ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2010


ჟან–პოლ

თქვენ შლიაპით ჩამოჰგავხართ
ვინმე ჟან–პოლს,
თმას ვიწნი და დავემსგავსო
ვცდილობ პეპის.
მანერულად ხელს ამიქნევთ
– არა,გმადლობ..
ცელქ ბავშვივით ვიკრიჭები
– აი მე კი,
ტუჩის ქიმზე მრჩება ყველა
ვერ ნათქვამი სიტყვა,
გიღიმით და თავს ვუბრძანებ წასვლას.
თქვენზე ფიქრში ღამეს ღამე თუკი მიჰყვა,
ვშიშობ მერე ოცნებების კიბის დაშლას.

თქვენ რაღაცით გამსგავსებენ ჟერარდს,
მე კი უფრო ანნას ვგავარ ფრანკ(ე)ს.
თქვენ წუწუნებთ – ვერ გაგზარდე,ვერა.
მე კი მინდა მადმუაზელს ვგავდე.

პარიზული ქუჩის ჩიხში მქონდეს,
მტვერწაყრილი სურათივით ბინა
და ამ სახლში სამუდამოდ დარჩეს,
ვინმე ვინც კი ერთხელ მაინც მივა.

თქვენ, რაღაცით მომაგონებთ პოეტს,
ისე ვგონებ უნდა იყოთ მსგავსი.
მუზებსა და ტკივილებს რომ ტოვებს
(ფურცლად)
და ხალხში კი შუბლგახსნილი დადის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები