 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 9 ივნისი, 2010 |
საღამოს,როცა სხეულს შორდება უცხო ოცნება, რათა ეძიოს უცხო სხეული სხვა საღამომდე, აივნებს იპყრობს მთვარის სინათლით გასხივოსნება.
მარტოობაში დაბადებული თეთრი სტრიქონი, ფოტოგრაფია - ბერწი საზღვრების უსაზღვროდ წაშლა და გასაწმენდი ობიექტივი შავი Nikon-ის.
კიოლნის ქუჩებში ხმურია Mercedes Benz-ის, მარტის ღამეში შრიალია მწვანე ფოთოლთა, ხეთა რხევაში სიხშირეა ათასი ჰერცის...
შენი თვალები უძილონი,მე რომ მელიან, ათას სიზმარს და გაენიგმებას ვერ ნახავს,იცი? შვილის ცხედართან მთვრალი მამის რევოლვერია
და მოსამართლის გრძელ ბეჭებზე როგორც მანტია, სამარის იქით სავანდება მხოლოდ სიშავე, მე არ მადარდებს უძილობის ქირომანტია.
მოხუცი ქალი გარინდებით უცქერს სერიალს, სად პატარძალი თაიგულს ესვრის უმორცხველ ქალებს. პირველ ღამეს კი მორცხვად კოცნა და ალერსია.
მეორე დილით საწოლ ოთახში მორთმეულ ყავას კვლავ მოსდევს კოცნა და ალერსი ოდნავ მსუბუქი, მე კი ისევ გზებს დავეძებ შენამდე სავალს.
ზამთრის სიცივე... პარკში მხოლოდ ბიჭი და გოგო და სიყვარული - ორი გულის იდენტურობა, "მე შენ მიყვარხარ" - სიტყვები ჩემთვის უანალოგო.
როცა რუკაზე გაბატონდება სრული ნირვანა და უცხო ვნებით დაიტბორება ვნებათა ქსელი, გამახსენდება მამის საფლავზე ღვინის მიტანა.
საღამოს,როცა სხეულს შორდება უცხო ოცნება, მარტოობაში იბადება თეთრი სტრიქონი... აივნებს იპყრობს მთვარის სინათლით გასხივოსნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. თავი ბოლო კარგია თავი ბოლო კარგია
12. :) მე ვერ... :) მე ვერ...
11. :) შემაფიქრიანა...მომეწონა.. ხუმრობა მეგონა და ისე დავინტერესდი ბოლომდე თავისით შემომეკითხა... :) შემაფიქრიანა...მომეწონა.. ხუმრობა მეგონა და ისე დავინტერესდი ბოლომდე თავისით შემომეკითხა...
10. ყოჩაღ ბალახ,ძლიერი ტრიოლეტია.++++++++5555555555555 ყოჩაღ ბალახ,ძლიერი ტრიოლეტია.++++++++5555555555555
9. skype me-ა თავიდან ბოლომდე ეს ლექსი
skype me-ა თავიდან ბოლომდე ეს ლექსი
8. ვახ, მაგარი იყო ზედმეტად :) არადა, თავიდან (სათაურით) მემარტივა :) ვახ, მაგარი იყო ზედმეტად :) არადა, თავიდან (სათაურით) მემარტივა :)
7. aset leqsebze ubralod vgijdebiiiiiiiiii
+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
aset leqsebze ubralod vgijdebiiiiiiiiii
+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
6. მომეწონა, ოდნავ სევდიანი, წარმატებები :) მომეწონა, ოდნავ სევდიანი, წარმატებები :)
5. შვილის ცხედართან მთვრალი მამის რევოლვერია
ეს მაგარია,ამისთვის ++++++++ შვილის ცხედართან მთვრალი მამის რევოლვერია
ეს მაგარია,ამისთვის ++++++++
4. საინტერესო ჩანაფიქრი დევს... ასე მომეჩვენა საინტერესო ჩანაფიქრი დევს... ასე მომეჩვენა
3. რა ვქნა და ვერაფერს მივხვდი:) ჩემი დაღლილი ტვინის აღქმას გადაამეტა. რა ვქნა და ვერაფერს მივხვდი:) ჩემი დაღლილი ტვინის აღქმას გადაამეტა.
2. skype me სად იყო? :( skype me სად იყო? :(
1. +2 მეტს ვერაფერს ვიტყვი, რაც მომეწონა ეს არის
შვილის ცხედართან მთვრალი მამის რევოლვერია
მაგარი მოფიქრებულია +2 მეტს ვერაფერს ვიტყვი, რაც მომეწონა ეს არის
შვილის ცხედართან მთვრალი მამის რევოლვერია
მაგარი მოფიქრებულია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|