ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოლეე
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2010


საათი
მოდით დავფიქრდეთ ერთად ყველანი
თუ რა ნივთია ჩვენთვის საათი
უკვე სრულიად დაშრა მელანი
და ახსნა ვნახე სადღაც ცხრა-ათი:
ერთი ისაა რომ დროს გვიჩვენებს
და მონა არის თორმეტი ციფრის,
დიდი ისარი სულ არ ისვენებს
მთელი ცხოვრებაც წამივით მიქრის.
მეორე ის რომ საათს ვატარებთ
ბრილიანტებით მორთულს და ძვირფასს
ამითი საკუთარ ჭიას ვახარებთ
და დავატარებთ ქაღალდის ნიღაბს.
ხოლო ნიღაბი იმიტომ გვაქვს რომ
თან განვიხილოთ მესამე საათი
საათი რომელიც ინახავს თავში
იმას რაზედაც მორჩა კამათი.
სიძვირფასით და უცხო ნიღბებით,
ჩვენს თავს ვაჯერებთ რომ ვართ მდიდრები,
სიმდიდრე ფულით არ ისაზღვრება,
საცოდაობენ ჩვენი ფიქრები.
ჰოდა სულ ყველა და მეც მათ შორის,
ვუჯერებთ დროს და მის სიამაყეს
ვერ დააბრუნებს ისარს გასროლილს,
ვერც ერთი გმირი ამ მზიან ღამეს.
დუმილით მიდის წინა საათი,
ფეხ და ფეხ მისდევს მას ის მეოთხეც,
მეხუთეს თავს სჭრის ავი ჯალათი
და სანატრელად რჩება სამოთხე.
აი მოვიდა ჟამი სასრულის,
და მივადექით საათს მეექვსეს,
მე გახსენება მიწევს წარსულის,
და თხრობა მიწევს როგორც მელექსეს.
ერთ ღამეს ჩემთვის მდუმარედ მჯდარი,
მოვიგონებდი საათს მუსლიმის,
რომელიც იყო ლაღი და წყნარი,
არ დასდგომოდა ჟამი წუხილის.
წამი გარბოდა ჩქარი, სირბილით,
წუთზე დაწევას იგი ცდილობდა,
მაგრამ სიჩქარე არ ყოფნით სუსტებს,
ვერ შეუხორცეთ მას ის ჭრილობა.
ზუსტად ისეთი თეთრი საათი,
როგორიც ჰქონდა მუსლიმს ოთახში,
კუთხეში ობლად დაკიდებული,
მღვდელს დავუნახე მის სალოცავში.
არ მიკვირს რადგან ვიცი ყრუა და
საათს არ ესმის რწმენა და რჯული,
დრო მიდის, თმაში თოვლმა უმატა,
და ხსნას მოელის ყოველ წამს სული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები