ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2011


ტირეს ფილოსოფია

მარტო მოდიხარ,
იმ ქვეყნადაც მიდიხარ მარტო,
ამ გზაზე მხოლოდ ერთი,
ღმერთი თუ გეშველება.
და რაც დრო გადის
მაჯისცემას მით უფრო ატყობ,
რომ ხელჩაქნევას შეაჩვიეს
ხელი ხელებმა...
მერე კი ზომავ ამ მანძილის
გრძედებს, განედებს,
იმ დროს იცოხნი,
რომ იყავი უფრო ნამდვილი.
მერე ერთბაშად ყველაფერზე
ფიქრს თავს ანებებ
და თავს იტყუებ
უგემური ყოფის გარნირით.
პირუთვნელი დრო აგიწონის
ყველა საქციელს,
ჰორიზონტალში თუ შევსებულს
მხოლოდ შვეულად...
რას გაექეცი, ან შენ თვითონ
ვინ გააქციე,
მონანიება-პატიებას
ვერ შეჩვეულმა.
შვილებს გადასდე სიყვარული
მძიმე სენივით,
ყოფნა-არყოფნას შორის ტირეს
შუბლზე დრო გიჩენს.
და შენს ვარდისფერ სათვალესაც
მუქად შემინულს,
სურს ეს ცხოვრება ტკივილივით
მალე მოგირჩეს...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები