ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯულიეტა
ჟანრი: პროზა
23 მაისი, 2010


იცი, რა გამახსენდა?

    ხშირად ვფიქრობ შენზე, ყოველდღე, თითქმის ყოველ წუთს.  მხოლოდ კარგ სიტყვებს ვიმეორებ ჩემთვის რომ გითქვამს.
  ვერ ვიტყვი, რომ მათ ხშირად მეუბნებოდი, მაგრამ ისე უცებ მეტყოდი, მოულოდნელად, გულში მრჩებოდა და დღესაც მახსოვს.
  კარგ სიტყვებს ახლაც მეუბნები, უფრო სწორად, წამოგცდება ხოლმე ასე მგონია. მერე მე მახსოვს, შენ კი არა ...
  იცი, დღეს რა გამახსენდა? მაისი იყო, ვარდებით მოჩითული კაბა მეცვა. სპეციალურად დავკრიფე ვარდები, არ მახსოვს ვისთვის მიმქონდა. შენ შემხვდი და ვითომ სხვათაშორის მაინც თქვი: "розы всегда украшают женщину".
  გეთანხმები, მაგრამ ქალს ყველაზე ძალიან საყვარელი მამაკაცი და შვილები ამშვენებს და ღიმილი.
  მე ყველაფერი მახსოვს. შენ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები