ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცი-ანი-დი
ჟანრი: პროზა
10 ნოემბერი, 2010


დავბრუნდები (100 სიტყვა)

ლამაზი თვალები აქვსო ჩემზე ამბობდნენ. ახლა ფანჯარასთან ვდგავარ , ისე ვიხედები, როგორც ბავშვი ეზოში, რომ არ უშვებენ სათამაშოდ.
არ ვარ ანა, მაგრამ მაინც მივატოვე ვრონსკი. ჩემი შვილებისთვის მივატოვე.
ვერ ვეგუები საზოგადოებას, რომელმაც ბევრჯერ გამასამართლა ლამაზი თვალების გამო.
ყველა შეცდომამ მასწავლა, რომ არ არსებობენ უმნიშვნელო ადამიანები. ღმერთო რამდენი მსგავსებაა მათ შორის.…
  ჩემი მოქსოვილი ლურჯი სვიტერი და გაქექილი ჯინსი მაცვია. ისევ ფანჯარასთავ ვდგავარ და ქართულად ვუმღერი “იავნანას” პატარა კარაგონესს. მის მშობლებს არ მოსწონთ. როცა სძინავს საკუთარ თავს ვესაუბრები ხოლმე. ჩაის დალევა მომენატრა საკუთარ სახლში.
  მე ისევ მწვანე თვალები მაქვს, მაგრამ აღარ ვიცი კიდევ იტყვიან თუ არა ლამაზიაო.
  ერთმა ქირომანტმა მითხრა დაბრუნდებიო. მინდა მჯეროდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები