 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 31 მაისი, 2010 |
მე მიყვარს, ფერიცვალება თქვენი მუდამდღე განსხვავებულო ქალბატონო და ყოველი დღე უთქვენოდ,ვითარცა წელი ათასი...(ასე ეფიცებიან სიყვარულს სან-დრაკონიოში.(ციტატა)
ამბავი და ცხოვრება დრაკონ ჩაუნჩასი.
ეძღვნება პატარა გოგოს, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო მეკობრე,სახელად ლოუ ლინ.თავზარს სცემდა აღმოსავლეთის ზღვის გემებს,ჰქონდა ერთი თვალი და როცა არ მეკობრეობდა, ცას გაჰყურებდა ჩაფიქრებული და ჩიბუხს აბოლებდა... შ ე ს ა ვა ლ ი არც ისე შორს,ვიღაცეებს რომ ჰგონია,იყო და ახლაც არის დრაკონ-ურჩხულების მშვენიერი ქალაქი სან-დრაკონიო. ჰოდა მთელი ეს ამბავი სწორედ მაგ ქალაქში და მის შემოგარენში მომხდარა,შეიძლება სულაც სხვაგან,მაგრამ ამას ხომ მნიშვნელობა არა აქვს.ბევრის მნახველი ბებერი დრაკონები,ეხლაც მოწიწებით ჰყვებიან ყველასათვის საფიცარ დრაკონ ჩაუნჩას ამბავს,რომელმაც დრაკონებს დაკარგული , ძველი ღირსეული ცხოვრება დაუბრუნა .ჩაუნჩას ამბავი მე თვითონ ერთმა სანდომიანმა დრაკონმა მიამბო,როცა სან-დრაკონიოში მიმავალს გზის გასაყართან შემომხვდა და მერე დარჩენილი გზა თავისი საუბრით ადვილად სავალი გახადა.შენ ალბათ გაინტერესებს,როგორ შეიძლებასან-დრაკონიოში მოხვედრა.გეტყვი და თუ გადაწყვეტ აუცილებლად მოხვდები,მე ხომ ვიცი როგორ გიყვარს დრაკონიკოები.მოკლედ, უნდა ადგე ისეთ დროს ,არც დილა რომაა და არც ღამე.მზე ამოსვლას რომ ეპირება, მთვარეს კიდევ თავის საუფლოს დატოვება ენანება .დადგები პირით აღმოსავლეთისკენ ,თვალებს მაგრად დახუჭავ და იტყვი მე სან-დრაკონიოში მივდივარ. აი, მაგ დროს მთელი სხეული გაგითბება,იგრძნობ ვიღაც ძალიან უხილავი ხელს ჩაგავლებს და გეტყვის *წავედით". პირველი ნაბიჯები თვალდახუჭულმა გადადგი და აუცილებლად მიაღწევ ქალაქს.იქ კი ყველა მოგიყვება ჩაუნჩას ამბავს, მაგრამ სანამ იქ წასვლას გადაწყვეტ და ყველაფერს დრაკონებისგან შეიტყობ, დაპირებისამებრ მე გავაგრძელებ დაწყებულ ამბავს. სან-დრაკონიოს ქებასავით ო,სან-დრაკონიო,სან-დრაკონიო,შენი სანახები, შენი მთები და დაბლობები,მდინარეები და მდინარისპირა ხეობები, საზიზმრო მხარევ. თითქოს მზეც სხვანაირი,მთვარეც უფრო კაშკაშა,შემოღამება ვერ საოცნებო და ცა უსაზღვრო შებინდებაზეც კი. სხვანაირად ლურჯი,იქნებ უფრო მოიისფრო და ზედ ვარსკვლავი-მზე ბეტელგაიზე... არა,სხვაგან არა,მხოლოდ შენთან უნდა შობილიყო და გაზრდილიყო ჩაუნჩა და მხოლოდ მას უნდა გაეტანა შენს საზღვრებს იქით,კეთილი და მიამიტი დრაკონების ამბავი. ჩაუნჩას მშობლები ,მისი დაბადება.
სახელმწიფო დრაჩუ-ურჩხუს მშვენიერ დედაქალაქ სან-დრაკონიოში ცხოვრობდა ერთი ბედნიერი ოჯახი.შენ არ იფიქრო,რომ იმხელა ქვეყანაში სხვები არ იყვნენ ბედნიერები ,კი სხვა ბევრიც,მაგრამ ესენი გამორჩეულად,რადგან ძალიან-ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მამამისი უშიშჩა, მამაცი და უშიშარი დრაკონი, მუდამ სამართლიანი, ცეცხლის ყოველთვის დროულად მფრქვეველი და დედა ,მთელ სან-დრაკონიოში განთქმული სილამაზითა და სისპეტაკით დედ ინ სი , ღირსეული მეუღლე,ღირსეული დრაკონისა.ცხოვრობდნენ ტკბილად, ბედნიერად. უყვარდათ ერთმანეთი,მაგრამ აბა სად ყოფილან სრულად ბედნიერნი,ესენი რომ ყოფილიყვნენ. შვილი არ უჩდებოდათ,პატარ აურჩხულიკო,მათ სახელოვან გვარს რომ გააგრძელებდა. ვის არ მიმართეს,რა მსხვერპლი არ შესწირეს კერპ ტანცი აუ კის, მაგრამ არა და არა რატომღაც არ სწყალობდათ ,რაღაცაზე ბრაზობდა ძლევამოსილი კერპი. ხშირად ხედავდა სახლში ადრიანად დაბრუნებული უშიშჩა: მეუღლისგან მალულად, ცრემლიან თვალებს როგორ იწმენდა დე დინ სინი, შეწუხებული უშიშჩა გარეთ გავიდოდა , მოფარებულში და გულდათუთქული ცეცხლს ამოაფრქვევდა, ასე გაგრძელდა კარგა ხანს , დიდ სიყვარულს სევდა შერეოდა თუმცა , ერთმანეთის მიმართ , გრძნობას არაფერი აკლდებოდა , პირიქით , უფრო უყვარდებოდათ ერთმანეთი, და არა სასჯელად არამედ , ცხოვრებისგან მოვლენილ გამოცდათ თვლიდნენ უშვილობასაც, იმედს არ კარგავდნენ. იყვენენ ასე სიყვარულითა და სევდით, წლებმა უშინჩას ძლიერ ფრთებს პირველი თეთრი რომ შეაპარა ეს მაშინ მოხდა. ძლევამოსილი ჯადოქარი სახელად უჩინ-ლი. არავინ იყო მთელ სან-დრაკონოში, უფრო ბრძენი და უფრო ხნიერი. არავინ არ ფლობდა ჯადოქრობის ხელოვენებას უჩინ-ლისავით , მას ის დრო ახსოვდა როცა დრაკონები , ცეცხლს კი არა ცხელ შოკოლადს რომ აფრქვედნენ , იმ დროს უფრო მაღალ სიმაღლეზეც შეეძლოტ თურმე ფრენა , და არც შუღლი და ომები ჰქონიათ ერთმანეთში, აფრქვევდნენ ერთმანეთს შოკოლადს და დაირებოდნენ მთელი დღეები შოკოლადებით მოთხუპნულები და კეთილხასიათიანები , საღამოს სახლში მისულები ,ერთმანეტს ტლიკავდენენ და იყვნენ დიდ მხიარულებაში, აბა როგორ შეიძლება , ვინმეს შოკოლადით მოთხუპნული სახე აულოკო და არ იცინო , თან ეტკბილებოდათ და თან ეღიტინებოდათ ძალიან. აი, ასეთ სიამ-ტკბილობაში რომ ყოფილან მაშინ გამოჩენილა თურმე ავუი ხუ , საიდან მოვიდა, ვინ იყო ვერც ვერავინ გაიგო და თვით უჩინ ლიმაც არ იცოდა სინამდვილეში ვინ იყო ავუი-ხუ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დრაკონი იყო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით , შოკოლადის მაგივრად პირიდან ცეცხლი გადმოსდიოდა, არც მხიარული იყო სხვა დრაკონებივით, ფრთამოკლე იყო და კუდიც სწორი კი არა, მოგრეხილი და ორად გაყოფილი ჰქონდა. ერთი სიტყვით , კარგა გვარიანად უშნო დრაკონი იყო . დასაწყისი( პირველი ნაწილი)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. საინტერესო და საცნაურო ნაწერია, საინტერესო და საცნაურო ნაწერია,
19. ვიწყებ ამის კითხვას....ძალიან ვისიამოვნე და ახლა გაგრძელებასაც მივაკითხავ, დღეს რომ ვნახე...ძალიან მომწონს....:)))))))) ვხალისობ და ვფიქრობ....მაინც როგორ მოიფიქრე ეს ამბავი?......;) ვიწყებ ამის კითხვას....ძალიან ვისიამოვნე და ახლა გაგრძელებასაც მივაკითხავ, დღეს რომ ვნახე...ძალიან მომწონს....:)))))))) ვხალისობ და ვფიქრობ....მაინც როგორ მოიფიქრე ეს ამბავი?......;)
18. რა დაემართა ამ ავაი-ხუს,როდის მოგვიყვება ბიძია ჰარი,ნეტავ?
Мы теряем Бетельгейзе?_это скорее всего начало конца :D:D რა დაემართა ამ ავაი-ხუს,როდის მოგვიყვება ბიძია ჰარი,ნეტავ?
Мы теряем Бетельгейзе?_это скорее всего начало конца :D:D
17. ეძღვნება პატარა გოგოს, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო მეკობრე, სახელად ლოუ ლინ. თავზარს სცემდა აღმოსავლეთის ზღვის გემებს, ჰქონდა ერთი თვალი და როცა არ მეკობრეობდა, ცას გაჰყურებდა ჩაფიქრებული და ჩიბუხს აბოლებდა...
აჰა, მეორე თამრიკო ვიპოვე... :)))) 5 ეძღვნება პატარა გოგოს, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო მეკობრე, სახელად ლოუ ლინ. თავზარს სცემდა აღმოსავლეთის ზღვის გემებს, ჰქონდა ერთი თვალი და როცა არ მეკობრეობდა, ცას გაჰყურებდა ჩაფიქრებული და ჩიბუხს აბოლებდა...
აჰა, მეორე თამრიკო ვიპოვე... :)))) 5
16. ვაი ჰარირამა!!! დრაჩუ-ურჩხუს სიამაყე რომ იყავი, ვიცოდი. მარა, თლათ ავუი ხუ თუ იყავი, არ მეგონა.:) ვაი ჰარირამა!!! დრაჩუ-ურჩხუს სიამაყე რომ იყავი, ვიცოდი. მარა, თლათ ავუი ხუ თუ იყავი, არ მეგონა.:)
15. მე მიყვარს, ფერიცვალება თქვენი მუდამდღე განსხვავებულო ქალბატონო და ყოველი დღე უთქვენოდ, ვითარცა წელი ათასი...(ასე ეფიცებიან სიყვარულს სან-დრაკონიოში).
უიი, ძალიან მომეწონა! ან ამ სახელებს საიდან იგონებ? და ილუსტრაციები მომეწონა კიდე ძალიან! 5 მე მიყვარს, ფერიცვალება თქვენი მუდამდღე განსხვავებულო ქალბატონო და ყოველი დღე უთქვენოდ, ვითარცა წელი ათასი...(ასე ეფიცებიან სიყვარულს სან-დრაკონიოში).
უიი, ძალიან მომეწონა! ან ამ სახელებს საიდან იგონებ? და ილუსტრაციები მომეწონა კიდე ძალიან! 5
14. ძაან ვიცინე. ეს ”ავუი ხუ” დიდი ხანია აქა გვყავს, ოღონდ სახელი ჰქვია სხვა და გარეგნობაც შეუცვლია. არა ყველა ავუი ხუს! ძაან ვიცინე. ეს ”ავუი ხუ” დიდი ხანია აქა გვყავს, ოღონდ სახელი ჰქვია სხვა და გარეგნობაც შეუცვლია. არა ყველა ავუი ხუს!
13. უი, ეს ადრე წავიკითხე და სასტიკად მომეწონა! :D სახალისოა და შოკოლადივით გემრიელი ნაწერი! გაგრძელებაც ძალიან მაინტერესებს და დაველოდები!!!
მოკლედ, ველოდები! უი, ეს ადრე წავიკითხე და სასტიკად მომეწონა! :D სახალისოა და შოკოლადივით გემრიელი ნაწერი! გაგრძელებაც ძალიან მაინტერესებს და დაველოდები!!!
მოკლედ, ველოდები!
12. ბიძია ჰარიიი,თვალები მაგრად დავხუჭე და წავედით :):):)
ეძღვნება პატარა გოგოს, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო მეკობრე,სახელად ლოუ ლინ.თავზარს სცემდა აღმოსავლეთის ზღვის გემებს,ჰქონდა ერთი თვალი და როცა არ მეკობრეობდა,ცას გაჰყურებდა ჩაფიქრებული და ჩიბუხს აბოლებდა... :D მომწონს ლოუ ლინი :):)
ეგ არაშოკოლადის ფრქვევია(თუ შოკოლადის არაფრქვევია) ავუი-ხუ,არ მომწონს მე :( თან ფრთამოკლეა,მაგრამ მაინც არავისთვის მემეტება და დატოვე რა,სან-დრაკონიოში :D (უპატრონო დრაკონთა დაცვის საზოგადოების წევრი) :))
თუ გინდა,ცოტა ხნით ,,შოკოლანდიაში" გაუშვი :D ბიძია ჰარიიი,თვალები მაგრად დავხუჭე და წავედით :):):)
ეძღვნება პატარა გოგოს, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო მეკობრე,სახელად ლოუ ლინ.თავზარს სცემდა აღმოსავლეთის ზღვის გემებს,ჰქონდა ერთი თვალი და როცა არ მეკობრეობდა,ცას გაჰყურებდა ჩაფიქრებული და ჩიბუხს აბოლებდა... :D მომწონს ლოუ ლინი :):)
ეგ არაშოკოლადის ფრქვევია(თუ შოკოლადის არაფრქვევია) ავუი-ხუ,არ მომწონს მე :( თან ფრთამოკლეა,მაგრამ მაინც არავისთვის მემეტება და დატოვე რა,სან-დრაკონიოში :D (უპატრონო დრაკონთა დაცვის საზოგადოების წევრი) :))
თუ გინდა,ცოტა ხნით ,,შოკოლანდიაში" გაუშვი :D
11. რა კარგი ''დრაკოშები''გაქვს ილუსტრაციაზე ჰარი:) შურიანი სმაილი:) რა კარგი ``დრაკოშები``გაქვს ილუსტრაციაზე ჰარი:) შურიანი სმაილი:)
10. ჰარირამავ!!! კარგი ხარ!!! ჩემი მოწონება აქ!!! დრაკონთა სავანემ მომხიბლა!!! გაიხარე შენა!!! ჰარირამავ!!! კარგი ხარ!!! ჩემი მოწონება აქ!!! დრაკონთა სავანემ მომხიბლა!!! გაიხარე შენა!!!
9. ეს წეღან ვნახე5. ეს წეღან ვნახე5.
8. მოკლედ, ხვალ ვდგები არც დილა რომაა და არც ღამე, დავხუჭავ თვალებს და... :)
ცხელი შოკოლადის მრქვეველი დრაკონები შემიყვარდა... :)
პ.ს.გაგრძელებას დაველოდები,სავარაუდოდ იქ, სან-დრაკონიოში :) მოკლედ, ხვალ ვდგები არც დილა რომაა და არც ღამე, დავხუჭავ თვალებს და... :)
ცხელი შოკოლადის მრქვეველი დრაკონები შემიყვარდა... :)
პ.ს.გაგრძელებას დაველოდები,სავარაუდოდ იქ, სან-დრაკონიოში :)
7. მზე ამოსვლას რომ ეპირება, მთვარეს კიდევ თავის საუფლოს დატოვება ენანება .დადგები პირით აღმოსავლეთისკენ ,თვალებს მაგრად დახუჭავ და იტყვი მე სან-დრაკონიოში მივდივარ. აი, მაგ დროს მთელი სხეული გაგითბება,იგრძნობ ვიღაც ძალიან უხილავი ხელს ჩაგავლებს და გეტყვის *წავედით". პირველი ნაბიჯები თვალდახუჭულმა გადადგი და აუცილებლად მიაღწევ ქალაქს.
საინტერესოა, ავტორს ისე აქვს გადასვლები გაკეთებული ერთი წამითაც ვერ მოწყდები, მომწონს+5 მზე ამოსვლას რომ ეპირება, მთვარეს კიდევ თავის საუფლოს დატოვება ენანება .დადგები პირით აღმოსავლეთისკენ ,თვალებს მაგრად დახუჭავ და იტყვი მე სან-დრაკონიოში მივდივარ. აი, მაგ დროს მთელი სხეული გაგითბება,იგრძნობ ვიღაც ძალიან უხილავი ხელს ჩაგავლებს და გეტყვის *წავედით". პირველი ნაბიჯები თვალდახუჭულმა გადადგი და აუცილებლად მიაღწევ ქალაქს.
საინტერესოა, ავტორს ისე აქვს გადასვლები გაკეთებული ერთი წამითაც ვერ მოწყდები, მომწონს+5
6. "აი, ასეთ სიამ-ტკბილობაში რომ ყოფილან მაშინ გამოჩენილა ტურმე ავუი ხუ , საიდან მოვიდა ვინ იყო ვერც ვერავინ გაიგო და თვით უჩინ ლიმაც არ იცოდა სინამდვილეზსი ვინ იყო ავუი-ხუ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დრაკონი იყო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით , შოკოლადის მაგივრად პირიდან ცეცხლი გადმოსდიოდა, არც მხიარული იყო სხვა დრაკონებივით, ფრთამოკლე იყო და კუდიც სწორი კი არა, მოგრეხილი და ორად გაყოფილი ჰქონდა. ერთი სიტყვით , კარგა გვარიანად უშნო დრაკონი იყო"...
რა უცნაურია, არა? ამდენ შოკოლადისმფრქველ დრაკონებში, მე ეს ცეცხლისმფრქვეველი და გვარიანად უშნო ავუი-ხუ რამ მომაწონა? :(( მაგრამ მომეწონა და... რა ჩემი ბრალია?
მოკლედ, მისახსოვრე ეს ავუი-ხუ დრაკონი, რა მოხდება, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, ჰარი ბიძია-ბაბუა?!
:)))))))))))))))))))))))))))) 555555555555 :-* "აი, ასეთ სიამ-ტკბილობაში რომ ყოფილან მაშინ გამოჩენილა ტურმე ავუი ხუ , საიდან მოვიდა ვინ იყო ვერც ვერავინ გაიგო და თვით უჩინ ლიმაც არ იცოდა სინამდვილეზსი ვინ იყო ავუი-ხუ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დრაკონი იყო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით , შოკოლადის მაგივრად პირიდან ცეცხლი გადმოსდიოდა, არც მხიარული იყო სხვა დრაკონებივით, ფრთამოკლე იყო და კუდიც სწორი კი არა, მოგრეხილი და ორად გაყოფილი ჰქონდა. ერთი სიტყვით , კარგა გვარიანად უშნო დრაკონი იყო"...
რა უცნაურია, არა? ამდენ შოკოლადისმფრქველ დრაკონებში, მე ეს ცეცხლისმფრქვეველი და გვარიანად უშნო ავუი-ხუ რამ მომაწონა? :(( მაგრამ მომეწონა და... რა ჩემი ბრალია?
მოკლედ, მისახსოვრე ეს ავუი-ხუ დრაკონი, რა მოხდება, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, ჰარი ბიძია-ბაბუა?!
:)))))))))))))))))))))))))))) 555555555555 :-*
5. სან-დრაკონიო მახსოვს,ადრე იდო და მაგრად ვიხალისე... და საერთოდ, დრაკონები მაგრად მიყვარს. 5555555555555:) სან-დრაკონიო მახსოვს,ადრე იდო და მაგრად ვიხალისე... და საერთოდ, დრაკონები მაგრად მიყვარს. 5555555555555:)
4. "აფრქვეფდენი თურმე ერთმანეტს შოკოლადს , და დაირებოდნენ მტელი დღეები შოკოლადებით მოთხუპნულები და მხიარულები , საღამოს სახლში მისულები ,Eრთმანეტს ტლიკავდენენ და იყვნენ დიდ მხიარულებაში, აბა როგორ შეიძლება , ვინმეს შოკოლადით მოთხუპნული სახე აულოკო და არ იცინო , თან ეტკბილებოდათ და თან ეღიტინებოდათ ძალიან." უუუფფ!!! :) (მეოცნებე თვალებიანი სმაილიკი) როგოროო? როგორ მოვხდეთო მაგ ქვეყანაშიოო? "მოკლედ, უნდა ადგე ისეთ დროს ,არც დილა რომაა და არც ღამე.მზე ამოსვლას რომ ეპირება,მთვარეს კიდევ თავის საუფლოს დატოვება ენანება .დადგები პირით აღმოსავლეთისკენ ,თვალებს მაგრად დახუჭავ და იტყვი მე სან-დრაკონიოში მივდივარ" ... მოკლედ, ხვალ თუ საიტზე ვერ მიხილავთ :) იცოდეთ!!! ვიღაცის თბილმა ხელმა სან-დრაკონიოში წამიყვანააა!!! :) და არც ვინანეებ ;;) "აფრქვეფდენი თურმე ერთმანეტს შოკოლადს , და დაირებოდნენ მტელი დღეები შოკოლადებით მოთხუპნულები და მხიარულები , საღამოს სახლში მისულები ,Eრთმანეტს ტლიკავდენენ და იყვნენ დიდ მხიარულებაში, აბა როგორ შეიძლება , ვინმეს შოკოლადით მოთხუპნული სახე აულოკო და არ იცინო , თან ეტკბილებოდათ და თან ეღიტინებოდათ ძალიან." უუუფფ!!! :) (მეოცნებე თვალებიანი სმაილიკი) როგოროო? როგორ მოვხდეთო მაგ ქვეყანაშიოო? "მოკლედ, უნდა ადგე ისეთ დროს ,არც დილა რომაა და არც ღამე.მზე ამოსვლას რომ ეპირება,მთვარეს კიდევ თავის საუფლოს დატოვება ენანება .დადგები პირით აღმოსავლეთისკენ ,თვალებს მაგრად დახუჭავ და იტყვი მე სან-დრაკონიოში მივდივარ" ... მოკლედ, ხვალ თუ საიტზე ვერ მიხილავთ :) იცოდეთ!!! ვიღაცის თბილმა ხელმა სან-დრაკონიოში წამიყვანააა!!! :) და არც ვინანეებ ;;)
3. ზალიან მომეწონა:))))))))) შოკოლადის მფრქვეველი დრაკონები....;)+777 გაგრზელებას დაველოდები... ზალიან მომეწონა:))))))))) შოკოლადის მფრქვეველი დრაკონები....;)+777 გაგრზელებას დაველოდები...
2. მამამისი უშიშჩა, მამაცი და უშიშარი დრაკონი, მუდამ სამართლიანი, ცეცხლის ყოველთვის დროულად მფრქვეველი
ადვილად საცნობი დრაკონია...:)
საზიზმრო მხარევ. თითქოს მზეც სხვანაირი,მთვარეც უფრო კაშკაშა,შემოღამება ვერ საოცნებო და ცა უსაზღვრო შებინდებაზეც კი. სხვანაირად ლურჯი... სან-დრაკონიოში ყოფნა და დრაკონობა მოუნდება კაცს...:) მამამისი უშიშჩა, მამაცი და უშიშარი დრაკონი, მუდამ სამართლიანი, ცეცხლის ყოველთვის დროულად მფრქვეველი
ადვილად საცნობი დრაკონია...:)
საზიზმრო მხარევ. თითქოს მზეც სხვანაირი,მთვარეც უფრო კაშკაშა,შემოღამება ვერ საოცნებო და ცა უსაზღვრო შებინდებაზეც კი. სხვანაირად ლურჯი... სან-დრაკონიოში ყოფნა და დრაკონობა მოუნდება კაცს...:)
1. ეძღვნება პატარა გოგოს, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო მეკობრე,სახელად ლოუ ლინ. < :D
აქ სუულ მიხარია ხოლმე მოსვლაა: -* ეძღვნება პატარა გოგოს, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო მეკობრე,სახელად ლოუ ლინ. < :D
აქ სუულ მიხარია ხოლმე მოსვლაა: -*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|