 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 5 დეკემბერი, 2010 |
როსტომს გაეცინა. _ თქვენ ისევ ისეთი ლამაზი ხართ. _ მაგის თქმა ხვალაც შეიძლებოდა. _ ხვალ შეიძლება აღარ თოვდეს. _ თოვა საუბარს აკომპანიმენტს უკეთებს ?! _ თოვა ურთიერთობას უკეთებს აკომპანიმენტს. _ როსტომ ! _ ყველაფერი გიხდებათ, ქურქის ფერიც, თოვლიც, ეს საღამოც... ყველაფერი. _ დედას გაფიცებ, ლექსების წერა ხომ არ დაიწყე ?! _ რას ამბობთ ! ლექსების წერა კი არა, ისეთი პროზაული გავხდი, თავში სულ ციფრები და არითმეტიკული მოქმედებები მიტრიალებს... მიუმატე, გაამრავლე, მიუმატე, გაამრავლე, გამოაკელი და არ გაყო. _ მათემატიკაში დევს რაღაც პოეტური ! _ თქვენ გეცინებათ და მათემატიკაში ნამდვილად დევს რაღაც პოეტური, როცა ეს უმაღლეს მათემატიკას ეხება. მეცნიერები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ რომელიღაც განზომილებაში მათემატიკა კვანტურია, ოთხგანზომილებიანი. როგორც "რაღაც პოეტური" მათემატიკაში, ისე იყო "რაღაც თავხედური" როსტომის ქცევაში. მიუხედავად "თქვენობით " მიმართვისა . თითქოს უმრობით ამბობდა "თქვენ"და ეს ქეთინოს ყოველთვის აფრთხობდა. _ საით წავიდეთ ? _ არ ვიცი, მე გეგმაში არაფერი მაქვს. _ თქვენ რა, ისევ გეგმებით ცხოვრობთ ?! _ ოდესმე ვცხოვრობდი გეგმებით ?! _ ყოველთვის. რაც გიცნობთ, სულ რაღაც გეგმები გქონდათ, რაღაც დღის წესრიგები. სულ რაღაცას აკეთებდით და სულ დრო არ გყოფნიდათ. _ არ მეგონა, მაგას თუ "გეგმები" ერქვა, ვფიქრობდი, ეგ უბრალოდ, "ჩემი ცხოვრების წესი" იყო. _ ამდენი წელია გიცნობთ და არასდროს მიფიქრია, რომ გძინავთ, ან სადილობთ. ქეთინოს გაეცინა. სახლიდან გამოყოლილი შიში და აფორიაქება თანდათან ნულის ტოლი ხდებოდა. _ გინდათ, ვნახოთ როგორია დღეს აეროპორტი ? როგორ ხვდებიან და აცილებელ ახლობლებს ? ქეთინო დაფიქედა. _ კარგად მოიფიქრრეთ, მეორედ აღარ შემოგთავაზებთ. _ ავანტიურისტი ხარ ! მინდა ! _ წავედით აეროპორტში. _ წავედით. _ როცა ვრეკავდი, დარწმუნებული ვიყავი, სახლში იყავით და ყურმილს არ იღებდით. _ როგორ მიხვდი ?! _ ყოველთვის გგრძნობთ თქვენი მდგომარეობიან-განწყობიანად. _ ვითომ ?! _ ვითომ-ვითომ. _ სად იყავი და საიდან ჩამოხვედი, რა ნახე და რატომ ჩამოხვედი ? _ ეგ სამწლიანი ისტორიაა და სხვა დროს გიამბობთ. გაჩუმდნენ. ერთი-ორი წამიც და ქეთინოს აღარც გულიკო ახსოვდა და არც როსტომზე ფიქრობდა. ფიქრობდა თოვლზე და თეთრ გზაზე. თეთრ ხეებზე და ამ ფრანგულ მელოდიაზე, რომელიც ასე უხდებოდა მთელ ამ საღამოს. _ ქეთინო, როგორ ცხოვრობდით ეს სამი წელი? _ ჩვეულებრივ _ ლაპარაკი არ სურდა. _ რატომ არ დათხოვდით ? _ თუ ღმერთი გწამს !.. _ არა, მართლა, რატომ არ გათხოვდით? _ აი, ეგ უკვე "ბევრწლიანი" ისტორიაა და სხვა დროს გიამბობ. _ ახლა მიამბეთ. _ როსტომ, ძვირფასო, _ რატომღაც გამხიარულდა _ პირველად იმიტომ არ გავთხოვდი, ძალიან მომწონდა და მეგონა,ეს შუბლზე მეწერა. როცა ვხედავდი, ვიმალებოდი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მრორედ იმიტომ არ გავთხოვდი, რომ საერთოდ არ მომწონდა, "ხორხისმიერი ხმა აქვს-მეთქი", მესამედ და მეოთხედ კი იმიტომ არ გავთხოვდი, რომ მესამედ და მეოთხედ ის თხოვდება, ვინც პირველად და მეორედ იყო გათხოვილი. იცინოდნენ. _ დავიჯერო არავის უყვარდით ?! _ უნდოდა ეთქვა, " ჩემს გარდა"-ო და თავი შეიკავა. _ სიყვარულის რა მოგახსენო, შეიძლება კიდევაც ვუყვარდი... ისე, ერთ ქალს მოვწონდი სარძლოდ. ჩემი მეგობრის მეზობელს. ბიჭი არ მანახავს. ჩემი მეგობარი ამბობდა, კარგი ბიჭიაო. _ ჰოო ? _ ჰო. ერთხელ ის მეზობელი იმ ჩემს მეგობართან შემოგვესწრო. იცოცხლე იმან მე მათვალიერა. ყავის ფინჯანშიც ჩამიხედა. _ თქვენ რა, ყავის ფინჯნების გჯერათ?! _ მაგას მნიშვნელობა არა აქვს. ისე გამაღიზიანა იმ თვალიერებამ, ფინჯანი მივეცი. _ მერე ? _ მერე რა, ეშმაკი ამოგოვიდაო, მითხრა და მე მგონი, ბავშვობაშიც არ ჩამიდენია მსგავსი სისულელე, "მე ვიქნები ეგ ეშმაკი-მეთქი", ვუთხარი, სასწრაფოდ თმები ყურებს ზევით რქებივით დავიხვიე და წავიღიღინე " მე ვარ ეშმაკიიი ! სულ არ ვარ შმაგიიიი!" - ეშმაკის არია ოპერიდან "ეშმაკი" გამოვაცხადე. ერთი იმ ქალის სახისთვის შეგეხედა ! ყავის ჭიქა ხელიდან გაუვარდა. მე იმისათვის მომწონდა, სერიოზული იყო, მეგონაო. _ იმ თქვენს მეგობარს, ალბათ, საშვილიშვილოდ დასცილდით . _ არააა ! მაგრამ ის კი მითხრა, რას ერჩოდი იმ ქალსო. თან ისიც მითხრა, წარმოდგენა არა გაქვს, რა ბედი დაკარგეო. იხუმრა. _ კიდევ კარგი მარტო ხართ. _ ყოველთვის ვიცოდი, ახლობლებს ჩები ბედნიერება რომ შურდათ. ის ბიჭი თურმე ბუღალტერი იყო. _ თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე დარწმუნებული ვიყავი, სახლში იქნებოდით. _ თუკი ვინმე საიდანმე ჩამოვიდა, იმ ქვეყნის ბუნებრივი და ეკონომიური პირობების აღწერას ქალებიდან იწყებს. _ მოსათხრობი არაფერი მაქვს, არ იყვნენ ლამაზი ქალები. _ როსტომ, ახლა შენ თუ ფიქრობ, რომ ულამაზო ქალებზე საუბარი ჩემთვის სასიამოვნო სასაუბრო თემაა, ძალიან ცდები. საკუთარ თავზე საკმაოდ კარგი წარმოდგენა მაქვს. _ არც მიფიქრია. მართლა არ იყვნენ ლამაზი ქალები. და საერთოდ, ძლივს გავძელი, იმდენდ მინდოდა უკან დაბრუნება. როსტომმა მანქანა გააჩერა. _ ქეთინო, შეიძლება გაკოცოთ? არ ელოდა. შეცბა. მერე ლამის გაეცინა. _ აარა, როსტომ, არ შეიძლება. როსტომმა გზა გააგრძელა. _ მოდი, სახლში დავბრუნდეთ. არ მინდა აეროპორტში წასვლა. _ ნუ დაფრთხებით. აეროპორტი დღეს ისეთი ლამაზი იყო, როგორგ კი ჩამოვფრინდი, მაშინვე გადავწყვიტე, თქვენთვის მეჩვენებინა... და, საერთოდ, ქეთინო, უყურეთ გუშინ ფეხბურთს? მაგარი თამაში იყო. _ თუ გახსოვს, ფეხბურთი არ მიყვარს. _ და ძალიანაც ცდებით. ფეხბურთი თითქმის პოლიტიკის დონეზეა. _ არც პოლიტიკა მაინტერესებს. გაჩუმდნენ. " შეიძლება გაკოცოთ?" - ქეთინომ გონებაში რამოდენიმეჯერ დააბრუნა ეს ფრაზა. გაეღიმა. " როდის იყო, ქალს ეკითხებოდნენ " შეიძლება გაკოცოთ?" მიხვდა, როსტომი თავს უხერხულად გრძნობდა. " შეიძლება გაკოცოთ?" ნეტავ რომ მეთქვა, "კი, როსტომ, შეიძლება", ამის წარმოდგენაზე ისევ გაეღიმა,"როგორ მაკოცებდა. ან ისევ თქვენობით გააგრძელებდა საუბარს, თუ არა? "შეიძლება გაკოცოთ?" არც ისეთი თავხედია ". საინტერესო ის იყო, რომ ქეთინო ამ ბიჭის გვერდით თავს ყოველთვის კაცის გვერდით გრძნობდა.თითქოს რაღაცით დამოკიდებული იყო "ამ ბიჭზე", თუმცა ყოველთვის თვითონ იყო სიტუაციის ბატონ-პატრონი. თითქოს როსტომი ამ ბატონ-პატრონობის უფლებას აძლევდა. მაგრამ ქეთინო ისეთი ბატონ-პატრონი იყო, როგორიც ძალიან მოეწონებოდა როსტომს. გაცნობის დღიდან რატომღაც ასე იყო. გაცნობის დღიდან კი ბევრი წელი იყო გასული. _ როსტომ, ცხოვრების ამ უზარმაზარ სცენაზე, სადაც ყველა იმ როლს ვთამაშობთ, რომელიც ძალიან მოგვწონს, შენი საყვარლის როლი ჩემთვის არ არის დაწერილი. როსტომმა მანქანა ისევ გააჩერა. ისეთი გაკვირვებული სახე ჰქონდა, ქეთინომ მაშინვე ინანა. _ მე მგონი, ქალები უფრო ბილწები ხართ, ვიდრე კაცები. არც მიფიქრია, შენთვის საყვარლის როლის შემოთავაზება.... თუ შენ კოცნის შემდეგ თავშეკავების უნარი გეკარგება ?! "ოჰო ! ძვირფასო ქეთინო ! აბა რა გეგონა ?! ღირსი ხარ, ხმა არ ამოიღო ! შუაღამისას მიჰყვები კაცს სადღაც და თან გინდა წესიერად მოგექცეს ! ... კაცს, დიახ კაცს ! შენ კი "ამ ბიჭს" ეძახი, მაგრამ თვითონ ჰკითხე ერთი !..." შეწუხდა. დაიბნა. შერცხვა. გაბრაზდა. ბოლოსდაბოლოს შეეშინდა კიდეც "რას იფიქრებს ახლა "ეს ბიჭი" ?!" " ლამაზია". გაიფიქრა როსტომმა. " მართლა ყველაფერი უხდება... რა უცებ დაიბნა ! ცოტაც და აუცილებლად იტირებს...". მერე გაეღიმა, მარტო ქეთინოზე კი არა, საკუთარ თავზეც. " მეც კარგი ვენმე ვარ, როდის ეკითხებოდნენ ქალს, "შეიძლება გაკოცოთ?.. ცოდვაა " _ მე, ჩემო კარგო,დღეს ჩამოვფრინდი და დაღლილი ვარ. ყურებში ისევ თვითმფრინავის გუგუნი მესმის. კანონოთ მე უნდა ვიყო გხვირჩამოშვებული... მაპატიე, თუ გაწყენინე. კარგი ახლა, გაიცინე. ქეთინოს გაეცინა. "ისე მელაპარაკება, როგორც უფროსი უმცროსს. მაშინ სხვანაირად იყო...". _ მშვენიერი საღამო გავაფუჭე. _ ამ საღამოს მთელი სამი წელი ვგეგმავდი. ისე, რომ შენ ამ საღამოს გაფუჭებას ასე ადვილად ვერ შეძლებ... ნახე, აეროპორტიც გამოჩნდა.
შორიდანვე ჩანდა პროჟექტორების შუქზე როგორ ლაპლაპებდნენ სველი თვითმფრინავები. მანქანა აეროპორტის კედელთან გააჩერა. _ ნახე, ქეთინო, აეროპორტი სავსეა წამსვლელებით,მომსვლელებით, გამცილებლებით, დამხვდურებით... არ მიყვარს, როცა მაცილებენ, ან მხვდებიან და დღეს, შენ წარმოიდგინე, შემშურდა იმათი, ვისაც ხვდებოდნენ. არ მეგონა შურის გრძნობა თუ მქონდა _ ქეთინოსკენ შემობრუნდა, თავზე ხელი გადაუსვა ისე, როგორც უფროსი გადაუსვამს თავზე ხელს ბავშვს, როცა რაიმე მნიშვნელოვანის თქმა უნდა _ შენ კი ამბობ, საღამო გავაფუჭეო. "ისე მელაპარაკება, როგორც უფროსი უმცროსს... მაშინ სხვანაირად იყო... " "ეს ბიჭი" დღეს სხვა რაკურსით ჩანდა. ქეთინო არ ელოდა. " დაკაცდა, თუ მე მეჩვენება ?! სხვა დროს გამეცინებოდა... არა, სხვა დროს ამდენსაც ვერ გაბედავდა... მე შევიცვალე, თუ ეს ?! ასაკის ბრალია ვითომ ?!" ცოტა დაიბნა. ვერ მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა. როსტომო მანქანიდან გადმოვიდა. წყლის წვეთებად ქცეული თოვლი კვირტებს ეკიდა. ქეთინო უყურებდა ამ მაღალ, საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა კაცს, რომელსაც, როგორც ემჩნეოდა, საკუთარი ღირსების გრძნობა სისხლში ჰქონდა გამჯდარი და რომელიც სულაც არ ჰდავდა იმ "თავხედ ბიჭს", რომელთანაც ასე კისრისტეხით გამორბოდა გაჩერებაზე და რომელსაც, როგორც თვითონ ფიქრობდა, კარგად იცნობდა. !!! როსტომმა ხეზე ტოტი მოტეხა : _ გილოცავ თოვლსა რვა მარტს. _ გმადლობთ, მაგრამ ახლა მარტის ბოლოა და თან რვა მარტი კომუნისტების დაარსებულია. ასე, რომ, ორივე შემთხვევაში მოლოცვა "ვადაგასულია". _ მე ხომ არც კომუნისტების რვა მარტი არ მომილოცავს შენთვის. _ შენ არც ახალი წელი არ მოგილოცავს არასდროს. _ ახალ წელსაც გილოცავ ! _ კიდევ მოტეხა ტოტი. _ რაკი მოლოცვაა, მაშინ დაბადების დღეც მომილოცე. _ ამდენ ტოტს ვეღარ მოვტეხ და მოდი ეგ უკვე რესტორანში ავღნიშნოთ. _ ნუ შემომთავაზებთ აეროპორტის რესტორანს. _ სადაც შენ ბრძანებ ! ქეთინო ახლა მიხვდა ყოFილი "ეს ბიჭი" უკვე შენობით მიმართავდა. _ არ გვინდა. სახლში მირჩევნია წასვლა. ... კურდღელმა გადაურბინა მანქანას. _ ვაიმე, კურდღელი ! _ წამოიძახა ქეთინომ. " პატარა გოგოსავით წამოვიძახე... ასე ვთქვათ, წავიკეკლუცე... ეს კი ცუდია... და ძალიან ცუდი..." _ ქეთინო, გახსოვს, ნინოს დაბადების დღიდან ბრუნდებოდი ძალიან გვიან და შემთხვევით შეგხვდი. კოკისპირულად წვიმდა. _ მახსოვს. ცოტა ნასვამიც კი ვიყავი. _ დღემდე ვფიქრობ, მე რომ არ შეგხვედროდი, მარტო როგორ უნდა წასულიყავი სახლში. ისეთი დრო იყო, ტაქსებიც კი აღარ იქნებოდა. _ ამდენი წელი მაგაზე ფიქრობდი?! _ ხო. _ ვიცოდი, რომ შემხვდებოდი. _ საიდან იცოდი ?! _ ქალები ყოველთვის გრძნობენ, როცა ვინმე ელოდებათ. "უკვე ვთქვი,რომ ყველაფერს ვხვდებოდი..." _ მერე, ერ გრცხვენია, იმდენ ხანს რომ მალოდინე ?! თავიდან ფეხებამდე დავსველდი. _ მაპატიე, უფრო ადრე არ გამომიშვეს. _ მთელი კვირა ავად ვიყავი და ახლა მიხდი ბოდიშს? _ ამდენი წლის წინ ჩადენილი დანაშაულისათვის ახლა ნუ მომთხოვ პასუხს. _ ... ჩემს დანახვაზე თან ისეთი გაკვირვებული სახე გქონდა... _ ქალები ყოველთვის ასე იქცევიან. _ და ძალიანაც ცუდად იქცევიან. _ გამოვსწორდებით. _ არა, ქეთინო, ადამიანი თვალთმაქცობას თუ მიეჩვია, მერე ვეღარ გამოსწორდება. ქეთინომ უხერხულობა იგრძნო. რასაკვირველია, იცოდა, რომ როსტომი ელოდებოდა, შინაგანად გრძნობდა, აუცილებლად შეხვდებოდა და აქამდე თვლიდა, რომ მაშინ საკუთარი თავი არ გამოამჟღავნა, თვლიდა, რომ არ იყო საჭირო. " არა და, თურმე ეს თვალთმაქცობა ყოფილაა !" _ შენ მართლა ასე სერიოზულად უყურებ ამას ? _ მთელი საღამო გელოდე წვიმაში. თან მეშინოდა, ვინმეს არ გამოეცილებინე. მერე სიხარულისაგან მთელი ღამე არ მეძინა... _ კარგი ერთი ! _ გგონია მეც ვთვალთმაქცობ ?! _ აქამდე მიკვირს, შენ რომ არ იყავი ნინოს დაბადების დღეზე. _ შემეშინდა. _ რისი შეგეშინდა ?! _ ძალიან ახლოდან შენი დანახვის. _ ახლა არ გეშინია ? _ ისე რა ! " საინტერესოა... ამდენი წელი გავიდა" ქეთინოს თვალწინ რამოდენიმე წამში გაირბინა იმ წლებმა. ბიჭი ფანჯარაში იდგა და ელოდა, როდის გამოივლიდა ქეთინო. თუ ფანჯარაში არ იდგა, ესე იგი, "შემთხვევით " შემოიარა ნინოსთან, ქეთინოს მეგობართან, როსტომის მეზობელთან. ზუსტად მაშინ გამოიარა მანქანით "შემთხვევით",როდესაც ქეთინო გაჩერებაზე იდგა... "ააა, შესვენება გაქვთ ?! ჩემს მეგობართან შემოვიარე, თქვენთან მუშაობს" ერთხელ ნინოს "შემთხვევით" შეხვდა, როდესაც ქეთინოსთან მიდიოდა და მანქანით გაიყვანა. ჩაიზე დაპატიჟეს.თავი არ აუწევია. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა. მერე ქეთინოს მეზობლად რეპეტიტორი მონახა და მათემატიკაში მეცადინეობა დაიწყო . " ნინო თქვენთან ხომ არ არის? სახლში წავიყვანდი... " " სკანავის ამოცანათა კრებული ხომ არ გაქვთ? ჩემი სხვას ვათხოვე... მართლა ? ახლავე გამოვალ.." და ქეთინო შეეჩვია, ყოველდღიურ აუცილებლობად ჩათვალა... ვეღარ წარმოიდგინა სხვანაირად. მიხვდა, რომ ამდენი წელი ყოველდღე ელოდა... ელოდა დანახვას... მისალმებას... გამოლაპარაკებას... ბიჭი ყოველთვის ისე უყურებდა, როგორც პედასტალზე დადგმულ ახლადდამთავრებულ ქანდაკებას. ქეთინო სახელს არ არქმევდა ყოველდღე შეცვლილ ვარცხნილობას,ნინოსთან ხშირ სტუმრობას... მოწესრიგებული ქალის როლს... ჩუმჩუმად ბიჭის თვალთვალს... ... და ქეთინოს შეეშინდა... შეეშინდა, რომ ყველაფერ ამას მიხვდა. მერე იმასაც მიხვდა, რომ "ეს ბიჭი" აკლდა... და დღემდე ვერ ხვდებოდა, რომ აკლდა. ახლა კი თოვდა. თოვდა და თოვლი ნამდვილად "აკომპანიმენტს" უკეთებდა ურთიერთობას. მერე იმასაც მიხვდა, რომ ეს ურთიერთობა ძალიან ჰგავდა... " არაფერს არ ჰგავდა... არაფერს... არაფერი არ იყო... იყო ბიჭი, რომელიც ფანჯარაში მელოდებოდა..." _ ქეთინო, რაზე ფიქრობ ? _ არაფერზე... _ მაინც ? _ გამახსენდა, როგორ იდექიხოლმე ფანჯარაში, როგორ ეწეოდი სიგარეტს და როგორ გინდოდა დიდი ყოფილიყავი. _ შენ წარმოიდგინე, ახლაც მინდა, რომ დიდი ვიყო. _ მართლა ?! _ ერთხელ ნინოს ჭიშკარი ღია იყო.ჩემი ფანჯრიდან ფარდასამოფარებული მთელი საათი გითვალთვალებდი. იმ დღეს იმდენად ლამაზი იყავი, შენს დანახვაზე გაზეთები დამიცვივდა ხელიდან. _ ვიცი. _ მხედავდი ?! _ არა. ვგრძნობდი. _ რას ფიქრობდი მაშინ ? _ რაზე ?! _ როგორ, თუ რაზე ?! ჩემზე. _ რა უნდა მეფიქრა ?! _ არაფერს ფიქრობდი ?! _ ვფიქრობდი, რომ გეჩვენებოდა. _ რა მეჩვენებოდა ? _ გეჩვენებოდა, რომ ლამაზი ვიყავი... გეჩვენებოდა, რომ... გიყვარდი... _ ახლა რას ფიქრობ ? _ ახლაც უნდა ვიფიქრო რამე ?! _ ქეთინო, მითხარი, რას ფიქრობ. _ ვფიქრობ, რომ ახლაც გეჩვენება. _ თუკი არ მეჩვენება ? _ არ გინდა. _ შენზე ? _ რა ჩემზე ?! _ შენზე რას ფიქრობ ? _ როსტომ _ გაეღიმა ქეთინოს და ფანჯრისკენ მიიბრუნა სახე _ ერთი გენიალური ბებია მყავს, იმან იცის-ხოლმე თქმა: " _ ააარა, შვილო, ქეთო, ჭკვას ძალა უნდა დაატანო, თორემ გულს ყველაფერი უნდა. რაც არ შეიძლება კიდე, არ შეიძლებააა". _ რაო, ბებიაშენმა, რატომ არ შეიძლებაო ?! ჩემი საწინააღმდეგო რა აქვს ?! _ პირველი ის, რომ შენზე უფროსი ვარ. მეორე... _ მოდი, პუნქტების გარეშე... და საერთოდ, შენ ჩემზე უფროსი არა ხარ. უბრალოდ, ჩემზე ცოტა ადრე დაიბადე და, ღმერთმა იცის, ეგ არც შენი ბრალია და არც ჩემი... _ არ გინდა... _ ქეთინო, თუკი ამდენ ხანს არაფერი არ შეიცვალა ?! _ ... და ვინ გითხრა, რომ არ შეიცვალა ?! _ ეჭვიც არ მეპარება, რომ... _ არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი. გაჩუმდნენ. დილის ექვსი საათი იყო, როცა ქალაქში შევიდნენ. ადამიანის სახსენებელი არ იყო. სიცოცხლის ნიშანწყალი არ ემჩნეოდა ქალაქს. მანქანის ფარების შუქზე თოვლი ისე ჩანდა, თითქოს თეთრად წვიმდა. ქალაქი თანდათან ივსებოდა თოვლით. ქეთინო არ დაღლილა. _ ორნი ქალაქში _ თქვა როსტომმა. _ საიდან გაგახსენდა ეგ ფილმი ? _ მე "ჩვენს ფილმს" დავარქვი "ორნი ქალაქში". ნახე, მთელ ქალაქში მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ... ჩვენ ორნი... თითქოს მთელ ქვეყანაზე ჩვენ ორის გარდა არავინ არ არის. _ ხო. არავინ _ თქვა ქეთინომ. _ შენი სახლიც გამოჩნდა. " რა მალე მოვედით !" გაიფიქრა ქეთინომ. როსტომმა მანქანა ეზოში შეიყვანა. ქეთინომ გადმოსვლა დააპირა. _ მიდიხარ ? _ ხო, მივდივარ. _ მოიცა... ცოტა ხანს. _ სადაც არის, გათენდება. _ ქეთინო, შენს გამო ჩამოვედი... გუშინწინ რატომღაც პოეზიაზე ვლაპარაკობდით რა გამახსენდა, იცი ? შენ რომ გიყვარდა " მე დავბრუნდები, ო, დავბრუნდები..." მივხვდი, იქ ყოფნას ვეღარ შევძლებდი... უშენოდ გამიჭირდა... _ გეჩვენება _ ქეთინო მოქყენილი იყო.. _ არაფერი არ მეჩვენება ! _ არ გინდა, ძალიან გთხოვ!.. წავალ ახლა სახლში. _ კარგი, წადი ! _ თქვა როსტომმა დიდი პაუზის შემდეგ. _ დიდი მადლობა. _ რისთვის ?! _ "დიდი გასეირნებისთვის", თოვლისთვის, რვა მარტისთვის, ახალი წლისთვის, გახსენებისთვის. ყველაფრისთვის... მონატრებისთვის... _ არაფრის ! _ მადლობის ნიშნად მინდა შუბლზე გაკოცო. როსტომმა შუბლი ტუჩებთან მიუტანა. ქეთინოს უნდოდა შუბლზე ეკოცნა, მაგრამ როსტომმა მოულოდნელად აკოცა სადღაც თუჩებთან ახლოს... ქეთინო გაგრძელებას დაელოდა. როსტომმა ხელი გაუშვა. _ არ წახვიდე ! _ სთხოვა როსტომმა. როსტომი ახლაც ისე უყურებდა, როგორც მაშინ, როგორც პედასტალზე დადგმულ ქანდაკებას აღტაცებული და გაკვირვებული დამთვალიერებელივით. " და ეს ისე იშვიათია!..." გაიფიქრა ქეთინომ და იგრძნო, შიგნით რაღაც ჩაკვდა. _ ... ხანდახან რაღაცას ვიგონებთ და გვგონია, რომ ნამდვილად ასეა... შენც გგონია... მეც, მეც მგონია. უბრალოდ გვგონია და მორჩა ! გვინდა, რომ ასე იყოს... მეტი არაფერი. შენ არ გიყვარვარ, დამიჟერე. შენ შენი მოგონილი ქალი გიყვარს, რომელიც რატომღაც მე მომამსგავსე...მხოლოდ მომამსგავსე... ან უფრო უარესი, თვითონაც მინდოდა, რომ იმ ქალს ვმგვანებოდი... ღმერთმა იცის, ის არა ვარ... ხანდახან ხდება-ხოლმე, შორიდან ვხედავთ, რაღაც ძვირფასია, ბჭყვრიალებს. მიხვალ და შუშის ნატეხი აღმოჩნდება, შუქს რომ ირეკლავს... არა და მისვლამდე ზუსტად ის გვგონია, რასაც ვეძებდით... ერთიმეორე თუ არ დაგვავიწყდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შეხების მომენტი არ გვქონია. ღოგორც კი შევეხებით, დამიჯერე, ორივე ვინანებთ... მერე აღარც მე შეგრჩები და აღარც ის ქალი, შენ რომ გიყვარდა და მე რომ მამსგავსებდი... მე არვ ისე ჭკვიანი ვარ და ყველაფრისმცოდნე, შენ რომ გგონივარ... ლამაზი რომ არა ვარ, მეორე დილითვე მიხვდები... ვერც მუდმივად მოწესრიგებული ქალის როლს ვითამაშებ, არა ვარ და ამიტომ ! .. კი... ახლა გიყვარვარ... მეც... მეც მიყვარხარ, მაგრამ ერთიმეორე კი არ გვიყვარს, ერთიმეორესთან დამოკიდებულება გვიყვარს და ეს დამოკიდებულება კი არა, ახლა რომ გვაქვს, ის, რომელიც მაშინ გვქონდა. ის დამოკიდებულება კი ბავშვობაში ნანახ ფილმს ჰგავს... ან ძველ ალბომს, ბავშვობისდროინდელს... ყველაფერი მაშინვე გაფუჭდება, თუკი ამ ყველაფერს ყოველდღიურობად გადავაქცევთ... დამიჯერე, ეს ის ურთიერთობაა, რომელზედაც ექსპერიმენტების ჩატარება არა ღირს... ის, რაც ჩვენ გვქონდა ისე იშვიათია !... არა ღირს... უფრო იაფზე კი არც შენ იქნები თანახმა და არც მე... ისე კი, კარგია, რომ ჩამოხვედი ქეთინო გაჩუმდა. როსტომმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ქეთინომ ტუჩებზე ხელი მიაფარა. _ ოდესმე ორივეს გვეყოლება შვილები და ორივემ ვუამბოთ როგორ იდგა ერთი ბიჭი ფანჯარაში და როგორ ელოდა ერთ გოგოს და რომ ეს... დიდი სიყვარული იყო, ღმერთის ნაჩუქარი... კარგი, წავედი ახლა ! უკვე ნამდვილად წავედი. როსტომი არ გადმოსულა მანქანიდან და ქეთინოსთვის კარი არ გაუღია... სადარბაზოსკენ მიმავალი გრძნობდა, როგორ აცილებდა როსტომი თვალებით. " შეიძლბა ეძინება და ამიტომ ჩანს ასე მოწყენილი !". სადარბაზოში შევიდა. " ვაიმე, დედა ! გულიკო ! " _ ქეთინო, ძალიან მძიმედ იყო ვინმე, ღამე რომ გაუთიე ? _ კი, ძალიან. _ ახლა როგორაა ? _ არა მგონია,უკეთესად იყოს. _ ვინაა, გოგო ? ყველასთან დავრეკე და არავინ იცის. _ არ იცნობ. _ უთხრა ქეთიმომ და კიბესე სირბილით ავიდა. კარი გააღო. შევიდა. ოთახები შემოიარა. "რად უნდოდა ამ სახლს შუაღამისას დალაგება?!" ტახტსე დაჯდა. არ ეძინებოდა. ყურმილი აიღო. მანანას ნომერი აკრიბა. _ გისმენთ ! _ უპასუხა ნამძინარევმა ხმამ. _ მანანა, ქეთინო ვარ. რა ქენი, კომბოსტოს მწნილი ჩადე ? _ " კიდევ კარგი, ვერ მხედავს, რომ მეცინება!" _ ხომ არ გაგიჟდი, რა დროს მწნილია, მძინავს _ უთხრა და ყურმილი დაუკიდა. ქეთინომ ხმამაღლა გაიცინა.. საძინებელში გავიდა. "არ მეძინება!" საძინების კედელზე დაკიდული სარკიდან მშვენიერი ქალი უყურებდა. " ზოგადად სიყვარულზეა შეყვარებული. უფრო სწორად, იმ სიყვარულზეა შეყვარებული და კარგია, რომ ამას ორივე მივხვდით. მეც, მეც მივხვდი, თორემ ... არაფერი " თორემ" !.. " აარა, შვილო, ქეთო. რაც არ შეიძლება, არ შეიძლება !" ისევ გაეცინა. "წავალ ბებიასთან... რამდენი ხანია არ მინახავს. მერე... მერე გადამივლის..." გარდერობიდან ტანსაცმელი გამოიღო, ჩანთაში ჩააწყო. მერე გაახსენდა, მეზობლის "გამოშტერებული" ბავშვი უნდა მოსულიყო სამეცადინოდ. სარკის წინ სკამზე დაჯდა. _ შენ თუ გაქცევა გინდა, ის ბავშვი არაფერ შუაში არ არის ! _ უთხრა საკუთარ ორეულს _ არ შეიძლება გაკვეთილის გაცდენა, ისედაც ძლივს ითვისებს. რამე უნდა მოვუხერხო ამ ბავშვს !.. თავიდან დავაწყებინებ ყველაფერს.
1998 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
63. ტრისტან, ძალიან საინტერესო კომენტარი დაგიდვიათ და ახლა ვნახე. :) მართალი ბრძანებაა, ვინც მათემატიკაში რაღაც პოეტურს ხედავს, მას ნამდვილად არ ექნება ნასწავლი რეპეტიტორთან, თუმცა, მაგას რატომღაც სიბერეში მივხვდი. :)))
პატივისცემით, ტენდი ტრისტან, ძალიან საინტერესო კომენტარი დაგიდვიათ და ახლა ვნახე. :) მართალი ბრძანებაა, ვინც მათემატიკაში რაღაც პოეტურს ხედავს, მას ნამდვილად არ ექნება ნასწავლი რეპეტიტორთან, თუმცა, მაგას რატომღაც სიბერეში მივხვდი. :)))
პატივისცემით, ტენდი
62. დიდი მადლობა, რომ წაიკითხე, მაგრამ მე შენ არ გელაპარაკები. :))) მკითხე, რატომ. :) სამეზობლოში გესალმები, გემშვიდობები და პასუხს არ მაძლევ. :)) დიდი მადლობა, რომ წაიკითხე, მაგრამ მე შენ არ გელაპარაკები. :))) მკითხე, რატომ. :) სამეზობლოში გესალმები, გემშვიდობები და პასუხს არ მაძლევ. :))
61. წავიკითხე ორივე ნაწილი და მომეწონა რა თქმა უნდა. ქეთინო საინტერესოდ უტყდებოდა საკუთარ თავს რომ შეყვარებული იყო, ანდა ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა. მხოლოდ, ბოლოს მისმა საქციელმა გამაბრაზა. - რა იციან ხოლმე ასე ვაა:)))) წავიკითხე ორივე ნაწილი და მომეწონა რა თქმა უნდა. ქეთინო საინტერესოდ უტყდებოდა საკუთარ თავს რომ შეყვარებული იყო, ანდა ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა. მხოლოდ, ბოლოს მისმა საქციელმა გამაბრაზა. - რა იციან ხოლმე ასე ვაა:))))
60. მომეწონა:მაგალითად ეს ''მათემატიკაში დევს რაღაც პოეტური! ჭეშმარიტად!'' ეს იმდენადაა სწორი, რამდენადაც სკოლის პროგრამაში მათემატიკა რომ არ იყოს, მაშინ ადამიანებს სკოლაში სიარული და გაკვეთილებზე ჯდომა არ შეჯავრდებათ, და შესაბამისად ლექსებსაც არავინ დაწერდა. თუ ავტორი სხვანაირად ფიქრობს, მაშინ ეს ფრაზა აფუჭებს საქმეს: ''მერე ქეთინოს მეზობლად რეპეტიტორი მონახა და მათემატიკაში მეცადინეობა დაიწყო''. არმაგონია ვინმე ხედავდეს მათემატიკაში პოეზიას, მგრამ თუ ასეთი გამოჩნდა მას მათემატიკა რეპეტიტორთან არ ექნება ნასწავლი.
მომეწონა:მაგალითად ეს ``მათემატიკაში დევს რაღაც პოეტური! ჭეშმარიტად!`` ეს იმდენადაა სწორი, რამდენადაც სკოლის პროგრამაში მათემატიკა რომ არ იყოს, მაშინ ადამიანებს სკოლაში სიარული და გაკვეთილებზე ჯდომა არ შეჯავრდებათ, და შესაბამისად ლექსებსაც არავინ დაწერდა. თუ ავტორი სხვანაირად ფიქრობს, მაშინ ეს ფრაზა აფუჭებს საქმეს: ``მერე ქეთინოს მეზობლად რეპეტიტორი მონახა და მათემატიკაში მეცადინეობა დაიწყო``. არმაგონია ვინმე ხედავდეს მათემატიკაში პოეზიას, მგრამ თუ ასეთი გამოჩნდა მას მათემატიკა რეპეტიტორთან არ ექნება ნასწავლი.
59. ძალიან მაგარი შეგრძნებაა სიყვარულზე შეყვარება... მოკლედ არაფერს ვიტყვი, თორემ ჩემდაუნებურად რაღაცეების გახსენებასაც დავიწყებ. გაიხარეთ, ქ-ნო ციცინო! ძალიან მაგარი შეგრძნებაა სიყვარულზე შეყვარება... მოკლედ არაფერს ვიტყვი, თორემ ჩემდაუნებურად რაღაცეების გახსენებასაც დავიწყებ. გაიხარეთ, ქ-ნო ციცინო!
58. არა, საწყენად არ მითქვამს. :) მხედველობაში მქონდა დუმბაძისეული იუმორის გრძნობა. :) არა, საწყენად არ მითქვამს. :) მხედველობაში მქონდა დუმბაძისეული იუმორის გრძნობა. :)
57. თქვენი კომენატრი რომ წავიკითე, მეწყინა და სხვა სიტყვით ვერ გამოვხატე =)
გეთანხმებით, დუმბაძეს უნდა ჰქონდეს კიდეც გავლენა. ოღონდ არა მხოლოდ ერთ, ორ ან თუნდაც სამ თაობაზე =) თქვენი კომენატრი რომ წავიკითე, მეწყინა და სხვა სიტყვით ვერ გამოვხატე =)
გეთანხმებით, დუმბაძეს უნდა ჰქონდეს კიდეც გავლენა. ოღონდ არა მხოლოდ ერთ, ორ ან თუნდაც სამ თაობაზე =)
56. mrs.smith., გმადლობ, რომ კითხულობ. დუმბაძეს დიდი გავლენა ჰქონდა ქართველ მკითხველზე. და არა მარტო ქართველ მკითხველზე. შეიძლება ითქვას, რომ დუმბაძემ იუმორების "ფორმულები" მოგვცა. ჩემს თაობას ამიტომ აქვს დიდი იუმორის გრძნობა, ჩემის აზრით. :)
პატივისცემით: ტენდი mrs.smith., გმადლობ, რომ კითხულობ. დუმბაძეს დიდი გავლენა ჰქონდა ქართველ მკითხველზე. და არა მარტო ქართველ მკითხველზე. შეიძლება ითქვას, რომ დუმბაძემ იუმორების "ფორმულები" მოგვცა. ჩემს თაობას ამიტომ აქვს დიდი იუმორის გრძნობა, ჩემის აზრით. :)
პატივისცემით: ტენდი
55. დიალოგზე დუმბაძე გამახსენდა და მერე ისიც გამახსენდა, რომ ეს ერთხელ უკვე გამახსენდა და მივხვდი, რომ მეორედ ვკითხულობდი =)
ეგ კი არა, ჩალექილიც მქონდა აქაური განწყობა თუ ფერები, თუ.. დიალოგზე დუმბაძე გამახსენდა და მერე ისიც გამახსენდა, რომ ეს ერთხელ უკვე გამახსენდა და მივხვდი, რომ მეორედ ვკითხულობდი =)
ეგ კი არა, ჩალექილიც მქონდა აქაური განწყობა თუ ფერები, თუ..
54. ბაკურაძე, გასაოცარი სისწრაფით შეგძლებიათ კითხვა. დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ. :) ბაკურაძე, გასაოცარი სისწრაფით შეგძლებიათ კითხვა. დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ. :)
53. დასასრულიც კარგია:)) დასასრულიც კარგია:))
52. სოფ, კიდევ ერთხელ გმადლობ. :) სოფ, კიდევ ერთხელ გმადლობ. :)
51. გაიხარეთ ბევრი საინტერესო ფრაზა ვითხოვე :) "ყოველთვის გგრძნობთ თქვენი მდგომარეობიან-განწყობიანად." "ქალები ყოველთვის გრძნობენ, როცა ვინმე ელოდებათ...." "ადამიანი თვალთმაქცობას თუ მიეჩვია, მერე ვეღარ გამოსწორდება..." "ჭკვას ძალა უნდა დაატანო, თორემ გულს ყველაფერი უნდა. რაც არ შეიძლება კიდე, არ შეიძლებააა"." "მთელ ქალაქში მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ... ჩვენ ორნი... თითქოს მთელ ქვეყანაზე ჩვენ ორის გარდა არავინ არ არის." "დიდი გასეირნებისთვის", თოვლისთვის, რვა მარტისთვის, ახალი წლისთვის, გახსენებისთვის. ყველაფრისთვის... მონატრებისთვის..." "ხანდახან ხდება-ხოლმე, შორიდან ვხედავთ, რაღაც ძვირფასია, ბჭყვრიალებს. მიხვალ და შუშის ნატეხი აღმოჩნდება, შუქს რომ ირეკლავს... არა და მისვლამდე ზუსტად ის გვგონია, რასაც ვეძებდით... " " ზოგადად სიყვარულზეა შეყვარებული. უფრო სწორად, იმ სიყვარულზეა შეყვარებული და კარგია, რომ ამას ორივე მივხვდით. მეც, მეც მივხვდი, თორემ ... არაფერი " თორემ" !.. .. თავიდან დავაწყებინებ ყველაფერს..."
გაიხარეთ ბევრი საინტერესო ფრაზა ვითხოვე :) "ყოველთვის გგრძნობთ თქვენი მდგომარეობიან-განწყობიანად." "ქალები ყოველთვის გრძნობენ, როცა ვინმე ელოდებათ...." "ადამიანი თვალთმაქცობას თუ მიეჩვია, მერე ვეღარ გამოსწორდება..." "ჭკვას ძალა უნდა დაატანო, თორემ გულს ყველაფერი უნდა. რაც არ შეიძლება კიდე, არ შეიძლებააა"." "მთელ ქალაქში მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ... ჩვენ ორნი... თითქოს მთელ ქვეყანაზე ჩვენ ორის გარდა არავინ არ არის." "დიდი გასეირნებისთვის", თოვლისთვის, რვა მარტისთვის, ახალი წლისთვის, გახსენებისთვის. ყველაფრისთვის... მონატრებისთვის..." "ხანდახან ხდება-ხოლმე, შორიდან ვხედავთ, რაღაც ძვირფასია, ბჭყვრიალებს. მიხვალ და შუშის ნატეხი აღმოჩნდება, შუქს რომ ირეკლავს... არა და მისვლამდე ზუსტად ის გვგონია, რასაც ვეძებდით... " " ზოგადად სიყვარულზეა შეყვარებული. უფრო სწორად, იმ სიყვარულზეა შეყვარებული და კარგია, რომ ამას ორივე მივხვდით. მეც, მეც მივხვდი, თორემ ... არაფერი " თორემ" !.. .. თავიდან დავაწყებინებ ყველაფერს..."
50. გრაფ, ადვილი წასაკითხია. :) :) გრაფ, ადვილი წასაკითხია. :) :)
49. მიხარია ხუმრობად რომ მიიღეთ ქ-ნო ტენდი :) ამ საღამოს ჩავუჯდები გემრიელად და გადავიკითხავ, ჩემს ვრცელ აზრსაც მოგახსენებთ აუცილებლად :) მიხარია ხუმრობად რომ მიიღეთ ქ-ნო ტენდი :) ამ საღამოს ჩავუჯდები გემრიელად და გადავიკითხავ, ჩემს ვრცელ აზრსაც მოგახსენებთ აუცილებლად :)
48. 46. ტიტუ რამდენია გრაფ პაციენტი. 2011-04-10 13:37:22
აპა, რა გეგონა ?! :) :) :)
იმპრესიონისტი, გმადლობ. :) :) :) 46. ტიტუ რამდენია გრაფ პაციენტი. 2011-04-10 13:37:22
აპა, რა გეგონა ?! :) :) :)
იმპრესიონისტი, გმადლობ. :) :) :)
47. _ თქვენ ისევ ისეთი ლამაზი ხართ. _ მაგის თქმა ხვალაც შეიძლებოდა. _ ხვალ შეიძლება აღარ თოვდეს. _ თოვა საუბარს აკომპანიმენტს უკეთებს ?! _ თოვა ურთიერთობას უკეთებს აკომპანიმენტს. _ როსტომ ! _ ყველაფერი გიხდებათ, ქურქის ფერიც, თოვლიც, ეს საღამოც... ყველაფერი. _ დედას გაფიცებ, ლექსების წერა ხომ არ დაიწყე ?! _ რას ამბობთ ! ლექსების წერა კი არა, ისეთი პროზაული გავხდი, თავში სულ ციფრები და არითმეტიკული მოქმედებები მიტრიალებს... მიუმატე, გაამრავლე, მიუმატე, გაამრავლე, გამოაკელი და არ გაყო. _ მათემატიკაში დევს რაღაც პოეტური ! _ თქვენ გეცინებათ და მათემატიკაში ნამდვილად დევს რაღაც პოეტური, როცა ეს უმაღლეს მათემატიკას ეხება. მეცნიერები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ რომელიღაც განზომილებაში მათემატიკა კვანტურია, ოთხგანზომილებიანი. როგორც "რაღაც პოეტური" მათემატიკაში, ისე იყო "რაღაც თავხედური" როსტომის ქცევაში. მიუხედავად "თქვენობით " მიმართვისა .
კომენტარს შემოვყევი აქ და მხოლოდ ეს მონაკვეთი წავიკითხე... წვეთში ზღვა იცნობაო, ნათქვამია _ გარედან უფრო მშვიდად წავიკითხავ... გრაფსაც იგივეს ვურჩევდი :) _ თქვენ ისევ ისეთი ლამაზი ხართ. _ მაგის თქმა ხვალაც შეიძლებოდა. _ ხვალ შეიძლება აღარ თოვდეს. _ თოვა საუბარს აკომპანიმენტს უკეთებს ?! _ თოვა ურთიერთობას უკეთებს აკომპანიმენტს. _ როსტომ ! _ ყველაფერი გიხდებათ, ქურქის ფერიც, თოვლიც, ეს საღამოც... ყველაფერი. _ დედას გაფიცებ, ლექსების წერა ხომ არ დაიწყე ?! _ რას ამბობთ ! ლექსების წერა კი არა, ისეთი პროზაული გავხდი, თავში სულ ციფრები და არითმეტიკული მოქმედებები მიტრიალებს... მიუმატე, გაამრავლე, მიუმატე, გაამრავლე, გამოაკელი და არ გაყო. _ მათემატიკაში დევს რაღაც პოეტური ! _ თქვენ გეცინებათ და მათემატიკაში ნამდვილად დევს რაღაც პოეტური, როცა ეს უმაღლეს მათემატიკას ეხება. მეცნიერები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ რომელიღაც განზომილებაში მათემატიკა კვანტურია, ოთხგანზომილებიანი. როგორც "რაღაც პოეტური" მათემატიკაში, ისე იყო "რაღაც თავხედური" როსტომის ქცევაში. მიუხედავად "თქვენობით " მიმართვისა .
კომენტარს შემოვყევი აქ და მხოლოდ ეს მონაკვეთი წავიკითხე... წვეთში ზღვა იცნობაო, ნათქვამია _ გარედან უფრო მშვიდად წავიკითხავ... გრაფსაც იგივეს ვურჩევდი :)
46. ტიტუ რამდენია :D ტიტუ რამდენია :D
45. ლტდფყ მაისურაძე, დიდი მადლობა, რომ მოგეწონა. :) :) მედეა, შენ ძალიან კარგად გრძნობ ლიტერატურას და ასევე დიდი მადლობა. :) :) ნათია პაპიძე, შენ აზრს რომ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, შენ ეს იცი. კარგი გოგო ხარ. :) :)
პატივისცემით : ტენდი ლტდფყ მაისურაძე, დიდი მადლობა, რომ მოგეწონა. :) :) მედეა, შენ ძალიან კარგად გრძნობ ლიტერატურას და ასევე დიდი მადლობა. :) :) ნათია პაპიძე, შენ აზრს რომ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, შენ ეს იცი. კარგი გოგო ხარ. :) :)
პატივისცემით : ტენდი
44. ქ_ნო ციცი, მიყვარს თქვენი მოთხრობების ერთ ამოსუნთქვად წაკითხვა.
დიალოგები _ არაჩვეულებრივი. დიალოგებით იხსნება ხოლმე თქვენთან კვანძები და ეს სიმსუბუქეს აძლევს ნაწერს.
ძალიან საინტერესოდ წამეკითხა. სევდიანი მივდივარ აქედან :( ქ_ნო ციცი, მიყვარს თქვენი მოთხრობების ერთ ამოსუნთქვად წაკითხვა.
დიალოგები _ არაჩვეულებრივი. დიალოგებით იხსნება ხოლმე თქვენთან კვანძები და ეს სიმსუბუქეს აძლევს ნაწერს.
ძალიან საინტერესოდ წამეკითხა. სევდიანი მივდივარ აქედან :(
43. როდის იყო, ქალს ეკითხებოდნენ " შეიძლება გაკოცოთ?"
ამ ყველაფერს ყოველდღიურობად გადავაქცევთ... დამიჯერე, ეს ის ურთიერთობაა, რომელზედაც ექსპერიმენტების ჩატარება არა ღირს... ის, რაც ჩვენ გვქონდა ისე იშვიათია !... არა ღირს... უფრო იაფზე კი არც შენ იქნები თანახმა და არც მე...
ზოგადად სიყვარულზეა შეყვარებული. უფრო სწორად, იმ სიყვარულზეა შეყვარებული და კარგია, რომ ამას ორივე მივხვდით. მეც, მეც მივხვდი
თავიდან დავაწყებინებ ყველაფერს
ცუდია,რომ დავამთავრე კითხვა:( როდის იყო, ქალს ეკითხებოდნენ " შეიძლება გაკოცოთ?"
ამ ყველაფერს ყოველდღიურობად გადავაქცევთ... დამიჯერე, ეს ის ურთიერთობაა, რომელზედაც ექსპერიმენტების ჩატარება არა ღირს... ის, რაც ჩვენ გვქონდა ისე იშვიათია !... არა ღირს... უფრო იაფზე კი არც შენ იქნები თანახმა და არც მე...
ზოგადად სიყვარულზეა შეყვარებული. უფრო სწორად, იმ სიყვარულზეა შეყვარებული და კარგია, რომ ამას ორივე მივხვდით. მეც, მეც მივხვდი
თავიდან დავაწყებინებ ყველაფერს
ცუდია,რომ დავამთავრე კითხვა:(
42. ძალიან საინტერესო თხრობა, მაღალ დონეზე გადმოცემა სიუჟეტის. დახვეწილია ყველაფერი. + ძალიან საინტერესო თხრობა, მაღალ დონეზე გადმოცემა სიუჟეტის. დახვეწილია ყველაფერი. +
41. ნახეთ რა, რა გაკეთებულია ! http://www.geolyrics.com/4252 - იცი ახლა რა მინდა ? ლაშა ნოზაძე რობერტ სტურუას ნასტუდენტარია და სტურუა მისი სპეკტაკლების პრემიერაზე ყოველთვის ჩამოდის. ლექსის ავტორი კი ზვიად კეჭახმაძეა, არაჩვეულებრივი პიროვნება. ალბათ ბევრი იცნობს. ნახეთ რა, რა გაკეთებულია ! http://www.geolyrics.com/4252 - იცი ახლა რა მინდა ? ლაშა ნოზაძე რობერტ სტურუას ნასტუდენტარია და სტურუა მისი სპეკტაკლების პრემიერაზე ყოველთვის ჩამოდის. ლექსის ავტორი კი ზვიად კეჭახმაძეა, არაჩვეულებრივი პიროვნება. ალბათ ბევრი იცნობს.
40. მანანა და mrs.smith მიხარია, თუ მოგეწონათ. :) :) :) მანანა და mrs.smith მიხარია, თუ მოგეწონათ. :) :) :)
38. თქვენს ყველა ნაწერში რაღაც დიდი ჭეშმარიტება დევს ხოლმე :) თქვენს ყველა ნაწერში რაღაც დიდი ჭეშმარიტება დევს ხოლმე :)
37. ვაახ, ეს არ მქონია წაკითხული... საინტერესოა! ნაწარმოებიც და ისიც, როგორ გამომრჩა! :))) 5 ვაახ, ეს არ მქონია წაკითხული... საინტერესოა! ნაწარმოებიც და ისიც, როგორ გამომრჩა! :))) 5
36. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს.
35. ირველად იმიტომ არ გავთხოვდი, ძალიან მომწონდა და მეგონა,ეს შუბლზე მეწერა. როცა ვხედავდი, ვიმალებოდი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მრორედ იმიტომ არ გავთხოვდი, რომ საერთოდ არ მომწონდა, "ხორხისმიერი ხმა აქვს-მეთქი", მესამედ და მეოთხედ კი იმიტომ არ გავთხოვდი, რომ მესამედ და მეოთხედ ის თხოვდება, ვინც პირველად და მეორედ იყო გათხოვილი. ირველად იმიტომ არ გავთხოვდი, ძალიან მომწონდა და მეგონა,ეს შუბლზე მეწერა. როცა ვხედავდი, ვიმალებოდი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მრორედ იმიტომ არ გავთხოვდი, რომ საერთოდ არ მომწონდა, "ხორხისმიერი ხმა აქვს-მეთქი", მესამედ და მეოთხედ კი იმიტომ არ გავთხოვდი, რომ მესამედ და მეოთხედ ის თხოვდება, ვინც პირველად და მეორედ იყო გათხოვილი.
34. ბასტი ფანტასტი, მეც ეს "მაშინ" მაქვს დაწერილი. :) :) :) თქვენს მეგობარს კი ჩემგანაც დიდი მადლობა. :) :) :) პატივისცემით: ტენდი ბასტი ფანტასტი, მეც ეს "მაშინ" მაქვს დაწერილი. :) :) :) თქვენს მეგობარს კი ჩემგანაც დიდი მადლობა. :) :) :) პატივისცემით: ტენდი
33. და კიდევ, აქ ჩემმა საყვარელმა მეგობარმა შემომიყვანა და დიდი მადლობა მას :) და კიდევ, აქ ჩემმა საყვარელმა მეგობარმა შემომიყვანა და დიდი მადლობა მას :)
32. ჩემი ახალგაზრდობა გამახსენეთ :) ასე ვწერდი მეც დაახლოებით მაშინ :) ჩემი ახალგაზრდობა გამახსენეთ :) ასე ვწერდი მეც დაახლოებით მაშინ :)
31. ჩემი გამორჩეული პროზაიკოსი ხარ :) :-* ძალიან სასიამოვნოდ იკითხება... თითქოს ყველასთვის განცდილი და გამოვლილი... და მაინც... გასაღების ჭუჭრუტანაში იყურები და მაინც გაინტერესებს... გაგრძელებას ვისურვებდი :) დამაკლდა... :) :-*
ჩემი გამორჩეული პროზაიკოსი ხარ :) :-* ძალიან სასიამოვნოდ იკითხება... თითქოს ყველასთვის განცდილი და გამოვლილი... და მაინც... გასაღების ჭუჭრუტანაში იყურები და მაინც გაინტერესებს... გაგრძელებას ვისურვებდი :) დამაკლდა... :) :-*
30. მიშა, დიდი მადლობა, რომ წაიკითხე. :) :) როგორმე მოვიცლი და კორექტურას გავასწორებ ყველა მოთხრობაში. :) :)
პატივისცემით: ტენდი :) მიშა, დიდი მადლობა, რომ წაიკითხე. :) :) როგორმე მოვიცლი და კორექტურას გავასწორებ ყველა მოთხრობაში. :) :)
პატივისცემით: ტენდი :)
29. 555 წერის კულტურა სახეზეა! ოღონდ ბევრი კორექტურაა გაპარული! მაგრამ არც ესენია მთავარი! მთავარი ისაა, რომ ამბავი რაღაც უცნაურად დამთავრდა - მოველოდი კი პირიქით - ჩემი ლოგიკით, სულ ბოლო წუთს მათ საბოლოოდ უნდა "დაენახათ" ერთმანეთი!..
555 წერის კულტურა სახეზეა! ოღონდ ბევრი კორექტურაა გაპარული! მაგრამ არც ესენია მთავარი! მთავარი ისაა, რომ ამბავი რაღაც უცნაურად დამთავრდა - მოველოდი კი პირიქით - ჩემი ლოგიკით, სულ ბოლო წუთს მათ საბოლოოდ უნდა "დაენახათ" ერთმანეთი!..
28. მათემატიკაში დევს რაღაც პოეტური! ჭეშმარიტად! მათემატიკაში დევს რაღაც პოეტური! ჭეშმარიტად!
27. ნუციიიი, დამთავრდა ! :) :) :) დამთავრება მკითხველზეა დამოკიდებული, ვისაც როგორ უნდა, ისე "დაამთავრებს". :) :) :)
პატივისცემით: ტენდი :) :) ნუციიიი, დამთავრდა ! :) :) :) დამთავრება მკითხველზეა დამოკიდებული, ვისაც როგორ უნდა, ისე "დაამთავრებს". :) :) :)
პატივისცემით: ტენდი :) :)
26. ძალიან მომეწონა, მაგრამ გაგრძელება აღარ აქვს? ძალიან მომეწონა, მაგრამ გაგრძელება აღარ აქვს?
25. დიდი ბოდიშით, მაგრამ ამ მოთხრობას არ ემჩნევა, რომ დამთავრებულია ?!
დიდი ბოდიშით, მაგრამ ამ მოთხრობას არ ემჩნევა, რომ დამთავრებულია ?!
24. ძალიან მომეწონა. კორექტურას გადახედეთ 10ამდე შეცდომა მოვთვალე +777 ველოდები გაგრძელებას ძალიან მომეწონა. კორექტურას გადახედეთ 10ამდე შეცდომა მოვთვალე +777 ველოდები გაგრძელებას
23. ჭა, შენ ისეთი კარგი გოგო ხაააარ !!!!! :) :) :) ჭა, შენ ისეთი კარგი გოგო ხაააარ !!!!! :) :) :)
22. მოწონება, წარმატებები ავტორს და ბევრი + + + + + + + + + მოწონება, წარმატებები ავტორს და ბევრი + + + + + + + + +
21. მე პირიქით დიალოგები მოწონს აქ...:) რას გაიგებს კაცი?...:) გააგრძელე რა?...:( მე პირიქით დიალოგები მოწონს აქ...:) რას გაიგებს კაცი?...:) გააგრძელე რა?...:(
20. მუხა, გმადლობთ. :) :) :)
სხვათაშორის დიდ მწერლობაზე პრეტენზია არა მაქვს. :) :) :) , მაგრამ რომ არ დავწერო, შეიძლება მოვკვდე. :) :) :) და გონებაში როგორც ლაგდება, ისე ვწერ.
პატივისცემით: ტენდი მუხა, გმადლობთ. :) :) :)
სხვათაშორის დიდ მწერლობაზე პრეტენზია არა მაქვს. :) :) :) , მაგრამ რომ არ დავწერო, შეიძლება მოვკვდე. :) :) :) და გონებაში როგორც ლაგდება, ისე ვწერ.
პატივისცემით: ტენდი
19. წერით მართლა კარგად წერთ, თუმცა დიალოგები დამღლელია, ქვეცნობიერი- არ არის მარაგის დაგროვება, მარაგი მეხსიერებაში და აზროვნებაშია,ქვეცნობიერიდან "ამოხეთქვა" მხოლოდ ერთი იდუმალი ფრაზით ხდება,ერთი წინადადებით, თითქოს სული ამოიყვირებს, ამოაძახებს, და ეს ამოძახილი ამოყივლება ფრაზისა სრულდება ან ძალიან მალე ან სიბერისას, დროის განმავლობაში . აქ წარმოდგენილი პროზა არის კარგა შესრულებული, ლამაზი, განცდადი, ინტიმური,კულტურული, მოგონებები ჭკვიანი ქალის დაწერილი, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრის დაფიქსირება +2 წერით მართლა კარგად წერთ, თუმცა დიალოგები დამღლელია, ქვეცნობიერი- არ არის მარაგის დაგროვება, მარაგი მეხსიერებაში და აზროვნებაშია,ქვეცნობიერიდან "ამოხეთქვა" მხოლოდ ერთი იდუმალი ფრაზით ხდება,ერთი წინადადებით, თითქოს სული ამოიყვირებს, ამოაძახებს, და ეს ამოძახილი ამოყივლება ფრაზისა სრულდება ან ძალიან მალე ან სიბერისას, დროის განმავლობაში . აქ წარმოდგენილი პროზა არის კარგა შესრულებული, ლამაზი, განცდადი, ინტიმური,კულტურული, მოგონებები ჭკვიანი ქალის დაწერილი, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრის დაფიქსირება +2
18. ოი ! ჭა ! შენ ძალიან მგრძნობიარე მკითხველი ხარ.
შენ ზუსტად ისე იფიქრე, როგორც მე მინდოდა, რომ მკითხველს ეფიქრა. :) მაგრამ ხომ ხედავ, ქეთინომ ბებიასთან წასვლა გადაიფიქრა... რა იცი, რა ხდება ! :) :)
პატივისცემით: ტენდი :) ოი ! ჭა ! შენ ძალიან მგრძნობიარე მკითხველი ხარ.
შენ ზუსტად ისე იფიქრე, როგორც მე მინდოდა, რომ მკითხველს ეფიქრა. :) მაგრამ ხომ ხედავ, ქეთინომ ბებიასთან წასვლა გადაიფიქრა... რა იცი, რა ხდება ! :) :)
პატივისცემით: ტენდი :)
17. საინტერესოდ წერ...დახვეწილად...აიდიალებ ურთიერთობებს...:) ასეთ ურთიერთობებს "რეალობა" არც შეიძლება ჰქონდეთ...:)...მაგრამ სიყვარული ასეთი ჭკვიანი არ არის...:) ან ვერ არის...:)
შენ არ გიყვარვარ, დამიჟერე. შენ შენი მოგონილი ქალი გიყვარს, რომელიც რატომღაც მე მომამსგავსე...მხოლოდ მომამსგავსე... ან უფრო უარესი, თვითონაც მინდოდა, რომ იმ ქალს ვმგვანებოდი... ღმერთმა იცის, ის არა ვარ... ხანდახან ხდება-ხოლმე, შორიდან ვხედავთ, რაღაც ძვირფასია, ბჭყვრიალებს. მიხვალ და შუშის ნატეხი აღმოჩნდება, შუქს რომ ირეკლავს... არა და მისვლამდე ზუსტად ის გვგონია, რასაც ვეძებდით... ერთიმეორე თუ არ დაგვავიწყდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შეხების მომენტი არ გვქონია. ღოგორც კი შევეხებით, დამიჯერე, ორივე ვინანებთ... მერე აღარც მე შეგრჩები და აღარც ის ქალი, შენ რომ გიყვარდა და მე რომ მამსგავსებდი... მე არვ ისე ჭკვიანი ვარ და ყველაფრისმცოდნე, შენ რომ გგონივარ... ლამაზი რომ არა ვარ, მეორე დილითვე მიხვდები... ვერც მუდმივად მოწესრიგებული ქალის როლს ვითამაშებ, არა ვარ და ამიტომ ! .. კი... ახლა გიყვარვარ... მეც... მეც მიყვარხარ, მაგრამ ერთიმეორე კი არ გვიყვარს, ერთიმეორესთან დამოკიდებულება გვიყვარს და ეს დამოკიდებულება კი არა, ახლა რომ გვაქვს, ის, რომელიც მაშინ გვქონდა. ის დამოკიდებულება კი ბავშვობაში ნანახ ფილმს ჰგავს... ან ძველ ალბომს, ბავშვობისდროინდელს... ყველაფერი მაშინვე გაფუჭდება, თუკი ამ ყველაფერს ყოველდღიურობად გადავაქცევთ... დამიჯერე, ეს ის ურთიერთობაა, რომელზედაც ექსპერიმენტების ჩატარება არა ღირს... ის, რაც ჩვენ გვქონდა ისე იშვიათია !... არა ღირს...
რა მართალია ეს ყველაფერი...და რა უბედურებაა სიყვარულის დროს ამდენი სიბრძნე?...:)))
ყოველთვის დაველოდები ახალს როდის დადებთ...:-* საინტერესოდ წერ...დახვეწილად...აიდიალებ ურთიერთობებს...:) ასეთ ურთიერთობებს "რეალობა" არც შეიძლება ჰქონდეთ...:)...მაგრამ სიყვარული ასეთი ჭკვიანი არ არის...:) ან ვერ არის...:)
შენ არ გიყვარვარ, დამიჟერე. შენ შენი მოგონილი ქალი გიყვარს, რომელიც რატომღაც მე მომამსგავსე...მხოლოდ მომამსგავსე... ან უფრო უარესი, თვითონაც მინდოდა, რომ იმ ქალს ვმგვანებოდი... ღმერთმა იცის, ის არა ვარ... ხანდახან ხდება-ხოლმე, შორიდან ვხედავთ, რაღაც ძვირფასია, ბჭყვრიალებს. მიხვალ და შუშის ნატეხი აღმოჩნდება, შუქს რომ ირეკლავს... არა და მისვლამდე ზუსტად ის გვგონია, რასაც ვეძებდით... ერთიმეორე თუ არ დაგვავიწყდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შეხების მომენტი არ გვქონია. ღოგორც კი შევეხებით, დამიჯერე, ორივე ვინანებთ... მერე აღარც მე შეგრჩები და აღარც ის ქალი, შენ რომ გიყვარდა და მე რომ მამსგავსებდი... მე არვ ისე ჭკვიანი ვარ და ყველაფრისმცოდნე, შენ რომ გგონივარ... ლამაზი რომ არა ვარ, მეორე დილითვე მიხვდები... ვერც მუდმივად მოწესრიგებული ქალის როლს ვითამაშებ, არა ვარ და ამიტომ ! .. კი... ახლა გიყვარვარ... მეც... მეც მიყვარხარ, მაგრამ ერთიმეორე კი არ გვიყვარს, ერთიმეორესთან დამოკიდებულება გვიყვარს და ეს დამოკიდებულება კი არა, ახლა რომ გვაქვს, ის, რომელიც მაშინ გვქონდა. ის დამოკიდებულება კი ბავშვობაში ნანახ ფილმს ჰგავს... ან ძველ ალბომს, ბავშვობისდროინდელს... ყველაფერი მაშინვე გაფუჭდება, თუკი ამ ყველაფერს ყოველდღიურობად გადავაქცევთ... დამიჯერე, ეს ის ურთიერთობაა, რომელზედაც ექსპერიმენტების ჩატარება არა ღირს... ის, რაც ჩვენ გვქონდა ისე იშვიათია !... არა ღირს...
რა მართალია ეს ყველაფერი...და რა უბედურებაა სიყვარულის დროს ამდენი სიბრძნე?...:)))
ყოველთვის დაველოდები ახალს როდის დადებთ...:-*
16. ნია-კო, მე მგონი, ლიტერატურული საიტისათვის ცოტა დიდია. მაგრამ მაინც იყოს. :) ნია-კო, მე მგონი, ლიტერატურული საიტისათვის ცოტა დიდია. მაგრამ მაინც იყოს. :)
15. სიამოვნებით ვკითხულობდი მართლა, ციცი :) სიამოვნებით ვკითხულობდი მართლა, ციცი :)
14. ამისთვის მოვალ...და ვიცი...დიდი სიამოვნება მელოდება...:-* ამისთვის მოვალ...და ვიცი...დიდი სიამოვნება მელოდება...:-*
13. შენც გაიხარე, გიგოოო !!!! :) :) კარგია, თუ მოგეწონა. :)
ტენდი :) შენც გაიხარე, გიგოოო !!!! :) :) კარგია, თუ მოგეწონა. :)
ტენდი :)
12. მე ძალიან მომეწონა ტენდი!!! ძალიან კარგად არის შეკრული!!! გაიხარე შენა!!! მე ძალიან მომეწონა ტენდი!!! ძალიან კარგად არის შეკრული!!! გაიხარე შენა!!!
11. ლოლა, მიყვარხარ ! :)
პატივისცემით: ტენდი ლოლა, მიყვარხარ ! :)
პატივისცემით: ტენდი
10. უჰ,რამდენი ხანია ველოდები ,,ამ ბიჭს" :):)
_ გამახსენდა, როგორ იდექი ხოლმე ფანჯარაში, როგორ ეწეოდი სიგარეტს და როგორ გინდოდა დიდი ყოფილიყავი. :)
ძალიან კარგად წერთ დიალოგებს და საერთოდაც მიყვარს უკვე ეს ,,ორნი ქალაქში".
:) უჰ,რამდენი ხანია ველოდები ,,ამ ბიჭს" :):)
_ გამახსენდა, როგორ იდექი ხოლმე ფანჯარაში, როგორ ეწეოდი სიგარეტს და როგორ გინდოდა დიდი ყოფილიყავი. :)
ძალიან კარგად წერთ დიალოგებს და საერთოდაც მიყვარს უკვე ეს ,,ორნი ქალაქში".
:)
9. მე ვფიქრობ, კარგმა მწერალმა ცხოვრება უნდა იცოსდეს და ვაი იმ ქალს, რომელიც კარგი მწერალია. :) პატივისცემით. :) მე ვფიქრობ, კარგმა მწერალმა ცხოვრება უნდა იცოსდეს და ვაი იმ ქალს, რომელიც კარგი მწერალია. :) პატივისცემით. :)
8. :)))) ზოგადად ცხოვრება ამ ქვეცნობიერის''გამოკვება''რომ მერე ასეთ კარგ ფრაზებად ამოხეთქოს:)
:)))) ზოგადად ცხოვრება ამ ქვეცნობიერის``გამოკვება``რომ მერე ასეთ კარგ ფრაზებად ამოხეთქოს:)
7. არა, ბლოკნოტში ნამდვილად არა. :) :) ქვეცნობიერში კი იმდენია დაგროვილი, ნეტავ როგორმე მათქმევინა. :) :) არა, ბლოკნოტში ნამდვილად არა. :) :) ქვეცნობიერში კი იმდენია დაგროვილი, ნეტავ როგორმე მათქმევინა. :) :)
6. ანუ მარაგში-ქვეცნობიერში,გონებაში ან ბლოკნოტში სულაც კარგი ფრაზები სულ აქვს კარგ ავტორს :) და შემდეგ ნაწერში საჭირო დროს,საჭირო ადგილზე მსუბუქად,იოლად '' ჩასვამს'':)
''გააპრავებს''რა:)
ანუ მარაგში-ქვეცნობიერში,გონებაში ან ბლოკნოტში სულაც კარგი ფრაზები სულ აქვს კარგ ავტორს :) და შემდეგ ნაწერში საჭირო დროს,საჭირო ადგილზე მსუბუქად,იოლად `` ჩასვამს``:)
``გააპრავებს``რა:)
5. ლალი, მაშინ ასეთი თეატრალურები და მაღალფარდოვანები ვიყავით... მე მგონი ასე იყო. :) :) :). თარიღს თუ მიაქციე ყურადღება 1998 წელია. ჩაფიქრებული კი 1987 წელს იყო. უბრალოდ, მაშინ წერისათვის არ მეცალა. :) :) :)
თუ შეიძლება ამიხსენი, რას ნიშნავს სიტყვა "გაპრავება". :) :)
დიდი პატივისცემით: ტენდი :) ლალი, მაშინ ასეთი თეატრალურები და მაღალფარდოვანები ვიყავით... მე მგონი ასე იყო. :) :) :). თარიღს თუ მიაქციე ყურადღება 1998 წელია. ჩაფიქრებული კი 1987 წელს იყო. უბრალოდ, მაშინ წერისათვის არ მეცალა. :) :) :)
თუ შეიძლება ამიხსენი, რას ნიშნავს სიტყვა "გაპრავება". :) :)
დიდი პატივისცემით: ტენდი :)
4. რეალური ყოფისთვის ზედმეტად თეატრალური და მაღალფარდოვანი დიალოგებია...
ბევრი კარგი და ჭკვიანური ფრაზის''გაპრავება''შეიძლებოდა არადა აქ.
საკმოად კარგად წერთ...
ავტორის ფსიქემოციური ტიპის დანახვაც საკმაოად ადვილია. არადა მარტივი და უბრალო ნამდვილად არ ხართ... :)
რეალური ყოფისთვის ზედმეტად თეატრალური და მაღალფარდოვანი დიალოგებია...
ბევრი კარგი და ჭკვიანური ფრაზის``გაპრავება``შეიძლებოდა არადა აქ.
საკმოად კარგად წერთ...
ავტორის ფსიქემოციური ტიპის დანახვაც საკმაოად ადვილია. არადა მარტივი და უბრალო ნამდვილად არ ხართ... :)
3. არ ვიცი რატომ, მაგრამ ახლა ფრანგული ფილმი ''ორნი ქალაქში'' გამახსენდა, ალენ დელონი და ჟან გაბენი რომ მონაწილეობენ... და კიდევ ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორია. :)))))))))))))))))) არ ვიცი რატომ, მაგრამ ახლა ფრანგული ფილმი ``ორნი ქალაქში`` გამახსენდა, ალენ დელონი და ჟან გაბენი რომ მონაწილეობენ... და კიდევ ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორია. :))))))))))))))))))
2. დიმიტრი, დიდი მადლობა შენიშვნისათვის.აუცილებლად გადავხედავ და შევასწორებ. :) პატივისცემით: ტენდი. :) დიმიტრი, დიდი მადლობა შენიშვნისათვის.აუცილებლად გადავხედავ და შევასწორებ. :) პატივისცემით: ტენდი. :)
1. წავიკითხე.. ძალიან კარგია.
წერის კულტურაც ძლიან კარგია.. :)
უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება..
_ ჩვეულებრივ _ ლაპარაკი არ სურდა.
ჩვეულებრივზე, მკითხველი თუ დაასკვნიდა რომ ლაპარაკი არ სურდა, უფრო დატკბებოდა საკუთარი მიხვედრილობით... ასეთი რამდენიმე ადგილია.. :)
თუმცა ალბათ ავტორის ნებაა.. მადლობა. :) წავიკითხე.. ძალიან კარგია.
წერის კულტურაც ძლიან კარგია.. :)
უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება..
_ ჩვეულებრივ _ ლაპარაკი არ სურდა.
ჩვეულებრივზე, მკითხველი თუ დაასკვნიდა რომ ლაპარაკი არ სურდა, უფრო დატკბებოდა საკუთარი მიხვედრილობით... ასეთი რამდენიმე ადგილია.. :)
თუმცა ალბათ ავტორის ნებაა.. მადლობა. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|