ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ნოემბერი, 2010


# #

დასავლეთიდან აღმოსავლეთით წასულო მზეო,
მარცხენა სფერო დააობლე შენი არყოფნით,
ჩემი სხივები აკრიფე და თან გაიყოლე
ვახ, რომ სიბნელეც არ დატოვე ჩემი სამყოფი.
ვის ათბობ ახლა, ან უბნელებ იმედს, რომ კიდევ
დასტყუო გრძნობა დახუჭული თვალის ბზარიდან,
ჩაიფერფლება ეგ ცეცხლი და მზეს ჩამოვკიდებ
აბრით: ღირსია - ჩასაქრობად დასაბამიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები