ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2010


მავნე ჩვევა

ამბობ,რომ ანებებ სიგარეტს თითქოს და მოწევას,
ცხოვრებას ირთულებ, დამტვერილ სარკეში ყურებით.
იქნებ სულ არ გვიღირს ჩვენ ერთმანეთი და მოწმე ვარ,
უერთმანეთოდ კი დღევანდელ დღემდეც ხომ მივედით.

ახლა კი, როდესაც თბილისში უშენოდ თენდება,
ბათუმში შენ ალბათ ზღვა გითვლის ნაპირთან ნაბიჯებს.
ვერ ვხვდებით ჩვენთვის დრო გარბის თუ.. ან სულაც ბერდება.
უმწეო ბეღურებს დეკემბრის ქარები აგიჟებთ...

...და მე კი მაშინებს, სულ ყველა, ფიქრიც და სიზმარიც,
უცხო ქალაქისკენ ეჭვის რომ უბერავს ქარებად.
შენ ნუ გაგაოცებს ჩემი სევდით სავსე თვალები!
ფრთები შეატოვა პეპელამ ქსელს, თუმც კი გაება.

... ჰო, ასეთი ვარ და ეგოცენტრიული ეგოთი,
ზოგჯერ საკუთარ თავს საკუთარ აზრებზე ვემდური.
შენ კი თითქოს გხიბლავს ფსიქოლოგიური მეთოდი,
ჰგავდე ექიმსა და პაციენტი გყავდეს  მეგზური.

... გახდა მავნე ჩვევა ჩემთვის უკვე – შენზე მიჩვევა
და შენს დანახვამდე საკუთარ ნერვებზე ვერთობი.
ხანდახან მგონია უბრალოდ წახვალ და.. კიდევ და–
ივიწყებ სარკეებს, გადახვალ წარსულად ენ დროში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები