ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
17 ნოემბერი, 2010


პოეტის და საცვლების მკერავის ერთობ საინტერესო საუბარი

პოეტი და საცვლების მკერავი თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდიგვერდ სკამზე აღმოჩნდნენ და მათ შორის შემდეგი საუბარი გაიმართა >>>>>

იწყებს საცვლების გამყიდველი საუბარს >>>>


- გამარჯობათ, საით მიემგზავრებით?

- გაგიმარჯოთ,  მეე? -  ამსტერდამში, ჩემი ახალი შემოქმედების ნიმუშის პრეზენტაციაა.

- ვაა, მეც ამსტერდამში მივდივარ და მეც იგივე მიზნით და რას საქმიანობთ?

- რამოდენიმე ტანკა გავგზავნე და ვნახოთ რას იტყვიან.

- ვუი რას ლაპარაკოთ, კაკ რას მეც ტანგაზე ვმუშაობ და გადაყოლილი ვარ მაგ საქმეს... თქვენ როგორი ტანგები მოგწონთ?

- ნუ რა გითხრათ ტანკა უნდა იყოს დალაგებული, არ უნდა იყოს გაწელილი და თქვენ?

- რა დამთხვევაა მეც სწორედ კარგი ხარისხის ტანგები გამაქვს ხალხში, იაფიანებს ვერ ვიტან, აი ისეთებს ნებისმიერი ადამიანის ხელი რომ გაწვდება...

- ახლა უნდა გაგაცინოთ, ამას წინ ერთი ტანკა გავგზავნე და პასუხი მომივიდა დასახვეწიაო, არადა ორი კვირა ვმუშაობდი.

- მესმის თქვენი, მეც ტანგას რომ ვასრულებ საკუთარ თავზე ვცდი სარკეში...

- ანუ სარკესთან დგახართ და კითხულობთ?

- დიახ, ვკითხულობ საკუთარ თავთან - როგორია მეთქი.

- ვახ რა საინტერესოა, არასოდეს მიცდია და აუცილებლად ვსინჯავ.

- ხო აბა ისე შეიძლება რაიმე ლაფსუსი აღმოაჩნდეს ან სადმე დარღვეული იყოს, ძალიან დიდი მოფრთხილება სჭირდება ტანგებს.

- ტრიოლეტებზე თუ მუშაობთ.

- ტრიკოტაჟებს გულისხმობთ? ახლა არა, ვთვლი რომ წამგებიანია ძალიან, თან დიდი ხანი მჭირდება კარგი რომ გამომივიდეს.

- გასაგებია, ძალიან კარგი იყო თქვენთან საუბარი, ვეშვებით ხომ მგონიიიი.

- კი ვეშვებიიიით.

ხმა:

ყურადღება -  შეიკრათ გთხოვთ უსაფრთხო ღვედები,
თვითმფრინავი ეშვება ამსტერდამის მიწაზე,
პოეზია გღუპავთ და ისე ნუ მიედებით -
რომ ლექსები ტრუსიკში აგერიოთ იმ წამსვე.

პოეზია მკვლელია, პოეზია ძველია,
მერე რა რომ სველია ია-ია-სამანი,
იმ ლექსებს კი რომლებსაც სულ წითელი ხელი აქვთ,
ცუდი კომენტარების დააფარეთ საბანი,

თორემ ათავხედდება ყველა ვისაც ჰგონია
ლექსებს წერს და მერე მე არ გამიშვებთ მადლობით,
ახლა ლიტ.საიტებზე ისე მუქი ფონია,
ზაჟიგალკას დავირქმევ მალე ნაცვლად ადოლფის -

რადგან გზა გაგინათოთ, რადგან არ მემეტებით,
რადგან პირში თქმა მიყვარს ეგრევე და იმ წამსვე,
ყურადღება - შეიკრათ გთხოვთ უსაფრთხო ღვედები,
კომენტარი ეშვება კომენტარი ეშვება, კომენტარი ეშვება

                გასწით ლურჯა ცხენებო!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები