ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2010


რაღაც ...

სად წავიდა,
სად გაფრინდა?
ისევ მინდა
ვლეწო  კალო.
შეგიყვარო,
გადაგმალო.
ჩამო ციდან
ციცქნა ქალო.
ვატყობ კვლავაც,
საგულედან,
ამოფრინდა,
გული თითქმის,
გაყინული.
სიყვარულმა,
აღარ მინდა
როგორც  უწინ,
წყალი შესვას,
ჩაილურის.
სად მიდიხარ?
რად მიდიხარ?
თვალს ვიფშვნიტავ,
ამყვა რული.
სიზმარს ვხედავ
თუ ცხადია?
დავიტირე
დაკვალული,
თეთრზე ოდნავ
დამჩნეული,
თოვლის აღმართს,
შეყოლილი,
ორი ფეხის ,
ორი კვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები