ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოკა855
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2011


ბუტია

შენი კოცნა ენატრება
ჩემს გაბუტულ ტუჩებს..
შენზე ფიქრით გადაღლილი
შემოვივლი ქუჩებს.
მივუყვები აღმართს სადღაც,
ფიქრი ფიქრებს ერთვის,
თითქოს აქ ხარ, ჩემთან ახლოს,
შენი სუნთქვა მესმის..
-სიხარულო, მენატრები,-
ჩუმად გეტყვი ყურში,
შენ კი ისევ გამიღიმებ,
ჩამიხუტებ გულში.
ზღვაზე თეთრი თოლიები
ათენებენ ღამეს,
მენატრები და მიყვარხარ,
დამიბრუნდი მალე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები