ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2011


თებერვალია (შეპირებული ლექსი ანი მატისს)

გავბანალურდი, შემომაცვდა ყველა ოცნება
და ალიონზეც აღარ ყივის,რიდით მამალი.
შენ, სინანულის ცრემლს ისრისავ კბილით–კბილზე და
მერე დუმილით, სულის ქარებს, ჩადგნენ – ავალებ.

ძილი გაუტყდათ მოგონებებს,მზე დგას ირიბად,
სხივებს – თვალებში ვერ გისწორებს ანუ გარიდებს.
აგონია სჭირთ – ამინდებს და ფიქრი იზიდავთ,
დაბოგინობენ ქარიშხლები – სევდის კრამიტებს...

თებერვალია, რახანია დგას და დასცინის –
უმართავობა, რომ წავართვი, თითქოს ამინდებს.
ჩემი სიზმრები – შიშველ ხეებს ტანზე მოუცვამთ,
მე კი, დღეს, ძილი, მერამდენედ, სახეს მარიდებს.

და ვზივარ ახლა, ბჟუტავს ოდნავ, ფანჯრიდან – მთვარე,
ცხელ ჩაის ვწრუპავ, ,მხურავს პლედი – ნოემბრის სუნით.
შენ, სადღაც შორს ხარ, ვიღაცისთვის სიყვარულს ქარგავ,
მე კი, კადრებად შემორჩენილ – ბავშვობას – ვუვლი...

თებერვლის ქარი – ჩემი სულის  ექოდ ხმაურობს,
ძილზე დაგეშილ – შუშათვალებს ვაცეცებ ბნელში.
გაფრენა მინდა,ფრთები მინდა, თუნდაც, სულის და..
ზურგში, ისეთი მოხრილი ვარ, რომ მხრებსაც ვერ ვშლი.

უნდა დაგეყრდნო,სანამ, სწორად დგომას ვისწავლი,
სანამ, სქოლიოზს მოვაშორებ –  ამ მდორე სხეულს...
სანამ, ვდგავარ და ვერც მივფრინავ, ვერც მივუყვები,
იმ გზებს რომლებიც მახვევია – თმასავით ხვეულ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები