ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯ ე მ ა ლ ა
ჟანრი: იუმორისტული
16 ივლისი, 2010


ეპიზოდი ჯ ე მ ა ლ ა ს ცხოვრებიდან

ერთხელ პაწაი ჯემალა
ატყდა და ქალი მუუნდა
გეიხაზირა თავტანი
და სასტუმროსკენ უუდვა

ბელქი იმავ დროს ფანჯრიდან
ქალი მსურველი რამისა
თითს უკაკვავდა თავისკენ
ჰემ მომლოდინეთ დრამისა
ასო-ცდათექსმეტ გრამისა
დედა ვატირე ამისა

ქალის სურნელი რომ ეცა
კუნთები გამეებერვა
კამბეჩის ძალა მიეცა
ადრენალინი ებევრა

შემუუძახა ანონსში
მაქ რაფერ მოვდე ანტერო
თოკვი მომეც და ამომსვი
ჰემ მოყვარე და ჰემ მტერო

ციცამ დუუშვა მკლავები
ჯემალას ხელი ამოსდო
ისკრები მისცა კედელმა
რაცხამ კედელს რომ გამოსდო

ინნათით რომ გეისარჯა
ციცამ დეიბყრო ჯემალა
წამოაქცია მოგვერდით
გუდუუმტრია ძვლის მალა

შენ ზევითა ხარ მე ქვევით
გოვ აღარ მინდა მეტიო
სამოცი კილო გახლავარ
შენ განით ერთი მეტრიო

მაშ ახლა აღარ გინდივარ?
ნუ წაგიგდია ენაო
მაცალე სანამ მე მინდა
გეყო ცრემლების დენაო

აღარ დეინდო ჯემალა
ქალმა დამართა სეირი
ჯემალა ქვევით იყო და
ვერ ნახა რამე ხეირი

იფიქრა წეველ ჯერნეთში
დასწყევლა თავისი გვარი
პაწაი კაცსა დიდ ქალთან
როდის გასვლია ამგვარი?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები