტოსპირელი, მივხვდი, რომ ვერ წაიკითხე, არა და ლექსივით იკითხება. 8 მარტის მოლოცვიცთვის უღრმესი მადლობა ! "
მართალი ხართ, მაშინ ვერ წავიკითხე, სამაგიეროდ ახლა წავიკითხე და ძალიანაც მომმეწონა! საკმაოდ დახვეწილი ხელწერის პროზაიკოსი ყოფილხართ! თქვენთან ყველაფერი წესრიგშია - მწერლის ნიჭიც იგრძნობა და სამწერლო ხელოვნებისა და ენის საფუძვლიანი ცოდნაც! 5555
21. ჭა, გმადლობთ ! :) ჭა, გმადლობთ ! :)
20. აი, თურმე როგორ შეიძლება გამოგრჩეს კარგი ავტორი...? რომ არა თქვენი კომენტარი ფორუმში...დისკუსიებში... ვერც მოგაგნებდით...:) ვისიამოვნე...5 აი, თურმე როგორ შეიძლება გამოგრჩეს კარგი ავტორი...? რომ არა თქვენი კომენტარი ფორუმში...დისკუსიებში... ვერც მოგაგნებდით...:) ვისიამოვნე...5
19. ია0ია, ნეტავ თქვენ იცოდეთ, როგორ გამილამაზეთ ეს ღამე ! :) დიდი სივარულით და პატივისცემით: ტენდი :) ია0ია, ნეტავ თქვენ იცოდეთ, როგორ გამილამაზეთ ეს ღამე ! :) დიდი სივარულით და პატივისცემით: ტენდი :)
18. დანაპირები ვერ შევასრულე და დღესვე დავურბინე ყველა ნაწერს :) რამოდენიმე წაკითხულიც მქონია :) მაინც სიამოვნებით გადავიკითხე :) მინდა გითხრათ, რომ ეს ღამე გამილამაზეთ!!! უძილობა მშვენიერი ზღაპარ-ჩანახატებით მომიხატეთ! ნამდვილად ვისიამოვნე! :) ჰო დააა...ეხლა ველოდები გაგრძელებააას!!! :) დანაპირები ვერ შევასრულე და დღესვე დავურბინე ყველა ნაწერს :) რამოდენიმე წაკითხულიც მქონია :) მაინც სიამოვნებით გადავიკითხე :) მინდა გითხრათ, რომ ეს ღამე გამილამაზეთ!!! უძილობა მშვენიერი ზღაპარ-ჩანახატებით მომიხატეთ! ნამდვილად ვისიამოვნე! :) ჰო დააა...ეხლა ველოდები გაგრძელებააას!!! :)
17. ტენდი! :) რა სასიამოვნო აღმოჩენა იყო ეხლა ამ ღამეში ჩემთვის ?! :)
“ კომბოსტოს მწნილი დარეკვის მიზეზია, თორემ, რომ დაიწყებს კომბოსტოთი, დაამთავრებს პარლამენტით… :D
როგორ სადად და ლამაზადაა გადმოცემული უბრალო, ყოფითი პრობლემები! :) ძალიან მომეწონა! (მიუხედავად გაპარული მცირე კორექტურებისა ;) )
ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა, ორივე თემა ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სასაუბრო თემაა. სადღაც ამოვიკითხე. ჰო, ეგრეა :)
და ეს გულიკო?! :D როგორ ყველა სახლს ყავს თავისი ერთი გულიკოო?!!! :D:D:D 555!
ეხლა გვიანია, ხვალ სიამოვნებით გავეცნობი თქვენს შემოქმედებას! :-*
ტენდი! :) რა სასიამოვნო აღმოჩენა იყო ეხლა ამ ღამეში ჩემთვის ?! :)
“ კომბოსტოს მწნილი დარეკვის მიზეზია, თორემ, რომ დაიწყებს კომბოსტოთი, დაამთავრებს პარლამენტით… :D
როგორ სადად და ლამაზადაა გადმოცემული უბრალო, ყოფითი პრობლემები! :) ძალიან მომეწონა! (მიუხედავად გაპარული მცირე კორექტურებისა ;) )
ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა, ორივე თემა ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სასაუბრო თემაა. სადღაც ამოვიკითხე. ჰო, ეგრეა :)
და ეს გულიკო?! :D როგორ ყველა სახლს ყავს თავისი ერთი გულიკოო?!!! :D:D:D 555!
ეხლა გვიანია, ხვალ სიამოვნებით გავეცნობი თქვენს შემოქმედებას! :-*
16. გრაფინია, დიდი, დიდი მადლობააა !!!
:) :) :) :) :) გრაფინია, დიდი, დიდი მადლობააა !!!
:) :) :) :) :)
15. აუუუ რა კარგი რამეაა ;;) ველოდები გაგრძელებას სასწრაფოდ, ძალიანიოლად და გასაგებად წამეკითხა, თვალი ვერ მოვწყვიტე და მეც ბევრი მომენტი ომეწონა, ის რომ ქალს მაინც ქალურად უნდამ იუდგე და ის რომ სიტყვის პატრონია როსტომი, კიდევ ის რომ ძალიან საინტერესო იქნება და მოკლედ მოომწონს!!!
55555555 აუუუ რა კარგი რამეაა ;;) ველოდები გაგრძელებას სასწრაფოდ, ძალიანიოლად და გასაგებად წამეკითხა, თვალი ვერ მოვწყვიტე და მეც ბევრი მომენტი ომეწონა, ის რომ ქალს მაინც ქალურად უნდამ იუდგე და ის რომ სიტყვის პატრონია როსტომი, კიდევ ის რომ ძალიან საინტერესო იქნება და მოკლედ მოომწონს!!!
55555555
14. _ ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა, ორივე თემა ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სასაუბრო თემაა. სადღაც ამოვიკითხე.
ეს განსაკუთრებით... ძალიან კარგად წერთ! :) მესიამოვნა.
წარმატებები... :) _ ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა, ორივე თემა ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სასაუბრო თემაა. სადღაც ამოვიკითხე.
ეს განსაკუთრებით... ძალიან კარგად წერთ! :) მესიამოვნა.
წარმატებები... :)
13. დაკარგული, დიდი მადლობა, მაგრამ სად იკარგებიხოლმე ? :) :) :) დაკარგული, დიდი მადლობა, მაგრამ სად იკარგებიხოლმე ? :) :) :)
12. ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა.<-კარგი მიდგომაა :) ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა.<-კარგი მიდგომაა :)
11. ...ფაქტია, რომ ნასვამია, ფაქტია, რომ თავხედია, ფაქტია, რომ სიტყვის პატრონია და რასაც იტყვის “ გადაჭარბებით” შეასრულებს !.. :) არც ისე ცუდი ვინმეა ეს როსტომი :D და ჰარირამას უნდა დავეთანხმო აქ :) ...ფაქტია, რომ ნასვამია, ფაქტია, რომ თავხედია, ფაქტია, რომ სიტყვის პატრონია და რასაც იტყვის “ გადაჭარბებით” შეასრულებს !.. :) არც ისე ცუდი ვინმეა ეს როსტომი :D და ჰარირამას უნდა დავეთანხმო აქ :)
10. გმადლობთ. :) :) :) გმადლობთ. :) :) :)
9. ...ფაქტია, რომ ნასვამია, ფაქტია, რომ თავხედია, ფაქტია, რომ სიტყვის პატრონია და რასაც იტყვის “ გადაჭარბებით” შეასრულებს !.. :) არც ისე ცუდი ვინმეა ეს როსტომი :D და ჰარირამას უნდა დავეთანხმო აქ :) ...ფაქტია, რომ ნასვამია, ფაქტია, რომ თავხედია, ფაქტია, რომ სიტყვის პატრონია და რასაც იტყვის “ გადაჭარბებით” შეასრულებს !.. :) არც ისე ცუდი ვინმეა ეს როსტომი :D და ჰარირამას უნდა დავეთანხმო აქ :)
8. ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა, ორივე თემა ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სასაუბრო თემაა. სადღაც ამოვიკითხე.
კარგია ;) ქალს ყოველთვის უნდა ელაპარაკო რამდენად ლამაზია ის, მაგრამ თუ ის ქალი ლამაზი არ არის, უნდა ელაპარაკო, რამდენად ულამაზოა სხვა, ორივე თემა ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სასაუბრო თემაა. სადღაც ამოვიკითხე.
კარგია ;)
7. ++++++++++++++++++++ ++++++++++++++++++++
6. ველით გაგრძელებას. საინტერეოდ დაიწყო!!! გაიხარე შენა!!! ველით გაგრძელებას. საინტერეოდ დაიწყო!!! გაიხარე შენა!!!
5. თამარ ბუკია დიდი მადლობა !!!! :) შენ მე სტიმულს მაძლევ ! :) :) :) ილტოსპირელი, მივხვდი, რომ ვერ წაიკითხე, არა და ლექსივით იკითხება. :) :) :) 8 მარტის მოლოცვიცთვის უღრმესი მადლობა ! :) დაკარგულო, სად დაიკარგე ?! :) მოთხრობის გარეშეც შეიძლება მოკითხვა !!!!!!!!! :) ჰარირამა, მეშინია, რომ შეიძლება იმედი ვერ გაგიმართლო. :) ჩემთან ხშირად " სხვანაირად" მთავრდებახოლმე. :) :) :)... სამწუხაროდ.
თამარ ბუკია დიდი მადლობა !!!! :) შენ მე სტიმულს მაძლევ ! :) :) :) ილტოსპირელი, მივხვდი, რომ ვერ წაიკითხე, არა და ლექსივით იკითხება. :) :) :) 8 მარტის მოლოცვიცთვის უღრმესი მადლობა ! :) დაკარგულო, სად დაიკარგე ?! :) მოთხრობის გარეშეც შეიძლება მოკითხვა !!!!!!!!! :) ჰარირამა, მეშინია, რომ შეიძლება იმედი ვერ გაგიმართლო. :) ჩემთან ხშირად " სხვანაირად" მთავრდებახოლმე. :) :) :)... სამწუხაროდ.
4. კარგია. მოგიკითხეტ კარგია. მოგიკითხეტ
3. ძალიან მომეწონა... ორივეგან დავაფიქსირე! :))))))))) ძალიან მომეწონა... ორივეგან დავაფიქსირე! :)))))))))
2. საინერესო ამბები უნდა მოხდეს ასე მგონია მე და მალე და ცოტა დიდი პორცია დადეთ:) საინერესო ამბები უნდა მოხდეს ასე მგონია მე და მალე და ცოტა დიდი პორცია დადეთ:)
1. 8 მარტის მოლოცვას ვტოვებ აქ! 55555 :) 8 მარტის მოლოცვას ვტოვებ აქ! 55555 :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|