ადამიანთა ტერფებისგან გადაღლილი ქვიშა გაგრილებას ცდილობდა და ზღვისკენ მიუწევდა გული, სიგიჟით გატაცებული ტალღები კი, რატომღაც გაბოროტებული, ისევ ნაპირისკენ ისვროდნენ ერთიანად გაწუწულ კენჭებს... ხმელეთზე ცელქად არბოდნენ და ჩამორბოდნენ, სიმშვიდის დაკარგვამდე შხუილებდნენ...
შენი ნატერფალები მომენატრა და ჩვენს საყვარელ ადგილს მივაკითხე. სევდა ცრემლებად მოაწვა ჩემი ტკივილით გადაღლილ თვალის გუგებს, ირისის ბზინვარე თაფლისფერი შეამღვრია და ქუთუთოებიდან გადმოსვლას ლამობდა... მაგრამ არა! ხომ დაგპირდი, რომ თუ უშენობა ამატირებდა ისევ შენის ჩემში ყოფნით ვინუგეშებდი თავს...
ჩემი გულის ყველაზე მგრძნობიარე, მზიან კუთხეში მოგძებნიდი და გავთბებოდი... მოგძებნიდი ტრიალ მინდორზე, ყვავილების მორცხვ თვალისდახამხამებაში დავინახავდი შენს მუდამ ნამიან თვალებს, სარეველას მოგაშორებდი, რომ შენც არ გაგჭირვებოდა ჩემი ცნობა... ჩვენს პატარა ეზოში მოგძებნიდი... იცი? ჩვენს საქანელაზე გვერდით არავის ვისვამ, იქ ხომ შენ ზიხარ ყოველთვის...
გახსოვს? რომ დამპირდი მარტო არასოდეს იქნებიო? ვხედავ როგორ ცდილობ შეასრულო დანაპირები, რადგან მე ყოველდღე შენი დანატოვარი კვალით ვთბები... როცა მზე არ ანათებს შენი ცრემლი მეხუტება წვიმის სახით... მერე, ხანდახან ცისარტყელაც მიხატავს ფერად ნახატებს, როგორც შენ მიხატავდი ხოლმე ჩემს ოცნებებს, ფუნჯებს ბუნებისგან ვთხოულობ, –ყველაზე დიდი მხატვრისგან... ღამით კი, ალბათ შენი თხოვნით, მთვარე მოირბენს ხოლმე ჩემთან და დამალობანას მეთამაშება, როგორც ბავშვობაში - მე და შენ... ის მპოულობს, მე - ვერა...
მოსაღამოვდა... მზე დღესაც სიყვარულით ჩაეხუტა ზღვას... ისევ გავყურებ ცისარტყელისებრ, ნარინჯისფერ ჰორიზონტს გავარდისფრებული ღრუბლების გასწვრივ და ვტირი... მე ყოველდღე მშურს მათი...
რა ლამაზადაა გადმოცემული სევდა და სიყვარული :) ძალიან-ძალიან მომეწონა, ქეთუს :)
ადამიანთა ტერფებისგან გადაღლილი ქვიშა გაგრილებას ცდილობდა და ზღვისკენ მიუწევდა გული, სიგიჟით გატაცებული ტალღები კი, რატომღაც გაბოროტებული, ისევ ნაპირისკენ ისვროდნენ ერთიანად გაწუწულ კენჭებს... ხმელეთზე ცელქად არბოდნენ და ჩამორბოდნენ, სიმშვიდის დაკარგვამდე შხუილებდნენ...
ულამაზესია!!!
+777

ქეთუსავ ქეთევანობას გილოცავ გოვ. კაი ხარდა იცოდე. ამ პროზას სახელი შუუცვალე რო მოხვალ, მუდამ დააცილე და ერთად მჭიდროთ დასწერე, რაფერი მორცხვი ხარ რა იქნა.

მოსაღამოვდა... მზე დღესაც სიყვარულით ჩაეხუტა ზღვას... ისევ გავყურებ ცისარტყელისებრ, ნარინჯისფერ ჰორიზონტს გავარდისფრებული ღრუბლების გასწვრივ და ვტირი... მე ყოველდღე მშურს მათი...---თბილია და ტკივილიანი.555

ღამით კი, ალბათ შენი თხოვნით, მთვარე მოირბენს ხოლმე ჩემთან და დამალობანას მეთამაშება, როგორც ბავშვობაში - მე და შენ... ის მპოულობს, მე - ვერა... მეტირება...ეს კარგია ემოცია როცა მოდის ......
ღამით კი, ალბათ შენი თხოვნით, მთვარე მოირბენს ხოლმე ჩემთან და დამალობანას მეთამაშება, როგორც ბავშვობაში - მე და შენ... ის მპოულობს, მე - ვერა... მეტირება...ეს კარგია ემოცია როცა მოდის ......
მოსაღამოვდა... მზე დღესაც სიყვარულით ჩაეხუტა ზღვას... ისევ გავყურებ ცისარტყელისებრ, ნარინჯისფერ ჰორიზონტს გავარდისფრებული ღრუბლების გასწვრივ და ვტირი... მე ყოველდღე მშურს მათი...
მაგარია მაგარია მაგარია
მოსაღამოვდა... მზე დღესაც სიყვარულით ჩაეხუტა ზღვას... ისევ გავყურებ ცისარტყელისებრ, ნარინჯისფერ ჰორიზონტს გავარდისფრებული ღრუბლების გასწვრივ და ვტირი... მე ყოველდღე მშურს მათი...
ძალიან მომეწონა... მესამეჯერ წავიკითხე... :):-*:-*:-* +2 რა თქმა უნდა... :-*:-*:-*
დღესაც სიყვარულით მზე ზღვას ჩაეხუტა, მთვარე კი ვარსკვლავებს შენებრ გაებუტა, ისევ ჰორიზონტზე ნახე, ცისარტყელა, თითქოს ჩაიწვება ახლა მზის ნათება.
შენი ცრემლი ნახა და მზეს ყოფნის შერცხვა, ჩუმად ჩაიპარა, იწყო წყალში შესვლა, მე შენ შეგპირდი რომ, შენს ცრემლს არ დავუშვებ, ეს ვერ შევასრულე და თვალი დავხუჭე.
ახლა საქანელას მხოლოდ ქარი არხევს, და ეს ყველაფერი გულზე მწარედ მაჭერს, მოსაღამოვებას, ვუცქერ, ველი, მაგრამ, მე მხოლოდ ერთს ვნანობ, რომ შენს გვერდით არ ვარ...
:(:(:(