მოვდივარ, მაცადე! შევიკრა საკინძე, ვნებით გაჟღენთილი გავწურო ღრუბელი, ასე ვერ შევხვდები მირკანის შემოსვლას, შლეგია, ვაითუ, ჩამიძვრეს უბეში. მოვდივარ, მაცადე! ტუჩებმა_საშრობმა შეიშროს სიზმარი და კოცნის ამბოხი, ამბობდი: მიყვარხარ, მწყურიხარ, მომწონხარ... რა ვიცი, იქნებ და სულაც არ ამბობდი. მოვდივარ, მაცადე! დავხიო წერილი, წუხელის რომ ვწერდით მეწამულ ატლასზე ალერსით, ფერებით... პოსტ–სკიპტრუმ ვტოვებდით დაღლილი სხეულის უტყუარ ანაბეჭდს. მოვდივარ, მაცადე! აკენკონ ჩიტებმა რაფაზე დაყრილი სიტყვების მარცვლები, რაც მორჩა ღამიდან, რაც მორჩა სიზმრიდან... ჩიტებმაც იგემონ სითბო და ალერსი. მოვდივარ, მაცადე, ასე არეული ვერ ვნახავ გაზაფხულს_იებისფერიანს, ამ სიზმარს ჩავკუჭავ წარსულის უჯრაში და წამოვალ, ბერიკაცო, აქ რა დამრჩენია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. გაზაფხულია, მინდორს ამოსდის ენძელების თეთრი კიჭები, მზეს სიხარულით შეჰკიკინებს როგორც არვე ურჩი თიკნების – ტყემლის კვირტები
მე ეს ლექსი მომეწონა, ალბათ თქვენია, ულამაზესი გაზაფხულის აღწერაა...:)+++ გაზაფხულია, მინდორს ამოსდის ენძელების თეთრი კიჭები, მზეს სიხარულით შეჰკიკინებს როგორც არვე ურჩი თიკნების – ტყემლის კვირტები
მე ეს ლექსი მომეწონა, ალბათ თქვენია, ულამაზესი გაზაფხულის აღწერაა...:)+++
18. რა ლამაზიააააააა..... ჩემთვის საყვარელი სიტყვებითაა გაჯერებული.... :):):) გაიხარე ავტორო, ვისიამოვნე :) რა ლამაზიააააააა..... ჩემთვის საყვარელი სიტყვებითაა გაჯერებული.... :):):) გაიხარე ავტორო, ვისიამოვნე :)
16. აქ შემოდიხარ და თბები ადამიანური სითბოთი +5 აქ შემოდიხარ და თბები ადამიანური სითბოთი +5
15. რა უნდა დავწერო? არც არაფერი. აქ სიტყვები ზედმეტია. (დილის აღმოჩენააა :) ) რა უნდა დავწერო? არც არაფერი. აქ სიტყვები ზედმეტია. (დილის აღმოჩენააა :) )
14. მოვდივარ, მაცადე! აკენკონ ჩიტებმა რაფაზე დაყრილი სიტყვების მარცვლები, რაც მორჩა ღამიდან, რაც მორჩა სიზმრიდან...
ძალიან ლამაზი ლექსია, იმერელო:) ბოლო ბწკარმა ამომაგდო მეც რიტმიდან.
მოვდივარ, მაცადე! აკენკონ ჩიტებმა რაფაზე დაყრილი სიტყვების მარცვლები, რაც მორჩა ღამიდან, რაც მორჩა სიზმრიდან...
ძალიან ლამაზი ლექსია, იმერელო:) ბოლო ბწკარმა ამომაგდო მეც რიტმიდან.
12. საყვარელია..... და ქალურიიიიი.... :) საყვარელია..... და ქალურიიიიი.... :)
11. მომეწონა... მაგრამ, ეს "და წამოვალ, ბერიკაცო, აქ რა დამრჩენია..." რას ნიშნავს? სად მიემგზავრებით? როგორ ვნებიანად და ძლიერად იწყებოდა, ბოლოს კი დამასევდიანა... მომეწონა... მაგრამ, ეს "და წამოვალ, ბერიკაცო, აქ რა დამრჩენია..." რას ნიშნავს? სად მიემგზავრებით? როგორ ვნებიანად და ძლიერად იწყებოდა, ბოლოს კი დამასევდიანა...
10. მოვდივარ, მაცადე! შევიკრა საკინძე, ვნებით გაჟღენთილი გავწურო ღრუბელი, ასე ვერ შევხვდები მირკანის შემოსვლას, შლეგია, ვაითუ, ჩამიძვრეს უბეში.
ძალიან კარგია, ! მომეწონა ძალიან! მოვდივარ, მაცადე! შევიკრა საკინძე, ვნებით გაჟღენთილი გავწურო ღრუბელი, ასე ვერ შევხვდები მირკანის შემოსვლას, შლეგია, ვაითუ, ჩამიძვრეს უბეში.
ძალიან კარგია, ! მომეწონა ძალიან!
8. ძალიან კარგი ლექსია!!!! :) ბევრი ლამაზი სიტყვაა თავმოყრილი! :)
+5
ვნებით გაჟღენთილი გავწურო ღრუბელი,
ტუჩებმა_საშრობმა შეიშროს სიზმარი და კოცნის ამბოხი
აკენკონ ჩიტებმა რაფაზე დაყრილი სიტყვების მარცვლები
ულამაზესია!!!! ლელა, ჭეშმარიტი პოეტი ხარ!!! :) ძალიან კარგი ლექსია!!!! :) ბევრი ლამაზი სიტყვაა თავმოყრილი! :)
+5
ვნებით გაჟღენთილი გავწურო ღრუბელი,
ტუჩებმა_საშრობმა შეიშროს სიზმარი და კოცნის ამბოხი
აკენკონ ჩიტებმა რაფაზე დაყრილი სიტყვების მარცვლები
ულამაზესია!!!! ლელა, ჭეშმარიტი პოეტი ხარ!!! :)
5. ვნებით გაჟღენთილი გავწურო ღრუბელი, მინიმუმ ამაში +2 ისე მომწონს ასეტი ნათქვამები ვნებით გაჟღენთილი გავწურო ღრუბელი, მინიმუმ ამაში +2 ისე მომწონს ასეტი ნათქვამები
4. ძალიან კარგი ლექსია! ბოლო სტრიქონმა ოდნავ ამომაგდო რიტმიდან,ალბათ ,მექანიკურია.:) ძალიან კარგი ლექსია! ბოლო სტრიქონმა ოდნავ ამომაგდო რიტმიდან,ალბათ ,მექანიკურია.:)
1. მოვდივარ, მაცადე! აკენკონ ჩიტებმა რაფაზე დაყრილი სიტყვების მარცვლები.
ეს განსაკუთრებით და მთლიანობაში შინაარსიანი .
:++ მოვდივარ, მაცადე! აკენკონ ჩიტებმა რაფაზე დაყრილი სიტყვების მარცვლები.
ეს განსაკუთრებით და მთლიანობაში შინაარსიანი .
:++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|