ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2008


"დებილი"

"დებილი"

ხმაურობს ქუჩა, მაგრამ რა ხდება?!
ეს ხალხია თუ მხეცის ჯოგია?!
ცრუ დაბრმავებით სული წახდება,
ნაღდი სიბრმავე ასჯერ სჯობია!
ბევრს გული ვითომ კეთილად უძგერს,
ჰკითხო - არ იცის, ქვეყნად რად ცხოვრობს,
საწყალ მათხოვარს ზიზღით რომ უცქერს
და თვითონ მასზე მეტად მათხოვრობს!
მე კი სხეული ტვირთივით დამაქ
ათასი ცოდვით გამოკვებილი
და ვხვდები - ვითომ დებილის თამაშს
სჯობია, ვიყო მართლა დებილი!

2001 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები