 | ავტორი: ირაკლიუსი ჟანრი: პროზა 25 სექტემბერი, 2010 |
ასე მეგონა, ძალიან კარგად ვიცნობდი დედას, მაგრამ როცა დამჭირდა მისი სახის ნაკვთების გახსენება მე, სახელოვანმა მხატვარმა, პალიტრისა და ფერთა გამის მეუფემ, ვერ შევძელი მისი ყვრიმალების დახატვა. მაშინ ვიგრძენი, მე ვიყავი ნაძერწალი მატერიკის არასრულფასოვანი შუქრჩრდილი, გაცოცხლებული ათინათის უსულგულობა.
ვფიქრობდი, მამა იმისთვის უნდა მეპოვნა, რომ მამა დამეძახა, მაგრამ როცა ვიპოვე, უკვე საკმაოდ გვიანი იყო მის გამოსასწორებლად. ვცდილობდი მისგან წართმეული წლების აღდგენას. სიყვარულს ბანქოს თამაშსა და სიგარეტის მოწევაში გამოვხატავდით. და გეკითხებით, რა მოვახერხე? მე შევცვალე ის, თუ იმან ამაგლიჯა ჭეშმარიტების სახიერება?!
და-ძმებს სათნოებასა და მორალზე ვეჩურჩულებოდი, რადგან ხმამაღლა რომ მექადაგა, მეშინოდა ჩემი ნათქვამი მე თვითონ არ გამეგო სხვაგვარად. როგორც ცოდვილი მიწის წიაღში გაბნეულმა მარცვალმა, ვურჩიე: „ცერებზე ევლო კაცობრიობას, რათა არ დამძიმებულიყო დედამიწა მუქთახორების თრევით“.
სადილს იმაზე მეტად ვაფასებდი, ვიდრე ძაღლს, რომელიც ერთგულებით აქიცინებდა კუდს. ამიტომ ერთდროულად მუხანათი და „უძღები შვილი“ გავხდი. სახლში განმარტოვებისას, მაცივრის კარებს გამოვაღებდი და ვატყობდი, ყოველთვის ის კერძი იყო, რომელიც მე მიყვარდა. და ერთხელაც არ მიკითხავს „დედა, რა გიყვარს?!“
ბუხართან ატუზულები, ჩემს მომავალზე ვბჭობდით. დედის თითები საფორტეპიანო ეტიუდებს ასრულებდნენ ჩემს თმებში. მამაკაცურად ვიგერიებდი მის ალერსს. უცხოეთიდან ჩამოტანილ ბაობაბის ხესავით ფესვებს გავიდგამდი განმარტოვებით, (დედა აქაც მალულად მრწყავდა, რომ უცხო კლიმატში არ გამხმარიყო ძლივს გამობმული კვირტები) იმის სანაცვლოდ, რომ მისავე წიაღში დამევანა. გულდათუთქული საყვედურნარევად იტყოდა: „ნეტა შენი ფილტვებით მასუნთქა კვლავინდებურადო“.
მე კი, ქანდარაზე გადმომდგარი მოკუნტული ქათამივით ვცდილობდი ყოფიერების აღქმას. ვხედავდი, რომ წელთა მირაჟიდან დაბრუნებულს, მაინც დედის ჯიბეში მიწევდა უნებლიეთ ხელების ფათური, რათა ამ ერთხელაც მიმეღო მშობლური მოწყალება.
„ველოსიპედის ტარებასავით ვსწავლობდი ცხოვრებას“. ღრმადგანსწავლულს, როცა ამპარტავნულად შემომიჩნდა თვითკმაყოფილება, (რომელიც მშიერ პირუტყვზე მეტად მეცოდება) მეზობლის წინდახედულება შემომეფეთა: „იქნებ უმჯობესია მიწასავით იცნობდე საწუთროებას, უხვმოსავლიანი მომავლის მოსაპოვებლად!“ მე არც მიწას ვიცნობდი იმდენად, რომ გამეგო სხვა საიდუმლოება.
ბავშობაში ძმაკაცების რაოდენობას ვითვლიდი და ასე ვისწავლე დათვლა. გინდ უგუნურებაში ჩამითვალოთ, მაგრამ მერჩივნა რიცხვების ანგარიშზე მეტად ერთი მართალი კაცი მეპოვნა... (ან მე გავმართლებულიყავი სხვათა წინაშე)
და როცა ძალიან გამიჭირდა, ისევ განვმარტოვდი. ვაკვირდებოდი დედის ფაციფუცს სამზარეულოში; სადილის მომზადების პროცესიას, ჭურჭლის რეცხვას, ეზოს დაგვას; ყველაფერში ვეხმარებოდი (ძველებურად აღარ ვთაკილობდი), რადგან მომინდა სოიოს მარცვალივით მიმობნეული წლების აღდგენა.
დრო კვლავ უმტვრევდა დედაჩემს ნერვებს და სილამაზეს სტაცებდა. მე კიდევ ფოტოფირზე ვძერწავდი მის სახიერებას, რადგან ვიცოდი, ისევ წაიშლებოდა ჩემი მეხსიერებიდან დედის სახება და მხოლოდ სურათებით თუ აღვიდგენდი.
დავრწმუნდი, რომ სიყვარულში უმწეობა ყოფილა დიდი ხელოვანის დამღუპველი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. დავრწმუნდი, რომ სიყვარულში უმწეობა ყოფილა დიდი ხელოვანის დამღუპველი...
ფინალია აი ისეთი რა.. ;) + 555 დავრწმუნდი, რომ სიყვარულში უმწეობა ყოფილა დიდი ხელოვანის დამღუპველი...
ფინალია აი ისეთი რა.. ;) + 555
25. მოდი აქ მე უბრალოდ დადუს დავეთანხმები, რაღაც ადგილები მომეწონა მაგრამ აი შესრულება უკეთ შეიძლებოდა, ჩემის (ჰ)აზრით.
მე, სახელოვანმა მხატვარმა, პალიტრისა და ფერთა გამის მეუფემ,
ასეთი თხრობა, რაღაც შუა საუკუნეების ძეგლებს მახსენებს და ვერ მოდის ისე როგორც უნდა იყოს, ბევრად საინტერესოდ შეიძლებოდა ასეთი ადგილების გადმოცემა. ჰო კიდევ მშრალია, არ აწყენდა ცოტა წვიმა. მოდი აქ მე უბრალოდ დადუს დავეთანხმები, რაღაც ადგილები მომეწონა მაგრამ აი შესრულება უკეთ შეიძლებოდა, ჩემის (ჰ)აზრით.
მე, სახელოვანმა მხატვარმა, პალიტრისა და ფერთა გამის მეუფემ,
ასეთი თხრობა, რაღაც შუა საუკუნეების ძეგლებს მახსენებს და ვერ მოდის ისე როგორც უნდა იყოს, ბევრად საინტერესოდ შეიძლებოდა ასეთი ადგილების გადმოცემა. ჰო კიდევ მშრალია, არ აწყენდა ცოტა წვიმა.
24. იდეა მომეწონა, მაგრამ შესრულება ზედმეტად, როგორ ვთქვა "დავარცხნილია", თხრობის განცდა არ დამიტოვა, მშრალი წინადადებებია, სადღაც მორალისტური... არ მომეწონა ამიტომ იდეა მომეწონა, მაგრამ შესრულება ზედმეტად, როგორ ვთქვა "დავარცხნილია", თხრობის განცდა არ დამიტოვა, მშრალი წინადადებებია, სადღაც მორალისტური... არ მომეწონა ამიტომ
23. კიდევ ერთხელ წავიკითხე. რა ვთქვა-ძალიან კარგია! კიდევ ერთხელ წავიკითხე. რა ვთქვა-ძალიან კარგია!
22. "სოიოს მარცვალიცით მიმობნევა", როგორც კატიემ აღნიშნ,ა მეორეგან შეხვდა. თუმცა, ეს ერთგავრი თამაშის ხერხია. მკითხველს რომ თავი დაამახსოვრო, ისეთ ფრაზას შეაპარებ, რაც უკვე გამოყენებული გაქვს. ბედნიერი კი მაშინ არის ავტორი, როცა რწმუნდება, რომ მკითხველი ყურადღებით კითხულობს და მსგავსი ნიუანსებიც კი არ ეპარება თვალთახედვიდან. გმადლობთ, ყველას... "სოიოს მარცვალიცით მიმობნევა", როგორც კატიემ აღნიშნ,ა მეორეგან შეხვდა. თუმცა, ეს ერთგავრი თამაშის ხერხია. მკითხველს რომ თავი დაამახსოვრო, ისეთ ფრაზას შეაპარებ, რაც უკვე გამოყენებული გაქვს. ბედნიერი კი მაშინ არის ავტორი, როცა რწმუნდება, რომ მკითხველი ყურადღებით კითხულობს და მსგავსი ნიუანსებიც კი არ ეპარება თვალთახედვიდან. გმადლობთ, ყველას...
21. "„ცერებზე ევლო კაცობრიობას, რათა არ დამძიმებულიყო დედამიწა მუქთახორების თრევით“.
"დავრწმუნდი, რომ სიყვარულში უმწეობა ყოფილა დიდი ხელოვანის დამღუპველი..." ძალიან კარგია.
"მე კიდევ ფოტოფირზე ვძერწავდი მის სახიერებას, რადგან ვიცოდი, ისევ წაიშლებოდა ჩემი მეხსიერებიდან დედის სახება და მხოლოდ სურათებით თუ აღვიდგენდი. "
ხო, დედის ზრუნვა , შვილებს რატომღაც მხოლოდ მოვალეობა ჰგონიათ... სამწუხაროდ, ასე მეგონა მეც.
ერთი მეგობარი მყავს, მხოლოდ არა საიტზე, წავაკითხებ. ცოცხალი ენციკლოპედიაა და ობიექტური. ყველაფერს მოგახსენებ, რასაც ის მეტყვის. :) :)
პატივისცემით: ტენდი
"„ცერებზე ევლო კაცობრიობას, რათა არ დამძიმებულიყო დედამიწა მუქთახორების თრევით“.
"დავრწმუნდი, რომ სიყვარულში უმწეობა ყოფილა დიდი ხელოვანის დამღუპველი..." ძალიან კარგია.
"მე კიდევ ფოტოფირზე ვძერწავდი მის სახიერებას, რადგან ვიცოდი, ისევ წაიშლებოდა ჩემი მეხსიერებიდან დედის სახება და მხოლოდ სურათებით თუ აღვიდგენდი. "
ხო, დედის ზრუნვა , შვილებს რატომღაც მხოლოდ მოვალეობა ჰგონიათ... სამწუხაროდ, ასე მეგონა მეც.
ერთი მეგობარი მყავს, მხოლოდ არა საიტზე, წავაკითხებ. ცოცხალი ენციკლოპედიაა და ობიექტური. ყველაფერს მოგახსენებ, რასაც ის მეტყვის. :) :)
პატივისცემით: ტენდი
20. ან აქამდე სად ვიყავით?!
მომეწონა ესეც, ძალიან... "დავრწმუნდი, რომ სიყვარულში უმწეობა ყოფილა დიდი ხელოვანის დამღუპველი..." - უდავო ჭეშმარიტება და ბევრს არ ესმის ეს...
ან აქამდე სად ვიყავით?!
მომეწონა ესეც, ძალიან... "დავრწმუნდი, რომ სიყვარულში უმწეობა ყოფილა დიდი ხელოვანის დამღუპველი..." - უდავო ჭეშმარიტება და ბევრს არ ესმის ეს...
19. ხ ა თ უ ნ ა, ქალბატონი ტ ე ნ დ ი ს დამსახურებაა, ი რ ა კ ლ ი უ ს ი რომ გვაპოვნინა :)
ჰოდა, მეც შეძლებისდაგვარად, გავავრცელე ინფორმაცია
ირაკლიუს," სოიოს მარცვალივით მიმობნევა" უკვე მეორე ნაწერში შემხვდა...
საფინალო ფრაზა: "სიყვარულში უმწეობა ყოფილა დიდი ხელოვანის დამღუპველი... "
და არა მარტო ხელოვანის...
ხ ა თ უ ნ ა, ქალბატონი ტ ე ნ დ ი ს დამსახურებაა, ი რ ა კ ლ ი უ ს ი რომ გვაპოვნინა :)
ჰოდა, მეც შეძლებისდაგვარად, გავავრცელე ინფორმაცია
ირაკლიუს," სოიოს მარცვალივით მიმობნევა" უკვე მეორე ნაწერში შემხვდა...
საფინალო ფრაზა: "სიყვარულში უმწეობა ყოფილა დიდი ხელოვანის დამღუპველი... "
და არა მარტო ხელოვანის...
18. ეს რა კარგ გვერდზე მოვხვდი!!! გუშინაც აღვნიშნე... ძალიან, ძალიან კარგად წერ, ირაკლი!!! ზღვა წარმატებებს გისურვებ, უფლის მადლსა და წყალობას!!! +555 ეს რა კარგ გვერდზე მოვხვდი!!! გუშინაც აღვნიშნე... ძალიან, ძალიან კარგად წერ, ირაკლი!!! ზღვა წარმატებებს გისურვებ, უფლის მადლსა და წყალობას!!! +555
17. პროზა სწორედ ამით არის საინტერესო!.. გმადლობთ, მარტინ იდენ!.. მიხარია, რომ მოგეწონათ. წარმატებები... პროზა სწორედ ამით არის საინტერესო!.. გმადლობთ, მარტინ იდენ!.. მიხარია, რომ მოგეწონათ. წარმატებები...
16. ძალიან მაგარია, გილოცავ ავტორო! ყველას არ შეუძლია ასე მოკლედ, მაგრამ ძალიან კარგად გადმოცემა სათქმელისა და ტკივილის! ძალიან მაგარია, გილოცავ ავტორო! ყველას არ შეუძლია ასე მოკლედ, მაგრამ ძალიან კარგად გადმოცემა სათქმელისა და ტკივილის!
15. 9. ჰო, მომეწონა ძალიან. ყველაფერი იმდენად ზუსტად გავიგე, რომ საკუთარი თავის შემეშინდა. mrs.smith. 2010-09-25 14:44:18
:) და წარმოიდგინე ვინც ეს ყველაფერი მოიფიქრა :) ყველა ძაან მაგარი ნაწერია, ჩემი აზრით... და თუ ვინმე შემთქვევით გადააწყდება ამ კომენტარს, ვურჩევ: ძალიან ცოტაა ასეთი განსაკუთრებული ავტორი, ჰოდა წაიკითხეთ :) მე ამ კაცის ნაწერებს შევადარებდი ვინმე ნობელის პრემიის ლაურეატის პირველ ნაბიჯების შემდგომ ნაბიჯებს (სრული სერიოზულობით ვამბობ) და შეიძლება მაინც ვერ ვაფასებ სათანადოდ :) ირაკლიუს, არ იფიქრო, რომ ისე უბრალოდ ვწერდე ამ სიტყვებს :) გისურვებ წარმატებებს და ბევრი მუშაობის უნარს საკუთარ თავთან, მეგობარო :) 9. ჰო, მომეწონა ძალიან. ყველაფერი იმდენად ზუსტად გავიგე, რომ საკუთარი თავის შემეშინდა. mrs.smith. 2010-09-25 14:44:18
:) და წარმოიდგინე ვინც ეს ყველაფერი მოიფიქრა :) ყველა ძაან მაგარი ნაწერია, ჩემი აზრით... და თუ ვინმე შემთქვევით გადააწყდება ამ კომენტარს, ვურჩევ: ძალიან ცოტაა ასეთი განსაკუთრებული ავტორი, ჰოდა წაიკითხეთ :) მე ამ კაცის ნაწერებს შევადარებდი ვინმე ნობელის პრემიის ლაურეატის პირველ ნაბიჯების შემდგომ ნაბიჯებს (სრული სერიოზულობით ვამბობ) და შეიძლება მაინც ვერ ვაფასებ სათანადოდ :) ირაკლიუს, არ იფიქრო, რომ ისე უბრალოდ ვწერდე ამ სიტყვებს :) გისურვებ წარმატებებს და ბევრი მუშაობის უნარს საკუთარ თავთან, მეგობარო :)
14. "ბავშობაში ძმაკაცების რაოდენობას ვითვლიდი და ასე ვისწავლე დათვლა. გინდ უგუნურებაში ჩამითვალოთ, მაგრამ მერჩივნა რიცხვების ანგარიშზე მეტად ერთი მართალი კაცი მეპოვნა..." საინტერესო ნაწერია და ამასთან ძალიან თბილი... ყველაზე მთავარი რაც ამ ნაწერში ვნახე და მომეწონა, იყო პასუხისმგებლობის გრძნობა მკითხველის წინაშე... +5 "ბავშობაში ძმაკაცების რაოდენობას ვითვლიდი და ასე ვისწავლე დათვლა. გინდ უგუნურებაში ჩამითვალოთ, მაგრამ მერჩივნა რიცხვების ანგარიშზე მეტად ერთი მართალი კაცი მეპოვნა..." საინტერესო ნაწერია და ამასთან ძალიან თბილი... ყველაზე მთავარი რაც ამ ნაწერში ვნახე და მომეწონა, იყო პასუხისმგებლობის გრძნობა მკითხველის წინაშე... +5
13. ძალიან ვიტკინე და განვიცადე, ბევრგან საკუთარი თავიც დავინახე და:( კარგია!!! ძალიან კარგია!!!
ძალიან ვიტკინე და განვიცადე, ბევრგან საკუთარი თავიც დავინახე და:( კარგია!!! ძალიან კარგია!!!
12. კარგად წერ +555 კარგად წერ +555
11. კარგია მომწონს :) კარგია მომწონს :)
10. საინტერესო ნაწერია – სამყაროს ძიება საკუთარ თავში, რომელიც დედით იწყება, მერე შორდება მას და ისევ უკან ბრუნდება უძღები შვილივით..."რადგან მომინდა სოიოს მარცვალივით მიმობნეული წლების აღდგენა"– ო... მამის მტკივნეული ძიება... საკუთარი ეგოიზმის ხედვაცაა – "...ერთხელაც არ მიკითხავს „დედა, რა გიყვარს?!“ დასკვნაც – სიყვარულის დეფიციტი ნანდვილად დამღუპველია!
(მაინც სჭირდება დახვეწა – ზოგიერთი ფრაზა გაუმართავია – მაგ, "სადილის მომზადების პროცესია" არა – პროცესი..."ნერვების მტვრევაც" მთლად გამართული არ უნდა იყოს...)
წარმატებები ავტორო! საინტერესო ნაწერია – სამყაროს ძიება საკუთარ თავში, რომელიც დედით იწყება, მერე შორდება მას და ისევ უკან ბრუნდება უძღები შვილივით..."რადგან მომინდა სოიოს მარცვალივით მიმობნეული წლების აღდგენა"– ო... მამის მტკივნეული ძიება... საკუთარი ეგოიზმის ხედვაცაა – "...ერთხელაც არ მიკითხავს „დედა, რა გიყვარს?!“ დასკვნაც – სიყვარულის დეფიციტი ნანდვილად დამღუპველია!
(მაინც სჭირდება დახვეწა – ზოგიერთი ფრაზა გაუმართავია – მაგ, "სადილის მომზადების პროცესია" არა – პროცესი..."ნერვების მტვრევაც" მთლად გამართული არ უნდა იყოს...)
წარმატებები ავტორო!
9. ჰო, მომეწონა ძალიან. ყველაფერი იმდენად ზუსტად გავიგე, რომ საკუთარი თავის შემეშინდა. ჰო, მომეწონა ძალიან. ყველაფერი იმდენად ზუსტად გავიგე, რომ საკუთარი თავის შემეშინდა.
8. საინტერესო სახეები ამოვიკითხე, უბრალოდ შემჭიდროვებულად დავწერე კომენტარი...ანუ აზრობრივად მეც იგივე ვიგულისხმე :) 555555 საინტერესო სახეები ამოვიკითხე, უბრალოდ შემჭიდროვებულად დავწერე კომენტარი...ანუ აზრობრივად მეც იგივე ვიგულისხმე :) 555555
7. დედის თითები საფორტეპიანო ეტიუდებს ასრულებდნენ ჩემს თმებში. მამაკაცურად ვიგერიებდი მის ალერსს. უცხოეთიდან ჩამოტანილ ბაობაბის ხესავით ფესვებს გავიდგამდი განმარტოვებით, (დედა აქაც მალულად მრწყავდა, რომ უცხო კლიმატში არ გამხმარიყო ძლივს გამობმული კვირტები) იმის სანაცვლოდ, რომ მისავე წიაღში დამევანა.
მრავლისმთქმელია. დედის თითები საფორტეპიანო ეტიუდებს ასრულებდნენ ჩემს თმებში. მამაკაცურად ვიგერიებდი მის ალერსს. უცხოეთიდან ჩამოტანილ ბაობაბის ხესავით ფესვებს გავიდგამდი განმარტოვებით, (დედა აქაც მალულად მრწყავდა, რომ უცხო კლიმატში არ გამხმარიყო ძლივს გამობმული კვირტები) იმის სანაცვლოდ, რომ მისავე წიაღში დამევანა.
„ნეტა შენი ფილტვებით მასუნთქა კვლავინდებურადო“ - აქ ქალის ორსულობის პერიოდს ხო არ გულისხმობ ირაკლიუს?! (როცა შვილი დედის სხეულზედაა მიმაგრებული)
წარმატებები ავტორს... დედის თითები საფორტეპიანო ეტიუდებს ასრულებდნენ ჩემს თმებში. მამაკაცურად ვიგერიებდი მის ალერსს. უცხოეთიდან ჩამოტანილ ბაობაბის ხესავით ფესვებს გავიდგამდი განმარტოვებით, (დედა აქაც მალულად მრწყავდა, რომ უცხო კლიმატში არ გამხმარიყო ძლივს გამობმული კვირტები) იმის სანაცვლოდ, რომ მისავე წიაღში დამევანა.
მრავლისმთქმელია. დედის თითები საფორტეპიანო ეტიუდებს ასრულებდნენ ჩემს თმებში. მამაკაცურად ვიგერიებდი მის ალერსს. უცხოეთიდან ჩამოტანილ ბაობაბის ხესავით ფესვებს გავიდგამდი განმარტოვებით, (დედა აქაც მალულად მრწყავდა, რომ უცხო კლიმატში არ გამხმარიყო ძლივს გამობმული კვირტები) იმის სანაცვლოდ, რომ მისავე წიაღში დამევანა.
„ნეტა შენი ფილტვებით მასუნთქა კვლავინდებურადო“ - აქ ქალის ორსულობის პერიოდს ხო არ გულისხმობ ირაკლიუს?! (როცა შვილი დედის სხეულზედაა მიმაგრებული)
წარმატებები ავტორს...
6. არ ვიცი დაის რამდენად გასაგებია ყველაფერი, მაგრამ არის ციტატები, რომლებიც უდავოდ ასახავს ოჯახური იდილიის წყურვილს; თითქოს მამის ძიებაცაა, რომელიც არავინ იცის "პოვნის" ან "აღმოჩენის" შემდეგ რა ან ვინ იქნება; ამასთან, მზვაობრიბისა და ყოვლისშემძლეობის განცდაცაა, რომელიც თვითკმაყოფილების გზასთან მიდის. არის გაუცხოებაც, სიბრიყვეც, მეგობრების შეძენის მოთხოვნილებაც, რომელიც მათემატიკურ "მიმატება-გამოკლებას" ემსგავსება. და ბოლოს განცდა იმისა, რომ იქნებ "დედამიწა სავსეა მუქთახორებითა და უსაქმურებით, რომლებიც ასე უმოწყალოდ ამძიმებენ დედამიწას!
ამიტომ მივდივარ დასკვნამდე, რომ თუ ყველაფერი სიყვარულით არ კეთდება "უსიყვარულობა უმწეობას ემსგავსება, რაც დამღუპველია ყველასათვის, განსაკუთრებით კი ხელოვანისათვის!
გმადლობთ მკითხველებო...
არ ვიცი დაის რამდენად გასაგებია ყველაფერი, მაგრამ არის ციტატები, რომლებიც უდავოდ ასახავს ოჯახური იდილიის წყურვილს; თითქოს მამის ძიებაცაა, რომელიც არავინ იცის "პოვნის" ან "აღმოჩენის" შემდეგ რა ან ვინ იქნება; ამასთან, მზვაობრიბისა და ყოვლისშემძლეობის განცდაცაა, რომელიც თვითკმაყოფილების გზასთან მიდის. არის გაუცხოებაც, სიბრიყვეც, მეგობრების შეძენის მოთხოვნილებაც, რომელიც მათემატიკურ "მიმატება-გამოკლებას" ემსგავსება. და ბოლოს განცდა იმისა, რომ იქნებ "დედამიწა სავსეა მუქთახორებითა და უსაქმურებით, რომლებიც ასე უმოწყალოდ ამძიმებენ დედამიწას!
ამიტომ მივდივარ დასკვნამდე, რომ თუ ყველაფერი სიყვარულით არ კეთდება "უსიყვარულობა უმწეობას ემსგავსება, რაც დამღუპველია ყველასათვის, განსაკუთრებით კი ხელოვანისათვის!
გმადლობთ მკითხველებო...
5. კარგია მაკა კოლხს ვეთანხმები და მომწონს ეს სწრაფვა......
გაიხარე მეგობარო და მართლაც რომ კარგია შენი გამოჩენა ამ საიტზე.......
ცოტა სევდა მომაწვა.......
პატივისცემით "დიადი ბლაგვი"..... კარგია მაკა კოლხს ვეთანხმები და მომწონს ეს სწრაფვა......
გაიხარე მეგობარო და მართლაც რომ კარგია შენი გამოჩენა ამ საიტზე.......
ცოტა სევდა მომაწვა.......
პატივისცემით "დიადი ბლაგვი".....
4. დავრწმუნდი, რომ სიყვარულში უმწეობა ყოფილა დიდი ხელოვანის დამღუპველი...
სიყვარულში უმწეო, ყველაფერში უმწეოა, ასე მგონია...ადამიანის ამაზე დიდი დაღუპვა არ არსებობს...
დავრწმუნდი, რომ სიყვარულში უმწეობა ყოფილა დიდი ხელოვანის დამღუპველი...
სიყვარულში უმწეო, ყველაფერში უმწეოა, ასე მგონია...ადამიანის ამაზე დიდი დაღუპვა არ არსებობს...
3. საინტერესო ავტორი ჩანხარ! კარგად წერ! რაც ყველაზე ძალიან მომეწონა ის არის, რომ სიმარტივე და ზედაპირულობა ვერ დავინახე შენს ნაწერში, პირიქით, სიღრმისკენ სწრაფვა და სიღრმის ძიება დავინახე.
საინტერესო ავტორი ჩანხარ! კარგად წერ! რაც ყველაზე ძალიან მომეწონა ის არის, რომ სიმარტივე და ზედაპირულობა ვერ დავინახე შენს ნაწერში, პირიქით, სიღრმისკენ სწრაფვა და სიღრმის ძიება დავინახე.
2. იყო ადგილები ,რომელიც მომეწონა. ;;) წარმატებები იყო ადგილები ,რომელიც მომეწონა. ;;) წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|